უიღბლო კვირა (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
18-05-2015
უიღბლო კვირა (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
აშკარად უიღბლო კვირა ჰქონდა "ოცნებას": რეიტინგები და ლარის კურსი სულ უფრო დაბლა ეშვება, გზებზე ორმოების რაოდენობა მატულობს; ნარმანია კი გაიძახის, ასფალტი მალე დაიგებაო, მაგრამ ამასობაში ხალხმა გალანძღა ხელისუფლება­ ორმოების გამო და აწი დაგებასაც და არდაგებასაც ერთი ფასი აქვს; წინა კვირას გაირკვა, რომ ოლიმპიადისთვის ახალი სპორტის სასახ­ლის დასრულებას ვერ ასწრებენ,­ არადა, ივანიშვილს ამისთვის დამატებით 10 მილიონი გამოართვეს; პარლამენტში ისევ არ შედგა კვორუმი და სხდომა ჩაიშალა - "ოცნება" ვერ ახერხებს თავისი წევრების
ისე მობილიზებას,­ რომ 76 მოგროვდეს, არადა, 88 წევრი ჰყავს! იმის მაგივრად, რომ საკუთარ წევრებს აიძულონ სხდომებზე დასწრება, ისევ "ნაციონალების" საბოტაჟზე ლაპარაკობენ. რა გამოდის: თუ "ნაციონალებმა" პულტს თითი არ მიაჭირეს, სხდომას ვერ ატარებთ? აბა, რისი უმრავლესობა­ ხართ?­­
გასული კვირა არც "ნაციონალებისთვის" იყო ბრწყინვალე. მათ მოულოდნელი კვანტი
დაუდო სააკაშვილის ძმაკაცმა, შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, რომელმაც თავი ერთ-ერთი რუსი მილიარდერის და პუტინის მხარდამჭერის კამპანიაში ამოყო მრჩევლად. ეს უკვე მიშას მეორე ძმაკაცია, უნგრეთის პრემიერის მერე, ვისაც პუტინთან­ კავშირს აბრალებენ. ასევე შავი ღრუბ­ლები შეიყარა უკრაინაში ზარ-ზეიმით დანიშნული ალექსანდრე კვიტაშვილის თავზე. რადაში მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს აყენებენ!

ეტყობა, ამ იმედგაცრუების იოლად გადასატანად მათ განგებამ ახალი მხარდამჭერი გამოუგზავნა - ეროვნული მოძრაობის ვეტერანი ირაკლი წერეთელი, რომელმაც მიშას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის მოთხოვნით შიმშილობაც კი დაიწყო. მადლობის სათქმელად კი მას კობა ხაბაზი და გიგა ბოკერია ეწვივნენ!

ოცნებების სასაფლაო?!

NDI-ს გამოკითხვით, ხალხის 44%-მა არ იცის, არ ამბობს, ან ხმას არავის აძლევს; 2012 წლის შემ­დეგ რეკორდულად­ დაბალი -­ 24% უჭერს მხარს "ქართ­ულ ოცნებას"; 50%-ის­ აზ­რ­ით,­­ ხელი­სუფლება მათთვის­ მნი­­შ­ვ­ნელოვან ცვლილებებს არ­­ ახორციელ­ებს; 45% ამბობს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილებთან მიმართებაში მდგომარ­ეობა გაუარესდაო, 56% ფიქრობს, რომ ქვეყ­ა­ნაში სიღარიბემ მოიმატა...რაც უფრო უფასურდება­ ლარი, მით მეტად იზრდება­ ეროვნული ბანკის ბოსტანში ნასროლი კენჭების ზომა. მართალია, ჯერ ლოდებად არ ქცეულა, მაგრამ არც არაფერი უკლია. თუ რამეს აშავებს ეროვნული ბანკი, ესეც ხელისუფლების გასარკვევ-დასამტკიცებელია. მოსახლეობას უნდა, რომ მისი კრედიტი ყოველდღე არ ძვირდებოდეს და მეტი და მეტი ფული არ მიდიოდეს მისი ჯიბიდან ბანკების "ჯიბეში"! ხელისუფლება კი ჯერ მხოლოდ თავს იმართლებს და ყველაფერს სხვას აბრალებს!
ისეთი პირი უჩანს, თუ ასე გაგრძელდა, "ოცნების" მესაფლავე­ ლარი იქნება და გოგა ხაინდრავას "ნაციონალების­ 9-წლიანი მმართველობის" ნაცვ­ლად მოუწევს გადაიღოს ფილმ­ის გაგრძელება "ოცნებების სასაფლაო".
ალექს
24 მაისი 2015 07:18
მოქმედების დრო დადგა:უფრო მეტად რუსულ ხელისუფლებას,ვიდრე იყო მოქკავშირი,ნაცმო და ახლა რომაა ქოცმო,ვერ მივიღებთ,ესენია ზუსტად რუსული.
აბა დამისახელეთ ხუთიოდე მათი დასავლურობის ნიშანი და დაგისახელებთ 100-ს რუსულს.
რიგის სამიტმა თქვა ის რასაც ჯიუტად ვერ ვიგებთ:სანამ ხელისუფლებაში მოგვყავს კრიმინალური კლანები არჩევნების გაყალბებით,მათზე ვყიდით 10 ლარად და ტომარა ფეტვად ხმებს,ვიტანთ ცოცხებს და თავად ვდგავართ იმ უფლების მოპოვების რიგში მთავრობის სამსახური რომ ქვია და სინამდვილეში სხვისი ძარცვის ლეგალური და დაუსჯელი საშუალებაა ,ვერც ვერსად შევალთ,ვერც უვიზოდ ვივლით.
ხალხიც და მმართველობაც მიდრეკილია წვრილ წვრილი და საშუალო დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ,როგორიცაა მოქალაქეთა მიერ გადასახადის არ გადახდა,დენის და გაზის მოპარვა,გზაზე ნაგვის დაყრა, ქუჩაში ყიდვაგაყიდვა არაკონდიციის ანტისანიტარიაში,ერთის მხრივ,მეორეს მხრივ ისეთი სგადასახადო სისტემის შექმნა,სადაც გადაუხდელობა სჯობს გადახდას,რაც ხელს საზოგადოების დამმონებელ კლანს აძლევს,მათ მიერვე კონტრაბანდის და კონტრაბანდული საქონლის ბაზრობებზე ვაჭრობის ხელშეწყობა,ბიუჯეტში ხელის ფათური,ინფასტრუქტუტურული უხარისხო და დაუსრულებელი სარეაბილიტაციო ფლანგვა მითვისებები,ნარკო ტრეფინგი და იარაღითა და ორგანოებით ვაჭრობა.
ახლა უმაღლესი ხელისუფლანი-კგბ და ცსს ორმაგი აგენტები,ზოგიც გენერალი,უზურპატორი,ნარკომანი,ფულის ტომარა,ოლიგარქი,მედროვე,პიარმენეჯერი,უმწიფარი,უავტორიტეტო,არცერთი დეგოლი,არცერთი ილია,არცერთი ბაზალეთელი და არცერთი ხერხეულიძეებთაგანი.
არ მიგვიღებენ,მითუმეტეს თუ 2016 უფრო მეტად გამოკვეთილ რუსეთუმეებს დავისვამთ თავზე,ვიდრე აქამდე გვყოლია.
რუსეთია სიბნელე,ბოროტება,მარადიული სულიერი და მატერიალური სიღატაკე.
დასავლეთში არის ნათელი ,მაგრამ იქ კი არ უნდა წავიდეთ უვიზოდ და სამუდამოდ,რუსული ბნელი გავნდევნოთ და დასავლური ნათელი შემოვიტანოთ და აქ ვიყოთ აქ !!!!!
ვის და რას ველოდებით არ ვიცი,ვის ელოდებით ხალხო?
ამირანი მოსწყდება კავკასიონს თუ დავითი აღსდგება გელათს ?
გამორჩეული ახალგაზრდების წინ წამოწევა დაიწყეთ,ნუ გეშინიათ !!
დავუდგეთ გვერდით,300 კაცი გვინდა ,300 მომზადებული განათლებული,ზრდილი,ნაკითხი,არა ლოთი,არანარკომანი,ვერ ვიპოვნით ?
თითომ ასიდან ერთი წარმოვადგინოთ,შევქმნათ საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობა,პირობითად :"ახალგაზრდობა საქართველოსთვის " და დავძრათ უძრაობის წერტილიდან,თუ ვინმე ამათ თავს დაესხმება ,ვანანოთ !
შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი,ახლავე დავიწყოთ,შევქმნათ რაღაც პორტალი,თუ არ ვიცი,საიტი, ელექტრონული ბაზა,ელექტრონული ბანკი.
ამოიღეთ ხმა!!!

რუსეთის შეკავება მხოლოდ მას და ჩვენს შორის მაღალი სტანდარტის დემოკრატიული კედელის აგებით და მისი სამართლებრივი (ფსვდოსახელმწიფოებრივი უფლებრივი პრიორიტეტი მოქალაქესთან შედარებით) და ეკონომიკური (ოლიგარქიულ მონოპოლისტური სამოხელეო კაპიტალიზმის რეგრესიული ფორმა) მოწყობის ზონიდან მოწყვეტით,მის ბოლშევიკურ და პსოტკომუნისტურ ჩეკისტურ პოლიტიკურ წარსულთან სამართლებრივად და პოლიტიკურად გამიჯვნით შვძლებთ .
ასეთ შემთხვევაში დასავლეთთან ურთიერთშეცვლადი გავხდებით,დღეს ვართ რუსულ წესწყობაში,რუსულ გარემოში,ამდენად მოწყვლადი და დაუცველი ვართ რუსული იდეოლოგიურ პროპაგანდისტული ექსპანსიისგან,იოლად ვიღებთ უმსუბუქეს დარტყმებსაც კი,ვაშლი დარჩათ გაუყიდავი და ამიტომ 31 % ნაცმოს მოსყიდული ამომრჩეველი რუსეთისაკენ გვექაჩება,რათა მერე რუსეთსავე იწილო ბიწილო სააკაშვილმა ივანიშვილთან ტანდემში გაუმართოს,ნურას უკაცრავად,ვერ მოგართვეს ?!
ალექს
23 მაისი 2015 17:29
არაკორუფცილული მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით აკეთებდა ფულს და ამიტომ განახორციელა რიგი ინფასტრუქტურული თუ პოლიტიკური კრიმინალური პროექტი ,ჯერ ტენდერის ჩატარებისას ატკატით,მერე მიმდინარეობისას ბიუჯეტში ანარიცხებიდან,მათი ჯიბეა ბიუჯეტი,საპრემიო ფონდია,ზოგს გონია სახელმწიფოსია,მერე დამამთავრებელ ეტაპზე ჯარიმები შემოწმებებით,საურავები,მერე ღამეული ახევები წილების,მერე საპროცესო გარიგება და ტენედერის ზევით ღირებულების შემსრულებლის მამაპაპის დანატოვარი ქონების აუქციონზე გატანის სავალალო ფინალით,მერე ბოლოს თავად შემმოწმებლების ,გადამფორმებლების,მიმთვისებლების გაპარცვის დროც დადგებოდა,რომ არა ახალი მთავრობა,რომელიც ჩვენში დარჩეს და ძველისგან მხოლოდ უნიათობით განსხვავდება,დოლარმოყვარულიცაა და ნათლია მოქკავშირი ყავს ,პაპა ჩეკისტი,რეკომენდატორი სოროსი და კურატორი პუტინი !!!!!აი ამას აკეთებდა წინა მთავრობა.
მოიკითხეთ ტენედერების ისტორიები,მე თუ ვტყუი,და ნახეთ ,როგორ დაიწყო,რით დამთავრდა.
მაგალითად პარლამენტის ქუთაისის შენობა,რომელიც დაწუნებული საცურაო აუზი მეგონა,აი საიტი ,სადაც წერია რა ღირდა პროექტი: 82 მილიონი ევრო,ჩვენ რა დაგვიჯდა ?350 მილიონი ლარი,რაც ვიცით,და ის რაც არ ვიცით,ის სხვაა ალბათ კიდევ ?!
http://www.archdaily.com/247325/in-progress-new-parliament-of-georgia-cmd-ingenieros/
http://www.archdaily.com/247325/in-progress-new-parliament-of-georgia-cmd-ingenieros/section-02-677/
ძველი პარლამენტი ხომ დგას ძვლებზე უდანაშაულო ადამიანების,ესეც დგას ძვლებზე !!!
დიახ ,ეს არის ე.წ. "წინასწარ ნაწარმოები" კონსტრუქცია,თაღებიანი ნახევარწვეთის ფორმის მინა ლითონის კონსტრუქცია,რომლის ფასი თითოეული ტონაზე არ სცდება 1500 დოლარს,ამაში გადაზიდვაც შედის 300 $ ტონაზე ,ამ ფასად დედამიწის გარშემო შემოატარებ, შიგნით გინდა საჭიდაო დარბაზს მოაწყობ,გინდა საცურაოს,საკონცერტოს,ცირკსაც !!!!ასეთი რამ მამაპურზე 20-25 %-თ ნაკლები ჯდება ,დროის დანახარჯის სიმცირის ხარჯზე
7 სართულიანი შენობაა ამ თაღებ ქვეშ და 45 000 კვმ-ა.მამაპაპური მეთოდით,აგურ აგურ რომ ეშენებინათ ,ხომ იცით ,რომ 350 დოლარს კვმ არ ასცდებოდა თეთრი კარკასი და 150 ზემოდან კეთილმოწყობისათვის ?
აპარატურით და ჰაი ჰუით 1000 დოლარი კვმ-ზე ,ანუ 45 000 კვმ დაჯდებოდა 45 მილიონი დოლარი,გადაიხადეს 82 მილიონი ევრო !!!!დააჯინეს კი 350 მილიონი ლარი ,ანუ 5-ჯერ მეტი ,თუ არა 7-ჯერ ,დაჯდა ვიდრე ღირს!!!!
აი ცეხი ბატონებო-ამ ცეხს ქვია თქვენი ქვეყნის ბიუჯეტი,თქვენი ქვეყნის სახელით მიღებული გრანტ დახმარებები და სესხ კრედიტები ,ზოგი თქვენი ,ზოგიც თქვენი შვილიშვილების გადასახდელი!!!
არ კმარა დასაჭერად ?
არც ექსტრადიციისათვის?
ქოცებო თქვენს გასაბითურებლად ხომ კმარა ?
კმარა !
daviT11
20 მაისი 2015 22:40
ალექს ამდენი იმიტომ წერე რომ სულ 3-4 იდე მოგეწოდბინა? ისეც მრავალჯერ გადამღერებულ გადმომღერებული?


რედაქტორის რჩევით