რატომ მიიჩნევს ბრიტანელი ექსპერტი, რომ თბილისის სტიქიისას მსხვერპლი შესაძლოა, მეტი ყოფილიყო?!
13-07-2015
რატომ მიიჩნევს ბრიტანელი ექსპერტი, რომ თბილისის სტიქიისას მსხვერპლი შესაძლოა, მეტი ყოფილიყო?!
რას ურჩევს ხელისუფლებას ბრიტანეთის ანტიტერორისტული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ანტიტერორისტული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და მეკავშირე ოფიცერი, საგანგებო კომიტეტ„"კობრას" წარმომადგენელი და კრიზისების მართვის სპეციალისტი სტიუარდ ჰარისონი საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდა 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების შესასწავლად.

სტიუარდ ჰარისონი: "ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტ­რომ დამიქირავა, რომ საქართველოს კრიზისების მართვის სისტემების აწყობაში დავეხმარო. პირველ რიგში კი სტრატეგიული დონის ე. წ. კრიზისების მართვის ცენტრის შექმნაში. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კონსულტაციებს ჯერ კიდევ 2009 წლის
ოქტომბერ-ნოემბრიდან ვუწევ.

ძნელად მესახება, რა შეიძლება გაკეთებულიყო იმ მწირი რესურსებით, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ცენტრს დღეს აქვს, რომ ამ მასშტაბის სტიქიური უბედურება აგვერიდებინა!
მე დეტალურად დავათვალიერე ის ტერიტორია.
ძნელი წარმოსადგენია, ამ მცირე ტერიტორიაზე ასეთი დიდი ოდენობის ნალექისა და მოცულობის წყალი, ნაშალი მასალა როგორ
შეიძლებოდა ჩამოსულიყო და ამხელა ზარალი გამოეწვია.

- საზოგადოების ნაწილის აზრით, მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ, მთავრობას მსხვერპლის ასარიდებლად ახალი გზა უნდა გადაეკეტა.
- წინასწარ დაგეგმვა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთია დაგეგმვა და მეორე იმ სტიქიური მოვლენის მოცულობა და კომპლექსურობა, რაც მოხდა. რეაგირება ოპერატიული იყო. ასე რომ არ ემოქმედათ, შესაძლოა, გაცილებით მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. სტიქია რომელ ქვეყანაშიც უნდა მოხდეს, ყოველთვის მოხდება ისეთი რამ, რაზეც უნდა ვისწავლოთ და დასკვნები გამოვიტანოთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ახალი გზის გადაკეტვაზე, იყო კი ის მომენტი, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო?

- თქვენს სამშობლოში როგორ ხდება კრიზისების მართვა?
- კრიზისების მიმართ საერთო მიდგომა გვაქვს. იქნება ეს ტერორისტული აქტი თუ წყალდიდობა, ყველა კრიზისს კოორდინირებული რეაგირება და მართვა სჭირდება.  
მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ორგანიზაცია არსებობდეს, რომელიც ფოკუსირებული იქნება მხოლოდ კრიზისების მართვაზე და შესაბამის უწყებებს კოორდინირებულ მუშაობაში ხელს შეუწყობს. ჩემი აზრით, სხვა დამატებითი ფუნქციების შეთავსება ამ ცენტრისთვის ხელის შემშლელი იქნება.
თუმცა ქართულ რეალობაში სხვა რამ უფრო მეტად თუ იმუშავებს, ეს თქვენი გადასაწყვეტია, ბრიტანეთში კი ასეა.

- დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებთ კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის მუშაობას?

- ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა. შეიცვალა მიდგომები, რომლითაც კრიზისების მართვა ხდებოდა. ახალი კანონი მიიღეს, ახალი სტრუქტურა, ანუ ჩვენი ცენტრი ჩამოყალიბდა. თუმცა ამ სფეროში შეჩერება არ შეიძლება, მუდმივი ცვლილებებია საჭირო.

- ამ მიმართულებით საქართველოს გარდა რომელ ქვეყნებში გიმუშავიათ?

- იორდანიაში, ავღანეთში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, პაკისტანში. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბრიტანეთის გამოცდილება მისაღები იყო.

- საქართველოში მუშაობას როდემდე ვარაუდობთ?

- როგორც გითხარით, სტიქიის თაობაზე ანგარიშს ვამზადებ, რომელსაც ბრიტანეთის ელჩს საქართველოში წარვუდგენ.  ეს შეფასება ვინმეს დასადანაშაულებლად კი არა, იმისთვის არის გამიზნული, რომ, ღმერთმა ნუ ქნას, მსგავსი სიტუაცია განმეორდეს, ქმედითი ნაბიჯები ოპერატიულად გადაიდგას. ვიმედოვნებ, შეფასების პროცესზე მუშაობას ცენტრის მშენებლობის დასრულებამდე მოვასწრებ. სავარაუდოდ, ეს წლის ბოლოს მოხდება.

სალომე გოგოხია

19 ივლისი 2015 14:31
ჩემი გადასახედიდან, საქართველო და ქართველი ხალხი საოცრად შეცვლილია (ცნობისათვის - მე ოთხმოცი წლისა ვარ). ნახევარი საუკუნის წინ უცხოელის ასეთი ლანძღვა-გინება რომ, რომელიმე გაზეთს დაებეჭდა... მინდა მკითხველს საზოგადოების ასეთი მკვეთრი მეტამორფოზის, ჩემეული ახსნა მივაწოდო: მე მთავარ მიზეზს საზოგადოების განვითარების პერმანენტულობის ხელოვნურად დარღვევაში ვხედავ. მთავრობის გაახალგაზრდავება და პარალელურად განათლების სისტემის ერთი ხელის მოსმით განადგურება, რომ ცუდს მოგვიტანდა ჩემთვის ნათელი იყო. ბევრიც "ვიღრიალე", მაგრამ "იყო ხმა უდაბნოსა შინ"ა. დღეს საქართველოში არათუ ისეთი მეცნიერებეის თაობაზე არ სმენია ბევრს, როგორიცაა ჰიდროდინამიკა, აეროდინამიკა, ჰიდროგეოლოგია, არამედ არითმეტიკაშიც საშინლად მოიკოჭლობენ. ვინც ამ კომენტარს წაიკითხავთ, გთხოვთ ნახოთ ბათუმის ძველი ბულვარი და დაიმახსოვრეთ და დაათვალოთ რამდენ ხანს გააჩერებს ზღვა იმ უსახურ ნაგებობებს, რომლებიც ყოველგღიურად, სოკოებივით ჩნდებიან ბულვარსა და ზღვას შორის.
maia
18 ივლისი 2015 09:36
რამდენი ჭკვიანი დეგენერატი ბრიტანელია ასეთი? რას აპიარებთ ამ კაცის სირეგვნეს თქვენს სირეგვნესთან ერთად უმჯობესია თქვათ რომ უცხო ქვეყნის კლანებთან ერთად სპეციალურად მოაწყვეთ ეს ტრაგედია თქვენ ქართველი ხალხი სულელი ხომ არ გგონიათ
qutaiseli
15 ივლისი 2015 15:45
მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდაო ესეიგი მთავრობას სწორად უმოქმედია და პროფესორობას თუ დავანებებთ თავს და საქმესაც მივხედავთ ყველასფეროში უფრო კარგი იქნება.

რედაქტორის რჩევით