უვიზო რეჟიმი - რუსეთთან თუ ევროკავშირთან?
27-04-2015
უვიზო რეჟიმი - რუსეთთან თუ ევროკავშირთან?
როცა „ნატოსა“ და „ევროკავშირის“ ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ, რომ ამ ორმა უმნიშვნელოვანესმა გაერთიანებამ უნდა შეწყვიტოს ან შეაჩეროს გაფართოება, სულ ცოტა, უახლოესი 10 წლის მანძილზე, საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ კოზირი, რომელიც დაბნეულ და იმედგაცრუებულ ამომრჩეველს ჩვენი ქვეყნის დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის რეალურ პერსპექტივას დაანახებს. ამ გადასახედიდან ეს უვიზო მიმოსვლაა ევროკავშირთან. ყველაზე ახლო პერიოდი, როცა „ევროკავშირმა“ ამ საკითხზე თავისი გადაწყვეტილება უნდა გაგვაცნოს, კარს მომდგარი რიგის სამიტია. თუმცა, როგორც ყველაფრიდან ჩანს, დიდი მოლოდინი
უვიზო რეჟიმის პრივილეგიის მონიჭებაზე საქართველოს დიპლომატიას არა აქვს. და რა ვქნათ მაშინ, თუ კვლავ, სულხან-საბასი არ იყოს "ლუდოვიკო მეთოთხმეტისგან" ხელცარიელები გამოვალთ?!
იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ თავისი ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესაძლებლობას. როგორც ჩანს,
რუსეთის ხელისუფლებაც განიხილავს წინასაარჩევნოდ სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოსთან ქართველი ამომრჩევლის გულის მოგების ერთ-ერთ გზად.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ის, რაც ევროპისთვის სახვეწარი გვაქვს, რუსებმა ქართული დიპლომატიის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე „გვიფეშქაშონ.

ყოფილი საბჭოთა ქვეყნების საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნების რუსულ სტრატეგიაში ეკონომიკურ ბერკეტებს უდიდესი როლი მიენიჭა. ამ ტაქტიკის გამოყენებას რუსეთი განსაკუთრებით იმ ქვეყნებში აპირებს, რომელთაც ე.წ. ბუფერულ ზონად მოიაზრებს, მათ შორისაა საქართველო, მოლდავეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა, ხოლო ერთ-ერთ ეფექტურ იარაღად ამ გზაზე რუსეთს ახალშექმნილი "ევრაზიული კავშირის"“წევრი სახელმწიფოები მიაჩნია. კერძოდ, რუსეთს სურს სწორედ ამ ქვეყნების: სომხეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის მეშვეობით საქართველოს მსგავს ქვეყნებზე გავლენის გაფართოება. ამ მიზნით უპირველესად სწორედ "ევრაზიის კავშირის" წევრი სახელმწიფოების ეკონომიკების გამოყენება მოხდება, რაც ამ ქვეყნების გავლით შესაძლო რუსული ინვესტიციების შემოდენასა და ერთობლივი საწარმოების შექმნაში გამოიხატება. ლოგიკა მარტივია: ქართველი საზოგადოებისთვის ნაკლებად მტკივნეული და საეჭვო იქნება ბელორუსიის, სომხეთისა თუ ყაზახეთის მიერ განხორციელებული ინვესტიცია, ვიდრე უშუალოდ რუსული. რუსეთს ნათელი მაგალითი აქვს იმისა, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნასაც კი არაერთმნიშვნელოვნად შეხვდა საქართველოს მოსახლეობა. თანაც, საქართველოსთანა ღარიბ ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ინვესტიციები პოლიტიკური ნიშნით აირჩიოს, მით უფრო,„"ევრაზიის კავშირი" შეიძლება გასცდეს ყოფილი საბჭოთა სივრცის ფარგლებს და მასში სხვა ქვეყნებიც გაერთიანდნენ. მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ ვიეტნამმა განაცხადა, რომ ემზადება "ევრაზიის კავშირში" შესასვლელად. ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად გააფართოოს "ევრაზიის კავშირში" საზღვრები თავისი მეთაურობით.

რუსეთი შეეცდება, შემოგვთავაზოს ორი ეკონომიკური ზონის ჰარმონიზაციის პოლიტიკა და სწორედ საქართველოში: საქართველო, როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში შემავალი ქვეყანა, ობიექტურადაც საინტერესოა "ევრაზიულ კავშირში" შემავალი ქვეყნებისთვის. თავის დროზე, რუსეთს კონფლიქტამდე ამ იდეის რეალიზაციის მცდელობა ჰქონდა უკრაინაში: ჯერ კიდევ იანუკოვიჩი აცხადებდა, რომ უკრაინა იქნებოდა სამოდელო ქვეყანა, ერთგვარი ხიდი პუტინისეული "ევრაზიისა" და დასავლური "ევროკავშირის" ეკონომიკებსა და საბაჟო ზონებს შორის. საბოლოოდ, რა ბედი ეწია უკრაინას, ვნახეთ. ამჯერად ამ იდეის საქართველოში განხორციელებაზე  მიდის საუბარი.

მაგალითად, ბიზნესის ლოგიკა ასეთია: სანქციების გამო რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია, ანუ ევროპაში რუსეთიდან ვეღარ გადის პროდუქცია. ამ პირობების გათვალისწინებით, რუსულ კომპანიებს აწყობთ, საქართველოში აწარმოონ პროდუქცია და აქედან განახორციელონ ექსპორტი ევროპაში. ბიზნესმენები, რომლებიც უკვე სარგებლობენ რუსული ინვესტიციებით, ფიქრობენ, რომ „ბიზნესმა და ხელისუფლებამ გონივრულად უნდა გამოიყენონ დღევანდელი სიტუაცია, როცა შესაძლებელია, რუსული ინვესტიცია გადმოიტვირთოს საქართველოში, აქ მოხდეს პროდუქციის წარმოება და აქედანვე განხორციელდეს ექსპორტი ევროპაში... რუს ინვესტორებს უკვე ათვისებული აქვთ ევროპული ბაზარი და დალაგებული აქვთ იქ გაყიდვები. აქედან გამომდინარე, მათი საქართველოში შემოყვანა დღეს უფრო მარტივი, სწრაფი და ეფექტური იქნებოდა.

თავისთავად იდეა ეკონომიკური თვალსაზრისით შესაძლოა მომხიბლავია, მაგრამ, რა გამოწვევებს გვიქადის რუსული ფულის დიდი ოდენობით საქართველოში შემოდინება, ეს უკვე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია და რისკებისა და საფრთხეების დაწვრილებით დათვლა-განეიტრალებას საჭიროებს.

დასავლეთი კი კვლავ აგრძელებს "წაჯექ-უკუჯექობის" პოლიტიკას რუსეთთან და ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, რითი უფრო შეზღუდავს რუსულ აგრესიას. მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს უკრაინისთვის„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და აღმოსავლეთ უკრაინაში იმავე„ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ჩაყენებას სთხოვს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან თავისუფალი სავაჭრო სივრცე შექმნას. გასაგებია, რომ დასავლეთი რუსეთთან დეესკალაციასა და რუსეთის შეკავების ათასნაირ გზას ეძებს და მერკელის ეს განცხადებაც უნდა განვიხილოთ როგორც რუსეთთან სავაჭრო თემა, მაგრამ ჩვენ როგორ დავიძვრინოთ თავი რუსული გავლენისგან ამ ბრინჯივით დაბნეული ევროპის შემყურე, ეს არის ყველაზე საჭირბოროტო საკითხავი.
.
17 მაისი 2015 09:13
-"მაგალითად, ბიზნესის ლოგიკა ასეთია: სანქციების გამო რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია, ანუ ევროპაში რუსეთიდან ვეღარ გადის პროდუქცია. ამ პირობების გათვალისწინებით,

რუსულ კომპანიებს აწყობთ, საქართველოში აწარმოონ პროდუქცია და აქედან განახორციელონ ექსპორტი ევროპაში. "-ამის წაკითხვის მერე გამიჩნდა ერთი მარტივი შეკითხვა,ამ ქალბატონმა თუ იცის რუსეთის ექსპორტის ან სტრუქტურა,ან რას აწარმოებს რუსეთი საექსპორტოდ(ნავთობისა და გაზის გარდა)?იქნებ ის რაკეტები ყავს მხედველობაში რომლებიც წამდაუწუმ ვარდებიან ან საერთოდ ვერ იღებენ სტარტს?ანდა ის ტანკები რომლებიც პარადის დროს იჩხირებიან წითელ მოედანზე და დამხმარე ტექნიკის საშუალებით გაჰყავთ?ნუთუ დღეს მართლაც სჯერა ვინმეს,რომ რუსეთი ისევ არის საერთაშორისო დონის სერიოზული პარტნიორი ,რომელსაც გარდა სამხედრო ავანტურის რაიმის შესაძლებლობა გააჩნია?მსოფლიოს მხოლოდ ერთი შიში აქვს,რომ ფსიქიურად დაავადებულმა რუსეთის პოლიტხელმძღვანელობამ არ გაისროლოს ის დაჟანგული ატომური რაკეტები ,რომელიც მას საბჭოთა კავშირის პერიოდიდან შემორჩა და გაურკვეველია სად გაფრინდება და სად დაეცემა.რუსეთი თვითონ ეძებს თავისი ურთულესი მდგომარეობიდან და აგონიიდან გამოსავალს.ნაბიჯი ჩინეთთან დაახლოების არის სწორედ ის მახვილი რომელიც მას დაასამარებს საბოლოოდ.ზუსტად ამ დაახლოების წინააღმდეგია მთელი ცივილიზებული სამყარო,რადგან ჩინეთის ასეთი გაძლიერება რუსული ანერგომატარებლების ხარჯზე,არავის ინტერესებში არ შედი.თორემ რუსეთი რომ აღარ აღითქმება სერიოზულად უკვე ყველა ხვდება.
....
04 მაისი 2015 08:07
გაიძახეთ რუსეთი გვინდაო და დარჩებით წითელ წიგნებში შესატანები. საქართველო არსაითკენ უნდა წავიდეს, არც ევრპა-ამერიკა და მითუმეტეს არც მონღოლები! ქართველები თავად მივხედავთ ქვეყნის ბედს! ეხლა გამახსენდა ნოე ჟორდანიამ რო ხელი არ მოწაერა ევროკავშირთან პარტნიორობას და რუსეთს აამა თავისი ჭკუით, და თვეებში რო წითელ არმიელები შემოვიდნენ და სახელმწიფოებრიობა გააუქმეს! რუსეთ ნელ-ნელა კლავენ მასონური დაჯგფებები: შიმშილით, ზე წოლით და ჩვენც უნდა მივყვეთ? არავინ გვინდაააააა!
papa
04 მაისი 2015 01:21
..ეგეც ნორლანდის ვიზიტიიიი
აზნაურის(ნორლანდის) სტუმრობა ნუ გგონიათ ხუმრობაო....
...აზნაურის სტუმრობა არასოდეს ყოფილა ხუმრობა და მით იმეტეს ნორლანდის
.... .ეგე თუ ხუმრობააა.....
ქ-ხათუნა
ხომ ხედავთ ,,ზემდგომებს,, თქვენი კითხვების დაჟე დასმაც კი არ სიამოვნებთ. მაგათთვის მაგ კითხვების სახალხოდ დასმა უკვე იმის დასტურია რომ --ამ 11 წლის მანძილზე მაგათ საქმიანობას და ავტორიტეტს საქართველოში ძალიან ცუდად აფასებენ....წინააღმდეგ შემთხვევაში ეგ კითხვები არც გაჩნდებოდა
ეგ რომ იციან სწორედ იმიტომაც ცდილობენ თავიაანთი საქმის ,,ღონით გამოსწორებას,,
იმიტომაც ჭრიან და კერავენ ჩვენ საქმეებს უჩვენოდ
ციც....გვერდზე გახედვაც კი არ გაბედოთო...
ასე გვეუბნებიან დიდი ძიები --ანუ თქვენ არავინ გეკითხებათ,... ბალი ათი შაური ღირსო...
იმას კი ვერა ხვდებიან, რომ ეგრე ეგენი თავიაანთ საქმეს უფრო აფუჭებენ....
ჰოოდა..... საცა წვრილია იქ გაწყდება....
მერე იტყვიან რათაო..
იმიტომ რომ იქ...ადვილად გასაწყვეტი იქნება....ადვილად გასაწყვეტი

რედაქტორის რჩევით