"თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ"
08-06-2015
"თინას მინისტრობის  გამო,  თვალს არაფერზე დავხუჭავ"
"თუ ვინმეს არ ვესიმპათიურები, მაინც უნდა ამიტანოს,  რადგან დემოკრატია ერთმანეთის ატანის ხელოვნებაა"

"ცოტა ხანში ყველაფერი პარლამენტსაც მოეკით­ხება - ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიღწევა და ცოდვა 2016 წელს მაგიდაზე დაიდება..."


უახლოეს მომავალში ქვეყანაში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები­ იგეგმება, მათ შორის აღსანიშნავი შს სამინისტროს რეფ­ორმაა - უწყებას უშიშროება და სპეცსამსახურის დეპარტამენტი გამოეყოფა. საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს ოპოზიცია საარჩევნო კოდექსშიც და ამ მიმართულებით­ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბ­რობს... ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურად
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აფასებს:


- ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტ­ების მშენებლობისთვის აუცილებელია, შს  სამინისტრო თანამედროვე სტანდარტებზე გადაეწყოს. უწყების სამოქალაქო სისტემად­ გარდაქმნა მოწინავე ქვეყნებში დანერგილი­ პრაქტიკაა - პირველი პოლიციელი შს მინისტრი კი არა, შესაბამისი დეპარტამენ­ტის უფროსი უნდა იყოს. იგივე რეფორმა გატა­რდა თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც მინ­ისტრი პოლიტ­იკას განსაზღვრავს,
სამხედრო პირები კი საქმეს­ ბრძოლის ველზე აკეთებენ. შს სამინისტროს რეფორმირებაზე მსჯელობა დიდი ხნის წინ დაიწყო,­ თუმცა წინა მმართველებმა­ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბე­დეს. ავტორიტ­არული მმართველობისთვის შს სამინისტ­როს ერთ ძალაუფლების მონ­ო­პოლისტ უწყებად ჩამო­ყ­ალიბება მომგებიანია. გვინდა­, უშიშროების სამსახურებმა მეტი სტაბილურობა მოიპოვონ და პოლიტიკ­ური ამინდისა თუ ხელისუფლ­ების ცვლ­ი­ლებაზე­ დამოკიდებული­ არ იყვნენ.

- ოპონენტების განცხად­ებით, ცვლილებები­ პოლიტი­კური მანიპულაციის მეტ საფ­რთხეს­ შეიცავს.­ რამდენად კონ­ტროლირებ­ადი იქნება­ ეს ინსტიტუტები და დაექვემდებარებიან თუ არა საპარლამენტო ზედამხედველობას­ ან ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ სპეცსამსახურები­ სახელმწიფოს მმართველობაში აღარ ჩაერევიან?

- გაუგებარია, არსებული სისტემა ოპონენტებისთვის მისაღები რატომ გახდა? დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას გადახედონ და თუნდაც ერთი ქვეყანა დამის­ახელონ, სადაც შს სამინისტ­რო გასამხედრ­ო­ებული უწყებაა. თუ არასწორად ვმოქმე­დე­ბთ, ზოგადი­ იდეების ნაცვლად დასა­ბ­უთ­ებული არგუმენტებით მიგვითითონ. ამ ცვლილების მიზანია, უსაფრთხოების სამს­ახ­ურების ეფექტ­უ­რობა გაიზარდოს, იმ საკი­თხ­ებზე გავლენა­ კი, რაც მათ კომპეტენციას სცილდება - შემცირდეს.

- მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უშიშროების თანამშრომლები, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ, საზღვარგარეთ დააკავეს. ექსპრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე გავ­ლ­ენას რამდენად მოახდენს?
- ნება მომეცით, მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებისა და საჯარო მოხელეების განცხ­ად­ებებზე კომენტარი არ გავაკეთო.­ საქართველო და უკრაინა მეგობარი სახელმწიფოები არიან. ცალკეული ადამიანების ქმედ­ება კი ორი ერის ურთიერთო­ბაზე ვერ აისახება. ადამიან­ე­ბი­ ზოგჯერ არჩევანს სამშობლ­ოს წინააღმ­დეგ ან მისგან დამოუკიდებლად აკეთ­ებენ. ამ შემთხვევაში სააკაშვილმა­ არ ჩათვალა საჭიროდ, თავისი მმართველობ­ისას მიღებულ კანონს დამორჩილებოდა. დაახლოებით ათი წლის წინ სააკაშვილის ლიდერობას ქვეყ­ანაში დიდი იმედები უკავ­შირდებოდა, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა, რომ იმედები დამსხვრეულიყო და თავ­ადაც დღეს არსებულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო.

- ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ქართული­ პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა, თუ ეს გეგმის ნაწილია? ექსპრეზიდენტი საქართველოში ოდესის გუბერნატორის სტატუსით რომ ჩამოვიდეს, მიიღებს ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მისი დაკავების შესახებ?
- საქართველოში ვინც უნდა ჩამ­ოვიდეს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს. სააკაშვილთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე აღარ ვისაუბრებ.

- ოპოზიცია ორ წელზე მეტია ხელის­უ­ფლებისგან საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებებს ითხოვს, რისთვისაც საპარლამენტო არჩევნებამდე თქვენც აქტიურად იბრძოდით. რატომ არ იცვლება საარჩევნო კოდექსი და რატომ ხვდებით მომავალ არჩევნებს წინა ხელისუფლების მემკვიდრეობით?
- პირადად მე ამ საკითხზე პოზიცია არ შემიცვლია, თუმცა, როცა საქმე კონსტ­იტუციურ ცვლილებებს ეხება, 114 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, რაც ბოლო ორწელიწად-ნახევარში მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ მოხერხდა. ჩემი აზრით, ისტორიული შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი საარჩევნო სისტემა დამკვიდრდეს.

- საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს კოალიციაში ვინ ეწინააღმდეგება?
- ცვლილებების აუცილებლობაზე კოალიციაში თანხმობაა, შინაარსი და დეტალები კი მალე დაზუსტდება.­
2016 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან ახლოს იქნ­ება...

- დიდი ხანია კოალიციაში შიდადაპირისპირების საკითხი აქტუალობას არ კარგავს. რამდენიმე დღის წინ ისევ გავრცელდა­ ინფორმაცია, რომ უმრავლესობას დავით საგ­ანელიძე ტოვებს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე "ქართული ოცნება" არსებული­ შემადგენლობით მისვლას მოახერხებს?
- კოალიციაში სერიოზული ცვლილ­ების წინა პირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ კოალი­ციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები­ გავუ­ცრუო. შესაძლოა, პარლამენტისა და მთავ­რობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ და ა.შ.

- ანუ სამთავრობო ცვლილებები სამი მინისტრის შეცვლით არ ამოწურულა?
- ჩვეულებრივ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ვსაუბრობ, რაც დიდ კოალიც­იურ ცვლილებ­ებზე არ მიანიშნებს...

- მინისტრთა კაბინეტში ორი რესპუბლ­იკელის დაწინაურება პოლიტიკური ვაჭრობის­ შედეგად შეფასდა. ეს კოალიციაში თქვენი კომპრომისის შედეგი იყო?
- ვისაც სურს, მსჯელობას ვაჭრობა­ დაარქვას. თუ არ ვიმსჯელებთ, გარკვეულ თანამდებობებზე ვისი დანიშვნაა უმჯობესი, ან რომელი კანონი უნდა მივიღოთ ახლა და რომე­ლი გადავდოთ, არაფერი გამოვა.­
ვთქვათ, ბაზარში შეხვედით და ახალი წლისთვის ინდაურს არჩევთ. რამდენიმე გამყიდველთან საუბრის შემდეგ არჩევანს ხომ იქიდან გამ­ომდინარე აკეთებთ, რამდენი გაქვთ ჯიბეში­ ფული და როგორ გამოიყურება ეს ინდაური? ანუ, ამ დროს ვაჭრობთ­ თუ ცდილობთ თქვენთვის სასურველ სიკეთეს მიაღწიოთ? ეს არის პოლიტიკა, აბა, რისთვის ვსხედვართ აქ, თუ არ ვცდი­ლობთ, ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ?! მთავრობის დაკომპლექტებაც ასეთი ჯანსაღი კოალიციური მსჯელობის შედეგად მოხდა.

- თუ სასურველ შედეგს არ მიაღწევდით, კოალიციას ტოვებდით?
- მსგავსი ტიპის შანტაჟი ჩვენი ხელ­წერა არ გახლავთ. ვინც რესპუბლიკურ პარტ­ია­სთან რაიმე ტიპის გაერთიანე­ბაში ყოფ­ილა,­ დამერწმუნება, რომ სიტყვა უკან არასოდეს წაგვიღია და არც ფანჯრიდან გავ­პარულვართ ოდესმე.
გვინდა, სანდო და საიმედო პარტნი­ორები ვიყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს­, რომ ყველაფერს დავთანხმდე­ბით.­ ჩვ­ენი მიზნები გვაქვს, რომელსაც მაგ­იდაზე ყოველთვის წინასწარ ვდე­ბთ და ეს პარტნიორებმაც კარგად იციან.
ყველა­ კოალიციასა და გაერთიანებაში საკუთარი პრიორიტეტე­ბით შევდივართ. თუ დავინახავთ,­ რომ ჩვენი მიდგომები არ აინტერესებთ­, იქ არ გავჩერდებით­. როგორც კი სააკაშვი­ლმა­ ყველა ჩვენი პრიორიტეტი გადახაზა, 2004 წლის ივნისში მისი გაერთიანება დავტოვეთ. არ დაგავიწყდეთ, ამ დროს სააკაშ­ვილი თეთრ ცხენზე იჯდა და მთელი საქ­ართველო და მსოფლიო ტაშს უკრავდა.

- თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისას ნეიტრალ­იტეტის შენარჩუნებას რამდენად შეძლებთ?
- ვისაც ჩემი და თინას საჯარო ურთ­იერთობა უნახავს, კარგად იცის, რომ ყოვ­ელთვის ერთმანეთის მთავარი ოპონენტები­ ჩვენ ვიყავით. საკუთარი მოვალე­ობები კარგად გვაქვს გაცნობიერებული. თუ ჩავთვლი, რომ რომელიმე კანონში არასწორი ცვლილება იგეგმება, თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ. კანონის მისაღებად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, ჩემი ხმა იქ იქნება, სადაც ჩემი აზრით, სიმართლეა.

- პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ავლ­აბრის რეზიდენციაზე დავას­ როგორ აფასებთ?

- შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღებ­ისას ყველა ერთ აზრზე არ ვიყოთ, მაგ­რამ ინსტიტუტებისადმი პატივისცემა­ თითო­ე­ულს მოგვეთხოვება... როცა პრეზიდენტი­ აღლუმს ესწრება ან მთავარსარდლის როლშია, მის სახელსა და გვარზე არ უნდა ვიმსჯელოთ, რადგან ის სახელმწიფოს მეთა­ურია და თავის ფუნქციას ასრულებს. თუ ვინმეს არ ვესიმპათიურები, მაინც უნდა ამიტანოს, რადგან დემოკრატია სწორედ ერთმანეთის ატანის ხელოვნებაა... რამდენიმე დღის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ბრძ­ანდებოდა, რომელსაც მართალია, კონსტიტუციის მიხედვით გიორგი მარგველაშვილზე ნაკლები უფლებები აქვს, მაგრამ ის ევროპის მასშტაბით ავტორიტეტული ფიგუ­რაა და მის პოზიციას მთელ ევროპაში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. ასე რომ, პრეზიდენტის ავტორიტეტი კონსტიტუციური უფლებების ჩამონათვალით კი არა, მისი ქმედებებითა და პოზიციებით მოიპოვება.

- ფიქრობთ, რომ მარგვე­ლაშვილს სათა­ნადო ავტორიტეტი არა აქვს და სასახლე უნდა დატოვოს?
- მარგველაშვილი, როგორც ყველა ჩვენ, დამწყები­ პრეზიდენტია და ეს კითხვა­ მოგვიანებით უნდა დავსვათ.
ცოტა ხანში ყველაფერი პარლამენტსაც მოეკით­ხება - ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიღწევა და ცოდვა 2016 წელს მაგიდაზე დაიდება და ამომრჩევლის მიერ გაიზომება. რაც შეეხება შენობას,
ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლას პარლამენტიც გეგმავს,­ რადგან ამ რეჟიმში მუშაობა ბევრ პრობლემას აჩენს.
ქუთაისის შენობასაც სათანა­დო გამოყენება უნდა გამოვუძებ­ნ­ოთ. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება,­ შენობები არასწორად გამოვიყენოთ.

- ეკონომიკასთან ერთად, ხელისუფლების­ მთავარ­ გამოწვევად­ რეგიონებში ნეპ­ოტიზმისა­ და "ჩაწყობილი" ტენდერების საკი­თხი იქცა. თვითმ­მართველობის რეფო­რმამ ვერ გაამა­რთლა, თუ ეს არ­აკომპეტენტური კადრების დაწინაურების­ შედეგია?

- თვითმმართველობის რეფორმა აუცი­ლებელი იყო. ერი ვერ­ასოდეს შეძლებს ქვეყნის მართვას, თუ სოფელი საკუთარ სოფ­ელს ვერ მართავს. შესაძლოა, იყოს შეცდომებიც, ისევე როგ­ორც ცენტრალურ მმარ­თველობაშია... ზოგჯერ ვცდებით­, მაგრამ­ ეს ქვეყნის დაქც­ევად არ უნდა წარმო­ვი­დგ­ინოთ. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. თუ სადმე ზედამ­ხე­დველობა დავაკელით, უნდა გავაძლიეროთ. იმისათვის, რომ ნაკლები პრობლემა შეიქ­მ­ნას მუნიციპალიტეტებში, კვალიფიკაციის ამაღლებაც აუც­ილ­ებელია. ხშირად, ადგილობრივი მმართველი საკანონმ­დებლო ნიუანსებში გარკვეული არ არის. თავის მხრივ,
დეპუტატებმაც უნდა გაია­ზ­რონ, რომ კითხვ­ების დასმა­ ქვეყნის დაქც­ე­ვას არ ნიშნავს, მეორევე სიტყ­ვაზე ერთმ­ა­ნეთს მტრებად არ უნდა გადავეკიდოთ.
დღეს მსგავსი ფაქტები წინა წლებთან შედა­რებით ხარ­ი­სხობრივად ნაკლებია, მაგრამ მედია გათავისუფლდა­ და ყველაფერი საჯარო გახდა. 

- რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას. რატომ ვერ გადაწყდა რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი და კარგავს თუ არა ქვეყანა დასავლეთში პოზიციებს?
- ობიექტური რეალობა ასეთია - ომი რეგიონში, რუსეთის აგრესია უკრაინაში­ და ამით გამოწვეული მსოფლიო კრიზისი. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მსოფლიო კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არაერთი გეგმა და მიმართულება კორექტირდა. თუ ვინმეს უნდა, რომ ოზურგეთში ან თელავში წამო­გორდეს და შორიდან იძახოს - კი მაგრამ, რატომ არ გვიღებენ ევროპაში, ვიზა რატომ გაგვიჭიმეს,­ არ გვაინტერესებს, რა ხდება სხვაგან, მე ჩემი მომეციო, არაფერი გამოვა. გვინდოდა,­ რომ ვიზა-ლიბერალიზაცია მაისში მიგვეღო, მაგრამ დეკემბრამდე გადადეს, თუმცა არა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალისხმევა დააკლო, უბრალოდ, მსოფლიო კრიზისული ვითარების გათვალისწინებით მოქმედებს. ჩემი აზრით, მსგავსი ნიჰილიზმი რუსეთიდან მოდის და ღია თუ ფარული პროპაგანდის ნაწილია, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

რუსუდან შელია
maria.
09 ივნისი 2017 09:55
დაიგალა ხალხის საქმის რჰევიტ,საქმე და დისციპლინაა საჯირო.კანონი! რომელიც კვეყანას სწორ მიმარტულებას მისცემს.დასასჯელი უნდა დაისაჯოს.
ttttttttt
09 ივნისი 2015 09:24
არ ვიცი ქალბატონი თინა მამაკაცებს რითი სჯობია, ან ხალხს რისი იმედი აქვს, მაგრამ საგარეჯოში გრამი რომ არაფერი გაუკეთებია ეს ვიცი..... ივნისი თვე ახლა დაიწყო ხალხი უწყლოობით უკვე შეწუხდა, რაიონულ ცენტრზეა ლაპარაკი, ამ საკითხზე პირადი გასაუბრების შემდეგ ,რომ დავურეკე, პასუხი ასეთი იყო : თავი მომაბეზრეთ ქალბატონო უკვეო, ეს არის ხალხის არჩეული დეპუტატი.... ქალმა ერთი უბნიდან მეორეში წყლის გაყვანაც ვერ ითავა.... სხვათასორის ხალხმა იმიტომ აირჩია კოალიციაში რომ გაერთიანდა.... სხვანაირად ის ერთ ხმასაც ვერ მიიღებდა, საგარეჯოელებს თვალის დასანახად ვერ იტანს...იკითხა ვინმემ რა გაკეთდა რაიონში მისი ორწლიანი დეპუტატობის დროს ? ამაზე უკვე დახუჭეთ თვალი ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ.... ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
222
08 ივნისი 2015 20:12
ვის მოეკითხა თქვენ რომ მოგეკითხოთ (( status quo-ს სად ნახე თინას ვაჟქალობა, აფხაზეთს საქართველოს ნაწილად რომ არ განიხილავს თუ ზაქარეიშვილის დაქალი რომაა? რამდენი ომი გადავიტანეთ და ერთ დაჭრილს თუ გადაუხვია ჭრილობა? ბიუჯეტზე და გრანტებზე პარაზიტობდა მთელი პოლიტიკური ცხოვრება. ერთი გადამეტებული ეგოს პატრონია და დაკმაყოფილეს, თანამდებობა რომ მისცეს, ბედნიერი სახეა აქვს!


რედაქტორის რჩევით