პატრიოტიზმი და არამზადობა (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
20-07-2015
პატრიოტიზმი და არამზადობა (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
ძალიანაც რომ არ გნდომებოდათ, ამ დღეებში მაინც გაგახსენდებოდათ ინგლისელი მოღვაწის, სამუელ ჯონსონის ცნობილი აფორიზმი: "პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარია". რა თქმა უნდა, არც ჯონსონი გულისხმობდა, რომ ყველა პატრიოტი არამზადაა და არც მე ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც ამ დღეებში აქტიურობდა, ასეთია. პატრიოტიზმით სპეკულირება ჰქვია იმას, როცა ცდილობ, ამტკიცო, რომ მარტო შენ გიყვარს შენი ქვეყანა, სხვებს კი არა, როცა მზად ხარ, პოლიტიკური თუ სხვა ქულების ჩასაწერად პროვოკაციაზე წახვიდე, პატრიოტი კი არა, მავნებელი ხარ!
აქ არ ვგულისხმობ ჩემს კოლეგებს, ვინც იქ ჩავიდა და ოკუპაციას აპროტესტებდა. მათ გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ, ბანერი არ უნდა წაექციათ, რადგან ისინი თბილისში  წამოვიდნენ, ის ხალხი კი იქ დარჩა ოკუპანტების პირისპირ.

კოდორის ხეობა და მთელი სამეგრელო დათმო სააკაშვილმა უბრძოლველად. საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ თავისუფლად
დაძრწოდნენ რუსები ზუგდიდში, სენაკში, ფოთში და რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ! საშინელი უმწეობის განცდა მქონდა, როცა ვხედავდი, რომ ქვეყანა, ლამის მთელი ერთი თვე, მტრის საჯიჯგნად იყო მიტოვებული. საბოლოოდ, მაშინ დამთავრდა ჩემთვის სააკაშვილი. სააკაშვილმა უბრძოლველად კი არ დათმო ეს ტერიტორიები, სამაჩაბლოში იომა და თავს ზემოთ ძალა რომ არ იყო, მერე გაჩერდაო. აქ მარტივი მორალია: თუ ომის ერთი ადგილი არა გაქვს, მაშინ არ უნდა გაისროლო და თუ გაისვრი, სამ დღეში არ უნდა გაიქცე ბრძოლის ველიდან! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ იმ ორასი და სამასი მეტრის დაკარგვას უნდა შევეგუოთ, მაგრამ ყიჟინა იმ ხელისუფლების მომხრეებისგან, რომელმაც კოდორი და ახალგორი დაკარგა, უბრალოდ სამარცხვინოა!

რა ვქნათ?

ვინც დღეს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს, თქვას, რა უნდა გააკეთოს? საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოახდინა და ყველამ დაგმო ეს ფაქტი. სხვა რა უნდა ქნას? რა თქმა უნდა, სამართლიანია კითხვა: რუსებმა რომ მაგისტრალზე ამოიწიონ ან მცხეთამდე მოვიდნენ, ან თბილისამდე, არაფერი არ უნდა მოვიმოქმედოთ? აქ პასუხი მარტივია: ბოლომდე უნდა ვეცადოთ, რომ ომში არ ჩაგვითრიონ და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლა მოვითხოვოთ, მაგრამ უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის გადმოლახვის მერე თუ რუსები დასავლეთის ზეწოლამ ვერ შეაჩერა, გასროლა მოგვიწევს. ვინც ფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლება მზად არის, რუსეთს ყველაფერი უბრძოლველად დაუთმოს და ომის შესაძლებლობას მაშინაც კი არ განიხილავს, რუსები თბილისამდეც რომ მოვიდნენ, მაშინ, საჰაერო თავდაცვის სისტემას ბიუჯეტის სეკვესტრის ჟამს რატომ ყიდულობს. რა თქმა უნდა, არის რაღაც ზღვარი, რომლის შემდეგაც ომი გარდაუვალია. მე არ ვიცი, სად შეიძლება ეს ზღვარი გადიოდეს. ამიტომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, საქმე აქამდე არ მიიყვანოს და სწორედ ამისთვის უნდა შენარჩუნდეს დიალოგის რეჟიმი, სანამ ყველა გზა არ ამოიწურება.

რუსეთი ახლა მხოლოდ წვრილმან პროვოკაციებზე მიდის და თუ ჩვენ საბაბს არ მივცემთ, ომზე არ წავა, რადგან ამ ეტაპზე რაც უნდოდა, ყველაფერი მიიღო! ამ კონტექსტში მავ­თულხლართების გავლება ჩვენთვის შეიძლება უკეთესიც იყოს, რადგან თავად შემოიფარგლავენ იმ არეალს, სადამდეც მოქმედების საშუალება აქვთ.
rezo
24 ივლისი 2015 04:49
ნატო, მოდი შემეშვი რა და შენ საქმეს მიხედე. არა გოგოს ეხლა ტავაწეულია მაგარი კაცი, ან ბიძინიე ტაღლითი.
ნატო
23 ივლისი 2015 18:28
რეზო-მიშა და კაცობა?ცოტა სხვადასხვა მცნებებია...
rezo
23 ივლისი 2015 04:17
სამხედრო თვალსაზრისით აზრი აღარ ქონდა კოდორისთვის ომს, უფრო მეტი ხალხი დაიხოცებოდა და მაინც დავკარგავდით! როგორც კი რუსი ჩაერია უკვე ყველანაირმა ბრძოლამ დაკარგა აზრი. რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ეს უკვე ახვა თემაა.

რედაქტორის რჩევით