"ერთი კვირა სატრაპეზოში ვიყავი და 15 ადამიანს საჭმელს ვუმზადებდი" - რატომ წავიდა მონასტერში დიასპორის მინისტრი?
15-06-2015
"ერთი კვირა სატრაპეზოში ვიყავი და 15 ადამიანს საჭმელს ვუმზადებდი" -  რატომ წავიდა მონასტერში დიასპორის მინისტრი?
რას პასუხობს ქეთი დოლიძეს გელა დუმბაძე?

"სანამ სხვას განიკითხავ, ჯერ მისი ფეხსაცმელი ჩაიცვი და მისგან­ გავლილი აღმართები აიარე" - ასე უპასუხეს ემიგრანტებმა რეჟისორ ქეთი დოლიძეს, რომელსაც სიდუხჭირის გამო ქვეყნიდან წასული­ თანამოქალაქეებისთვის სიტყვა "ემიგრანტიც" კი დაენანა. რა პირობებში ცხოვრობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორა­ და რას სთავა­ზობს მათ სახელმწიფო სამშობლოში დასაბრუნებლად, დიასპორის მინისტრი სახელმწიფო საკითხებში გელა დუმბაძე გვესაუბრება:

- დემოკრატიულ საზოგად­ოებაში ყველას, მათ შორის ქეთი დოლიძეს, უფლება აქვს, საკუთარი აზრი ღიად დააფიქსიროს, მაგრამ
უნდა გვესმოდეს - ემიგრანტების­ შეფასებისას მეტი სიფრთხილეა­ აუცილებელი! ისინიც ჩვენი საზ­ო­გადოების სრულუფლებ­იან ნაწ­ილს წარმოადგენენ, უბრალ­ოდ, ამ ეტაპზე ქვეყნის საზღვრებს­ გარეთ იმყოფებიან. გაღიზიანების ნაცვლად, უნდა მოვეფეროთ და სამშობლოსგან შორს ყოფნის ტვი­რთი შევუმსუბუქოთ.

- ქეთი დოლიძის განცხადებებზე ემიგრანტების პასუხმაც არ დააყოვნა. რატომ მიდის ან აქვს ქვეყნიდან წასვლის
სურვილი მოს­ახლეობის უმრავლესობას?

- ემიგრანტების უმრავლესო­ბის საზღვარგარეთ ყოფნა სოციალური გმირობის ტოლფასია. მათ საკუთარი ოჯახისა და შვილების მომავალს შესწირეს თავი. წლებია საქა­რთველოში უამრავ ოჯახს არჩენენ - საზღვარგარეთიდან წელიწადში მილიარდ-ნახევარი დოლ­არი ირიცხება.

ცოტა ხნის წინ საბერძნეთში ვიყავი და თავად შევესწარი, როდესაც ათეულობით­ ქართველი ქალი რიგში იდგა და ფულს ბოლო თეთრამდე საქარ­თველოში გზავ­ნიდა.
მათ სამშობ­ლ­ოში ნორმალ­ური ცხოვრების პირობები რომ ჰქონდეთ, ქვეყნიდან არავინ წავიდოდა.

- წინასაარჩევნოდ ემიგრანტებ­მაც არაერთი დაპირება მიიღეს,­ რომელი შესრულდა და საქართველოში დასაბრუნებლად რა კონკრეტული წინ­ადადებები შესთავაზეთ?
- საქართველოში დღეს განს­ხვავებული პირობებია - ვისაც შრომა უნდა, მას ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების შესაძლებლობაც აქვს. მეც მიჭირდა, 32 წლის ასაკში­ სტაჟიორი გახლდით, თუმცა სიდ­უხჭირის მიუხედავად, პრინციპულობა გამოვავლინე და დავწინაურდი.

ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს, თბილისში ასეთ სამსახურს არ კადრულობს.

- გუგული მაღრაძის პათოსს თქვენც ხომ არ აგრძელებთ?

- ვაღიარებ, ქვეყანაში დასა­ქმება სერიოზული პრობლემაა,­ თუმცა ვითარება მომავალში გაუმჯობესდება. წინა წლებში ადამიანის უფლებების დარღვევით­ სწრაფი პროექტების განხორციელება მარტივი იყო და ხშირად მოჩვენებითი ეფექტები იქმნებოდა. დღეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში ლაგდება.

ჩვენ ძველი კულტურის, მაგ­რ­ამ ახალი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, 70-წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ მენტალიტეტის გაჯ­ანსაღებაც რთულია. სპეც­იფიკური და ალალი ხალხი ვართ, გვინდა მცირე დანახარჯით მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ხშირად გადაჭარბებული მოლოდინებიც გვაქვს, რაც უნდა გადავლახოთ.

- რატომ გადაწყვიტეთ ერთი კვირა მონასტერში გაგეტარე­ბინათ? ითქვა, რომ თანამდებობას ტოვებდით.
- ცოტა ხნის წინ თბილისში,­ დიასპორის მონაწილეობით ფორ­უმი გაიმართა, უამრავ ადამიანს შევხვდი და დიდი ენერგია დავხ­არჯე. ამიტომ პრემიერს ერთკვირიანი შვებულება ვთხოვე. ერთი კვირა სატრაპეზოში ვიყავი და 15 ადამიანს ყოველდღე საჭმელს ვუმზადებდი. პოსტის დატოვებაზე არ მიფიქრია, რადგან ვფიქრობ, საკ­მაოდ წარმატებული პროექტები­ განვახორციელე. მონასტერში ხშირად ვფიქრობდი, რომ ყველაფერი­ წარმავალია, მაგრამ თავად მივხვ­დები, როცა თანამდებობიდან წასვლის დრო დადგება. ჩემთვის ეს თანამდებობა არავის უჩუქებია, 32-წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს, საჯარო სამსახურში კი 20 წელია ვმუშაობ, რამაც სიმართლე გითხრათ, დამღალა. დანარჩენს დრო გვაჩვენებს...

- თქვენი მუშაობის შედეგი დააკონკრეტეთ...
- ჩემი თანამშრომლების თვა­ლებში ვხედავ, რომ მათში­ რწმენა ვამრავლე. შინაგანი დისკომფორტი­ მაქვს, რადგან მინდა მმართველი გუნდიც უფრო ძლიერი და შეკრ­ული გახდეს. ინდივიდუალურად ყველა მათგანი კარგი ადამიანია, მაგრამ მაღალი ხარისხის გაერთიანება ჯერ ვერ ჩამოვაყალიბეთ.

- რა საკითხზე ვერ თანხმდება­ დღეს მმართველი გუნდი?

- ვერავის გავაკრიტიკებ, უბრ­­ალოდ, განსხვავებული ადამ­ი­ანები ვართ და დრო გვჭირდება, რომ ჩვენი ხედვები შედუღაბდეს.
ხელისუფლებაში სხვადასხვა სოციალური ტიპაჟები­ არიან, განსხვავებული გამ­ოცდილებითა და ბეგრა­უ­ნ­დით, ამის ერთიან პალიტ­რად­ თავმოყრას კი დრო სჭირდება.

- არაერთხელ ითქვა, რომ დიასპორის სამინისტრო ფორმალურ უწყებად ჩამოყალიბდა.

- როგორ შეიძლება ამ ყველ­ა­ფერს ფორმალური უწოდო, როცა საგარეო საქმეთა სამინის­ტროსა და განათლების სამინი­სტროსთან ერთად მუშაობის შე­დეგად, თურქეთში ქართული ენის სწავლების დაწყებას ოფიციალურად მივაღწიეთ. სამინისტროს კარი ყველასთვის გავხსენით, რაც არ გვეხება, იმ საკითხების მოგვარებასაც ვცდილობთ და პროვაიდერის ფუნქციასაც ვითავსებთ... ეს ფორმალურია?!

- მიუხედავად ამისა, სამშობლოში­ დამბრუნებელთა მაჩვენებელი არ იზრდება, ქვეყნიდან წასვლის მსურველთა რიცხვი კი წლიდან წლამდე­ მატულობს...
- დღეს თბილისში ბევრად მეტ ადამიანს ვხედავ, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო.

- პრემიერის ინიციატივით სავ­იზო პოლიტიკა იცვლება, აღიარებთ, რომ ბარიერების დაწესება თავიდანვე­ შეცდომა იყო?

- ჩვენს ხელისუფლებას აქვს იმის შნო და უნარი, რომ გარკვეული გადაცდომები აღიაროს.
შეცდომებს ყოველთვის ის უშვებს, ვინც საქმეს აკეთებს, ძლიერი კი მხოლოდ ის ხელისუფალია, ვისაც აღიარების ვაჟკაცობა გააჩნია.      

რუსუდან შელია
gia
28 ივნისი 2015 20:25
ისე შენ ოჯახს გახარება, რაც თბილისში მეტ ხალხს ხედავ, ისე გეკითხა მაგ ხალხისთვის ამერიკის რომელი შტატიდან არიან ჩამოსულები, საჩხერე, ნიუჯერსი, ხარაგაული. გაჭირვებული ქართველებით გაივსო თბილისი. ეს დიასპორის მინისტრი რას აკეთებს?
haaa
28 ივნისი 2015 20:08
ესეთი ლაპარაკით ხალხს აღიზიანებთ, თქვენზე მეტი მაქვს ნამუშევარი გინდა ფიზიკურად გინდ გონებრივად, დარწმუნებული ვარ თქვენზე არანაკლები მაქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, სხვათა შორის საჭმელსაც ვაკეთებ თანამშრომლებისათვის 6 წლის მანძილზე,მაგრამ ოჯახს ვერ ვინახავ, რატომ ,იმიტომ რომ მოდიხართ ხელისუფლებაში და სიტყვების რახარუხი ისმის 9პლუს3 წლის განმავლობაში,ესე თუ გაგრძელდა მიიღებთ ყოველ კვირას აბულაძეებს, და მერე აძლიეთ ორდენები დაღუპული უდანაშულო პატრულის თანამშრომლებს!!!
gia
28 ივნისი 2015 16:46
მაგ სიმართლით იარე, 16 წელია ვირივით ვმუშაობ ფიზიკურად და გონებრივად ერთად, მაგრამ გაჭირვებისაგან რამის გავრეკო, პატიოსანი შრომით ამ ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არა აქვს ადამიანს. სხვათაშორის, 8 კაცის საჭმელს ვაკეთებ თანამშრომლებისტვის 6 წელია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები