იმედის დეფიციტი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
11-05-2015
იმედის დეფიციტი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
მაშ, ასე, გვყავს ახალი მთა­ვ­რობა ძველი სახეებით და რამდ­ენიმე წვეთი ახალი სის­ხლით, ძი­რითადად, რესპუბლიკ­ურით. ვნახეთ ორდღიანი მარ­ათონი­ პარლამენტში, პრემიერის დაუსრულებელი გამოსვ­ლები და ოპო­ზიციის კრიტიკა. იმ ორ დღეში იმდენჯერ მოვ­ისმინე ერთი და იგივე, რომ სამ­თავრობო­ პროგრამაც, მათი ციფრებიც და ოპოზიციის კით­ხვებიც ზეპირად ვისწავლე. არადა, ყველას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი. მაგალითად, ვერაფრით ვხვდები, დასამტკიცებელი მთავრობის ფრაქციებთან შეხვედრას რა აზრი აქვს?! ყველა ფრაქციამ ხომ წინა­სწარ იცის, დაუჭერს თუ არა მხარს? ყველა ცდილობს­, ამომრჩეველს
დაუმტკიცოს, რომ მაგარია და დემაგოგიის უმა­ღლეს მწვერვალებს იპყრობენ, როგორც ერთი, ისე მეორე­ მხრიდან!

"ნაციონალებისა" და "ოცნების" მმართველობა ერთმანეთთან დაახლოებით ისეთ ურთიერთმიმართებაშია, როგორც სტალინისა და ხრუშჩოვის! სტალინის მმართველობა ეფექტური, მაგ­რამ რეპრესიული იყო. ხრუშჩოვმა მარწუხები მოუშვა, დაიწყო­ დახვრეტილების და გადასახლებულების რეაბილიტაცია, თავისი წინამორბედი მოთხარა, თუმცა,­ თავად უნიათო
გამოდგა! ახლა საკითხავი ის არის, ხრუშჩ­ოვივით დაამთავრებს თუ არა "ოცნება"? არადა, რომ მოუსმენ, თითქოს რაღაცას აკეთებენ, მაგ­რამ ხალხში მაინც სხვა განცდაა. ამ ხელისუფლების ყველ­აზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ვერ ახერხებს, მომავლის იმედი გაუჩინოს მოსახლეობას!­ მიშა კი ამის დიდოსტატი იყო, ცარიელ ნიადაგზეც კი ქმნიდა იმედს! ეკონომიკური მდგომარეობა რომ უცებ ვერ გამოსწორდებოდა, ეს სიურპრიზი არავი­სთვის იყო. მით უმეტეს, როგო­რც გაჭირვებულს ქვა, ეს სავალუტო კრიზისი აღმართში დაგ­ვეწია! ასეთ დროს იმის განცდა,­ რომ მთავრობა რაღაცას აკეთებს, აუცილებელია! ჩვენ კი რა გვაქვს? - პრემიერი, რომელიც მხო­ლოდ ციფრებს ახვ­ა­ვებს, და ხალხი, რომელსაც უკმაყოფილება­ ემატება.

ხალხის ხმა თუ პროპაგანდა?


ხალხში უკმაყოფილების მა­ტების ტენდენცია კარგად დაიჭირეს "ნაციონალურმა მოძ­რაობამ" და მისმა მხარდამჭერმა­ მედიამ. "რუსთავი 2"-მა საბადო­ იპოვა ბაზრობების სახით! იქ ყვე­ლაზე გაჭირვებული ადამიან­ები მუშაობენ, რომლებიც წვიმ­ასა თუ ქარში ქუჩაში დგანან, რომ ოჯახები არჩინონ. ბუნებ­რივია, ისინი რომელი ხელისუფლების დროსაც უნდა ჩაწერო, ხელისუფლებას გალანძღავენ. ლარის დევალვაციამ ბევრს გაურთულა ცხოვრება და მოსახლეობის ხელ­ისუფლებით უკმაყოფილება, რა თქმა უნდა, იზრდება, მაგრამ ბაზრობებზე გამოკითხვების ჩატარებით ხალხის განწყობის ჩვენ­ება მხოლოდ პროპაგანდაა. ხალხი ქუჩაში უნდა გამოჰკითხო, სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ფენის ადამიანი! იქაც ბევრი უკმაყოფილო იქნება, მაგ­რამ სურათი უფრო ობიექტური გამოვა! ეს ჩემი მოსაზრება გად­აცემა "არჩევანმაც" დაადასტ­ურა, რომელიც "რუსთავი 2"-მა­ მთლ­იანად მოსახლეობის გამოკი­თ­ხვას დაუთმო. ის სიუჟეტები, სადაც გამოკითხვა ქუჩაში ჩაატარეს, გაცილებით ადეკვატურად ასახავდა რეალობას, ვიდრე ის, რომელიც მხოლოდ ბაზრობაზე­ გადაიღეს! განსხვავება ის იყო, რომ არ იყო ისტერიკა: ვაიმე,­ და­ვი­ქეცითო! იყო საუბარი პრობლემებზე, რომელიც გაამრავლა ლარის კურსმა! ვიღაცა კმაყოფილიც გამოჩნდა...
ჩვენი ტელევიზია "პალიტრა TV"-ც ატარებს ყოველდღე სხვა­დასხვა გამოკითხვას გადაცემისთვის "მოკლე ჩართვა" და იქაც კარგად ჩანს, რომ უკმაყოფილ­ოთა რიცხვი იზრდება. ვინც ეთე­რში გვირეკავს, სულ უფრო ნეგატიურად აფასებს მთავრობ­ის მუშაობას. "რუსთავი 2"-ის გა­მოკითხვაში კი ორი ძალიან საინტერესო კომენტარი მოვისმ­ინე. გურული გლეხი ჩიოდა, ამ მთავრობის უკმაყოფილო ვარ, მარტო მიწები მოგვიხნა, თორემ თესვა და აღება ჩვენზე დატოვაო! ყველაზე მაგარი კი მაინც ის ხაშურელი ბიჭი იყო: "ოცნებამ"­ ამნისტიით გამომიშვა,­ მაგრამ მაინც ისინი ჯობდნენო!.. გეუბნებოდნენ თქვენ "ნაცები", არ გამოუშვათ ეგ ხალხი ციხიდ­ანო და არ გაუგონეთ! 

პატრიოტიზმი ქართულადჩემი ადრინდელი წერილებ­იდან გეცოდინებათ, რომ არც რუსეთი მიყვარს და არც რუს­ეთუმეები მეხატება გულზე, მაგ­რამ ჩვენთან ბოლო დროს პატ­რიოტიზმის დასამტკიცებლად მოდური გახდა მოღალატის იარლიყების მიკერება და ვიღაცების გინებით სამშობლოს სიყ­ვარულის დამტკიცება.
კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის­ პოლიტიკურ შეხედულებებს არც მე ვიზიარებდი. არც მე მომწონდა, რომ ის საქართველოს გზას მხოლოდ რუსეთისკენ ხედავდა, მაგრამ გარდაცვლილის ლანძღვა, საგარეო-პოლიტიკური­ შეხედულებების გამო, ყოვლად უღირსი საქციელია. ბოლოს და ბოლოს, თუ ასე მივუდგებით,­ მაშინ გიორგი სააკაძის ძეგლიც უნდა ჩამოვაგდოთ. ის თანამშ­რ­ომლობდა მტერთან, თუ თანამშ­რომლობდა! მარტო სიტყვით კი არა, ხმლით.

9 მაისის წინადღე­ებში ავტე­ხეთ­ ერთი ამბავი, რუსი ბაიკერები მოდიან გეორგიევსკის ლე­ნტებით და თუ ვაკის პარკში­ შეღწევას მოა­ხერხებენ, ეს იქნება­ ჩვენი უდიდ­ესი სირცხვილიო. შე­ვიკრიბეთ საომრად, ვიშიშვლეთ მწარე სიტყვები, სადაც მოტოც­იკლეტი დავინახეთ, ყველას საქმე­ გავურჩიეთ, ვიღაცებს საღებავები ვასხით (არადა, სხვა "ტურისტები" ყოფილან), მოვაწყვეთ აქც­იები და ერთმანეთს შევეჯიბრეთ პატრიოტიზმში, ანუ ხმამაღლა გინებაში!
ალექს
24 მაისი 2015 07:13
სისტემა ნამდვილად ლენსტალბერული გვაქვს(ლენინ სტალინ ბერია),ეკონომიკა ოლგარქიული,მონოპოლიზირებული,ძირითადად მონოპოლიზირებულია ყოველდღიური მოხმარების საქონელზე და მომსახურებაზე მიწოდება,აბა ნანო ტექნოლოგიები აკეთე უკონკურენტოდ,ესაა განსხვავება,სტალინს ქონდა სოციალისტური ,ანუ ნაკლებს იპარავ,მეტს ჭამ ყოველდღიური მოხმარების საქონელს და იყენებ მომსახურებას(დენი,გაზი,ტელევიზია,რადიო,ინტერნეტი,მობილური,ტელეფონი,კონცერტიც),ახლაა ბევრს იპარავ,ბევრს ჭამ,ბევრს გემსახურებიან!
მთავრობა ნაცი იქნება თუ ქოცი,სულ ერთია,მოქკავშირიც კომკავშირიც და მათი ახლანდელი ნათლულ სატელიტებიდან ვინც არ უნდა მოვიდეს,იქნება სულ ერთი,შედეგი იქნება იგივე,სანამ ლენსტალბერის სისტემას არ გავემიჯნებით.
meriko
23 მაისი 2015 11:54
მერაბ, მომდევნო წერილს დააწერე - ძირს ნაცი, მაღლა ქოცი!-მაინც ამ საქმეს ემსახურებით შენ და შენი გაზეთი
სიმართლე
17 მაისი 2015 08:41
ბატონო მერაბ,ნაწილობრივ მესმის თქვენი.გიჭირთ (ჯერჯერობით) აღიაროთ,რომ მთავრობა არის მართლაც უნიათო,მოსულია იმ საცოდავი ბიუჯეტის შესაჭმელად.ყველას ეგონა რომ გაურკვეველი წარმოშვების მილიარდის მფლობელი თუნდაც რამოდენიმე მილიონს დაურიგებდა მოსახლეობას(აი ზუსტად რომ მოსავალს მოუყვნდა,გაიტანდა,გაუყიდიდა,დაარეფინასირებდა და ახალ მერსედესებს უყიდიდა სატაქსაოდ)აღმოჩნდა რომ თავისი ფულის ჩადება არავის სურს.2 წელი რომ გაჰყვიროდენ-საერთაშორისო რეიტინგები მიშას და მაკკეინის მონაგონიაო,ეხლა დააჯერებ ვინმეს რომ 2 კაპიკი ჩადოს საქართველოში?საქმე ხადურსა და ღარიბაშვილში არ არის(ეგენი რომ არფრისმაქნისები არიან,ისედაც ვიცით)პრობლემა იმაშია,რომ პასუხისმგებლობის აღება არვის სურს,ქვეყანას არ გააჩნია რაიმე კონკრეტული პროგრამა,არ გააჩნია ეკონომიკური ხედვა და რაც მთავარია 2 ბოთლი ღვინის გატანამ(არგატანამ) თუ დაანგრია ჩვენი ეკონომიკა იქნებ რაიმე ალტერნატიული ხედვა და პერსპექტივა დაგვენახა?ისევ ქობულეთში ჩამოსული ერთი კიკინა ტურისტის გატყავების იმედზე ვართ.

რედაქტორის რჩევით