საშიში ზღვარი! - გაიზრდება თუ არა ქვეყანაში ღარიბთა რაოდენობა?
18-05-2015
საშიში  ზღვარი! - გაიზრდება თუ არა ქვეყანაში ღარიბთა რაოდენობა?
2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის­ საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მცხოვრებთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა­, თითქმის არ შემცირებულა სიღარიბის ზღვარს ქვემ­ოთ მყოფთა რიცხვი. დღეს საქართველოში მცხოვრები 3 730 000 კაც­იდან ზუსტად 403 196 მოქალაქე იღებს სიღარიბის დახმარებას. ზუსტად 136 102 ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია. მათთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება ძალიან მცირეა იმ თანხებთან შედარებით, რაც ადამიანს სრულფასოვანი არსებობისთვის სჭირდება. საქართველ­ოს­­ მოსახლეობის რაოდენობა მცირდება­ არა­ მხოლოდ შობადობის კლებისა და სიკვ­დი­ლიანობის მატების ხარჯზე - ხალხი­ ქვეყნიდან
შიმშილს გაურბის, ის კი, ვინც სოციალურად­ დაუცველთა სტატუსს შეეგუა, რჩება სახე­ლმწიფოს მწირი დახმარების იმედად...

ზვიად ტომარაძე, დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი: - მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეო­ბას დღითი დღე ამძიმებს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა. თუ ვითარება­ არ შეიცვალა, ქვეყანაში ღარიბთა რაოდენობა­ გაიზრდ­ება, ეს კი განსაკუთრებით საშიშია ახლა, რადგან
ბოლო აღწერით ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეო­ბის კატ­ასტროფული სურათი მივიღეთ.

ჩვენი ქვეყანა ემიგრანტების ფულადი გზავნილებით არსებობს. წელიწადში მათი გამოგზავნილი 1,5 მილიარდი შემოდის. სახელმწიფო სათანადოდ ვერ ზრუნავს ადგილობრივი­ წარმოების განვითარებაზე,­ ვერც სოფლის მეურნეობაზე, ვერც  ქალ­აქელსა და ვერც გლეხზე, ანუ ვერ ქმნის ქვეყნის განვითარებისთ­ვის აუცი­ლებელ ეკონომიკურ გარემოს. სასუ­რსათო ეკონომიკური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტიც კი არ გაგვაჩნია­ და 80%-მდე დამოკიდებული ვართ იმპო­რტზე. ფაქტობრივად, საშუალო ფენაც კი არ არსებობს ქვეყანაში. მეტიც, მათ, ვისაც­ საქართველოში საშუალო ფენას უწოდებენ,­ იმდენი წლიური შემოსავალიც კი არ აქვთ, რამდენიც ამერიკაში ღარიბებს.

ირკვევა, რომ ­აშშ-ში ღარიბად ითვლება ოჯახი, რომელსაც წლიურად 22 000 დოლარის ოდენობის­ შემოსავალი აქვს. საშუალო-ამერიკული ოჯახი კი, თურმე, 50 000 დოლ­არს მაინც უნდა იღებდეს წლიურად. ახლა შეად­არეთ ქართველი ღარიბების და საშუალო ფენების წარმომადგენლების მონაცემები და მითხარით, ვინ ვართ ჩვენ.
თუ აშშ-ს ვბაძავთ, მათი კრიტ­ე­რ­იუმ­ე­­­ბით, საშუალო ფენას 50 000 დ­ოლარი წლი­ური შემოსავლის გარდა, საბანკო ანგ­ა­­­რიშზე იმდენი­ ფული უნდა ჰქონდეს, რომ უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, წელიწად-ნახევარი მაინც ეყოს საარსებოდ. ესეც ამერიკული სტანდ­ა­რტით, რომელთანაც ქა­რ­­თული საარსებო მინიმუმი რა მოსატანია! ამასთან,­ საშუალო ფენის ოჯახს უნდა ჰყავდეს ავტომობ­ილი, ჰქონდეს აგა­რაკი, კვირაში­ ერთ­ხელ რესტ­ორანში სადილობდეს.­ ჩვენ კი ავტომო­ბ­ი­ლი­ თუ გვყავს, საწვავის ფულს ისე ვით­ვ­­ლით, როგორც სიცოცხლის დარჩენილ წლებს.
ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკაში­ იმის დადგენისას, ღარიბია თუ არა ოჯახი, ითვლიან თანაფარდობას ოჯახის საერთო შემოსავალსა და სურსათის შესაძენად დახარჯულ თან­ხას შორის. თუ ხარჯი საერთო­ შემოსავლის მესამედს აღემატება, ოჯახს ღარიბად მიიჩნევენ. ჩვენთან­ მინიმალური სურსათის შესაძენადაც კი ღარიბს მთლიანი შემოსავალიც არ ჰყოფნის.

პარადოქსული მდგომარეობაა. მოკლედ, ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც თუ მეტს არა, 80%-ს უჭირს.­ თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ დაიწყო, გვემუქრება საფრთხე - ან ყველანი სოციალური დახმარების იმედად დავრჩეთ (თუმცა, არ ვიცი, საიდან უნდა მივიღოთ ეს დახმარება), ან ისევე გავიქცეთ ქვეყნიდან, როგორც ნახევარი საქართველო გაიქცა. ქვეყანამ იმიგრანტების ხარჯზე კი არ უნდა იარსებოს, ის ხალხი უნდა დავაბრუნოთ და აქ ჰქონდეთ­ საქმე. რეალური საშუალო ფენა თუ არ შეიქმნა და მათი რაოდენობა არ გაიზარდა, არათუ დემოგრაფიული და ეკონომიკური, პოლიტიკური კატასტროფაც გარდაუვალია. გაკოტრებული ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, უბრალოდ, ვერ იარსებებს...

ღარიბთა რაოდენობის ზრდას­ არ ვარაუდობს ჯანდაცვის მინისტრის მოა­დ­გილე ზაზა სოფრომაძე. ის ამბობს, რომ სახელმწიფო არც ისეთ დეფინაციებს ცნო­ბს, როგორიც არის ღატაკი­ და ღარიბი.­ 

ზაზა სოფრომაძე:
- არსებობს სოც­იალურად დაუცველთა კატეგ­ო­რია, რომელსაც ოჯახებს შესაბამისი ქულათა დათვლის სისტემის საფუძველზე მიაკუთვნებენ.
ისინი აღირიცხებიან არა პრ­ო­ცენტულ­ად­, არამედ აბსოლუტური რიცხვებით, რად­გან თითოეულისთვის თანხა მკაცრად განსაზღვრ­ულია. ამიტომაც, ზუსტად ვიცით, რამდენ მოქალაქეს სჭირდება სოციალური დახმარება. მათი რაოდენობა დროდადრო იცვლება,­ მაგრამ არა რადიკალურად.

- რამდენი ქულა უნდა მიენიჭოს ოჯახს, რომ სოციალურად დაუცველის კატეგორიას მიაკუთვნონ?
- ძველი სისტემით, ოჯახს უნდა ჰქონ­ო­და 57 000 ქულაზე ნაკლები. დღეისათვის­ დათვლის სისტემა დიფერენცირებულია, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე ნაკლები ქულების მქონე ადამიანები უფრო მეტ დახმარებას მიიღებენ. ამ კატ­ე­გორიაში მოხვდება ყველა, ვისაც 65 000 და ნაკლები ქულა აქვს. 

იუნისეფის მხარდაჭერით იცვ­ლება ბავშვების დახმარების სისტემაც - თითოეულ ბავშვზე­ ოჯახს­ ათი ლარი დაემატება. 

ჯანდაცვის სამინისტროში მუ­შავდება­ არა მ­ხოლოდ სოციალური დახმარების პრო­ექტები, ვადგენთ პროგრამებს, თუ როგორ ეშველოს დასაქმების პრობლემას. ამ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება და მალე წარვადგენთ შესაბამის პროექტს. 
12
20 მაისი 2015 21:30
საქმე ისაა კიდევ რომ გაჭირვებულს გამონაცვალ მაცივარს ტელევიზორს ან სარეცხის მანქანას რომ მისცემ უარს ამბობს იმის შიშით დახმარებას მოუხსნიან,,,კიდევ ართხელ ვკითხულობ რომელი გენიოსები წერენ ამ კანონებს
kaxi
19 მაისი 2015 09:30
საქართველო ღარიბების და მათხოვრების ქვეყანაა, 10-15 წელიწადში დედა აღარ ეყოლება და რუსეთი ჩაგვყლაპავს.
valeri
18 მაისი 2015 16:36
ქვეყნის სამართავად არჩეული ხალხი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე იწყებს ზრუნვას.ამ ერთ ციცქნა ქვეყანაში, ვერავინ, ვერაფერს ვერ მოაბა თავი.უმუშევრობა კატასტროფულ დონეზეა,სოფელში მცხოვრები დასაქმებულად ითვლება,ვინც დასაქმებულია მცირე ხელფასებით თვიდან-თვემდე ძლივს გააქვს თავი.ბრძენ მმართველთა წყალობით საქართველო მალე აღარ იარსებებს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა