გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარადგინეს, ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს? - კვირის პალიტრა

გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარადგინეს, ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს?

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახლადშექმნილი უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ვახტანგ გომელაური წარადგინა, რომელიც ამ დრომდე შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა, შესაბამისად, ვაკანტურია ეს თანამდებობა. ღარიბაშვილმა წარდგენამდე გაიხსენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა მათი პოლიტიკური კოალიციის წინასაარჩვენო  დაპირება იყო. გომელაურმა, რომელიც შსს-ს მინისტრად მიმდინარე წელს დაინიშნა, მადლობა გადაუხადა პრემიერს. ის ბიძინა ივანიშვილის კადრად მიიჩნევა. მისი კანდიდატურა მთავრობას დღესვე წარედგინება, რის შემდეგაც ახალი სამსახურის უფროსს პარლამენტი დაამტკიცებს.