რა იქნება ივანიშვილის პოლიტიკური ეპოქის მთავარი მონაპოვარი
18-05-2015
რა იქნება ივანიშვილის პოლიტიკური ეპოქის მთავარი მონაპოვარი
როგორი იქნება მომავალი პა­რ­ლამენტის შემადგენლობა?! უპირატესად დასავლური­ საგარეო პო­ლიტიკის მომხრე თუ რუსეთთან დათმობებისა და დაახლოების მოსურნე?!­ ეს კითხვა სამთავრობო­ ცვლილ­ებებისა და სოციოლოგიური გამოკი­თხ­ვების ფონზე, სულ უფრო იძენს აქტუალობას.

დასავლეთის გაღვივებული ინტერესის­ ნიშნები უპირველესად თავდაცვის სამინის­ტროში შეიმჩნევა. ახალი თავდაცვის მინ­ი­სტ­რის ერთ-ერთი პირველი განცხადება სწორედ ნატოსთან ურთიერთობების დაჩქარებას და საჰაერო თავდაცვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა. როგ­ო­რც ხიდაშელი ამბობს, ის პირველი დღიდან დაინტერესდა ამ საკი­თხით. "ერთ-ერთი­ პირველი, რაზ­ეც მინდია ჯანელიძესთან ვისაუბ­რე, იყო ეს
კონტრაქტი... მე მას ხელს მოვაწერ, თან ეს დიდი ხნის შემდეგ­ არ იქნება" - განაცხადა ხიდაშელმა.­ გახსო­ვთ­­ ალბათ, ეს ის ხელშეკრულებაა, რომელ­იც­ საქა­რთველოს საფრანგეთთან უნდა გაეფ­ორმებინა და რომლის ჩაშლას­აც, როგორც ირაკლი ალასანია ამბობდა, აქტიურად ცდ­ი­ლობდა მინდია ჯანელიძე, ახლა უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტ­რი. ერთ­ხანს ჯანელიძე იმასაც ამტკიცებდა,
ამგვარი კონტრ­აქტი ბუნებაში არ არსებო­ბსო და ხომ აღმ­ოჩნდა, რომ არსებულა.

ამასთან, ხიდაშელის მიერ თავ­დაცვის სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებ­ები, არა მარტო ამ კონკრეტ­უ­ლი სტრუქტურის გაძლიერებას, არამედ­ კოალიციაში რესპუბლიკელების პოზიციის გაფართოებასაც შეუწყობს ხელს. იმავე ანა დო­ლიძ­ისთვის, თავდაცვის მინისტრის მოა­დ­გილის პოსტი, დიდი ალბათობით, შესაძ­ლ­ოა გარდამავალი პოზიცია აღმოჩნდეს რომელიმე სხვა სტრუქტურის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად. მით უფრო, რომ წინ შს სამინისტროსა და პროკურატ­ურის რეფორმა­ გველის. გადამწყვეტი ბრძოლა კი კოალიცია "ქართული ოცნების" მომავალი საპარლამ­ე­ნტო სიისთვის გაიმართება. რა თქმა უნდა, რესპუბლიკელებისთვის შეუდარებლად მო­მ­გებიანია მომავალ არჩევნებზეც ამ კოალი­ციის სიით იბრ­ძოლონ სადეპუტატო მანდა­ტ­ებისთვის, რადგან "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებშიც ივანიშვილის ფინა­ნსური მხარდაჭ­ერითა და იმიჯით ისარგებ­ლებს, რომელიც გაცილებით მაღალ შან­სებს­ აძლევს რესპუბლიკელებს,­ ვიდრე არჩევნებში ნებისმიერი სხვა კონფიგურაციით გასვ­ლ­ის შემთხვევაში.

თუ დასავლეთმა აქტიურობა გააგრძელა­, სავარაუდოა, რომ მთავარი ინტერესი სწორედ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიისკენ მიემართოს - ბუნებრივია, დასავლეთის­ ინტერესი იქნება, არჩევნებში პირველ ადგი­ლზე გასული კოალიცია უპირატესად დას­ავლური საგარეო პოლიტიკის მომხრეებით­ დაკომპლექტდეს. იმავეს ეცდება რუსეთიც, ოღონდ თავის სასარგებლოდ. ანუ გადამწყ­ვეტი ბრძოლა "ქართული ოცნების" საარჩე­ვნო სიისთვის გაიმართება, რადგან პარტია­თა დღევანდელი რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა უნდა მივიღოთ: ამ ეტაპზე არც ერთ პარტიას არ შეუძლია გაი­ყვანოს იმდენი დეპუტატი, რომ დამოუკი­დებლად შეძლოს მთავრობის ფორმირება­. ამიტომ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა იძულებული იქნება ეძებოს პო­ლიტიკური პარტნიორები მთავრობის ჩამოს­აყალიბებლად. ამიტომაც, სწორ­ედ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გემოვნე­ბაზე იქნება დამოკიდებული, ვის აირჩევს­ პარტნიორად მთავრობის ფორმირ­ების პროცესში: პროდასავლურ თუ პრორუსულ­ ძალებს, რადგან მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი ამ ეტაპზე ხუთ პოლიტიკურ ძალას აქვს: თავად "ქართულ ოცნებას", "ალასანია - თავისუფალ დემოკრატებს", "ნაციონალურ მოძრაობას", ნინო ბურჯანაძის "გაერთიანებულ დემოკრატებს" და "პატრიოტთა ალიანსს".

თუმცა, შიდაპოლიტიკურ ფლანგზე პრო­­­დასავლური ძალების გააქტიურების მიუხედავად, თუ დასავლეთმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელშესახები ნაბიჯები არ გადმოდგა, დასავლური პოლიტიკური პოზიციების ვექტორის მომხრე ძალებს გაუჭირდებათ მომავალ პარლამენტში­ წამყვანი პოზიციე­ბისთვის ბრძოლა. ამ თვალ­საზრი­სით, ძალზე საინტერესო განც­ხადება გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა­ მინისტრმა. კერძოდ, თურქეთი­ გამოდის წინადადებით, რომ 2016 წლის ნატოს სამიტმა მიზნად დაისახოს გაფართოება ოთხი კანდიდატი ქვეყნის და მათ შორის, საქართველოს ხარჯზეც.

დასავლეთის ყველა ნაბიჯს საქართველ­ოში ყურადღებით აკვირდება რუსეთი. ახლა ჯერი მასზეა. არჩევნებამდე დარჩენილ წელ­იწად-ნახევარში მისგან ბევრ უსიამ­ოვნო სიურპრიზს უნდა ველოდოთ. თუმცა,­ მთავარია არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ და მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი და რეალურად კოალიციური მთავრობა, რაც არაფორმალური მართვის იმ მასშტაბ­ებსა და გავლენებს, რომელზეც დღეს ყველა­ ლაპარაკობს, მნიშვნელოვნად შეამცირებს. ევროპული ტიპის კოალიციური­ მთავრობა მრავალპარტიული პარლამენტით - თუ ჩვენ ეს შევძელით, ეს იქნება ჩვენი საზოგადოების და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ეპოქის მთავარი მონაპოვარი.
გალელი.
27 მაისი 2015 22:24
ალექსი გეთანხმები, ამოვიდა ყველაფერი ყელში რა დავიგალეთ ამათი მაიმუნობით რა. სახელმწიფო კი არა სმათ ყველას მთავრობაში მოსვლა გასამდიდრებლად უნდა, ყველა რა, როგორ ვის წაართვას, მოატყუოს იმას ფიქრობს.. ქვეყანა თავზე გვექცევა ოქუპირებულია საქართველო და ხალხს ოკუპაცია კიარ ანტერებს არამედ კუჭი, კუჭით აზროვნებს ქვეყანა და გული მისკდება რა ვქნა არ ვიცი, აფხაზეთში გადავდივარ ხშირად შემოვლითი გზით გული მიკდება სახლში რო ვერ მივდივარ. ხალხი რა გასაჩირშია ხალხო სახლში ვერ მიდიან საკუთარ კერიას, ოდას ეზოს ვეტ ხედავენ ვერ ეფერებიან. ხალხო გამოფხიზლდით რა რუსეთი მტერია ქვეყანა და არა მარტო პუტინი, ხალხი ერია ჩვენი მტერი. ეს ნაჩათლახარი მიხწნილი ხელოვანები და ვითომ ელიტა რო გამოდის და თავი მაგრები გონიათ მინდა უთხრა ნუ უზვრებით ყველას ფულის გამო ერთ ადგილას. და უაზრობის თქმას დაანებეთ თავი რუსეთთან კარგად ვიყავითო კარგად იყავით კი სანახაობა გქონდათ მაგრამ, მაგრამ ერთი გავიცკდებათ თავისუფლება, ეროვნულობა და რწმენა წაგვართვა რუსეთმა... მოგვხედეთ ხალხს დევნილებს გალში მცხოვრებებს რომლებიც გადადგურებულები და დაჩაგრულები ვართ. კვირის პალიტრას ყოველთვის ვკითხულობთ.
ალექს
23 მაისი 2015 11:48
ამ კომენტარს არავინ კითხულობს,მაგრამ გულს მაინც მოვიოხებ.
საბჭოთა კავშირი უსაზიზღრესი სახელმწიფო იყო,მასიური ტოტალური საქუჩე კორუპციით აღებ მიცემობით,მრუდე სარკის წინ იდგა დიდი და პატარა და ტაშს ვუკრავდით რაც გვეზიზღებოდა იმას ,ვთვალთვმაქცობდით და ვნატრობდით დაქცეულიყო ის რასაც ტაშს ვუკრავდით მაშინდელ მმართველთა დასანახად,მაშინ ტაშის არ დაკვრა საშიში იყო.
ძალაუფლება ხელთ ეპყრა წითელ ჩეკისტთა შრიდან გამოსულ მძარცველ კასტას,ისინი კანონზე მაღლა იდგნენ,მაგრამ მოვიდა დრო როცა მათ აშკარად მოქმედების შეეშინდათ და მიიმალნენ,ოღონდ მართვის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ,ისინი მართავენ მარიონეტებს,თანაც დღესაც,რეალური ხელისუფლება პოსტ საბჭოთა სივრეცეში პუტინის ნაირ ნეოჩეკისტებს უპყრიათ და მათგან სულ რამოდენიმე ადამიანი ჩანს,ახლა იტყვით შეთქმულების თეორიააო,დიახ,არის შეთქმულება!!!
გაიხსენეთ რა იოლად "დათმეს" ამ კასტის ბირთვმა ძალაუფლება ეროვნული მოძრაობის სასარგებლოდ და მერე ერთ წელიწადში დააქციეს,მაგრამ რა " სახალხო" ფორმა ქონდა მოქალაქეთა კავშირის სუპერმარიონეტთა ხელისუფლებას ,ასევე სახალხო "მხარდაჭერით" გაფორმდა დემოკრატიის შუქურა კაცთმოძულე კომპრომენტირებული ნაცმო თავისი ოდოიზური ლიდერით.ასევე "იოლად" დათმო სააკშვილმა ხელისუფლება და პარტიზანულ ოპოზიციაში გადავიდა,იმ წუთიდან უთხრის სამარეს ოცნებას,სავარაუდოდ გამოუთხრის ძირს ,აი უკვე 31 % იძახის ევრაზიის კავშირი გვინდაო!
ეს ის 31 %-ა ,რომელსაც ყელში ამოუვიდა კლანური მმართველობა,კორუმპირებული ელიტა და მარადიული სიღატაკე,ნაშოვნ ნაშრომის წართმევის პერსპექტივით და დოვლათის დაგროვების უპპერსპექტივობით,ანუ დემოკრატია უნდა ,მაგრამ არ უნდა გაიხსენოს ვინ მოუტანა ეს ანტიდემოკრატიულობა მას-კომპარტიამ,მოქკავშირმა და ნაცმომ,ხოლო ქოცები მათი უბადრუკი გადამღერებაა,უნიათო,უნიჭო და დოლართმოყვარული.
ამ 31 %-ს ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ რა არის ევრაზიულისაბაჟო კავშირი,რა როლი აქვს იქ რუსეთს,და იქ უკვე შესული სახელმწიფოების ყოფა გაუმჯობესდა და თუ გაუარესდა ?
არ იციან,რომ ეს ახალი ფორმის ეკონომიკური ანექსიისა,სადაც რუსეთს ჟანდარმის როლი აქვს,ის ისეთივე მებეჟეა ,როგორიც ბიბლიაში მოიხსენება,საზიზღარი კორუმპირებული და ძალმომრეობითი,ის არ იცავს წესებს ,რომელსაც აქვეყნებს თაბვად,ის იქცევა როგორც იქცეოდა სსრკ-ს დროს,ჯალათია.არ ცხოვრობს ევრაზიული კავშირი კარგად,ვერც იცხოვრებს,მისი ეკონომიკური საფუძველი რუსული ოლიგარქიული მონოპოლისტური ოლიგოპოლიური ეკონომიკაა,რომელიც დახრილ სიბრტყეზე მიექანება,ძაბრშია ჩავარდნილი,მაგრამ ძაბრის ბოლოს იმდენი სიმდიდრე და იარაღი აქვს დაგროვილი 20-30 წელი შეინარჩუნებს მასის ნეიტრალიტეტს ,დემოკრატია დაშლის ან ააშენებს რუსეთს,აი იმას ელოდება პუტინი და მისი 90 % მხარდამჭერი რუსი ერი,მაგრამ ელოდება რომ ვიღაც ძალით სისხლით ,დაამყარებს ამ დემოკრატიას.
ასეთი გადემოკრატიულების იმედი აქვს 31 % -ს ,რომელიც სააკაშვილის პარტიზანულ ოპოზიციონერობის შედეგია და ქოცების უნიათობის,ან მათ ,როგორც მარიონეტთა მმართველი ძალის გეგმას-შეთქმულებას.
რატომ შეთქმულებას?!ის ვინც არ არის შეთქმული,აქამდე ,აი უკვე 25 წელია ,შექმნიდა იმ დემოკრატიას ,რომელზეც ოცნებობს ქართველი ერი,არ გააყალბებდა არჩევნებს,მკვდარ სულებზე არ გასცემდა მშრომელების ნაცოდვილარ პენსიებს,მათი,ყალბი ამმომრჩევლების ხმებით 700 000 რომ სცდება მარნეულში,და ლტოლვილებში არ მოიპოვებდა ხელისუფლებას,არ გაძარცვავდა და ციხეში არ ამოალპობდა საკუთარ ხალხს არ ჩადენილი ან ინკრიმინირებული,პროვოცირებული შეთხზული დანაშაულისათვის: 100 მილიარდი დოლარი გაატანეს ქარს,მიითვისეს ერთი,ჰა ორი ათეული მილიარდი,დანარჩენი შეახეთქეს რუსეთს,მიაშავეს ენერგეტიკა,პორტები ,რკინიგზასაც აპირებენ,ბანკები,მიწა,სახელმწიფოებრიობასაც მიართმევენ მალე თუ არ ავლაგმეთ ქოცები,ნაცები და მოქკავშირ კომპარტიის ნარჩენები,ჩეკა და პუტინიზმი,ნეოჩეკიზმი!
ალექს
23 მაისი 2015 11:45
მოქმედების დრო დადგა,უფრო მეტად რუსულ ხელისუფლებას,ვიდრე იყო მოქკავშირი,ნაცმო და ახლა რომაა ქოცმო,ვერ მივიღებთ,ესენია ზუსტად რუსული.
აბა დამისახელეთ ხუთიოდე მათი დასავლურობის ნიშანი და დაგისახელებთ 100-ს რუსულს.
რიგის სამიტმა თქვა ის რასაც ჯიუტად ვერ ვიგებთ:სანამ ხელისუფლებაში მოგვყავს კრიმინალური კლანები არჩევნების გაყალბებით,მათზე ვყიდით 10 ლარად და ტომარა ფეტვად ხმებს,ვიტანთ ცოცხებს და თავად ვდგავართ იმ უფლების მოპოვების რიგში მთავრობის სამსახური რომ ქვია და სინამდვილეში სხვისი ძარცვის ლეგალური და დაუსჯელი საშუალებაა ,ვერც ვერსად შევალთ,ვერც უვიზოდ ვივლით.
ხალხიც და მმართველობაც მიდრეკილია წვრილ წვრილი და საშუალო დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ,როგორიცაა მოქალაქეთა მიერ გადასახადის არ გადახდა,დენის და გაზის მოპარვა,გზაზე ნაგვის დაყრა, ქუჩაში ყიდვაგაყიდვა არაკონდიციის ანტისანიტარიაში,ერთის მხრივ,მეორეს მხრივ ისეთი სგადასახადო სისტემის შექმნა,სადაც გადაუხდელობა სჯობს გადახდას,რაც ხელს საზოგადოების დამმონებელ კლანს აძლევს,მათ მიერვე კონტრაბანდის და კონტრაბანდული საქონლის ბაზრობებზე ვაჭრობის ხელშეწყობა,ბიუჯეტში ხელის ფათური,ინფასტრუქტუტურული უხარისხო და დაუსრულებელი სარეაბილიტაციო ფლანგვა მითვისებები,ნარკო ტრეფინგი და იარაღითა და ორგანოებით ვაჭრობა.
ახლა უმაღლესი ხელისუფლანი-კგბ და ცსს ორმაგი აგენტები,ზოგიც გენერალი,უზურპატორი,ნარკომანი,ფულის ტომარა,ოლიგარქი,მედროვე,პიარმენეჯერი,უმწიფარი,უავტორიტეტო,არცერთი დეგოლი,არცერთი ილია,არცერთი ბაზალეთელი და არცერთი ხერხეულიძეებთაგანი.
არ მიგვიღებენ,მითუმეტეს თუ 2016 უფრო მეტად გამოკვეთილ რუსეთუმეებს დავისვამთ თავზე,ვიდრე აქამდე გვყოლია.
რუსეთია სიბნელე,ბოროტება,მარადიული სულიერი და მატერიალური სიღატაკე.
დასავლეთში არის ნათელი ,მაგრამ იქ კი არ უნდა წავიდეთ უვიზოდ და სამუდამოდ,რუსული ბნელი გავნდევნოთ და დასავლური ნათელი შემოვიტანოთ და აქ ვიყოთ აქ !!!!!
ვის და რას ველოდებით არ ვიცი,ვის ელოდებით ხალხო?
ამირანი მოსწყდება კავკასიონს თუ დავითი აღსდგება გელათს ?
გამორჩეული ახალგაზრდების წინ წამოწევა დაიწყეთ,ნუ გეშინიათ !!
დავუდგეთ გვერდით,300 კაცი გვინდა ,300 მომზადებული განათლებული,ზრდილი,ნაკითხი,არა ლოთი,არანარკომანი,ვერ ვიპოვნით ?
თითომ ასიდან ერთი წარმოვადგინოთ,შევქმნათ საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობა,პირობითად :"ახალგაზრდობა საქართველოსთვის " და დავძრათ უძრაობის წერტილიდან,თუ ვინმე ამათ თავს დაესხმება ,ვანანოთ !
შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი,ახლავე დავიწყოთ,შევქმნათ რაღაც პორტალი,თუ არ ვიცი,საიტი, ელექტრონული ბაზა,ელექტრონული ბანკი.
ამოიღეთ ხმა!!!

რუსეთის შეკავება მხოლოდ მას და ჩვენს შორის მაღალი სტანდარტის დემოკრატიული კედელის აგებით და მისი სამართლებრივი (ფსვდოსახელმწიფოებრივი უფლებრივი პრიორიტეტი მოქალაქესთან შედარებით) და ეკონომიკური (ოლიგარქიულ მონოპოლისტური სამოხელეო კაპიტალიზმის რეგრესიული ფორმა) მოწყობის ზონიდან მოწყვეტით,მის ბოლშევიკურ და პსოტკომუნისტურ ჩეკისტურ პოლიტიკურ წარსულთან სამართლებრივად და პოლიტიკურად გამიჯვნით შვძლებთ .
ასეთ შემთხვევაში დასავლეთთან ურთიერთშეცვლადი გავხდებით,დღეს ვართ რუსულ წესწყობაში,რუსულ გარემოში,ამდენად მოწყვლადი და დაუცველი ვართ რუსული იდეოლოგიურ პროპაგანდისტული ექსპანსიისგან,იოლად ვიღებთ უმსუბუქეს დარტყმებსაც კი,ვაშლი დარჩათ გაუყიდავი და ამიტომ 31 % ნაცმოს მოსყიდული ამომრჩეველი რუსეთისაკენ გვექაჩება,რათა მერე რუსეთსავე იწილო ბიწილო სააკაშვილმა და ან ივანიშვილმა გაუმართოს,ნურას უკაცრავად,ვერ მოგართვეს ?!

რედაქტორის რჩევით