„მთელმა საქართველომ იცის, რომ ჟვანია მოკლეს!“
11-07-2015
„მთელმა საქართველომ იცის, რომ  ჟვანია მოკლეს!“
„ამ ყველაფრის მოთავე  სააკაშვილი იყო“

"...ჩავაცვით, გავწმინდეთ, მოვიქეცით ისე, როგორც ნებისმიერი ადამიანი მოიქცეოდა. შემდეგ უსუპოვი მანქანაში ჩავსვით, თუმცა შემდეგ მივხვდით, რომ აბსურდული იქნებოდა ზურა უცხო სახლში ასეთ მდგომარეობაში რომ ენახათ და უსუპოვი კვლავ შევიყვანეთ ბინაში" 

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის,  კობა ხარშილაძის განცხადებით,  ბინაში ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შიშველი ცხედრები აღმოაჩინეს. ხარშილაძემ ეს სასამართლო პროცესზე განაცხადა.
გოგლა ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ძმა: - ის განცხადება, რაც კობა ხარშილაძემ გააკეთა, არავისთვის
ყოფილა ახალი, ეს არის ის ხაზი, რომელსაც წლების მანძილზე მისდევდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მეც არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი. ამ ვერსიის გავრცელება ზურას გარდაცვალების პირველსავე წუთებიდან დაიწყეს, ამაზე მუშაობდა მთელი სახელმწიფო აპარატი, რომელშიც ჩართული იყვნენ სპეცსამსახურები და სხვა სახელმწიფო უწყებები, ბუნებრივია, ამ ყველაფრის მოთავე მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ
სააკაშვილი იყო, რომელმაც  ბოლო დროს რამდენჯერმე ახსენა ე.წ. დელიკატური საკითხი, თან ცდილობდა ხაზგასმას, თითქოს ზურას გამო იკავებდა თავს და აქამდე არ ამბობდა არაფერს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი სიცრუეა.


- თუ გაქვთ ინფორმაცია, მალე დასრულდება ამ საქმის გამოძიება?
-  რამდენჯერმე ვთვქი, რომ ეს საქმე მალე გაიხსნებოდა, ამის თქმის საბაბს მაძლევდა იმ დროს აღმოჩენილი ახალი გარემოებები, თუმცა საქმე მაინც გაიწელა, ამიტომ ახლა თავს შევიკავებ, მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ საქმე აუცილებლად გაიხსნება.

იაშარ უსუფოვი (რაულ უსუფოვის მამა) - ის, რაც კობა ხარშილაძემ თქვა,  სრული აბსურდია, მაგრამ ჩვენი ოჯახისათვის ეს არ იყო უცხო, სიმართლე გითხრათ, ველოდებოდით კიდეც, რომ ამას იტყოდა. ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღეს, მთელი დღის განმავლობაში დაფარული ნომრით მირეკავდნენ ჩემთვის უცხო ადამიანები და ცდილობდნენ, დამეჯერებინა ეს ვერსია. დარწმუნებული ვარ, ამაში ჩართული იყვნენ მაშინდელი სპეცსამსახურები და კერძოდ ისინი მირეკავდნენ. ახლა კობა ხარშილაძემ  მაშინ  დადგმული სცენარი გაახმოვანა,  ეს იყო და ეს.

- როგორ ფიქრობთ, აქამდე რატომ არ ამბობდა ამას?
- „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ხარშილაძეს ვინ მისცემდა რამის თქმის უფლებას?! ეგ დღესაც „ნაციონალების“ გავლენის ქვეშაა, სხვათა შორის, ის „ნაცმოძრაობის“ წევრია, ამას არც მალავს და მისი უფროსების დაწერილი სცენარით გაუთვალისწინებელ რამეს იტყოდა?! მე ჩემი შვილის არცერთი ნაბიჯის არ მრცხვენია. მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა!  ზურაბ ჟვანია და რაულ უსუფოვი მოკლეს, არავითარ უბედურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია!

გარდაცვლილ ადამიანებზე ასეთი ვერსიის გავრცელება პირველი არ არის, გემახსოვრებათ, როდესაც ჟურნალისტი გიორგი სანაია მოკლეს, მაშინაც სწორედ ასეთი ბინძური ვერსია შეთითხნეს...

ამ შემთხვევაშიც, ეს ვერსია მათ თავში მოიხარშა, ვინც ამ მკვლელობის ინიციატორი იყო.  მათი მიზანი იყო, მკვლელობის რაღაც ბინძური მიზეზით გადაფარვა, რათა ოჯახი გაჩუმებულიყო და ხალხსაც ბევრი არ ელაპარაკა, რადგან იმ დროს, ზურას, როგორც პატრიოტსა და უნიჭიერეს პოლიტიკოსს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, ჰყავდა უამრავი მომხრე და არ იყო გამოირცხული, ხალხი მასობრივად გამოსულიყო ქუჩაში. გარდა ამისა, ამ ვერსიას მეორე მიზანიც ჰქონდა - ხალხს ეთქვა, ნახეთ, ეს ბინძური თურმე რას სჩადიოდა და როგორ შეიძლება, მხარი დავუჭიროთო.

- ელოდებით ამ საქმის გახსნას?
- ადამიანი იმედით ცოცხლობს, ასე ვართ ჩვენც. იმედი რომ არ მქონდეს, აღარც ვილაპარაკებდი. პროკურორთან მაქვს მუდმივი კონტაქტი, ვურეკავ და საქმის მიმდინარეობაზე ინფორმაციას ვიგებ. მაშინ მხოლოდ ერთხელ დამკითხეს, ისიც იმიტომ, რომ ვალი მოიხადეს. ჩემი დაკითხვის ოქმი თაროზე შემოდეს და კაცს არ გავხსენებივარ, პროკურორი არც გვიკარებდა. ახლა დარწმუნებული ვარ, საქმე გაიხსენება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

მედეა
13 ივლისი 2015 09:42
დაცვამ ეგ ზღაპრები მოუყვეს ნაცებს ჟვანია მოკლეს ხალხო რით ვერ გაიგეთ ის რუსეთისკენ მიდიოდა და ეს ამერიკას არ აწყობდა.

gaga
13 ივლისი 2015 08:35
მეორე ვადითაც გინდა პარლამენტარობა, შე აფერისტო, ზურას ფრჩხილის ფასი არ იყავი და არც იქნები არასდროს...
zaz
13 ივლისი 2015 01:29
ეს კომენტარები ქოცებად და ნაცებად იყოფა (როგორც ყველა) მე ერთი ვიცი(რა თქმა უნდა არაოფიციალურად) ჟვანია იყო მუქი ლურჯი ანუ ცისფერი ამას ამბობდა მთელი ქვეყანა, გოგლა ჟვანია თავს პატივი ეცი და თუ მართლი ხარ გამოძიების დამთავრების დრო გვითხარი მიახლოვებით მაინც, როდამდე უნდა ისპეკულირო შენი ძმის ცხედრით შე არაადამიანო შენ ძმისშვილებს მაინც გაუფრთხილდი შე უდღეურო ................

რედაქტორის რჩევით