"კიდევ 6 მინისტრს მოხსნიან" - ვინ როგორ ივაჭრა მმართველი კოალიციის შიგნით
04-05-2015
"კიდევ 6 მინისტრს მოხსნიან" - ვინ როგორ ივაჭრა მმართველი კოალიციის შიგნით
"არ გამო­ვრიცხავ, სამთავრობო ცვლილებები ივანიშვილისა და რიჩარდ ნორლანდის შეხვე­დრაზე დაგეგმილიყო"

"სერგეენკოსა და კალაძეს შორის ერთ-ერთი ფილტრაციას შეეწირება"


ბოლო ათი დღის განმავ­ლ­ობაში­ საქართველოს მთავრო­ბის შემადგენლობას პირადი­ გან­ცხადების საფუძველზე სა­მი მინისტრი გამ­ოეთიშა - ინფრა­სტრუქტურისა­ და რეგიონული განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა დავით­ შავლიაშვილმა თანამდებობიდან წასვლის მთავარ მოტივად ჯანმ­რთელობის გაუარესება დაასახელა,­ გარემოს დაცვის სამინისტროს ექსხელმძღვანელმა­ ელგუჯა ხოკრიშვილმა­ საჯარო სამსახურს გერმანიაში ოჯახთან ყოფნა არჩია, ლევან ყიფ­იანმა კი, რომელიც სპორტისა და ახალგა­ზრდობის სამინისტროს კურირებდა, პოსტიდან გადადგომა
სპეკ­ულაციებისგან თავის არიდების­ მიზნით გადაწყვიტა.


დავით შავლიაშვილი მისმა მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილმა­ მეორე დღესვე შეცვალა, ამიტომ საზოგადოება, ლოგიკურად, ორი ახალი მინისტრის მოლოდინში იყო, თუმცა, საბოლოოდ, პრემი­ერმა მოსახლეობას თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანე­ლიც წარუდგინა.

გიგლა აგულაშ­ვილი
- გარემოს დაცვის, ტარიელ ხეჩიკაშვი­ლი­ - სპორტის, თინა ხიდაშელი­ კი თავდაცვის მინისტრებად - მთავრობის ხელმძღვანელმა კოალიციასთან კონსულტაციების შემ­დგომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ღარიბაშვილის განმარტებით, ცვლილებები მთავრობის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება, თუმცა, ამ ცვლილებებს საზოგადოებაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა. გია ხუხაშვილის აზრით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში რესპუბლიკელების გაფართოებული შემადგენლ­ობით წარმოდგენა პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ სამთავ­რობო ცვლილებები ბიძინა­ ივანიშვილ­ისა და ამერიკის ელჩის ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "მთავრობის სისტემური გადახალ­ისება მოსალოდნელიც იყო, რადგან ხელისუფლებამ გლობალურ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გამოწვევებს სრულფ­ასოვნად ვერ უპასუხა. რაც შეეხება რესპუბლიკელების წინა პლანზე­ წამოწევას, "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან წასვლის შემდეგ მმართველ გუნდში ამ პარტიის როლი მნიშვ­ნელოვნად გაიზარდა. შესაბამის­ად, მათ მეტი "ლუკმის" მიღების­ სურვილი გაუჩნდათ. რესპუბლი­კურ პარტიაში არიან ადამიანები­, რომლებიც პოლიტიკურად კარგად ანგარიშობენ. გარკვეულ სა­კ­ი­თხებზე რესპუბლიკელების მმარ­თველ გუნდთან დაპირისპირება სწორედ პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილი იყო, თუმცა, ისინი ხელისუფლების პირველი პირებისთვის­ საფრთხეს მაინც არ წარმოადგ­ენენ. თუ რესპუბლიკელები შიდა­კრიტიკას "გადაამლაშებენ", ხალ­ხის პირისპირ დგომა მოუწევთ, მათი საარჩევნო შესაძლებლობები­ კი მინიმალურია, რაშიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით. ამიტომ რესპუბლიკური პარტია ძალაუფ­ლების გადანაწილებისას არასო­დეს იმაზე მეტს არ ითხოვს, რისი მოთ­ხოვნის რესურსიც რეალურად­ არ გააჩნია. პოლიტიკაში ასე ხდება, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწ­ყ­ისია.

მას შემდეგ, რაც ახალი­ მთავრობა­ პარლამენტისგან ნდობას­ მიიღ­ებს, ექვსი მინისტ­რის გათავისუფლების კომფორტი­ გაჩნდება. ალბათ, უახლოეს თვეებში კიდევ 6 მინისტრს გაათავისუფლებენ.­ საკადრო ცვლილებების მეორე ეტაპზე­ მთავრობას პოლიტიკურად მძიმე­წონიანი მინ­ისტრები დატოვებენ, ფინალი კი ირაკლი ღარიბაშვილის­ პრემიერობის მძიმე­ ტვირთისგან გათავისუფლება იქნება. მმართველი გუნდის თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ახალი მინისტრთა კაბი­ნეტი შემოდგ­ომისთვის უკვე დაკომპლექტებული­ იქნება. კო­ნ­კრეტულ პირებს ვერ დავასახელებ, თუმცა, დავით სერგეენკოსა და კახა კალაძეს შორის ერთ-ერთი ამ ფილტრაციას შეეწირება. არ გამო­ვრიცხავ, სამთავ­რობო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილისა და რიჩარდ ნორლანდის შეხვე­დრაზე დაგეგმილიყო... შინაარსობრივად, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინ­ისტრად დანიშვნა საინტერესო და სწორად გათვლილი პოლიტიკური­ ნაბიჯია. ოპოზიციური პარტიების "დამსახურებით" ხელისუფლების საგარეო მისწრაფებებზე კითხვები მრავლად არსებობს, ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა კი დასავლეთის პასუხად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ცვლილებ­ების ფორმამ საბოლოოდ მაინც ქვეყანაში არსებული მმართველობის კრიზისი გამოავლინა".
ირაკლი გოგავა, "საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი: "ინფრასტრუქ­ტურისა თუ სპორტის სამინისტ­როებში უამრავი პრობლემა დაგ­როვდა. ამიტომ მინისტრების წასვლის ოფიციალური მიზეზების უკან ბევრად სიღრმი­სეული პრობლემები იმალება.

ვფიქრობ, გრანდიოზული ცვლილებები ჯერ კიდევ­ წინ გვაქვს, როცა "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო მარათონისა და ამომრჩევლის გულ­ის მოსაგებად მზა­დებას დაიწყებს, მინისტრთა კაბინეტიდან არაერთ ხელმძღვანელს დაითხოვენ. რაც შეეხება რესპუბლიკელების მთავრ­ობაში დაწინაურებას, ამ გუნდის­ პრიორიტეტს ქართული ინტერეს­ები არ წარმოადგენს. ფაქტია, "ქარ­თულ ოცნებას" საზოგადოებ­ასთან კომუნიკაციის ნაკლებობა­ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტში არ ვიხილ­ა­ვდით ისეთ პოლიტიკოსებს, რომ­ლებიც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ფაქტია ისიც, რომ რესპუბლიკელები საკუთარ მდგომარეობას ოსტატურად იყენებენ. კარგად იციან, რომ მათი მხარდ­აჭერის გარეშე "ქართული ოცნ­ება" უმრავლესობას დაკარგავს, თუმცა, არსებობს მეორე მოსაზ­რებაც: თუ პოლიტიკური პარტნი­ო­რის მოშორება გინდა, ის უმაღლეს თანამდებობაზე უნდა დანი­შნო. შესაძლოა, ამ ყველაფრის უკან ეს მიზეზიც იყოს, რადგან გა­მოუცდელი ადამიანისთვის თავ­დაცვის მინისტრის პოსტის ჩაბარება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის­ დაკისრებას ნიშნავს. "ქართული ოცნებისთვის" კოალიციური გაერთიანება, მით უმეტეს, რესპუბლიკელები, ზედმეტი ტვირთია, მაგრამ ასეთ ვითარებაში ფრთხილი მოქმედ­ებაა საჭირო - უსუფაშვილი-ხიდაშელი მაქსიმუმის მისაღებად იბრძოლებენ".

რუსუდან შელია
გიორგი
07 მაისი 2015 10:59
ირაკლი გოგავა, უსინდისო კაცი ვიყო გვერდში თუ არ დაგიდგე, ოღონდ გამოჩნდი პოლიტიკაში. ერთი პირობით: შენს ქართულ სულისკვეთებაში ეჭვი არ მეპარება, საქართველო პატარაა, მითუმეტეს - თბილისი!-ყველამ ყველაფერი ვიცით! - ამოიყენე გვერდში საქართველოს პატრიოტი შვილები, პატიოსნები და ნამდვილი მამულიშვილები, პროფესიონალები დაგვანახე და მე და ჩემი საახლობლო წრე შენს გვერდზე ვიქნებით. ჩემს თვალში ყველა პარტია და ამჟამინდელი პოლიტიკური მარიონეტები ლუსტრირებულია, არავის ვენდობი! ყველამ თავისი სახე აჩვენა. ისე როგორ მოვკვდე, რომ ქართული საქართველო ვერ ვნახო!!!
M.karbelashvili3@yahoo.com
06 მაისი 2015 19:17
ი. გოგავას ვეთანხმები. რესპუბლიკელები არასოდეს გააკეთებენ ქართულ საქმეს. ვის და რისთვის სჭირდება ისინი პარლამენტსა თუ მთავრობაში, ცხადზე ცხადია. "ქართული ოცნება" ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის რესპუბლიკელების გამო არაპოპულარული გახდა და დღითიდღე ვრწმუნდები ამაში.
ana
05 მაისი 2015 10:06
,როცა საშუალო გამომძიებელია საგზაოს უფროსი,ან რიგითი ფილოლოგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ან მოადგილე,აი ესაა საშიში,როგორცსახელმწიოსთვის,ისე საზოგადოებისათვის,ეს სისტემური ნეპოტიზმი მარტო კორუფციიულ გარემოს კი არა ,იმ შეუწყნარებელობის გარემოსაც ქმნის,რომელშიცსახელმწიფო მოხელე კაციჭამიას თვისებებს იძენს,გული და ტვინი ეყინება!!


სწორედ საშუალო დონის გამომძიებელია ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღესაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად შავლიაშვილის მიერ დანიშნული- ვაჟა ფანჩულიძე, რომელიც ახლო ნათესავია ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორის მამუკა ფანჩულიძის. სწორედ მამუკა ფანჩულიძეზე გადაფორმდა ბერძნების ფირმის ევროკად მაკედონიის კუთვნილი სპეც ტექნიკა, რომელსაც სერპანტინი იყენებს. განა ნათელი არ არის რომ მხოლოდ ტენდერების გასაკონტროლებლად არის დანიშნული გამომძიებელი ამხელა უწყების ხელმძღვანელ თანამდებობაზე, როცა მასი სამუშაო გამოცდილება მხოლოდ ოთხი წელი გამომძიებლობაა

რედაქტორის რჩევით