"ბარნოვის ისტერიკული პერფორმანსი ყვინჩილა ადამიანის ქცევას ჰგავდა"
20-07-2015
ანდრო ბარნოვი: "ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკურ იმიჯზე ვზრუნავ, ჩემს ბიოგრაფიას გადახედოს, რა მიკეთებია
ჟურნალისტებისა და კამერების გარეშე"


რამდენიმე დღის წინ სოფელ ხურვ­ალეთს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, ანდრო ბარნოვი ესტუმრა და ე.წ. სასაზღვრო ზოლთან მყოფი პოლიციელი ჟურნალისტების თანდასწრებით დატუქსა: "აქ იდგა სახელმწიფო დროშა გუშინ. დღეს სად არის? გეკითხებით! თურმე თქვენ ტერიტორიას აკონტროლებთ და მაშინ ამიხსენით, ეს ტერიტორია როგორ გადმოიარა რამდენჯერმე რამდენიმე მთვრალმა რუსმა, თუ გაზაევმა. სად არის სპეცნაზი, რომელიც აქ
იდგა?.. ღიად გაქვთ გაცხადებული, რომ, პირველი დღიდან, როცა მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში, მოხსნილია სპეცნაზი..."


ანდრო ბარნოვი: - ფაქტია, საზოგადოებამ ქვეყანაში არსებული პრობლემების სიმწვავე სრულად ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, ამიტომ პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, მოსახლეობას მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდოთ. ე.წ. საზღვართანაც სწორედ ამ მიზნით მივედი - ჩემი
პოზიცია უნდა დამეფიქსირებინა.  
- ჟურნალისტების თანდასწრებით, პოლიციის ღირსების შელახვით, შეეცადეთ პოლიტიკური ქულების ჩაწერას?
- დედასთან ერთად გორში ვიყავი,­ როდესაც მეგობრებმა ხურვალეთის ინციდენტზე შემატყობინეს. ჟურნალისტები­ ჩემი ინიციატივით არსად მიმიყვანია, ისინი ადგილზე დამხვდნენ. რაც შეეხება­ პოლიციელს, ეს მხოლოდ ბინძური სპეკ­ულაციის ნაწილია. მას თავიდანვე განვუ­მარტე, რომ მთავარი ადრესატი პოლიციელი კი არა, ივანიშვილი და მისგან მართული მთავრობა იყვნენ. როდესაც ცხელ წერტილში მიდიხარ და კამერები გიღებენ, ეს პიარად იფუთ­ება. ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკურ იმიჯზე ვზრუნავ, ჩემს ბიოგრაფიას გადახედოს, რა მიკეთებია ჟურნალისტებისა და კამერების გარეშე.

- 2008 წელს ანალოგიური სულის­კვეთებით რატომ არ აპროტესტებდით 140 სოფლის, მათ შორის, კოდორის უბრძოლველად დაკარგვას?
- ომის შედეგად 140 სოფელი დავ­კარგეთ, მაგრამ 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგობა რომ არა, შეიძლებოდა 360 სოფელი ან საერთოდ, ქვეყანა დაგვეკარგა! 2008 წელს სახელმწიფო გადარჩა, თორემ ტერიტ­ორია რომ დავკარგეთ, ამის სწავლება ივანიშვილისგან ნამდვილად არ მჭირდ­ება. თუ მაშინ ტერიტორიები დავკარგეთ,­ ეს არ ნიშნავს, რომ დღესაც მიწები უნდა დავთმოთ!
კარგად ვიცი, შექმნილ ვითარებაში სახელმწიფომ რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას, მაგრამ მმართველი გუნდი არაფრისმაქნისი პოლიტიკური ძალაა, ამიტომ დროსა და ენერგიას ამაზე ნამდვილად არ დავხარჯავ.

- 2008 წლის ომის გამოცდილების შემდეგ, ფიქრობთ, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას "ნაციონალური მოძრ­აობა" შეძლებს?
- ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ ვამბობდი, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნების დაპირება ჩანასახშ­ივე საფრთხის შემცველი იყო, მსგავსი დაპირების გაცემა არ შეიძლება. ვით­ა­რება კონფლიქტის ზოლის შიგნით უნდა ვაკონტროლოთ, მაგრამ დღეს საამისო პოლიტიკური ნება არ არსებობს. აფხაზებსა და ოსებთან კავშირის აღდგენა  საჭიროა, მაგრამ რუსეთთან პრინციპული პოზიცია უნდა დავიკავოთ.
თუ რუსეთს საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკების აღდგენა­ სურს, ამის შესაძლებლობა საქ­არ­თველოს ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს.

2008 წლის ომის დასრულების შემდეგ,­ საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძ­ველზე რუსებს საწყის პოზიციებზე დაბრუნება დაევალათ, თუმცა რამდენიმე თვეში ახალი მავთულხლართების გაბმა­ მაინც სცადეს. მაშინ მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა - ახალი­ საზ­ღვრის დაფიქსირება ვერ მოახერხეს. რუსეთთან ომს არავინ ითხოვს, უბრალ­ოდ, აგრესორს ქართველების კონტროლირებად ტერიტორიებზე ახალი საზღვრების გავლების უფლება არ უნდა მივცეთ. ამის გაკეთება ომის გარეშეც შესაძლებელია.

არჩილ გამზარდია, ექსპერტი: - ხურვალეთში ანდრო ბარნოვის ისტერიკული პერფორმანსი ყვინჩილა ადამიანის ქცევას ჰგავდა. ბარნოვი იმ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს, რომელსაც მსგავსი განცხადებების გახმოვანების მორალური უფლება აქვს. ასეც რომ არ იყოს, კამერების წინ კონფლიქტისპირა რეგიონში მომუშავე პოლიცი­ელის შეურაცხყოფა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ვფიქრობ, ბარნოვს, მინიმუმ, ადმინისტრაციული პას­უ­ხისმგებლობა უნდა დაეკისროს. რაც შეეხება მთავრობის გადადგომას, ამას ისინი უნდა ითხოვდნენ, ვინც ხელისუფლებაში არ ყოფილა ან ქვეყანას უკეთესად მართავდა. იმ ფონზე, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ­" საკუთარი უუნარობის გამო რუსეთის ვერც ერთი პროვოკაცია ვერ აიცილა, ასობით სოფელი მტერს ჩააბარა, სხვის სისუსტეზე საუბარი ამორალურია. მეტიც, უმჯობესი იქნება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საერთოდ დამუნჯდნენ.

რუსუდან შელია

gavazeli
29 ივლისი 2015 17:25
გლახუნა, თუ საქმე არა გაქვს, მახათს გაჩუქებ.
qutauseli
23 ივლისი 2015 00:52
სულელი და უზნეო ისინი არიან ვინც რუსების დადგმულ ხაფანგში ყოფენ თავს და მერე კურდღლებივით გარბიან.ყველა ევროპელი ლიდერი ამას ამბობს რომ არავითარ შემთვევაში არუნდა წამოვეგოთ რუსების პროვოკაციას რადგან ეს იქნება საბოლოოდ ქვეყნის განადგურება. და მაგარი გამოთაყვანებული უნდა იყო ადამიანი ეს რო ვერ გაიგო.მიტო გაიყუჩა ნაცხროვა და მიიმალა ბუჩქებში ეტყობა ოკეანის გაღმიდან აუწიეს ბიჭებს ყური თან ეტყობა პანჩურის თანხლებით.
karo
21 ივლისი 2015 13:34
ვასილ ბარნოვის მოგვარე მაიც არ იკოს ეს უბედური!

რედაქტორის რჩევით