კვიტაშვილმა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა - კვირის პალიტრა

კვიტაშვილმა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

“ვეღარ მოვითმენთ იმ უმოქმედობას, რომელსაც ამ უმნიშვნელოვანეს უწყებაში აქვს ადგილი”

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქციის “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” თავმჯდომარის მოადგილის იგორ კონონენკოს ინფორმაციით, ალექსანდრე კვიტაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

30 ივნისს ფრაქციის ლიდერმა იური ლუცენკომ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მის პარტიას ჯანდაცვის სისტემაში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს. “ვეღარ მოვითმენთ იმ უმოქმედობას, რომელსაც ამ უმნიშვნელოვანეს უწყებაში აქვს ადგილი”, - აცხადებდა ლუცენკო.

კვიტაშვილი ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკრიტიკა.