ვინ იფიქრებდა?
01-06-2015
ვინ იფიქრებდა?
ვინ იფიქრებდა?! ვინ იფიქრებდა, რომ გოგა ხაჩიძე ამას იზამდა?! და პალიკო კუბლაშვილზე იფიქრებდით?! ჰა, კარგი, ზურაბ ჯაფარიძე მაინც ახალი იყო და შეიძლება ისე არ ჰყვარებოდა დედაპარტია, როგორც იმ ორს! ისინი ხომ მიშასთან ერთად უკვე ლამის 15 წელია ბოროტებას ებრძვიან! რამდენი თავი წააცალეს გველეშაპს ერთად?! ახლაც მედგრად იდგნენ "რუსი ოლიგარქის" წინააღმდეგ. "ნაციონალებს" ეს ერთი მაინც ჰქონდათ, რომ შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ისე ერთნაირად ლაპარაკობდნენ, იფიქრებდი, ყველას ერთნაირად უცემს გული მიშას იდეების
ერთგულებისთვისო და აჰა, ღალატი და მზაკვრობა!

არა, ნამდვილად მოულოდნელი ამბავი იყო! თუ მოსალოდნელი? მგონი, მოულოდნელიც და მოსალოდნელიც. მოულოდნელი, რადგან მართლა შეკრული­ გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მოსალოდნელი კი იმიტომ, რომ ყოველთვის იწყება ცენტრიდანული მოძრაობები, როცა საქმე ცუდად მიდის. რაც უნდა იძახონ, ჩვენი რეიტინგი იზრდებაო, ყველა ბოლო კვლევამ
აჩვენა, რომ საუკეთესო შემთხვევაში ერთ ადგილს ტკეპნიან ან 1-2% ემატებათ ზოგიერთ კვლევაში,­ რაც ხელისუფლებაში დასაბრუნებლად საკმარისი არ არის! პარტი­აშიც ვერაფერი შეცვალეს. ვითომ შიდადემოკრატია მოინდომეს და საპრეზიდენტო თუ მერის არჩევნებზე კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი ჩაატარეს, მაგრამ ესეც სასაცილოდ გამოუვიდათ, რადგან რეალური კონკურენცია ვერ დაუშვეს. ვერც ის მოახერხეს, რომ გამიჯვნოდნენ იმ პირებს, ვინც სასამართლ­ომ აღიარა დამნაშავეებად. ვერ მოახერხეს პარტიაში მეტ-ნაკლებად პოზიტიური სახეების წინ წამოწევა. მაგალითად, დავით ბაქრაძეს ბოლო გამოკითხვებით ლამის ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ პარტიის თავმჯდომარედ მაინც მას ტოვებენ. თუ პარტიაში ვერ ამყარებ დემოკრატიას, ქვეყანაში როგორ დაამყარებ? თუ პარტიაში ვერაფერს ცვლი, თუ ვერაფერს სწავლობ საკუთარ შეცდომებზეც კი, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდე, რა გარანტიაა, რომ არ გააგრძელებ ძველებურად?

მოკლედ, ასეთ სიტუაციაში რა გასაკვირია, რომ ვინმეს რაღ­აცის შეცვლა მონდომებოდა და როდესაც სხვას ვერაფერი გააგებინა, წავიდა! ვიცი, შეიძლება ბევრს არ გჯერათ ასეთი ვერსიის. უფრო მარტივია დაიჯეროთ, რომ მერკანტილური მიზანი ამოძრავებდათ. "ნაციონალები" ამბობენ, უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, ზეწოლას ვერ გაუძლესო. არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმ ვერსიას, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა იმ ამომრჩევლების ხმები დაითრიონ, ვინც ჯერ გაურკვევლობაშია და არც "ნაცები" უნდა და არც "ქოცები", მაგრამ ამ ეტაპზე მზად ვარ, დავიჯერო განდგომილების ვერსია, რომ პარტიაში ცვლილებები, ახალი სახეების წამოწევა სურდათ. აბა, პარტიაში დარჩენილების როგორ დავიჯერო? ყოფილ თანაგუნდელებს როგორ ლანძღავენ! ისიც ვერ გაიგეს, რომ წასულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს!
giorgi
01 ივნისი 2015 19:19
საიქიოში წასულებზე ამბობენ მხოლოდ კარგს, ხოლო ცალკე, მაგრამ სააქაოში წასულებზე რაც გინდა, ის ილაპარაკე. ისე ნაცმოძრაობის გინებას, ჯობდა მისი მიღწევების აღიარება და შემდეგ შეცდომებზე ფიქრი. რატომ უნდა გამიჯნოდნენ ნაციონალები დაპატიმრებულ თანაგუნდელებს? მათ არაფერი დაუშავებიათ. დამნაშავეა ბიძო ბედუკაძე-ინაშვილებიანად.
luxo
01 ივნისი 2015 11:21
დიახ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ორმა კაცმა დაიწყო, ხოლო ოცდა მეერთე საუკუნის დასაწყისში მესამემ გააგრძელა საქართველოს განადგურება: ერთმა თავისი სიყვარულით და უგუნურობით, მეორემ თავისი სიძულვილით და გონიერებით, მესამემ,თავისი სიგიჟით და თავისი ქარიზმატულობით.
rezo
01 ივნისი 2015 10:25
სხვათაშორის ნაცებმა 11 წელი გაძლეს,ისე რომ თან კარგიც აკეთეს თან ცუდი,თან არჩევნები წააგეს,თან ხალხი დაუჭირეს,თან მიშა აქ ვეღარ ჩამოდის.ოცნებამ კი 2 წელიც კი ვერ გაქაჩა ერთიანად.აქეთ პრეზიდენტი გაამარგინალეს,იქით ალასანიას გუნდი გაექცათ!რესპუბლიკელებსაც კარგი სკამები მისცეს,თორე ეგენიც წამსვლელები იყვნენ უკვე.

რედაქტორის რჩევით