როგორ "კეთდება" პოლიტრეიტინგები?! - რა ყვება IRI -ს ერაყის პროგრამის­ ყოფილი­ დირ­ექტორი
18-05-2015
როგორ "კეთდება" პოლიტრეიტინგები?! - რა ყვება IRI -ს ერაყის პროგრამის­ ყოფილი­ დირ­ექტორი
"ეს არის თავისებური მოწოდ­ება "თავისუფალი დემოკრატებისადმი", რომ მონათეს­ავე ძალებთან გაერთიანდნენ, როგორიც არის, მაგალითად, მარგველაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა", რესპუბლიკელები... "

ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა  NDI-ს და IRI-ს კვლ­ევების შედეგებს ისე ელოდება, რო­გორც ჰოლივუდის ვარსკვლავ­ები­ "ოსკარს", თუმცა, მათი ნაწილი კვლევების არაობიექტურობას­ უჩივის. რა არის ამის მიზეზი? როგორ ტარდება  კვლევები საქა­რთველოში და ხდება თუ არა შედეგების "კორექ­ტირება"?


ირაკლი გოგავა, IRI -ს ერაყის პროგრამის­ ყოფილი­ დირ­ექტორი, უკრაინის პრე­ზიდ­ე­ნტ ვიქ­ტორ იუშჩენკოს ექსმ­რჩე­ვ­ე­ლი, ამჟამად, "საქართველოს განვ­ი­თარების ლაბორატორიის" ხელმ­ძღვანელი:­

- ზოგი პოლიტიკ­ო­სის აზრ­ით,­­ ის, რასაც ახლა საერ­თაშ­ორ­ი­სო­­ რე­სპ­უბლიკური­ ინსტიტუტი­ (IRI) და ეროვნული დემოკ­რ­ატი­უ­ლი ინსტიტუტი (NDI) აკეთებენ,­ ადრე აშშ-ის ცენტრალური სადაზ­ვერვო­ სამმართველოს საქმე იყო. 1983 წელს ეს ორგანიზ­ა­ციები რო­ნალდ რეიგანმა შექმნა და დაავალა, რომ დემოკრატიის განვითა­რებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში­ ემუშავათ. დარეგისტრირდნენ,­ რო­გორც არა­სამთავრობო ორგან­იზა­ციები, თუმცა, თითქმის
მთლი­ანად მთავრობის ფულით ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ფულს მიზნები და ვალდებულება­ ახლავს. აღმოსავლეთ ევროპაში­ აშშ-ის ხელ­ისუფლების ამოცანაა,­ 24­ ქვეყნის ხელისუფლებაში­ მო­ი­ყვანოს ისეთი ლიდერები,­ ვინც ტრანსნ­ა­­ციონალური კორპორაციებისთ­ვ­ის­ გახსნის საკუთარი ქვეყნის რეს­ურსებს, რუსეთის საწინააღმ­დეგო ქმედებებში მიიღებს მონაწ­ილეობას, აშშ-ს რეგიონში სამხ­ედრო ჰეგემონიის საშუალებას­ მისცემს, დაიცავს მილსადენებს.­ ცხადია, ასეთი ლიდერები ერთ ან ორ დღეში ვერ გამოიჩ­ეკე­ბიან, ამას სჭირდება დრო, ინფ­რა­სტრუქტურა, სახსრები, ტრენ­ინგები, საარჩევნო ტექნოლოგიები­ და ა.შ. კვლევები ლიდერების გამ­ოვლენის ერთ-ერთი საშუალებაა. ამ ინსტიტუტებს ამერიკაშიც ბევრი კრიტიკოსი ჰყავს...

საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ იმუშაოს,­ მაგრამ ამ ხელისუფლებას დასავ­ლეთთან ურთიერთობა არცთუ კარგად გამოსდის, ვინაიდან არ იცის, ვის და როგორ ელაპარაკოს.
მინისტრები შეშინებული ბეღურებივით სხედან და ინიციატივას ვერ იჩენენ.
ამერიკელებთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ მათ ნებისმიერ გად­ა­წყვეტილებას ბრმად უნდა დავუჭ­ი­­როთ მხარი. მით უმეტეს, რომ ამე­რიკის პოლიტიკური სპექტრი ჭრ­ელია და იქ სხვადასხვა ინტერ­ესის ჯგუფებია თავმოყრილი.

თუ ვინმე არაობიექტური კვლევის შედეგს აქვეყნებს, უნდა მოხდეს მისი ლუსტრირება და ამის შესახებ საქ­ა­რთველოს ხელისუფლების წარმომადგენელი კამერის წინ შეშინებული არ უნდა სა­უბრობდეს. უნდა შეიქმნას­ რამდენიმე ქართული კვლევითი ცენტრი და ქართული ფულით დაფინანსდეს.

- სოციალურ ქსელებში გავრცელდა შეკითხვა: "მიიღეთ მონაწილეობა  NDI-ს გამოკვლევებში?" დადებითი პასუხი თითქმის არავის გაუცია. იქნებ­ აგვიხსნათ, როგორ არჩევენ­ გამოსაკითხ კონტინგენტს?

- გარწმუნებთ, კვლევები ნამდვილად ჩატარდა, თანაც პროფ­ესიონალურად, თუმცა, შემდეგ შედეგები შეიცვალა ამა თუ იმ ძალის სასარგებლოდ, რაც, ძირითადად, პოლიტიკურ რეიტინგებზე აისახა. ეს აპრობირებული ხერხია.
ჯერ კიდევ "ნაციონალური­" რეჟიმის დროს საველე მკვ­ლე­ვრების უმრავლესობა შსს-სთვის მუშაობდა, ისინი დამკვეთს მცდარ შედეგებს აწვდიდნენ, ამიტომ ამ ინსტ­იტუტებს ძალიანაც რომ მოე­ნდომებინათ, რეალურ ვითარებას ვერ ასახავდნენ.

ამას ემატებოდა საზოგადოებაში გამეფებული შიშის სინდრომი, რო­მლის მსხვერპლი საბოლოოდ "ნაცმოძრაობა" გახდა,­ რადგან კვლე­ვები რეალურ სურათს არ აჩვენ­ებდა. ცალკე საუბარია საჭირო ლუის ნავაროზე (საქართველ­ოში NDI-ს წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი), რომელ­იც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდ­ენის მარჯვენა ხელი იყო. მო­არ­ული ხმებით, ის აშშ-ის საპრ­ეზ­ი­დენტო არჩევნების დროს რაღაც­ კორუფციულ სკანდალში­ გაეხვია და ფაქტობრ­ი­ვად, საქართველოში "გადაასახ­ლეს". შესაძლოა, "ნაციონალების"­ სასარგებლოდ თვითნებურად ცვლ­იდა შედეგებს და ამას ვაშინგტონის ოფისი არ ავალებდა. თუმცა, ზოგჯერ პოლიტიკური რეი­ტ­­ი­­­­­ნ­­გებისა და ქვეყნ­ის­ საგა­რ­ეო­­­ ორიენტაციის ამსახ­ველი­­ შედეგების საბოლოო კორექტირება­ ვაშინგტონში, მთავარ ოფისში ხდება. მას ადგილობრივი­ დირექტორი აწვდის რეა­ლ­ურ მონაცემებს, მერე ევრაზიის დეპარტ­ამენტის კორ­ე­ქტირებული უკან უბრუნდ­ე­ბა, რომ საზ­ო­გადოებას გააცნოს.
თუ ნავარო თვითნებურად იქც­ე­ოდა, ან ძალიან დაინტერესებული­ უნდა ყოფილიყო, ან შანტაჟის მსხვერპლი. არ გამოვრიცხავ, რომ ის ღარიბაშვილის შს მინი­სტრობისას ამოღებული ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი გმირიც იყო.

- და მაინც,  რა სქემით განსა­ზღვრავენ რეიტინგებს?
- NDI-ს ბოლო კვლევა ჩაატარეს სტრატიფიცირების (წინასწარ ჯგუფების დამუშავება) და კლასტერინგის გამოყენებით (თითოეული ჯგუფიდან პატარა გეოგრაფიული არეალების შერჩევა). რესპონდენტების შერჩევა კიშის ცხრილით (შემთხვევითობის ალგორითმით ირჩევა ოჯახის ის წევრი, რომელიც უნდა გამოჰკითხონ) მოხდა. დამკვეთი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია, საველე სამუშა­ოები კი კვლევითმა ორგანიზაცია ჩღღჩ –მა ჩაატარა, რომელიც საქართველოში კარნეგის კორპორა­ციამ 2003 წელს დააფუძნა­ და დღემდე ის აფინანსებს. ამ კვლევის­ სპონსორია შვედეთის სამთავრობო ფონდი შIDA,  რომელზეც დიდ გავლენას ახდენს შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და სააკაშვილის ლობისტი კარლ ბილ­დტი. როგორც ხედავთ, შეკ­რული წრეა...
ჩემი ინფორმაციით, "ნაციო­ნა­ლების" რეიტინგი საერთო ამომრჩეველში 8-9%-ზე მეტი არ არის. "ნაციონალთა" 16%-იანი რეიტინგი გამოიანგარიშეს გამოკითხულთა იმ 56%-დან, რომელიც არჩევნებზე აუცილებლად მივა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ დარჩენილი 44%-დან, რომელიც გამოკითხვაში აცხადებს - არჩევნებზე არ მივალო, "ნაციონალებს" მხარს არავინ უჭერს.   
ასევე, დღეს საა­კაშვილის მო­წონების 30%-იანი მაჩვ­ენებელი ნო­ნსენსია.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- იმიტომ, რომ "ნაციონალ­ების"­ აქტივის ნაწილსაც კი მიაჩ­ნ­ია­,­ რომ სააკაშვილი ზედმეტი­ ბარგია და პარტიას უნდა ჩამოშ­ო­რდეს. ასე რომ, გაურკვეველია, სად, რომელი პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებს შორის იპოვეს ის 30%, ვინც ექსპრეზიდენტი მოიწონა?!
სააკაშვილს აქვს მედიარე­სურსები და დიდძალი ფუ­ლი,­ რომლითაც პარტიას­ აფინანსებს და ამიტომ "ნაცმ­ოძრაობა" მას ჯერჯერობით ვერ იშორებს.

- "ქართული ოცნების" 24%-იან­ რეიტინგს როგორ ახსნით?
- ჩემი აზრით, მას დღევანდ­ელი მდგომარეობითაც კი, 35%-იანი რეიტინგი მაინც უნდა ჰქონდეს... ხალხის საარჩევნო ყუთება­მ­დე მიყვანას სწორი პარტიული­ მუშაობა და ხალხთან ყოველდღ­იური საუბარი სჭირდება, რასაც­ მთავრობის ქმედითი ნაბიჯები უნდა ახლდეს. ერთ-ერთი აუცილ­ებელი პირობა კი ლარის კურსის გამოსწორებაა. ამ ყველაფრის შემდეგ "ქართულ ოცნებას" მხარდ­აჭერის მოპოვება არ გაუჭირდება. 

- როგორ ახსნით რეიტინ­­გებში შეუსაბამობებს? ზოგიერთ ლიდერს მაღალი რეიტინგი აქვს, მის პარტიას კი - არა. მაგალი­თად, ალასანია ოპოზიციონერთა რეიტინგში ლიდერობს, მის პარტიას­ კი 5 % უჭერს მხარს...

- ეს მართლაც შეუსაბამოა. არ შეიძლება პარტიას და მის ლიდერს რეიტინგში ათმაგი განსხვავება ჰქონდეთ. ეს არის თავისებური მოწოდ­ება "თავისუფალი დემოკრატებისადმი", რომ მონათეს­ავე ძალებთან გაერთიანდნენ, როგორიც არის, მაგალითად, მარგველაშვილი, "ნაციონალური მოძრაობა", რესპუბლიკელები...
ამავე დროს, ეს ძალები ალასანიას ერთპიროვნულ ლიდერობას არ უთმობენ და ალტერნატივად მარგველაშვილს მიიჩნევენ, რეზერვში კი დავით ბაქრაძე ჰყავთ...

- თქვენი აზრით, რატომ გაიზარდა 31%-ამდე ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა?

- ევრაზიული კავშირის მხარდაჭერის მიზეზი დასავლეთით იმედგაცრუებაა. საქართველო 23 წელი ელოდა მარშალის გეგმას საქართველოსთვის და ვერ მიიღო...
ჯერ კიდევ ლარის გაუფასურებამდე მე გავეცანი ერთ-ერთი საე­ლჩოს კვლევის შედეგებს, რომ­ელთა მიხედვით "ქართულ ოცნებას" ჰქონდა 42%; "ნაციონალებს" - 8%; "პატრიოტთა ალიანსს" - 7%; ბურჯანაძეს - 7%; "ლეიბორისტებს" - 4%; "თავისუფალ დემოკრატებს" - 3%.
ვფიქრობ, არჩ­ევნებამდე პარტიათა რეიტინგი კიდევ ბევრჯერ შეიცვლება. 

შენიშვნა:

“კვირის პალიტრის” 18-24 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში “როგორ “კეთდება” პოლიტიკური რეიტინგები რესპოდენტი ირაკლი გოგავა(საგაზეთო ვერსიაში)  მოხსენიებული იყო: ”NDI-სა და IRI-ს ერაყის პროგრამის ყოფილი დირექტორი, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ექსმრჩეველი, ამჟამად, “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი”. უნდა იყოს:” IRI-ს ერაყის პროგრამის ყოფილი დირექტორი, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ექსმრჩეველი, ამჟამად, “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი”.
გიორგი
24 მაისი 2015 01:22
ყველა კომენტარი წავიკითხე და ძალიან მიკვირს, რომ საქმეზე და განხილვის საკითხზე კი არა, ძირითადად რესპოდენტზე თავდასხმითაა მკითხველთა ნაწილი დაკავებული. ეს კაცი ახალგაზრდობიდან მახსოვს და მისი ცუდი არ გამიგია. ყველა საკითხში კომპეტენციას და ჩახედულობას ამჟღავნებს. ნაცების 9 წლიანი პარპაშის შემდეგ ადამიანის ცნობა დაკარგეთ?
ვენერა
23 მაისი 2015 01:49
რა კარგი ბიჭია ირაკლი გოგავა! ძალიან მიყვარს! მაგან 2002 წელს საქართველოს ყველა პედაგოგს ხელფასი გაგვიზარდა. მაგრად იომა მაშინ ჩვენთვის! გვახსოვს სიკეთე!
Ann
21 მაისი 2015 00:38
Gogavas avicydeba,Rom arseboben xalxi
Vinc mis carsuls icnobs.gogavam saqartvelos
Axalgazrda moqalaqeta kavshiridan daicyo
Es ise cnobistvis.sxvatashoris es is iraklia,inga
Grigolias didi siyvaruli Rom iyo da vinc gaqacha
Inga.
Es yvelaferi xalxistvis tavcere,torem yvitelma
Presam isedac icis.

რედაქტორის რჩევით