"სომხეთისთვის მორალის კითხვა აზრს კარგავს"
15-06-2015
"სომხეთისთვის მორალის კითხვა აზრს კარგავს"
ახლახან  ნიუ-იორკში, გაეროს გენერალ­ურმა ასამბლეამ "საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა­ და ლტოლვ­ილთა სტატუსის შესახებ" მორი­გი რეზოლუცია მიიღო, რითაც დევნილთა­ ფუნდამენტური უფლებები კვლავ დაადასტურა.

ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ტრადიციულად, სომხეთიც იყო, რამაც ქართველი საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია. რატომ იქცევიან სომხები არაკეთილმეზობლურად და  შესაძლებელია თუ არა მათზე პოლიტიკური გავლენის მოხდენა, ამ საკითხზე პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

- რეზოლუცია საქართველოს ოკუპ­ირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს გმობს, ხაზს უსვამს დევნილთა
საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას (ეთნიკური კუთვნილების­ მიუხედავად), ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების დაცვაზე. ამასთან, ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეუფერხებელი ჰუმანიტარული საქმიანობის აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ჟენევის საერთა­შორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს­ მოუწოდებს, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების­ დაცვაში არსებული მდგომარეობის გასაუმჯ­ობესებლად გაააქტიურონ ძალისხმევა,
რაც, თავის მხრივ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას ხელს შეუწყობს.

­მიმდინარე წელს რეზოლ­უციის მომხრეთა რიცხვი 75 სახელმწიფომდე გაიზარდა. მხარდამჭერთა ზრდის დინა­მიკა ადასტურ­ებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა­ საქართველოს ოკუპირებული­ რეგიონებიდან­ იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის­ მნიშვნელობას სულ უფრო ნათლად აცნობიერებს.
ქვეყნებს შორის, რომლებმაც ამ რეზო­ლ­უციის მიღებას მხარი არ დაუჭირეს, იყვნენ: სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, ჩრდი­ლოეთი კორეა, კუბა, ვენესუელა, ვიეტნამი და სხვ.; ანუ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მომხრეთა ბანაკში მოიაზრებიან.

ჩვენი მეზობელი სომხები არაკეთილმეზობლურად იქცევიან, თუმცა საკუ­თარი ინტერესიდან გამოდიან. გარდა იმისა, რომ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი და ევრაზიული კავშირის წევრია, თვითონვე აქვს ყარაბაღიდან დევნილი აზერბაიჯანელი მოსახლეობის ანალოგიური პრობლემა. ამასთან, აფხაზეთში­ ეთნი­კური სურათი სწორედ სო­მხების სასიკეთოდ იცვლება - ბოლო მონაცემებით, 43,8% აფხაზი ცხოვრობს, 21,3% - ქართველი და 20,8 - სომეხი, 10,8% - რუსი და სხვ. ქართველი დევნილების დაბ­რუნება ეთნიკურ სურათს ქართველების სასარგებლოდ შეცვლის. ასე რომ, სომხეთისთვის მორალის კითხვა აზრს კარგავს.

- თავის შეკავება ხომ მაინც შეუძლიათ?

- თავის შეკავება ნიშნავს: "პრინციპში ვაღიარებ, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვეთანხმები". ოფიციალური ერევანი თვლის, რომ ამის გაკეთების უფლება არა აქვს.

- გეოგრაფიული მდებარეობიდან გამო­მდ­ინარე, ამ ქვეყანას საქართველოს კეთილგ­ანწყობა ძალიან სჭირდება. ეს ფაქტორი ზეგავლენას რატომ ვერ ახდენს?
- აქ უფრო ქართული მხარის არაპ­რაგმატულობას ვხედავ. საჭიროა მრავალმ­ხრივი დიპლომატია, ამასთან, რუსეთთან მუშაობა და საჭირო დროს ვაჭრობაც. მართალია, გაეროს რეზოლუციებით, რომლებსაც სავალდებულო ძალა არა აქვს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ვერ დავიბრუნებთ,  თუმცა ამასაც თავისი დატვირთვა აქვს.
კითხვა
28 ივნისი 2015 17:11
beriberi, ან ვინც იცით, ხომ ვერ მეტყვით, გენაცვალეთ, ეგ ვისი ლექსია?

აი ეს:

"კართან ხან ვარდი გვითესეთ, ხან ძეძვის ეკალბარდები..."

ვეძებე ინტერნეტში და ვერსად მივაგენი ავტორს.
gigi
25 ივნისი 2015 01:10
ამნაირი ძალად ექსპერტები და პოლიტოლოგები გვაჩვევნ , რომ არაფერია თუ ვინმე აღიარებს სეპარატისტებს. ნელ-ნელა, ასეთი ვითომ ქართული განცხადებებით. სამაგიეროდ დაშნაკებს ყველაფერში ეხმარებიან საქართველოში და თუ პატრიოტი ქართველი ხმას ამოიღებს ამნაირი ვითომლიბერალი ,,ინტელექტუალები" არმენოფობს დაუძახებენ და გააჩუმებენ!
beriberi
24 ივნისი 2015 14:36
ჰაოს- ქართლოსიანი
1123 წელს, დავით აღმაშენრბელმა, თურქთა მონობისაგან გაანთავისუფლა
სომეხთა სატახტო ქალაქი ანისი ”და იქმნა სიხარული ყოველსა სახლსა სომეხთასა”.
_ ამბობს სომეხი ისტორიკოსი.
1795 წელს თბილისის ალყიდან გაბრუნებული აღამახმადხანი, იოსებ ბებუთოვმა
და არტემ არარატიანცმა უკან დააბრუნეს და გადააწვევინეს თბილისი.
1919 წელს დენიკინის არმიას შემოუძღვნენ სოჭში და გამოდევნეს ძირ-
-ძველი ქართული მოსახლეობა.
1922წელს, ბოლშევიკურ ჯართან ერთად, შემოიჭრენ საქართველოს
საზღვრებში და ”გაასაბჭოეს” დემოკრატიული რესპუბლიკა
1992_1993წ.წ. შექმნეს გენერალ ბაგრამიანის სახელობის დივიზია და გა-
დამთიელებთან ერთად, მუსრს ავლებდნენ აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას.
კართან ხან ვარდი გვითესეთ, ხან ძეძვის ეკალბარდები,
ხან სიძეები იყავით, ხან ძმები, ხან პატარძლები,
ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ, ვიყავით მტყუან-მართლები,
მამაძაღლებიც ვიყავით, მაგრამ საერთო ძაღლების.
თოთხმეტი ალფა- ბეტიდან, ერთია თქვენი ანბანი,
ჩვენსავით თქვენი წარსული, სისხლ-ცრემლით არის ნაბანი,
არც მტერი გაკლდათ, არც ბრძოლა, არცა შრომა და ჭაპანი,
არცა ჰყოფილხართ უჭკონი, არცა მხდალნი და ჯაბანნი.
ჭკუა ახლაც არ გაკლიათ, არც გშიათ, არცა გწყურიათ,
რაცა გჭირთ მოურჩენელი, ეს ქართველების შურია,
სიძუნწე მოგდგამთ ოდიდგან ბევრიც, რომ გქონდეთ ფულია,
ამიტომ ვერ გაიხარა თქვენთან ელმა და ურიამ.
ვერ შეიცვალეთ ვერასგზით თანდაყოლილი ბუნება,
ხაჭაპურს გვართმევთ, ჩაკრულოს, ჩურჩხელაც გესომხურებათ,
მცხეთა სომხური გგონიათ, თბილისშიაც გვთვლით მდგმურებათ
შოთას, აშოტას რომ არქმევთ, ვეღარ ჩაგითვლით ხუმრობად.
ვეფხისტყაოსნის წართმევა რადგანაც ასე გწყურია,
რუსთველს სტროფს დავესესხები, კარგად დამიგდე ყურია,
”რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”
-ამას როდისმე იტყოდა?! თქვენი მოდგმა და რჯულია?
სომეხო ერთს გთხოვ როგორც ძმას, მეზობელსა და მოგვარეს,
სანამდე რამეს იტყოდე, ჰკითხე მტერსა და მოყვარეს,
შენ გულსა ჰკითხე, შენ ხსოვნას, შენ წარსულსა და მომავალს,
სად ვიქნებოდით მე და შენ, მეფე დავითი რომ არა?
*

რედაქტორის რჩევით