განხეთქილება "ნაცმოძრაობაში" - მერაბიშვილის შურისძიება?!
01-06-2015
განხეთქილება "ნაცმოძრაობაში" - მერაბიშვილის შურისძიება?!
"მივმართავ უმრავლესობას, ხელისუფლებასა და პირადად ბიძინა­ ივანიშვილს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, რომლებიც პირველი დღიდან გაიქცნენ იქ, სადაც გარბიან ხოლმე ვირთხები და შემდეგ მაინც უკან გამორბიან", - როცა გოგა ხაჩიძე პარლამენტის სხდო­მაზე ამას ამბობდა, ალბათ, ნაკლებად წარმოიდგენდა, რომ მალე თავადაც გაქცეულთა რიგებში აღმოჩნდებოდა... "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის ერთადერთ გადამრჩენ ძალად მიიჩნევდა ზურაბ ჯაფარიძეც...

ასეა თუ ისე, ფაქტია "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდადინებებმა საჯარო დაპირისპირების ფორმა მიიღო და საზოგადოებაშიც არაერთი ვერსია გაჩნდა. ისიც კი
ითქვა, რომ "ნაციონალებმა" მოქმედების ტაქტიკა შეცვალეს და შეთანხმებული მოქმედებით რესურსების სხვადასხვა ფლანგზე გადანაწილება დაიწყო, თუმცა, ლოგ­იკურად თუ ვიმსჯელებთ, საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე პარტიას ერთიანი გუნდის იმიჯის გაცამტვერება არც ერთი პოლიტიკური გათვლით არ აწყობდა.

"კვირის პალიტრის" ინფორმა­ციით, "ოთხეული" - გოგა ხაჩიძე,­ ზურაბ ჯაფარიძე, პალიკო კუბლა­შვილი და
გიორგი მელაძე თავის დროზე გიგა ბოკერიას შეუთანხმდა, რომ საჯარო სივრციდან სამ­თვიან ტაიმ-აუტს აიღებდნენ.
ბოკერია "ოთხეულის" მოთხოვნას დათანხმდა, მაგ­რამ შეთანხმება არ შესრუ­ლდა. ჯაფარიძემ და კუბლ­აშვილმა სერგო­ რატიანთან,­ კობა სუბელიანთან, გიორგი ვაშაძესა და დავით ბაქრაძესთან კონსპირაციული შეხვედრები დაიწყეს

- ცდილობდნენ თანაგუნდელები დაერწმუნებინათ, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნის გარეშე პოლიტიკური პერსპექტივის დასამარება გარდაუვალი იყო. ჩანს, პარტიის ხელმძღვანელებმა "შვებულებაში" წასული "ოთხეულის" ზრახვები მალევე შეიტყვეს და ინფორმაციის გავრცელება დაასწრეს. არადა, ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან წამოსვლის დაანონსებას სექტემბერში გეგმავდა.

ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობას მალე დავით ბაქრაძესთან დამშვიდობებაც მოუწევს, რომელიც პარტიიდან წასვლას ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გეგმავდა. არ არის გამორიცხული, მან მესამე პოლიტიკური ცენტრი ირაკლი ალასანიასა და საზოგადოება "ივერი­ის" დამფუძნებელ ნიკა რურუასთან შექმნას. არც ის დაგვავიწყდეს, რომ "ოთხეულმა" ოფისი ვანო მერაბიშვილის სახლში­ განათავსა, რაც ეჭვს აჩენს, რომ პროც­ესი პარტიისგან გარიყული შს ყოფილი მინისტრის წამოწყებულია და ამ ფორმით თანაგუნდელებზე შურისძიებას ცდილობდეს.

ყველას აინტერესებდა პარტიის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია - თუმცა, როგორც ჩანს, ექსპრეზიდენტს ამისთვის არ ეცალა, ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. მანამდე მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად უქმდ­ება. შესაბამისად, სააკაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" თავმ­ჯდომარის პოსტის დატოვებაც მოუწევს.

ექსპრეზიდენტის გარეშე "ნაცმოძრაობა" არაფერს წარმ­ოადგენს. პრობლემატური სააკაშვილიც კი ბევრად ქარიზმატული და მომგებიანია პარტიისთვის, ვიდრე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ფაქტორს, ის უკვე გუშინდელი დღეა. როგორც ჩანს, ამ პარტიას წინ მძიმე დღეები ელოდება.

რუსუდან შელია
tamila
03 ივნისი 2015 17:05
მიკლედ ვიტკვი-რაც ტრადიციად გადაიკცა და ისევ ტრადიციად რცება ესაა-კარტველი იბადება და იზრდება -ისევ კარტველის სამტროდ -ბერდება და კვდება ისევ კარტველტან ბოგმიტა და ბრდზოლიტ -არც მეტი და-არც ნაკლები აი მხოლოდ ეს არის კრუგსი ტრიალებს ერტი და იგივე უაზრობა.
glaxuna
03 ივნისი 2015 14:49



ერთადერთ ძალას,ვისაც შეუძლია საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს განვითარება-განმტკიცება,
(ვისაც არ უნდა მოწონდეს..)


ეკონომიკური-ფინანსური მდგომარეობის გ ა უ ლ ჯ ო ბ ე ს ე ბ ი ...არის ნ ა ც ი ო ნ ა ლ ე ბ ი,ოღონდ ამჯერად...არსამთავრობთან და საია-სთან ერთად,ღ ი ა და გამჭვირვალე რეფორმებით,მოსახლეობისათვის ყოველივეს ახსნა-განმარტებებით..
კ ა ნ ო ნ ი ს უზენაესობის გ ა ნ მ ტ კ ი ც ე ბ ა-დამკვიდრებისათვის
და მცირე დროში გავხდებით ევრო-კავშირისა და ნატ-ოს წევრიც კი,ანუ მხოლოდ შ ე უ ქ ც ე ვ ა დ ი პროგრესიბისაკენ მომართული,ადამიანთა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის!!!

რასაც დაინახავს არა მარტო აფხაზები და ოსები,მთელი ჩრდილო კავკასიის ხალხი და საქართველო შეიქმნება მთელ რეგიონში ს ა მ ა რ ტ ლ ე ბ რ ი ვ ი-მზლავრი და მისაბაზი თანამედროვე,ღ ი რ ს ე უ ლ ი სახელმწიფო!

რაც ასე აღელვებს და აკანკალებს ,,სტრანა რაბოვის,, მეხოტბეებს და რას აღარ და როგორ აკეთებენ,რომ...

მოახდინონ ნაც-ების დ ი ს კ რ ე დ ი ტ ა ც ი ა უწიგნურთა დ ა ს ა ბ ო ლ ე ბ ლ ა დ და გამოსაყენებლად!!!

rezo
02 ივნისი 2015 19:52
აბა ოცნებაზე რა არის სალაპარაკო?გააკეთონ რამე კარგი და ვილაპარაკებ.ნაცების ჭამის მეტს არაფერს აკეთებენ.ნაურუს მისცეს უვიზო მიმოსვლა და ჩვენ არა,ეგეც კი ვერ მოახერხეს

რედაქტორის რჩევით