"პრორუსულობის დაბრალების შიშით, ხელისუფლება არ უნდა მოერიდოს ევროკავშირთან ვაჭრობას"
11-05-2015
"პრორუსულობის დაბრალების შიშით, ხელისუფლება არ უნდა მოერიდოს ევროკავშირთან  ვაჭრობას"
ამას შეიძლება ვუწოდოთ დიპლომატიური შანტაჟი, მაგრამ ეს არის აპრ­ობირებული მეთოდი თანამშრომლობის პროცესში და მას ევრ­ო­კავშირის ყველა ქვეყანა იყენებს

უნდა მოაწეროს თუ არა საქართველომ ხელი რიგის სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციას?


აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართ­ება, თუმცა, ცნობილია, რომ საქართველო ამ სამიტიდან მნიშვნ­ე­ლოვანს არაფერს უნდა ელოდოს. დეკლარაციის პროექტში არც ვიზა­ლი­ბერალიზაციის მიღებაზეა ლაპარაკი და არც ევროპული პერსპექ­ტივის აღიარებაზე. გამომდინარე აქედან, ჩნდება კითხვა: ღირს თუ არა სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაზე ხელIმოწერა, თუ ამ ეტაპზე არსებულ
პროექტში მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვალა? დამოუკიდე­ბელი ექსპერტი ლევან ბოძაშვილი ხელისუფლებას ევროკავშირთან დიპლომატიურ ვაჭრობას ურჩევს, თუმცა, დასძენს, რომ მმართველი­ გუნდი საკუთარი იმიჯის ხარჯზე არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას­ ერიდება.

- ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სამოქმედო არეალი რიგის­ სამი­ტის წინ. პრაქტიკულად, ვი­ლ­ნ­­იუსის სამიტის შემდეგ ამ დეკლა­რაციაში არაფერი შეცვლილა, არადა, ორი წელი
გავიდა მას შემდეგ და პირიქით, პროექტი უფრო სუსტია. ვილნიუსის დეკლარაცია იყო ევროკავშირის გაცილებით პერ­სპექტიული და ძლიერი განა­ც­ხადი, ვიდრე რიგის სამ­იტის დეკლარაცია იქნება. გამოდის, ვრჩებით ნომინალურ პარტნიორებად.
ევროკავშირმა მიაღწია იმას, რაც სურდა. ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას.ჩანს, ეს მაქსიმუმია, რასაც ამ ეტაპზე გვთავაზობენ.
ამიტომ საქართველოს ხელისუფ­ლებამ უნდა დაიწყოს საჯარო განხ­ილვა, რათა ევროკავშირმა დაინახოს, რომ ის არ არის ხელისუფლება, რომელსაც რასაც ეტყვიან, ყველაფერს გააკეთებს. ეს მესიჯი იქნება ევროკავშირისთვის.

- თუკი ხელს არ მოვაწერთ დეკლარაციას, ეს ევროკავშირს დააზარალებს თუ ისევ საქართველოს?
- სამწუხაროდ, 2013 წლიდან ჩვენ ბევრი მომგებიანი პოზიცია გავუშვით ხელიდან. ახლა ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ­პარტნიორობის გადარჩენა პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმიტ­ომ,­ რომ ამ პროექტიდან სამი ქვე­­ყანა გამოთიშულია: ბელორუსია,­ აზერბაიჯანი და სო­მხეთი - ასო­ც­ირების ხელშეკრულ­ებას არც ერთი ეს ქვეყანა არ აწერს ხელს. უკრაი­ნ­ის საკითხი თვითონ­ ევროკავში­რისთვის იმდენად სერიოზული­ პრობლემაა, რომ ის აღმოსავლეთპა­რტნი­ორობას სცილდება, მოლდავეთს სავიზო ლიბერალიზაცია უკვე მიღებული აქვს. ამრიგად, რჩება საქართველო, რომელზეც დამოკიდებულია აღმოსავლეთპარტნიორობის ბედი.

- ანუ აღმოსავლეთპარტნიორობის გადარჩენა საქართველოზეა დამოკიდებული?
- სწორედ ამაზეა საუბარი. ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ­ ევროპელი ანალიტიკოსების აზრი. საქართველო წმინდა დიპლომატი­ური ვაჭრობის თვალსაზრისით მომგებიან პოზიციაშია და ეს ვითარება უნდა გამოვიყენოთ. არ უნდა ვიყოთ ევროკავშირთან ისეთ ურთიერთობაში, რომ 28 სახელმ­წიფო, თავისი ბიუროკრატიული მექანიზმებით, წლების განმავლობ­აში რასაც გადაწყვეტს, იმას დავე­ლოდოთ. მხოლოდ იმის ძახილი, რომ ხელისუფლება რაღაცას ვერ აკეთებს, საკმარისი არ არის. თვითონ­ ევროკავშირის ტენდენცია მიდის იქით, რომ თავად იყოს თავშეკავ­ებული ჩვენს საკით­ხში და, ბუნებრივია, ეს ცვლის საზოგადოების განწყობას. ამიტომ ეს მომენტიც უნდა გამოიყენოს ჩვენმა­ ხელისუფლებამ ევროკავშირთან ურთიერთობაში. უნდა გამოეყენე­ბინა საბაჟო გადასახადთან დაკავშირებული ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილებაც.

ევროკავშირი 4 წელიწადში­ ერთხელ დაახ­ლოებით 400 მილიონ ევროს გვაძ­ლევს, რაც მიზერული თანხაა, მაშინ,­ როდესაც­ თავის საქონელზე­ საბაჟო გადასახადი რომ გადაეხადა, ერთ-ორ წელიწადში გაცილებით მეტ მოგებას მივიღებდით, მაგრამ ამაზე არავინ ევაჭრა ევროკავშირს.

მაგალითად, უკრაინელები და იანუკოვ­იჩი ითხოვდნენ... თუ ჩვენ ფულს არ ვითხოვთ, რაღაც მექანიზმი მაინც მოგვცენ, რომე­ლსაც გამოვიყენებთ. სამწუხაროდ, ამაზე საუბარი პრორუსულობად ითვლება, არადა, ასე არ არის. ჩვენ შეგვიძლია ვივაჭროთ ნებისმ­იერ მექანიზმზე, მით უმეტეს, ამას ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

- ვაჭრობის იანუკოვიჩისეული­ ტაქტიკა ხომ არ დააზარალებს ხელისუფლების იმიჯს როგორც დასავლეთში, ისე ქვეყანაში?
- ევროკავშირში არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლებიც მუდმ­ივი ვაჭრობის პროცესში არიან.
იმის შიშით, რომ ვიღაცამ სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი არ ატეხოს და პრორუსულობა არ დააბრალოს, ხელისუფლება არ უნდა მო­ე­რიდოს ევროკავშირთან­ ასეთი ტიპის დი­პ­ლომატი­ურ ­­­ ვაჭრობას. თუ ამ პიართან გამკ­ლავების თავი ხელისუფლებას არა აქვს, მაშინ ის არაკვალიფიციურად ჩაითვლება. ასეთი შიშებით ხელისუფლება­ შორს ვერ წავა. კი ბატონო, ამას შეიძლება ვუწოდოთ დიპლომატ­იური შანტაჟი, მაგრამ ეს არის აპრ­ობირებული მეთოდი თანამშ­რომლობის პროცესში და მას ევრ­ო­კავშირის ყველა ქვეყანა იყენებს.

- დიპლომატიური ვაჭრობა დაგვიანებული ხომ არ არის? რიგის სამიტი უკვე კარს მოგვადგა...
- დაგვიანებულია. ჩვენ რამ­დენიმე შანსი გავუშვით როგო­რც ასოცირების ხელმოწერამდე, ისე მას შემდეგ. დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება უნდა ზარალდებოდეს და არა - ქვეყანა­. როცა ცდილობენ, კარგ ხელისუფლებად მოგვაჩვენონ თავი, სწორედ მაშინ ჩნდება კითხვები მის ავკარ­გიანობაზე.

- თუ ვილნიუსის სამ­იტის შე­მდეგ დეკლარაციაში არ­აფ­ერი­ იცვ­ლება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაინც არის გათვალისწინებული რუსეთის ინტერესები?
- ევროკავშირს აქვს ორი ძირ­ითადი მექანიზმი, რომლითაც პარტნიორ ქვეყნებს იზიდავს: ეს არის უვიზო რეჟიმი და ევროკავ­შირის წევრობის პერსპექტივა. ისეთი კანდიდატი ქვეყნების, როგორიც არის სერბეთი, კოსოვო და ა.შ. წევრობა მხოლოდ 2025 წლისთვის არის სავარაუდო. გამოდის, ჩვენთვის ეს პერსპექტივა კიდევ უფრო ტაბუდადებულია.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, საქართველოში მოსახლეობის აზრი პროევროპულიდან პრო­რუ­სულისკენ რომ არ შეიცვალოს, ევროკავშირი ქმედითი დანაპირ­ებით კვებავს საზოგადოებას.

როდესაც ელო­დ­ები უვიზო რეჟ­იმს­­ ევროკავ­შირი­სგან, რა თქმა უნდა, მისკენ იხრები, როგ­ორც კი ევროკავშირი ამას მოგვანიჭებს, მას მექანიზმი აღარ დარჩება, რაიმე დანაპირები მოგვ­ცეს, გარდა იმისა, რომ პატარ-პატარა გრანტები ჩაგვ­ირიცხოს. ერთადერთი, რაც ამის შემდეგ რჩება, ევროპული­ პერსპექტივის აღიარებაა. ცხადია, ეს არ სურს ევროკავშირს და, შესაბამისად, სავიზო რეჟიმ­ის ლიბ­ერალიზაციას რაც გვიან მოგ­­ვცემს, მით უკეთესი მისთვის, რადგან მანამდე შეეცდება მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ასოც­ირების ხელშეკრულების ამოქ­მედებისგან.
სამწუხაროდ, ხელისუფლება­ პოზიორობს, ცდილობს, არ გაიფუჭოს ურთიერთობა ევროპელებთან, რათა არ გაჩნდეს თანამდებობრივი პრობ­ლემები.
თუ ისინი საკუთარი იმიჯის ხარჯზე არ გადადგამენ ქმედით ნაბ­იჯებს ევროკავშირთან ურთიერთ­ობაში, ეს პროცესი უსასრულოდ გაჭიანურდება.

- მინდა გკითხოთ საკადრო ცვლილებებზეც... ხომ არ უკავშირდ­ება ეს ცვლილება სწორედ­ რიგის­ სამიტს, რადგან, თუნდაც თავდაცვის­ მინისტრის პოსტზე ვიხ­ი­ლეთ მკვეთ­რად პროდასავლელი თინა ხიდაშელი...

- როდესაც ალასანიას გუნდის სახით ერთი პროდასავლური­ ძალა გამოეცალა კოალიციას, საჭირო იყო მეორე პროდასავლური­ ფლანგის გაძლიერება, რადგან ეს სეგმენტი სჭირდება ხელისუფლებას. თუმცა, კოალიციას სჭირდება ისეთი პრორუსული ძალაც, როგორიც არის გოგი თოფაძე. თუნდაც ევროპელებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ესეც დიპლომატიური ვაჭრობის ელემენტია. 

ვახო ბერიძე
ალექს
12 მაისი 2015 21:43
მე კი მგონია,რომ პოსტკომუნისტურ მმრთველობას ,ჩვენთან რომაა აი უკვე 25 წელი,არც ქონია როდესმე აზრად ევროკავშირში და ნატოში შესვლა,რადგან სტანდარტთან ჯერ საკანონმდებლო გარემო მოიყვანო უნდა და მერე მხოლოდ ტყემლის საწებელა.
ჩვენი წესწყობა არის კომუნისტური,კოპირებული რუსულისგან ერთი ერთზე,აბსოლუტურად არადასავლური დაწერილ დაუწერელი კანონ ჩვევებით,ამიტომ ვერ შევალთ და არა იმიტომ რომ ტყემალია უსტანდარტო.
25 წელია ამომრჩეველთა სია 600-700 ათასი კავითაა გაბერილი,რომლებიც არათუ "ხმას "იძლევიან,პენსიებსაც და დახმარებებსაც "იღებენ",შესაბამისად რუსმაც და დასავლეთმაც იცის ,რომ საქართველოს მართავს ფსევდო დემოკრატიულ მანტიიანი კლანი,ხან ერთი ხან მეორე,ყველამ იცის რომ ამ ბაგაჟით ვერსად ვერ შევალთ და ვერსაიდან ვერ გავალთ,მაგრამ დიდ პოლიტიკაში ერთმანეთთან საჭიდაოდ ორი სისტემის საჯილადოდ თემას წარმოვადგენთ, ამასობაში მოქმედი მორიგი კლანის მსახური სამოხელეო კასტა,რომელიც შესაშური სტაბილურობით გამოირჩევა ყველა სასიცოცხლო ძარღვს გვიჭამს!
მარიამი
11 მაისი 2015 20:52
ბატონ ლევანს კარგად ესმის ერთი რამ, რომ ევროპამ მიიღო ის რაც უნდოდა, მაგრამ არა ასოცირების ხელშეკრულება. მას ან არ ესმის რა მიიღო, ან არ ამხელს რაღაცის შიშით, ან თავს იშტერებს. მეორე ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი კი თავდაყირა დააყენა. თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა ოღონდ ნატოში შევიდე და არ მინდა აფხაზეთიო, არ გამოადგება ნამუსის ამომწმენდავად. ევროპა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. მთავრობა და პარლამენტი ხიდაშელისნაირებს ამტკიცებს. ეუ ამერიკული საჯარისო ნაწილებისგან თავისუფლდება, საქართველო პატიჟებს მათ და რა თქმა უნდა, რომ შორს დაიჭერს ეუ თავს?! სანამ ესენი ეუ-ს დღევანდელ სტანდარტებს დაეწევიან, ეუ კიდევ უფრო სხვა სტანდარტზე გადავა. გამუდმებით იქნებიან მდევრის როლში, რადგან ეუ ხედავს, რომ დევნილი ჰყავს ქვეყანას წმინდა პოლიტიკურ ნიადაგზე. ეს დევნილი მე ვარ და ვარ გერმანიაში. პროტოკოლსაც კი არ ასრულებენ დროულად და სრულად ოფიციალურ დონეზე. რაზეა ლაპარაკი? სააკაშვილი დევნას ისეთ სახელოვნებო დონეზე აკეთებდა, რომ ამას ბევრი ვერ ხვდებოდა. მან ესენი ადგილებზე მოსაყვანად ისეთ რამეში გაახვია ყველამ დაინახა ორივეს სახე. ამ ეტაპზე ტყუილი იმედი არ უნდა ჰქონდეს არავის. ამას პლუს ის, რომ მენტალურად ხალხი სსრკ-ს დროშებს ვერ გასცდა. პოლიტიკურ დევნაში ზემოთ მყოფებს ეხმარებიან ალალ-მართლების წინააღმდეგ და არიან მზად უვიზო მიმოსვლისთვის?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები