"რუსეთი აგრძელებს "საზღვრებიზაციას", დასავლეთი კი - ძილს"
20-07-2015
"რუსეთი აგრძელებს "საზღვრებიზაციას",  დასავლეთი კი - ძილს"
"მოსკოვს ევროპაში  თავისი "ტროას ცხენები" ჰყავს"

ხურვალეთსა და ორჭოსანში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველო კიდევ ერთხელ დააყენა იმ საფრთხის წინაშე, რასაც ჩვენთვის რუსეთი წარმოადგენს - მცოცავმა ოკუპაციამ ბაქო-სუფსის გაზსადენის ნაჭერიც მიითვისა და მთავარ მაგისტრალსაც შემაშფოთებლად მიუახლოვდა. რა სტრატეგია აქვთ კრემლში, ამის შესახებ აზრი აშშ-ში მოღვაწე რუს მკვლევარ ლილია შევცოვასა და ავსტრიელ ექსპერტს ენერგოუსაფრთხოების საკითხებში, იუჯინ კოგანს ვკითხეთ.


ლილია შევცოვა:
- მოსკოვის მიზნები­ არახალია. ისინი უკანასკნელი ორი წელია, განუხრელად აგრძელებენ "საზღვრებიზაციას", დასავლეთი კი,
სამწუხაროდ, ძილს აგრძელებს. ამ ინციდენტის მთავარი და შემაშფოთებელი საფრთხე კი, ვფიქრობ, არის მოსკოვის მცდელობა, თანდათან მოახდინოს მთავარი მაგისტრალის პარალიზება.

იუჯინ კოგანი: - აქ სტრატეგიული მიზნების ერთობლიობასთან გვაქვს საქმე: ა) მაგისტრალის მწყობრიდან გამოყვანა, რადგან ეს ის სტრატეგიული არტერიაა, რომელიც თბილისს დანარჩენ საქართველოსთან­ აკავშირებს; ბ) შემოწმება, აიმაღლებდა
თუ არა ხმას BP რომელსაც მოსკოვი პარტნიორად განიხილავს; გ) ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე და ხაზგასმით თქმა, რომ რუსეთი თამაშს აკონტროლებს, დ) იმის დემ­ონ­სტრირება, რომ თბილისს არ ეყოფა გამბედაობა, გააუქმოს კარასინ-აბაშიძის ფორმატი და ამით ქართველების კიდევ ერთხელ დამცირება.

- სტრატეგიული კუთხით რას ცვლის "ბრიტიშ პეტროლიუმის" თამაშში შემოსვლა?

- ჯერჯერობით ბპ-ს ოპერაციები არ შეფერხებულა და არაფერი დაზიანებულა­. მოსკოვსა და ბპ-ს შორის არსებობს დაუწერელი შეთანხმება ენერგორესურსების ტრანსპორტირების კუთხით, რაც ორივე მხარისთვის საქართველოს საკითხზე უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ორივე მხარე ამას უარყოფს, მაგრამ სანამ ბპ-ს ინტერესებს რაიმე რეალურად არ დაემუქრება, ისინი ნეიტრალურები დარჩებიან.

- მთავრობა საერთაშორისო ზეწოლის მობილიზებაზე საუბრობს. რამდენად არის დას­ავლეთი მზად და მოსურნე ამისთვის?

ლილია შევცოვა: - ერთსულოვნების პრობლემა დასავლეთში ნამდვილად არსებობს და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. მოსკოვს თავისი "ტროას ცხენები" ჰყავს ევროპაში: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, კვიპროსი, გარკვეულწილად - ავსტრია და საბერძნეთიც... ამასთან, სახეზეა სტრატეგიის დეფიციტი:
ევროპამ ბოლოს და ბოლოს გაიაზ­რა, რომ პუტინის რუსეთს პარტნიორად არ უნდა აღიქვამდეს, მაგრამ იქ ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ იმას, რასაც რუსეთი ახლა სჩადის, ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და  ბევრად უფრო ღრმა, სტრუქტურული ფესვები აქვს, ვიდრე უბრალოდ პუტინის ამბიციები.

ამ ეტაპისთვის მოსკოვისთვის ნომერი პირველი მტერი უკრაინაა. საქართველომ მეორე პლანზე გადაინაცვლა. ისეთი სიხშირით­ აღარ ისმის ანტიქართული რიტორიკა რუსულ ტელეარხებზე. ბუნებრივია, ამის მიხედვით იცვლება რუსი ხალხის შეხედულ­ებებიც ქართველებზე. საქართველო აღარ ითვლება რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მტრ­ად. დღეს რუსების 42% ქართველებს დადებითად აფასებს, 36% - ნეგატიურად, 22%-მა კი არ იცის, რა იფიქროს მათზე. ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც საქართველო ნატოსა და ევროკავშირთან­ დასაახლოებლად გადადგამს, ამ ურთ­იერ­თობებს ისევ აშკარად მტრულს გახდის. საქართველო, შეიძლება ითქვას, საკუ­თარი ისტორიისა და გეოგრაფიის მძევალი გახდა...

იუჯინ კოგანი: - დასავლეთში ჯერ კიდევ ჯიუტად არ სურთ იმის დაჯერება, რომ რუსეთი პუტინის მხოლოდ უხეშ ძალ­აზე რეაგირებს. თანაც,
საქართველოს მთავრობის ინერტული და გაუბედავი პასუხი რუსებს უფრო წააქეზებს, რაც, თავის მხრივ, დასავლეთს მეტ თავსატეხს გაუჩენს.
თუმცა, ისიც საფიქრალია, სხვა რა არჩევანი აქვს საქართველოს და რას მოიტანდა მთავრობის მხრიდან სხვანაირი პასუხი, როცა რუსეთი პირველი შოკიდან გამოვიდოდა...

- უკანასკნელ ინტერვიუში პუტინი აშკარად ესხმის თავს "აღმოსავლეთ პარტნიორობას"­ და მას რუსეთის იზოლაციის ინსტრუმენტს უწოდებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსკოვი "აღმოსავლეთ პარტნიორობასაც" ნატოში გაწევრების მსგავს საფრთხედ განიხილავს?
ლილია შევცოვა: - ირონია იმაშია,  კრემლს სულ არ ანაღვლებდა "აღმოსავლეთ პარტნიორობა", ვიდრე მაიდანი არ მოხდებოდა. მერე კი "თვალები აეხილა". აქედან მოყოლებული, ევროკავშირის თითოეული ინიციატივა, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ჩათვლით, მოსკოვისთვის ნატოში“გაწევრების პრელუდიად აღიქმება.
ასეთი მიდგომა ბრიუსელს კიდევ უფრო თავშეკავებულს გახდის, რაც გამოჩნდა კიდეც რიგის სამიტზე.

ვაჟა თავბერიძე

lia
20 ივლისი 2015 13:36
ra procesebsac aqvs adgili mavtulxlartebtan dakavshirebit,uaxloes momavalshi mshvidobianad damtavrdeba.
yvelaze sashishi globaluri ekpnomikuri
katastrofaa.biznesis shechereba dawyebulia,rac dzalze sashishia,es ki putinis da margvelashvilis shexvedram unda gamoasworos.
rodesac saubaria erovnul modzraobaze,ise unda warimartos,rom upirvelesad sheuracxyofa ar mivakenot da aviyoliot jer mezobeli qveynebi da shemdgom sxva qveynebic gamokyvebian.
nu gvaviwydeba qartuli sibrdzne:
;stumari gvtisaa."
;avi mezoblis shiri me,kargi ra iqnebao?"
shveni prezidenti sakmaod gonieri adamiania. roca gulshi bogma ar aqvs adamians da sikvarulit aketebs megobrul gests,aset vitarebashi yvelaferi shveni da rusi eris sasareblod gadawydeba.es ki vladimers da giorgis ar sheeshlebat,rom erebs ketilmezobloba rom gvinda upirvelesad prezidentebis megobrobit izyeba.
გიგა
20 ივლისი 2015 12:19
პირველ რიგში საქართველოს მთავრობას ძინავს

როცა მთავრობა აცხადებს რომ პრობლემა არ არის ბორდერიზაცია და ,,საზღვარი" არ გადმოწეულა, დასავლეთი რატომ მოიკლავს თავს ?

რედაქტორის რჩევით