ვინ იქნება "მთავარი ბანკირი" - ვინ შეცვლის ქადაგიძეს?!
29-06-2015
ვინ იქნება "მთავარი ბანკირი" - ვინ შეცვლის ქადაგიძეს?!
გამოცდილება და ცოდნა - გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შესარჩევად მთავარი კრიტერიუმები ოფიციალურად დაას­ახელა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნესასოციაციებთან, საბა­ნკო სექტორთან, პარლამენტთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და თავად ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებიც დააანონსა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდ­ე­საც მარგველაშვილი კანდიდატის დასახელების წინ ფართო კონსულტაციებს­ აცხადებს. ამგვარი პროცესი უძღოდა წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის წარდგენასაც, თუმცა, ამჯერად პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეკონომიკური ექსპერტების ნაწილისთვის გაუგებარი აღმოჩნდა
- რატომ დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის ძიება საშვებულებო პერიოდში, მით უმეტეს, რომ გიორგი ქადაგიძეს ვადა შვიდი თვის შემდეგ, ანუ 2016 წლის თებერვალში ეწურება? ან რატომ არ გაცხადდა კონსულტაციების ფორმატი კანდიდატის შესარჩევი პროცესის დაანო­ნსებისთანავე? "კვირის პალიტრასთან"­ საუბრისას ექსპერტი დემურ გიორხელიძე არ გამორიცხავს, რომ
შესაძლოა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, წინამორბედის მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით შეირჩეს:


- თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეალური კანდიდატურის ძიებას ემსახურება, შვიდი თვით ადრე კონსულტაციების დაწყება საგანგაშო არ არის. მთავარია, პროცესმა ფორმალური სახე არ მიიღოს.
ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად­ ანგაჟირებული ფიგურა ერთხელ უკვე გამოვცადეთ. შედეგიც თვალ­საჩ­ინოა, ამიტომ გადაწყვეტილების მიმღებთ მეტი დაფიქრება მართებთ.

- ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე­ პროცესები დიდი ხანია მთავრობისა და პრეზიდ­ენტის მორიგი დაპირისპირების საგნად­ იქცა. ფიქრობთ, რომ ორი სახელისუფლებო­ შტო საერთო კანდიდატის შერჩევას შეძლებს?
- არსებობს საშიშროება და დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს პროცესი სახელმწიფო და ეროვნული ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე წარიმართება. ამ ეჭვის საფუძველს შესაბამისი ნების არარსებობა მაძლევს - სახელმწიფო მმართველობის დასავლური ტიპის მოდელზე გადასაწყობად არაფერი კეთდება.
თუ გიორგი მარგველაშვილის თითოეული სიტყვა და მოქმედება მკაცრად არგუმენტირებული არ იქნება, პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.
ამიტომ არ გამოვრიცხავ, პროცესები ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართოს და ხელისუფლების შტოებს საერთო კანდიდატურის შერჩევა გაუჭირდეთ.

- და ეს პროცესი ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ ეკონომიკაზე რა გავლენას მოახდენს?
- საზოგადოებაში პესიმიზმი გაღვივდება და ტრადიციად ქცეული ქართული უპასუხისმგებლობის მაგალითს სახელისუფლებო დონეზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ.

დროა, გავიაზროთ, რომ ხელისუფლებაში კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები გვჭირდება, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას ადეკვატურად იგრძნობენ. ვიწრო ინტერესების, დაჯგუფებებისა და პარტიულობით მოქმედებამ საკმარისზე მეტად დაგვაზარალა. წელს ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში დაგეგმილი მილიარდ-ნახევრის ნაცვლად, მხოლოდ 500 მილიონი შევა. ამ ფონზე დაპირისპირება ეკონომიკას ჩამოაქცევს! ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ინსტიტუციებს შორის კინკლაობა კი არა, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება.

- 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ნოდარ ჯავახიშვილი დაასახელა. მმართველი გუნდი დღესაც ამ პოზიციაზეა?

- ჩემი აზრით, საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის შესაფერისი კანდიდატის შერჩევა არ უნდა გაჭირდეს. მთავარია, რამდენად ეყოფათ გადაწყვეტილების მიმღებთ ძალა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ გუნდურობის პრინციპით არ იმოქმედონ და პროფესიონალი რეალურად შეარჩიონ. თუ ეს ვერ მოხერხდა, საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებაც შეიძლება, რათა ეროვნულ ბანკს მაღალკვალიფიციური უცხოელი ფიგურა ჩაუდგეს სათავეში. ომის შემდგომ პერიოდში იაპონელები სწორედ ასე მოიქცნენ - მინისტრებად ამერიკელები დანიშნეს, მოადგილეებად - იაპონელები და სახელმწიფოს მართვაც მათგან ისწავლეს.
ნოდარ ჯავახიშვილს წესიერ ადამიანად ვიცნობ. მას კვალიფიკაცია ნამდვილად არ აკლია და, შესაძლოა, არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდეს.

რუსუდან შელია
ალექს
01 ივლისი 2015 15:58
ჩვენი სისტემა არის დიქტატორული,დიდი და პატარა დიქტატორები გვყავს,სააკაშვილი არ აგვირჩევია,გადადგა და კაბინეტში იჯდა,გაუვიდა ვადა, მაინც იჯდა,ივანიშვილი წავიდა და ისევ მართავს,ახლა მინისტრები-მაგალითად შსს არ იყო ვანო დიქტატორი -აბა გაიხსენეთ ვის გვამებს ითხოვდა ?
ან ახლა არ არის დიქტატორი ,ვინმე შეეპასუხებით,შენიშნვნას მისცემთ მაგალითად იმაზე ,რომ ვანომ სპეციალურად,ბევრი დამრღვევი რომ ყოლოდა ისე დახაზა გზები და დააყენა ნიშნები და შუქნიშნები,რომ სადაც სწორი გზაა და სიჩქარის განვითარება და გასწრება იოლი და უსაფრთხოა,იქ ორმაგი უწყვეტი ზოლია,სადც მისახვევ მოსახვევია წყვეტილია ,მაგრამ ნიშანი კიდია 50 კმ ან დასახლებული პუნქტია და ვიდეო ჯარიმაც გამოწერილი გაქვს,რომლის ქვითარს რა თქმა უნდა შენს საბერძნეთში გადახვეწილ მეზობელს შეუგდებენ,შენ ვერ გაიგებ რომ დაჯარიმებული ხარ ,ამიტომ 500 ან 3 000ლარს გამოკრავ ხელს ან ციხეს,დიახ,ციხეს,ამისთვის იყო შექმნილი 2012 წლის ზაფხულს ეს საგზაო მახეები-რატომ არ ასწორებენ ქოცი მინისტრები ?აი ეს პრემიერი არ იყო შსს მინისტრი?აი დიდი მოქალაქე არ იყო პრემიერი ??
პრემიერი ?
რაებს ამბობს ?
რა უფლებით?
?სემეკის თავმჯდომარე ვინაა?არ არის დიქტატორი ?სად რაზე აგებს ვისთან პასუხს ?
ასეა სებ და მისი თავმჯდომარეც -პატარა დიქტატორია,ნიჭიერია,კანონი არ დაურღვევია,რადგან თავად დასწერა ან მისნაირმა დასწერა და მიაღებინა ხაჩიძეს ,ასევე დანიშნულს,კაცს არსაიდან,ისიც პატარა დიქტატორია !ხადურმა ყველა ნახვრეტი იცის ქართული სამოხელეო ეკონომიკის,ისიც იცის ლარი სად უფასურდება და როგორ,იგივე ცოდნა აქვს მაჭავარიანს,ონოფრიშვილს,გავაგრძელო !?
ზოგადად ვამბობ თორემ სახელებს და გვარებს ვერ ვიმახსოვრებდით ,ისეთი კარუსელები ატრიალეს,მაგრამ იმ მოკლე დროის მონაკვერთში ის ვიღაც ,დანიშნული კაცი არსაიდან,დიქტატორობდა და დიქტატორობს!
ჩვენი კანონები აკანონებენ ამას,ისეა შექმნილი,რომ დიქტატორი იბადება,სამოხელეო ბიუროკრატიული დიქტატურა,რომელიც გადადის ოლიგარქიაში!
შედეგად მოხელეა ბატონი, მოქალაქე ყმა,რომლის ჩარეცხვა შეიძლება,გამათრახებაც და გაყიდვაც,განკულაკებაც!
მოხელე მდიდარია ხელფასითაც და ატკატიტაც,როცა არ ყოფნის წაგართმევს , ისე რომ კანონს არ დაარღვევს !!!!!!!!!
შენ სამართალს ვერ იპოვნი-აი ამიტომაა დიქტატურა, სამოხელეო დიქტატურაა !
მოხელე პატრიოტია,ჩვენ რუსეთის აგენტები,ვიკრიბებით და ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს ვაწყობთ ღიად ხელისუფლების ძალადობრივად შესაცვლელად და პუტინის აქ მოსაყვანად-სასაცილოა,ძალადობით და არჩევნების გაყალბებით თავსმოხვეულ ხელისუფლებას თურმე ჩამოგდებას მიტინგით ვუპირებთ,და წყალი გვერდებიდან და ზემოდან კი არ გვაკმარეს, ტყვიაც მიაყოლეს ,კვლავაც იგივეს იზავენ,ერთი ჩამოსხმის არიან !
იქით იყოს და ხვალ რომ არჩევნები დაგვინიშნონ,ისევ ამათ-საბჭოეთის ბარტყებს და ამ სისტემას მისცემთ ხმას ,თუ გამოიყვანთ სარბიელზე ახალგაზრდობას,დამოუკიდებელი საქართველოს ტოლ ახალგაზრდობას არ გამოიყვანთ ?????????
თბილისელი
30 ივნისი 2015 18:06
pepi-ს: დიახ, იმ ერთ კაცს აქვს ყველანაირი უფლებები და არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა - ისევ თვითონ თუ იგრძნობს რამის გამო უხერხულობას, თორემ რამე სხვა ბერკეტი ბუნებაში არ არსებობს. კარგია, რომ ამ მნიშვნელოვან ასპექტს ხაზი გაუსვი.

რაც შეეხება "უსინდისო და ცილისმწამებელ ადამიანს", თვალს თუ არ დავიბრმავებთ - ეს მთავრობა პოლიტიკურად არაანგაჟირებულ პირებს თანამდებობებზე საერთოდ არ აჭაჭანებს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველანი არაპროფესიონალები არიან. ზოგი არ არის პროფესიონალი და ზოგი არის, კი ბატონო, მაგრამ მეტ-ნაკლებად ანგაჟირებული არის ყველა. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი ამ მხრივ მაინც თავდაჭერილია, ფინანსთა მინისტრი კი პირწავარდნილი კარიერისტია და ზემდგომების საამებლად ლამის ფინანსურ სისტემასაც კი გაწირავს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.
რა მაგის პასუხია და აკი კომიტეტის თავმჯდომარემაც ღიად თქვა: დიახაც პოლიტიზებულად ვმოქმედებთ, ახლანდელი პოლიტიზებული საბჭოს წინააღმდეგო.

მაგრამ უფრო საინტერესოა სხვა რამ: მაინც რატომ ხდება ის, რაც ხდება?
მთავარი არის ლარის კურსის დაცემის გამო ბრალის ქადაგიძისთვის "შეტენვა". მან არაფრით არ "შეიტენა" ის, რაც არც იყო მისი ბრალი და არავის შეჰპუებია. ზოგადად, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ძალაუფლების გადანაწილება ცუდი არ არის. რომ არ ყოფილიყო ქადაგიძე ნაცი და მის ადგილას მჯდარიყო რომელიმე ქოცი, ვთქვათ, იგივე ხადური, მთავრობის საამებლად დედას უტირებდნენ სავალუტო რეზერვებს, შედეგი კი იქნებოდა მაქსიმუმ ასეთივე, დიდი ალბათობით კი - უარესი.

ქვეყნის რეალური მმართველიც უკვე კარგად გავიცანით, ვიცით, რომ თუ რამეს ჩაიმახსოვრებს, არასოდეს არავის არაფერს პატიობს. მან არ აპატია ქადაგიძეს ის, რომ ლარის კურსის დაცემა არაფრით არ დაიბრალა. ამას ვგულისხმობდი სწორედ - დღეს ერთი კაცის ხუშტურია და მეტი არაფერი ეროვნული ბანკის დაკნინება. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ პარლამენტარებს და ამას მაინც რომ თანხმდებიან, ეს უკვე ნოტარიუსობაა.
pepi
30 ივნისი 2015 14:36
ძალიან მაინტერესებს ვინ არის ის უსინდისო და ცილისმწამებელი ადამიანი,ვისაც ჰგონია,რომ ეს მთავრობა ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ანგაჟირებულ პიროვნებას დანიშნავს და არა პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეულს?! მაინც რა ფაქტების საფუძველზე შეიძლება ამ დასკვნის გაკეთება...

რედაქტორის რჩევით