"ვერ ვიპოვე შუაკაცი, ვინც ამ ამბავს ბიძინა ივანიშვილთან მიიტანდა" - რას ნანობს იმერეთის ექსგუბერნატორი
04-05-2015
"ვერ ვიპოვე შუაკაცი, ვინც ამ ამბავს ბიძინა ივანიშვილთან მიიტანდა" - რას ნანობს იმერეთის ექსგუბერნატორი
კორუფციის ჯადოსნური წრე

გასულ კვირას იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა, ექსპრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. ამ წერილით მეფარიშვილი ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს­, რათა პირადად უთხრას, თუ როგორ დაიწყო­ მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია, ვინ დგას ამის უკან, რა მიზანს ისახავს და რა გაკეთდა მისი გუბერნატორობის დროს...
რის თქმას აპირებს ზაზა მეფარიშვილი ექსპრემიერისთვის, ამის თაობაზე ის "კვირის პალიტრას"  ესაუბ
რა:


- ბიძინა ივანიშვილთან შეხვ­ე­დრის დიდი სურვილი მაქვს­. მი­ნ­და, გავიგო, რა ინფორმაცია მიაწოდეს მას ჩემზე... ყველა ცილ­ისწამებაზე მაქვს პასუხი და ბატონი­ ბიძინა ჩემს უდანაშაულობაში დარწმუნდება. დეტალურ ინფ­ორმაციას მივაწვდი რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ავუხსნი, რა ხდება რეალურად, როგორი მოჯადოებული წრე იქმნება გუბ­ერნატორის გარშემო, რაც უსპობს­ ნორმალურად მუშაობის საშუალებას. როდ­ესაც გუბერნატორი ცდილობს სა­ქ­მის გაკეთებას, მაშინვე მის წინააღმდეგ ცილისმწამ­ებლური
კამპანია იწყება...

- ექსპრემიერთან მიტანილმა ენამ შეიწირა თქვენი თანამდებობა?

- დავაზუსტებ: ივანიშვილთან შეხვედრა იმიტომ მსურს, რომ ჩემ­თვის მნიშვნელოვანია მისი ჩემ­დ­ამი დამოკიდებულებაც და მოვლენების შეფასებაც. როცა ჯერ კიდევ იმერეთის გუბერნატორი ვიყავი, ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჩემთან­ დაკავშირებული კითხვები დაუსვა­ და პრემიერმა დაარწმუნა, რომ უკან­ონოს არაფერს ვაკეთებდი­. ის ინფორმაცია, რომ­ელიც ჩემ შესახებ მიუტანეს, ჩემს გარემოცვას შეეხებოდა. როგორც ვიცი, ივანიშვილს ჩემი თან­ამდებობიდან გათავისუფლება არ მოუთხოვია. უბრალოდ, ღარიბაშვილს ურჩია, გაერკვია, სიმართლე იყო თუ არა ის, რასაც იმერეთის გუბერნატორზე ამბობდნენ...

- ივანიშვილს უთხრეს, რომ თქვენ მიერ რეკომენდებული პირები­ კორუფციაში იყვნენ ჩართული?

- დიახ... ამიტომაც მინდა, გავიგო, რა უთხრეს, რომ ბატონ ბიძინას ავუხსნა ყველაფერი.

- ვინ არიან ის პირები და რო­მელიმე კორუფციაში თუ ამხილეს?

- ქუთაისის, თერჯოლის, ზეს­ტაფონის მუნიციპალიტეტებში­ გამგებლის მოადგილეები ჩემი მხარდაჭერით ნამდვილად სარგებ­ლობდნენ. მას შემდეგ, რაც გუბე­რნატორი აღარ ვარ, ისინიც გაათ­ა­ვისუფლეს, თუმცა, კორუფციაში­ არც ერთი არ დაუდანაშაულებიათ.­

- მოჯადოებული წრე ახსენეთ...
- ამ წრის ჩამოყალიბება რამ­დენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჯერ ერთი, მე აპოლიტიკური გუბ­ე­რნატორი გახლდით. "ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზ­აციის წარმომადგენლები გაღიზ­იანდნენ იმის გამო, რომ კადრებს­ არა პარტიული ნიშნით (რაც მათი აქტივისტების დასაქმებას გულისხმობდა), არამედ პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის მიხედვით ვარჩევდი. თავის დროზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობა მეც ამ ნიშნ­ით გამომიცხადა. საკადრო პოლიტიკის გამო ქუთაისის მერი, სხვადასხვა რაიონის გამგებ­ლები და "ქართული ოცნების" პარ­ტ­იული ორგანიზაციის ხელმ­ძ­ღვანელი გამინაწყენდნენ.

ამას დაემატა ტენდერებთან დაკავშირებული უკმაყოფილების ტალღაც. რამდენიმე პროექტი მოვიკითხე, რომელთა დასაწყებად თანხა გადასარიცხად მზად იყო. აღმოჩნდა, რომ პროექტის ბიუჯ­ე­ტში ისეთი სამუშაოების შესრულ­ებისთვის იყო თანხები ჩადებ­ული, რაც უკვე შესრულებული გახ­ლ­დათ... გადავხედე სატენდერო მოთ­ხოვნებს, რომლებ­იც ძალიან ზოგადი იყო, და მათი დაზუსტ­ება მოვითხოვე. აქედან აგორდა ჭორი, გუბერნატორი სატენდერო­ პირობების შედგენაში ერევა, რადგან მისთვის მისაღები ფირმის გამარჯვება სურსო. მოკლედ, ადამი­ანის განადგურება თუ გინდა, ის უნდა დააბრალო, რასაც თავად ებრძვის.
ტყიბულში სპორტის სასახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პროექტში იმ სამ­უშაოს შესრულებაზე იყო წარმო­დგენილი წინადადებები, რაც რეალურად შესრულებული იყო.

რეაბილიტაც­ი­ის დასრულებას მხოლ­ოდ იატაკ­ებისა და კედლების გარ­ემონტება სჭირდებოდა, თანხა კი მთლიანი სამუშაოებისთ­ვის იყო გამ­ო­ყო­ფილი. ეს საეჭვო ურთიერ­თ­გარიგების წინა პირობა გახლდათ. ასევე მოექცა ყურადღების ცენტრში ზესტაფონში (ტაბაკინის­ დასახლებამდე) გზის გაკეთების პროექტი, წყალტუბოში სასჯელ­ა­­­ღ­სრულების დეპარტამენტის ზონის მიმდებარე გზის რეაბილიტა­ცია.­­
ზოგიერთ რაიონში გზა არ აღმოჩნდა მოხრეშილი, რი­სთვი­საც თანხა უკვე გამოყ­ოფილი იყო. ახსნა-განმარტ­ება რომ მოვითხოვეთ, მით­ხრეს, ხრეში წყალმა წაიღოო(?!).­
მოკლედ, კორუფციულ გარიგებებს­ ხელი შევუშალე. სწორედ ეს არ მოეწ­ონა ზოგიერთ ჩინოვნიკს­ და ხელი ჩემკენ გამოიშვირეს.

- რით დაამტკიცებთ, რომ თქვენ არ იყავით კორუფციაში ჩართული?
- სამართლებრივად სამუშაო­ების შესრულების დამკვეთი მუნ­იციპალიტეტები არიან, რომელთა­ ხელმძღვანელი პირები კორუფცი­ის­ გამო არავის დაუსჯია. ჩემი უფლებამოსილებიდან გამომდინ­არე, მე მათ გარეშე ვერავითარ კორუ­ფციულ გარიგებაში ვერ ჩავერთვებოდი. თუმცა,
ვაცხადებ, მაინც არის ხვრელები იმისთვის, რომ გუბერნატორი კორუფციულ სქემებში ჩაერთოს, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია.

მერწმუნეთ, ამაზე რომ წავსულიყავი, დღესაც თანამდებობაზე ვიქნებოდი. ერთ რამეს კი ვნანობ, ვერ ვიპოვე შუაკაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვი­ლს ჩემ შესახებ ობიექტურ ინფორ­მაციას მიაწვდიდა. სამწუხაროდ, ვერ აღვუდექი წინ ბინძურ ცილისმწამებ­ლურ კამპანიას. თუკი ენის მიტანა­ და ცილი­ს­წამება წახალისებული იქნება, ეს გაზრდის იმ პირთა რი­ცხვს, ქვეყნის ხარჯზე პირად კეთილდღეობაზე რომ ზრუნავენ, საქმის მკეთებელ მოხელეებს კი შეზღუდავს. თუკი გუბ­ერნატორის თანამდებობა არჩევითი გახდება, პროექტების­ განხორციელების კონტროლი გარკვ­ეულწილად მისი მოვალეობ­აც იქნება. ამგვარად, გუბერნატორი უკეთ შეძლებს რეგიონის წარმოჩ­ენას. დღეს კი საქმის კეთ­ე­ბას ენის მიტან-მოტანა მოსდევს...

- ყველაზე ბინძური ჭორი თქვენ შესახებ რა იყო?
- ჩემი მეუღლის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. თით­ქოს ჩემი მფარველობა დასჭირდა­ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა; თურმე ქრთამად აიღო ბრილიანტის სამეული მაშინ, როცა საქმე რექტორის არჩევას ეხებოდა. ეს იყო საძაგელი ტყუილი, რომელმაც ძალიან გამაღიზიანა...
:)
11 მაისი 2015 23:27
ოხ ოხ დაკვეთილ კომენტარებს ვინც წერს ეტყობა სიმართლის მთქმელო ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული და ვერ ჩამოირეცხავს !!!!
gia
08 მაისი 2015 14:59
ამ კაცის კორუმპირებულობა არ მჯერა. მაგ საქმის გამკეთებელი კაცურად არ გადადგებოდა.
გიორგი
08 მაისი 2015 14:41
კონკურსში, როგორც წესი, ბევრი მონაწილეობს..... ბატონმა ზაზამ გუბერნიაში ჩატარებულ კონკურსში შეძლო მათგან საუკეთესოები შეერჩია!!!!!! სხვაგან კი სხვები ატარებდნენ კონკურსებს და ხელს გუბერნატორისკენ იშვერდნენ, მისი დავალებით ვმოქმედებთო..... ეს საშინელი ტყუილი იყო..... მატყუარების და მშიშარა ჩინოვნიკების არმიის მხრიდან!!!!!!

რედაქტორის რჩევით