"ბიზნესმენს პირდაპირ უთხრეს, შენი ლიკვიდაცია გვაქვს დავალებულიო"
06-07-2015
"ბიზნესმენს პირდაპირ უთხრეს, შენი ლიკვიდაცია  გვაქვს დავალებულიო"
"კეზერაშვილი ნიჟარაძეს დაემუქრა­, თუ ბიზნესს სხვადასხვა კომპანიის სახელზე­ არ გააფორმებდა, სისხლის გუბეებს დააყენებდა"

მთავარმა პროკურატურამ ქონების იძ­უ­ლებით ჩამორთმევის ბრალდებით საქა­რთველოს თავდაცვის ყოფილი მინისტ­რის, დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების განმარტებით, 2010 წლის აგვისტოში კეზერაშვილმა გადაწყვიტა, ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტ­ებისა და მშრალი ტვირთების გადამუშავების ბიზნესი, რომელიც მამა-შვილს - თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებს ეკუთვნოდა. კეზერაშვილის მუქარის საფუძველზე, კომპანიების წილები ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე გაფორმების შემდგომ გაიყიდა.


შალვა ხაჭაპურიძე, თამაზ
ნიჟარაძის­ ადვოკატი:
- თავის დროზე თამაზ ნიჟარა­ძე­ ქობულეთის პროკურატურაში მუშაობდა. მისი ერთი ძმა "ინტურისტის" დირექტ­ორი იყო, მეორე - ბიზნესმენი. თამაზ ნიჟარაძემ 90-იან წლებში ფოთის პორტში უცხოელ პარტნიორე­ბთან ერთად­ ააშენა ტერმინალი. როცა "ნაციონალები" მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ შტაბბინა ფოთში, ნიჟარაძის სასტუმრო "ანკორში" მოიწყვეს. მაშინ გაიცნო ნიჟარაძემ კეზერაშვილი.

- ამბობენ, ისინი დამეგობრდნენ­ და კეზერაშვილი ნიჟარაძის ბიზნესს "კრიშავდა"...

- ისინი მეგობრები არ ყოფილან. იმხანად ვინ ეკითხებოდა ვინმეს, უნდოდა თუ არა რამის დათმობა? შეუთვლიდნენ, ფული მოიტანეო, არ მიუტანდა და - მიახრჩობდნენ. კეზერაშვილმა ნიჟარაძეს დაათმობინა ფოთის პორტში არსებული ტერმინალები.  

- მეორე მხარის მტკიცებით, მან კეზერაშვილს ნებაყოფლობით და რამდენიმე მილიონად მიჰყიდა კომპანიები.

- ოფიციალურად გააფორმა, თითქოს 6 მილიონი გადაუხადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში თანხა თავისი ერთი კომპანიიდან მეორეში გადარიცხა.

- ნიჟარაძის ოჯახის წევრების გარდა, გამოძიებას თუ ჰყავს მოწმეები?

- ოჯახის წევრების გარდა, არიან პარტნიორები, კერძო პირები. საქმეში არს­ებობს მოწმეთა ბაზა, დაზარალებულთა ჩვენებები, დოკუმენტური მტკიცებულებები, გარდა ამისა, არის ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც.

- თამაზ ნიჟარაძემ ახსენა, რომ მისი ბიზნესით მხოლოდ კეზერაშვილი არ იყო დაინტერესებული.
- როდესაც კეზერაშვილმა ნიჟარაძე­ "პიქსელის" შენობაში დაიბარა, დაემუქრა­, თუ მის ბიზნესს სხვადასხვა კომპანიის სახელზე­ დროულად არ გააფორმებდა,“სისხლის გუბეებს დააყენებდა. მისთვის უთქვამს, საქმის­ კურსში არიან ადე (ანუ ადეიშვილი) და მერ­აბიშვილიო. ჩვენ მოვიგეთ ერთი საქმე საქალაქო სასამართლოში და სხვა საქმეებსაც მოვიგებთ.

კეზერაშვილმა სოდ-ის მაღალჩინოსნების დახმარებით მიითვისა ნიჟარაძის ქონება, იარაღად გამოიყენა სოდ-ი, რომელსაც იმ პერიოდში ჭელიძე ხელმძღვანელობდა. მან ხუთი თვის განმავლობაში ჩაუსახლა ნიჟარაძეს პოლიციელები, რომლებმაც დაუფარავად უთხრეს ბიზნესმენს, გაქცევის მცდელობის შემთხვევაში შენი ლიკვიდაცია გვაქვს დავალებულიო.

- ამჟამად ვის სახელზეა ნიჟარაძის კომპანიები?

- ამდენ ხანს ასე ვიცოდით, რომ კეზერაშვილმა თავისი ბიზნესი გაყიდა. დავით იაკობაშვილი ამბობდა, მე ვიყიდეო, მერე "როსნეფტს" მივყიდეო. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისევ კეზერაშვილის და მისი ნდობით აღჭურვილი კომპანიების სახელზეა.

- საბოლოოდ რა ოდენობის ქონებრივი­ ზიანი მიადგა ნიჟარაძეს?
- ათეულობით მილიონი დოლარის. ჩვენი ინფორმაციით, "ნაცმოძრაობა", ზოგიერთი ტელევიზია და სხვა მედიასაშუალებები ამ ბიზნესიდან ფინანსდებოდა.

- გახდება თუ არა ეს საქმე იმის საფ­უძველი, რომ პროკურატურამ კეზერაშვი­ლის ექსტრადირება მოითხოვოს? შარშან ეს არ გამოუვიდა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო და კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნეს.

- საფრანგეთის პროკურატურას შეიძლებოდა რაღაცები ვერ გაეგო, მაგრამ დამიჯერეთ, ამ საქმეში იმდენად მყარი მტკიცებულებებია, განაჩენი აუცილებლად გამამტყუნებელი იქნება და შესაძლებელია, კეზერაშვილი დაუსწრებლად გასამართლდეს.

- ნიჟარაძის ერთ-ერთი კომპანია "ტექ­სტელის" ახლანდელი მფლობელი დოლიძე აცხადებს, რომ ის ნიჟარაძემ ნებით მიჰყიდა...
- ეს კომპანია ნიჟარაძის იყო და თითქოს დოლიძეს 1 050 ლარად მიჰყიდა. დღემდე ეს თანხაც არა აქვს დოლიძეს გადახდილი. რომელი ჭკუათამყოფელი ყიდის ამ ფასად ბიზნესს საქართველოში? ეს კომპანია, კეზერაშვილის დავალებით, ნიჟარაძემ იძულებით გადაუფორმა დოლიძეს. დოლიძის მხარემ წააგო პროცესი, სასამართლომ გარიგება ამორალურად მიიჩნია და ნიჟარაძეს დაუბ­რუნეს ქონება. ისე გამოჰყავთ, თითქოს ამ წაქცეულმა და გაძარცულმა ნიჟარაძემ თავისი ორმილიონიანი ქონება ვიღაცას ძალით შეასაღა 1 050 ლარად. რა, გაგიჟდა?

ნანა ფიცხელაური

nino
15 აგვისტო 2015 09:37
ისე მე რომ მკიტხოტ დიდი პული პატიოსანი შრომით არ მოდის
არჩილი
20 ივლისი 2015 16:32
"თავის დროზე თამაზ ნიჟარა­ძე­ ქობულეთის პროკურატურაში მუშაობდა. მისი ერთი ძმა "ინტურისტის" დირექტ­ორი იყო, მეორე - ბიზნესმენი".....ეს 90-იანებში
ერთი ყაჩაღი მეორე ყაჩაღმა დააყაჩაღა
giorgi martali
10 ივლისი 2015 01:17
Parashuta ar qvia am adamians tamazia nijaradze parashutaa bavshvobis klichkaa))) am kacs imdeni sikete aqvs gaketebuli televizorshi gamocxadebis gareshe da qulebis daweris gareshe ase ar shercheba magisi nawvalebi am nabichvar kezeras .samartali yobeltvis mova vistvis nela vistbis chqara ocnebam gadadga nabiji da kargiaaa es erti da sxva maravlii imedimieciit xalxs rom samartlainobis agdgena daiwyoo .

რედაქტორის რჩევით