ნანუკა ჟორჟოლიანი: „დათოს არაერთხელ შევხვდი...“
02-07-2015
ნანუკა ჟორჟოლიანი: „დათოს არაერთხელ შევხვდი...“
„პროკურატურა უკვე იუმორისტულ ჟანრში მოქმედებს, კეზერაშვილს ბრალს მეექვსეჯერ უყენებენ“

„ესენი იმდენად უუნაროები არიან, რომ საკუთარ მოწმეებთანაც კი ვერ მუშაობენ“


პროკურატურამ ქონების გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მისცა. როგორც დაზარალებული თამაზ ნიჟარაძე აცხადებს, კეზერაშვილმა მას 20 წლის განმავლობაში ნაგროვები კაპიტალი ერთ დღეში წაართვა. დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მეგობარ დავით კეზერაშვილთან ერთად გა
დაღებული ფოტოები გაავრცელა.

როდის შეხვდა თავდაცვის ყოფილ მინისტრს და რომელ ქვეყანაში იმყოფება კეზერაშვილი დღეს, "კვირის პალიტრის" კითხვებს ნანუკა ჟორჟოლიანი კიევიდან პასუხობს:

- საქართველოდან წასვლის შემდეგ, დათოს არაერთხელ შევხვდი, თუმცა ბუნებრივია, საჯაროდ ვერ დავაკონკრეტებ, სად ან რომელ ქვეყანაში. რაც შეეხება მისთვის ბრალის წაყენებას, ფაქტია, პროკურატურა უკვე იუმორისტულ ჟანრში მოქმედებს. იმის ნაცვლად, რომ ჯანყარაშვილის საქმეს
მიხედონ, ან იმით დაინტერესდნენ, ბათუმის პორტი ვინ და როგორ გადაიბარა, კეზერაშვილს ბრალს მეექვსეჯერ უყენებენ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, „ნაციონალები“ 12 წლის განმავლობაში შევარდნაძეს რომ გაიძახოდნენ, თუმცა ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, პარალელურად საქმის კეთებასაც ახერხებდნენ.

- დაზარალებული თამაზ ნიჟარაძე ამტკიცებს, რომ 2010 წელს კეზერაშვილმა ქონება მუქარითა და ძალადობით წაართვა. რატომ ფიქრობთ, რომ აღნიშნული ბრალდება მხოლოდ პოლიტიკის ნაწილია და მას სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს?

- სიამოვნებით მოვისმენდი თამაზ ნიჟარაძის განმარტებას, როგორ აგროვებდა ის 20 წლის განმავლობაში თავის კაპიტალს. არ ვამბობ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმეები არ უნდა გამოიძიონ, მაგრამ პარალელურად, საკუთარი გუნდის წევრების საქმიანობითაც თუ დაინტერესდებიან, პროკურატურის მოქმედებას მეტი ფასი დაედება.

- ხელისუფლების მხარდამჭერი, ალბათ, ახლა გიპასუხებდათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" დანაშაული საკუთარი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესაც კი არ აპატია. რაც შეეხება ჯანყარაშვილს, ის დიდი ხანია ხელისუფლებას ჩამოშორდა და საქართველოდან გაქცეულადაც კი ითვლება.


- ხვედელიძის მიმართ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ფაქტია, მასაც ბევრი ქონდა მოსაყოლი. სწორედ ამიტომაც გაუფრთხილდნენ და ორ თვეში გარეთ გამოუშვეს... შემახსენეთ, რა ეტაპზეა რაფალიანცის ან ზურაბ ჟვანიას საქმე? ვიმეორებ, რაც უნდა ახლობელი ადამიანი იყოს, უსამართლოდ არ ვიტყვი, ბრალს ნუ უყენებთ-მეთქი. ფაქტია, სასამართლო პროცესებზე მოწმეებიც კი ვერ მიჰყავთ. ან როგორ შეიძლება თამაზ ნიჟარაძის ნაამბობზე საქმე ააგო? მსგავს ხერხებს „ნაციონალებიც“ იყენებდნენ, მარგამ ამის ფონზე ქალაქები შენდებოდა და საქმე რეალურად კეთდებოდა. დღეს ყველაფერი გაჩერებულია და ხელისუფლება მხოლოდ შეცდომებს უშვებს. ესენი იმდენად უუნაროები არიან, რომ საკუთარ მოწმეებთანაც კი ვერ მუშაობენ.

- მოწმეებთან მუშაობაში მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას გულისხმობთ, რისი ფაქტებიც წინა ხელისუფლების პირობებში არაერთხელ გავრცელებულა?


- რა თქმა უნდა, ამას არ ვგულისხმობ. მოწმე მინიმუმ ხუთჯერ რომ შემოგითვლის, ვისვენებ და სასამართლო პროცესზე ვერ მოვალო, მის წინააღმდეგ მინიმუმ ჯარიმა უნდა გამოიყენო? ახლა კეზერაშვილის თემა იმიტომ წამოსწიეს, რომ ხალხში პოპულარობას კარგავენ. ასე ხმაურიან გვარებს მხოლოდ მაშინ ჩამოუვლიან ხოლმე, როდესაც ხალხს ხელისუფლების მიმართ კითხვები უჩნდება. სტიქიის შემდეგ კი, ნარმანიასა და ჯანელიძის მისამართით უამრავი კითხვა დაგროვდა! კი ბატონო, „ნაციონალებიც“ დგამდნენ შოუებს, მაგრამ ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - ისინი ქვეყანასაც აშენებდნენ.

- ფიქრობთ, რომ ადამიანის უფლების დარღვევის ხარჯზე შენება გამართლებულია? ან რატომ არ საუბრობდით ამ შეცდომებზე მაშინ, როდესაც თქვენი მეუღლე და მეგობრები ქვეყანას მართავდნენ?


- რაც არ მომწონდა, არასოდეს დამიმალავს და ვამბობდი კიდეც, მაგრამ ქმართან და მეგობრებთან საუბარს სოციალურ ქსელში არ ვამზეურებდი. მთელი ცხოვრება პირდაპირი ადამიანი ვიყავი, უბრალოდ, ამით ქულების დაწერა არ მიყვარს.

- ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დავით კეზერაშვილთან გადაღებული ფოტოები გაავრცელეთ? თავდაცვის ყოფილი მინისტრი თქვენთან ერთად კიევში იმყოფება?

- არა, ეს ძველი ფოტოებია. მე მართლაც კიევში ვარ, მაგრამ პოლიტიკურ საკითხზე არ ჩამოსვულვარ. რაც შეეხება დათოს, მის ადგილსამყოფელზე ვერაფერს გეტყვით, ეს მისი პირადია.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

დათო
06 ნოემბერი 2015 19:09
გეყო ნანუკა ხალხზე ზრუნვა გაჭაღარავდები ,ჯობია დაისვენო.
თუ არ გეყო უმართებულო პრივილეგიები და მაღლა მაღლა ტივტივი?
salo
11 ივლისი 2015 23:17
ქალბატონო ნანული იცინის ის ვინც ბოლოს იცინის,დაიხსომე ჩემი სიტყვა,ბაი ბაი
ბაგირა
08 ივლისი 2015 16:57
მართლაც სირცხვილი პროკურატურას, ამათ რომ აბლატავებს!

რედაქტორის რჩევით