"სააკაშვილი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს" - კომპრომატები ქართველი ექსჩინოვნიკების წინააღმდეგ
06-07-2015
"სააკაშვილი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს" - კომპრომატები ქართველი ექსჩინოვნიკების წინააღმდეგ

"უკრაინაში კლინიკების 95% სახელმწიფო საკუ­თრებაა და საბაზრო ღირებულება 300 მილიარდ დოლარს აღემატება. უკრაინის სამედიცინო წრეებმა­ ეს სქემა გაშიფ­რეს და კვიტაშვილს შეუტიეს. ასე რომ, აღარავის გადაუხედავს­ კვიტაშვილის 130-გვერდიანი დოკუმენტისთვის, რომელიც თითქოსდა რეფორმებს მიუძღვნა."

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. სხვათა შორის, მას ამჟამინდელმა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" გვერდზეც სთხოვა, რომ პოსტი დაეტოვებინა. რა ხდება უკრაინის პოლიტიკურ ზედა ეშელონებში, სადაც ქართველი ექსჩინოვნიკები
მაღალ თანამდებობებს იკავებენ­ და რა მამხილებელი კომპრომატები გავრცელდა მათ წინააღმდეგ?! გვესაუბრება უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი ირაკლი გოგავა:


- როგორც მოსალოდნელი იყო, კვიტ­ა­შვილი რეფორმატორი ვერ გახდა. იგი არც საქართველოში გამოირჩეოდა ამით. ერთადერთი, რაც აქ გააკეთა, სახელმწიფო ჰოსპიტალური­ სისტემის გროშებად გაყიდვა იყო. რესპუბლიკური საავადმყოფოს 70-მილიონიანი
ქონება კვიტაშვილმა სულ რაღაც 6 მილიონ ლარად გაასხვისა. მსგავსი კონტრაქტების უკან შავი ფული ტრიალებდა, რომელსაც კვიტაშვილი ხელსაც ვერ ახლებდა, რადგან ქვეყნის მაშინდელ ლიდერებთან უნდა მისულიყო. ამდენად, უკრაინაში მისი ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნაც­ იმავე სქემის ამოქმედების სურვილით იყო განპირობებული.

უკრაინაში კლინიკების 95% სახელმწიფო საკუ­თრებაა და საბაზრო ღირებულება 300 მილიარდ დოლარს აღემატება. უკრაინის სამედიცინო წრეებმა­ ეს სქემა გაშიფ­რეს და კვიტაშვილს შეუტიეს. ასე რომ, აღარავის გადაუხედავს­ კვიტაშვილის 130-გვერდიანი დოკუმენტისთვის, რომელიც თითქოსდა რეფორმებს მიუძღვნა.

- უკრაინული პრესა წერდა, რომ პრემი­ერი იაცენიუკი მედიკამენტებთან დაკავშირებუ­ლი სახელმწიფო შესყიდვების პროგრამის მიმდი­ნა­რეობით უკმაყო
ფილო იყო და სათან­ადო­ ორგანოებს კვიტაშვილისა და მისი მო­ა­დგილის საქმიანობის შესწავლა დაავალა.
- დასკვნა 10 ივლისს გახდე­ბა ცნობი­ლი. თუმცა დაიწერა, რომ ჯანდა­ცვის სამ­ინისტროში სიტუაცია უმართავია, მედი­კამენტების სახელმწიფო შესყიდვების 190-მილიონდოლარიანი­ პროგრამა­ ჩავა­რდა,­ რის გამოც ონკოლოგიური სნეულებით, ტუბერ­კულოზითა და შიდსით დაავა­დებული მოქალაქეები მკურნა­ლ­ობას ვერ აგრძელებენ. ვერ შემოიტანეს ბოტული­ზმის საწინააღმდეგო­ შრატებიც, რის გამოც ადამიანები დაიღუპნენ.­
ჩემი წყაროებიდან მივიღე  ინფორმაცია, რომ მალე უკრაინის ჯანდა­ც­ვის მინისტრი ოლგა ბოგო­მელეცი გახდება, ის კიეველი ექიმების ცნო­­ბ­ილი დინასტიიდან არის, აკადემ­ი­კოს ბოგომელეცის შვილიშვილია და ამჟამად პოროშენკოს მრჩეველია.

ექსკლუზიურად კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით:
კვიტაშვ­ილმა თავის პირველ მოადგილედ დანიშნა პავლენკო, ფარმაცევტული მონოპოლისტი კომპანია­ "დარნიცის" წარმომადგენელი, რო­მ­ელმაც კვიტაშვილთან ერთად­ ბორშაგოვკის ფარმაცევტული ქარხნის 30% წილის "დარნიცისთვის" მიყიდვა უზრუნველყო. ქარხნის საბაზრო ღირებულება 100 მლნ დოლარს აღემატება, შესაბამისად, 30%-იანი წილი 30 მილიონი მაინც უნდა ყოფილიყო, რაც  "დარნიცას" სულ რაღაც 8 მილიონ დოლარად მიჰყიდეს.
არადა, აუქციონში 3 ფირმას მონაწილე­ობაზე უარი უთხრეს. ეს ქარხანა კიევს ეკუთვნოდა და ჯანდაცვის სამინისტრო ზედამხედველობდა.
კულუარული ინფორმაციით ვიცი, სა­აკაშვილს უთხრეს, უკრაინის 300-მილიარდიანი ჰოსპიტალური ქონების გაყიდვიდან კაპიკს ვერ მიიღებო.

- ამბობენ, პრეზიდენტ პოროშ­ენკოსა და სააკაშვილს შორის შავმა­ კატამ გაირბინაო...
- სააკაშვილმა­ ევ­რო­მაიდნის წარმა­ტება­ში აქტიური მონაწილეობა მიიღო და რაღაც აქტივობები კიდეც დააფინანსა.­ გარდა ამისა, პირადად­ პორო­შენკოს დაეხმარა, პრეზიდენტობის კანდიდატად­ სწორედ ის დასახელებულიყო და არა კლიჩკო. ამ ყველაფრისთვის სააკაშვილს ჯერ რამდენიმე სფერო მისცეს, ბოლოს კი გავლენის სფეროები შეუკვეცეს და "კარმუშკად" ოდესის გუბერნატორობა დაუტოვეს. პოროშენკოს ჯერჯერობით სჭირდება სააკაშვილი, განსაკუთ­რებით იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, ვინც მას არ შეუთანხმდებიან. პოროშენკოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია სააკაშვილის გამოპანღურება ან საქართველოს სამართალდამცავებისთვის გადაცემა. ვფიქრობ, ეს ოდესის გუბერნატორმა კარგად იცის, ამიტომ ბოლომდე პოროშენკოს ყურმოჭრილი მონაა. გავიხსენოთ, როგორ დატუქსა უკრაინის გენპროკურორმა სააკაშვილი მისი გერის, ოდესელი პროკურორის, გორნოსტაევას გაკრიტიკებისთვის, მან კი წყენა გადაყლაპა. ეს მართლაც სასაცილო იყო. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმა არ იცოდა, რომ პროკურორი გორნოსტაევა გენპროკურორის გერი იყო, თორემ მისი გაკრიტიკებისგან თავს შეიკავებდა.

- რა ბედი ელის სააკაშვილის დესანტს უკრაინაში და რეფორმებს, რასაც მათგან მოითხოვენ?
- უკრაინის პოლიტელიტის დაკვ­ეთა,­ რომ რეფორმები ჩატა­რდეს, არც არსებობს.­ უბრალოდ,  მიმდინარეობს ქონებისა და გავლენების გადანაწილება. არსებ­ულ სიტუაციაშიც ელიტა თავს კომფორტულად გრძნობს. მას მხოლოდ რეფორმების იმიტაცია­ სჭირდება, რათა დასავლეთიდან კრედიტები აიღონ.

იქნება საჩვენებელი რეფორმები: ავტოინსპექცია გადაკეთდება პატრულად, ავარიული­ სახლების ფასადები შეიღებება, მაგრამ ფუნდამენტურ სფეროებში: ეკონომიკაში,­ სოფლის მეურნეობაში, განათლ­ებაში, მეცნიერებასა და ახალ ტექ­ნოლოგიებში აუცილებლად უკუსვლა იქნება. ვფიქრობ, სააკაშ­ვილის დესანტი ჩაამთავრებს პოროშენკოს პრეზიდენტობის ციკლს. სააკაშვილი ამასობაში ბევრ შოუს მოაწყობს,­ თუმცა ამისი მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ოდესის პორტის კონტრაბანდული ტვირთების გაკონტროლება იქნება. მე მას კარგად ვიცნობ და ვინც არ იცის, ავუხსნი: სააკაშვილი­ საკუთარი დროის 70%-ს ფულის კეთებას უთმობს,­ 30%-ს კი პოლიტიკას. ასე იქცევა 1995 წლი­დან, როდესაც პირველი დიდი ფული რუსული "იტერას" გაზის სქემებით იშოვა. "იტერა" რუს­ე­თსა და საქართველოს შორის შუამავალი კომპანია იყო და  საქა­რთველოს გაზის მოწოდებაზე ხელ­შეკრულებას "გაზპ­რომს" კი არა, "იტერას" უდებდა.

იქ, სადაც­ ახლა სააკაშვილი მოღვა­წეობს, კორუფციის უმაღლესი დონეა და აქვს შანსი, ოდესის პორტიდან 2-3 მილიარდი დოლარი იშოვ­ოს, თუმცა ცხადია, ეს ფული თავის უკრაინელ პატრონს უნდა გაუყოს.
რამო მორანი
01 აგვისტო 2015 23:09
ბატონ აკას ადრე შევეხმიანე, ეტყობა არ წაუკითხავს. აქ წამოვეწიე და განმეორებით ვთავაზობ ჩემს კომენტარს.
ბატონ აკას სიბრძნემ, გამჭრიახობამ და საბჭოთა კავშირის ჩრდილოვანი მხარეების დანახვის უუუდიდესმა ნიჭმა ფრიად აღმაფრთოვანა და გადამაწყვეტინა ამ მოკრძალებული კომენტარით შევეხმიანო. ამთავითვე უნდა გავხადო თქვენთვის საცნაური, რომ ბევრი, ძალიან ბევრი რამ იყო გაუკუღმართებული, რის წინააღმდეგაც არაერთხელ ამომიღია ხმა, ზოგჯერ შედეგისთვისაც მიმიღწევია, მაგრამ ეს იყო გამოწვეული ადამიანის ნაკლული ბუნების და არა საბჭოთა იდეოლოგიის მეოხებით. დავიწყოთ იმით, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია იყო!–თქვენი გაგებით, რა თქმა უნდა, და გაქვთ სრული უფლება ასე ფიქრობდეთ, რადგან თქვენთვის სრულიად მიუღებელია,როგორც ჩანს, ის იდეოლოგია, რომელიც წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის საფუძველს, და რომლის ამოსაძირკვად თქვენ, თქვენს ამფსონებთან ერთად, დარწმუნებული ვარ , არა ერთი უძილო ღამე გაატარეთ და დღისით ხომ არ მოისვენებდით და არა.
დიახ, ყველა უფლება წართმეული გვქონდა. მათხოვრები გვინდოდა ვყოფილიყავით და დაუსაქმებელს არავის გვტოვებდნენ, ვინც არ მუშაობს ის არ ჭამსო; სიკვდილი გვინდოდა და უფასო ჯანმრთელობის დაცვას გვტენიდნენ; ქუჩაში, კარვების ქალაქში გვსურდა ცხოვრება და ბინებს გვიშენებდნენ; აზარტულებს აზარტული თამაშის უფლებას არ გვაძლევდნენ; შრომით მოიპოვეთ პური თქვენი არსობისა, ვინძლო ვალებში არ ჩაეფლოთ, ბინა და ქონება არ დაგირჩეთ გასაყიდი, დარდმოძალებულები არ გალოთდეთ და თავი არ მოიკლათო. ბანკიდან სესხის აღების საჭიროებას და საშუალებასაც გვართმევდნენ, ვაითუ მევახშეებმა გადახდის უუნაროებს ბინები გაგიყიდონ და წვრილშვილის პატრონები ქუჩაში დარჩეთო; სწავლაც გაგვიუფასურეს, უფასოდ ისწავლეთო; მხოლოდ 7–8 საათს გვამუშავებდნენ და ამით დასვენებაც გაგვიუფასურეს; ბიზნესს სპეკულაცია დაარქვეს, ბაზრებსა და ქუჩებში კლიენტის გამოჩენის სიხარულს გვართმევდნენ; მუშებსა და გლეხებს პარლამენტში მიგვერეკებოდნენ; ტკბილხმოვანი მრავალსართულიანი გინების ტელეეკრანებიდან და ფილმებიდან მოსმენის საშუალებასაც კი არ გვაძლევდნენ, შიშველი სხეულის და სექსის საჯარო ხილვისა და აღქმის ნიჭი ხომ წაგვართვეს და წაგვართვეს; ევროპის და ამერიკის განიერ შარვალში შეძრომის საშუალებასაც კი არ გვაძლევდნენ, იქ დიდი არგუმენტებია და ვაითუ სადმე გაგეჩხიროთო; მწვანე ფერისადმი ზიზღს გვინერგავდნენ, ვაითუ მერე ცისფერი მოინდომოთო; მადლობა ღმერთს, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა! რკინის ფარდა გაარღვიეს და "უბორნიის" პოეტების ოცნებები აგვიხდინეს "ჰომო იმპრუდენტების" ღირსეულმა შვილებმა. მადლობა უფალს.
დიახ, არაფრის უფლება არ გვქონდა გარანტირებული დასაქმების პირობებში გარდა შრომისა, დასვენებისა, განათლების უფასოდ მიღებისა, ჯანმრთელობის უფასოდ დაცვისა, ბინის უფასოდ მიღებისა... "როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ ბოლშევიკებმა ყველა უსახლკარო ბავშვი მოაგროვეს, დაბანეს, ჩააცვეს, მერხს მიუჯინეს და სრულუფლებიანი და სრულფასოვანი ადამიანები საზოგადოებას დაუბრუნეს!!! არც ერთი უცოდინარი და არც ერთი ხელობა–პროფესიის გარეშე!!!!" (ამონარიდი ერთერთი კომენტარიდან. იმედია ავტორი შემინდობს.) ამ ქმედებით მათ ხელყვეს პიროვნებისა და ბავშვთა უფლებები!?
სულ რაღაც 30 წელიწადში შეიქმნა მძლავრი სამრეწველო პოტენციალი, განვითარდა სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, კულტურა: მიუხედავად გადატანილი ომისა, საქართველოში გამრავლდა თითქმის გადაშენების პირას მისული ქართველი ხალხი; არ იყო უსახლკარო, მათხოვარი, დამშეული ადამიანი–არავის სჭირდებოდა ნაგავში ქექვა ლუკმა პურის საშოვნელად, არავინ კვდებოდა იმის გამო, რომ ექიმთან მისასვლელი ფული არ ჰქონდა. რა დაგვრჩენოდა ადამიანებს, ვისაც წართმეული გვქონდა საშუალება ბრძოლით მოგვეპოვებია ადამიანური უფლებები და თავისუფლებები, ვისთვისაც სახელმწიფო იდეოლოგია იყო გარანტი გადაეწყვიტა ყოფითი საკითხები, თუ არა თქვენთვის გვეცქირა იმედით, რომ მოგვიტანდით იმ "ნანატრ" დღეს, როცა თავისუფალი გავხდებოდით ყველა იმ “ბოროტებათაგან”, რომლის წყალობითაც ადამიანებად ვგრძნობდით თავს. მე მშრომელ ადამიანებზე მოგახსენებთ, პარაზიტებზე არ მაქვს ლაპარაკი. არ არსებობს და არ იარსებებს იდეალური საზოგადოებრივი მოწყობა სანამ ადამიანი თვით არ გახდება იდეალური; (რაც ძალიან საეჭვოა, რადგან მის ბუნებაში მუდამ დარჩება რაღაც ცხოველური, ბიოლოგიური;) მანამ კი უნდა ვისწრაფოდეთ იდეალურისაკენ ადამიანური გაგებით.როგორც ხედავთ მე იმას კი არ ვამბობ რომ საბჭოთა კავშირი იდეალური იყო. არა, მე ვამბობ, რომ ის იდეოლოგია ადამიანურთან უფრო ახლოს იდგა, ვიდრე თქვენი სანუკვარი ბურჟუაზიული იდეოლოგია, რომლის მეშვეობითაც თითქოს პანდორას ყუთიდანო, ერთბაშად მოეფინა ქვეყანას ყოველგვარი ბოროტებანი და დააჩმორა, დააგლახაკა, მიწასთან გაასწორა, ყოველმხრივ შეურაცხყო კეთილი ნების ადამიანი. მე რიგით ადამიანებზე მოგახსენებ და არა პარაზიტებზე, რომელთათვის სხვისი შრომის ექსპლოატაციის ხარჯზე ცხოვრება გახდომიათ ოცნებად.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლას. საბჭოთა კავშირი დაშალა სახელმწიფოს სათავეში მოქცეულმა იდეოლოგიურმა მტრებმა– შევარდნაძემ, გორბაჩოვმა და ძმათა მათთა.
მათ მოაწყვეს 9 აპრილი, რათა ემოქმედათ რადიო თავისუფლებისგან გამოყეყეჩებული მერყევი ელემენტების ფსიქიკაზე და აეგორებიათ ხალხის უკმაყოფილების ტალღა. ფსიქიკაზე ზემოქმედებაზე ლაპარაკობდა და ამყარებდა იმედს ალენ დალესი. იარაღის ძალით საბჭოთა კავშირის დანგრევა შეუძლებელი იყო. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ეს დოქტრინა ალენ დალესმა დაწერა თუ რუსმა ინტელექტუალებმა. ისევე როგორც ალენ დალესი, ისინი მტრები იყვნენ მუშათა და გლეხთა სახელმწიფოსი,– იდეოლოგიური მტრები, და პეტრე დასწერდა თუ პავლე ამ დოქტრინას, რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ არსებობს დოქტრინა, რომელიც მიეწერება ალენ დალესს. მთავარია ეს დოქტრინა იყო შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი მძლავრი იარაღი, არაადექვატურად მოაზროვნე ახალგაზრდების გადასაბირებლად. კრიტიკულად გააანალიზეთ ის დოქტრინა, რომელიც აღიარებს საბჭოთა კავშირში ნაღდი ღირებულებებია და ჩვენ ყალბით შევცვლითო. და შეცვალეს! სტალინის გარდაცვალების შემდეგ 40 წელი ანგრევდნენ საბჭოთა კავშირს და როგორც იქნა მიაღწიეს ამას ხელისუფლებაში შემძვრალი შენიღბული იდეოლოგიური მტრების გორბაჩოვისა და დიიიდი დიპლომატის შევარდნაძის ხელშეწყობით. რომ არა ისინი, დღეს მსოფლიო არ იქნებოდა ეგზომ აწიოკებული, საქართველოს მოსახლეობა იქნებოდა 6 მილიონი. აქედან ქართველი – 4 მილიონი. ბაზრებში სპეკულანტობის (თქვენებურად ბიზნესმენობის, ჩვენებურად ხალხის დაკანონებული ძარცვის) ნაცვლად ადამიანები იმუშავებდნენ ქარხნებსა და ფაბრიკებში, – რომელთაც ასე ვერ იტანენ დღევანდელი თავისუფლებისა და დემოკრატიის მებაირახტრეები. არ იქნებოდა საზღვარგარეთ ოჯახის სარჩოს საშოვნელად გადახვეწილი დედები, უმუშევარი, უფუნქციოდ დარჩენილ მამები და ლუდით ხელში მოხეტიალე დაუსაქმებელი ახალგაზრდები. კიდევ უფრო განვითარდებოდა მეცნიერება, კულტურა და ა. შ. და ა. შ.
qocebo
10 ივლისი 2015 16:23
რა ჭკვიანები ხართ, როგორ დაეტყო თქვენი არჩეულების და თქვენი ნამოღვაწარი ქვეყანას, მშენებლობებს ბოლო არ უჩანს, ხალხი დასაქმებულია,დაჟე ნაკურთხ პრემიებს იღებთ, რომ მავანმა {ხომ იცით ენას ძვალი არა აქვს} ხაზინის ქურდებად არ მოგნათლოთ. ლარი რომ გაიქცა და ყველაფერი გაძვირდა ეგ რა მოსატანია.სამაგიეროდ მამა მარჩენალი უფრო გამდიდრდა,ეხლა უფრო დიდი სასოებით შეხედავთ, იქნებ ეხლა მაინც გადმოგიგდოთ რამე.ენერგომატარებლებზე ნახევარ ტარიფებს იხდით, ხომ ამოაცალეთ მიშას ჯიბიდან თითო ლარი, ბენზინის საფასურიდან.მთავრობა გაზის , დენის და წყლის საფასურს კიდევ უფრო გააიაფებს,ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტი წარმატებით ხორციელდება.არა, ისე რას ნიშნავს 9 წელი, სულ დაგვავიწყდა რომ არსებობს ასეთი ცნება:ბიუჯეტის სეკვესტრი. მალე კომუნიზმში შევალთ. რად გინდათ მიშა, ყავდეთ უკრაინელებს, ახია მაგათზე!
Sandro
09 ივლისი 2015 16:28
ქართველი ხალხის ნაძარცვი დააბრუნოს მაგ დორბლიანმა!
ყოჩაღ ირაკლი გოგავა! ბევრი ვერ ბედავს და ჩირგვებში ზის! ვაითუ დორბლიანი დაბრუნდესო!

რედაქტორის რჩევით