"ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე "ვაწვები" - სოსო ჯაჭვლიანი იმ ქალებს ასახელებეს, ვისთანაც "უმუშავია" - კვირის პალიტრა

"ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე "ვაწვები" - სოსო ჯაჭვლიანი იმ ქალებს ასახელებეს, ვისთანაც "უმუშავია"

"სანამ ცოლს მოვიყვანდი, თამაშისა და მუშაობის უფლება არ მქონდა? სვეტლანა ტომა, პროკლოვა, ვერა სარანოვა, უკრაინელი გალინა, ერთი მახსოვს, "მის რასია" იყო, ქართველებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ..."

"ბობოხიძემ "პრასტიტუტკები" ხართო გვითხრა და ამის შემდეგ სერიოზული განცხადება უნდა გამეკეთებინა? ყველა ქართველი ხომ იცით რითი ტრაბახობს? ბევრი "ვიგულავეო". მე კი, იმით ვტრაბახობ, რომ ერთგული მეუღლე და პატიოსანი ადამიანი ვარ".

"მე იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, ერთგული მეუღლე ვარ", - დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ამ განცხადებამ არამხოლოდ პარლამენტის დარბაზში მსხდომი კოლეგები, სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მწარედ გააცინა. პარადოქსია, მაგრამ ამ განცხადების შემდეგ დეპუტატს კითხვები მედიასთან გაუჩნდა "ეკა ხერხეულიძეს კითხეთ, ეკამ იცის რა იგულისხმა EBRD-ში და მას რა ფანტაზიაც აქვს, მეც ის ვიგულისხმე. რუსული იცით? ხომ კარგად იცით?" განცხადების შინაარსში ჩასაღრმნავებლად, "კვირის პალიტრა" დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს დაუკავშირდა:

- ცოტა ხნის წინ, კაკო ბობოხიძის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობდა, რომ ჩვენ, უმრავლესობის წარმომადგენლები თურმე მოსკოვში 37-მანეთიან ბილეთებსა და 10-მანეთიან ბოზებს მივტირით. სწორედ ამაზე ვუპასუხე, რომ მეძავებში ათი მანეთი არასოდეს გადამიხდია, 37 მანეთად მოსკოვში გაფრენა ჩემთვის ისეთივე ძვირი იყო, როგორც ახლაა 500-ევროიანი ბილეთის ყიდვა. ისე, მაინტერესებს, ბოზი ცუდი სიტყვაა?

- თქვენ მტკიცედ გჯერათ, რომ დეპუტატი პარლამენტის ტრიბუნიდან ამ სიტყვებით უნდა ლაპარაკობდეს?

- არა, ბოზი "ლამაზმანს" ნიშნავს... მაგრამ არც 10 მანეთად დავდიოდი მათთან. ვთქვი კიდეც, საბჭოთა კავშირის ლამაზმანებთანაც მიმუშავია, მაგრამ ათი მანეთი არ გადამიხდია.

- როგორც ვხვდები, არც ახლა გრძნობთ უხერხულობას თქვენი განცხადების გამო, რომელმაც წინამორბედი "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" გადაფარა. კიდევ ველოდოთ თქვენგან მსგავს განცხადებებს?

- კი, მომავალშიც არაერთი განცხადება გაკეთდება. საერთოდ, იცოდეთ, როგორც წესი, არაფერი წამომცდება ხოლმე, ყველაფერს დაფიქრებით ვამბობ და ბოლომდე "ვაწვები".

- ასეთ განცხადებებზე დაახლოებით რამდენი წუთი ფიქრობთ ხოლმე?

- არა... ამ შემთხვევაში განცხადება მცოცავ ანექსიაზე უნდა გამეკეთებინა, დანარჩენი სიტუაციამ მოიტანა.

- "იბიარდი" თუ იცით რას ნიშნავს და რატომ გგონიათ ის ცუდი სიტყვა?

- ეს ხერხეულიძეს ვკითხოთ... ისე უფრო სერიოზულ თემებზე რატომ არ მესაუბრებით?

- თქვენ, დეპუტატი, პარლამენტის სხდომაზე არასერიოზულად საუბრობთ და სერიოზულ კითხვებს ჟურნალისტისგან ითხოვთ?

- ბობოხიძემ "პრასტიტუტკები" ხართო გვითხრა და ამის შემდეგ სერიოზული განცხადება უნდა გამეკეთებინა? ყველა ქართველი ხომ იცით რითი ტრაბახობს? ბევრი "ვიგულავეო". მე კი, იმით ვტრაბახობ, რომ ერთგული მეუღლე და პატიოსანი ადამიანი ვარ.

- აბა, საბჭოთა ლამაზმანებთან 10 მანეთის გარეშე მიმუშავიაო, რატომ გაგვიზიარეთ?

- სანამ ცოლს მოვიყვანდი, თამაშისა და მუშაობის უფლება არ მქონდა? სვეტლანა ტომა, პროკლოვა, ვერა სარანოვა, უკრაინელი გალინა, ერთი მახსოვს, "მის რასია" იყო, ქართველებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ...

- ეს ქალბატონები რატომ ჩამოთვალეთ, თქვენ ყველა კინოპარტნიორს საზოგადოებამ ეჭვის თვალით რომ შეხედოს?

- იცით... ქალებთან დამოკიდებულებაში პატიოსანი ადამიანი ვარ. ამიტომ კაკო ბობოხიძის ნათქვამი მეწყინა. გულწრფელად ვამბობ, ოპოზიციაში იქნება თუ პოზიციაში, ნებისმიერ ქალს პატივს ვცემ, რადგან მათში დედაჩემსა და ჩემ დებს წარმოვიდგენ ხოლმე. ქალს უნდა მოუფრთხილდე. სწორედ ამიტომ მეწყინა ეკა ხერხეულიძის განცხადება, "იბიარდზეა" სოსო ჯაჭვლიანიო, რის შემდეგაც მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა.

- თუ ეს განცხადება გაწუხებდათ, იქნებ პირადად ეკა ხერხეულიძისთვის გეკითხათ სანამ საზოგადოებას თქვენ სასიყვარულო ისტორიებს გააცნობდით.

- არასერიოზული საუბარი "ნაციონალებმა" დაიწყეს და მეც გადავწყვიტე არასერიოზული პასუხი გამეცა.

რუსუდან შელია(სპეციალურად საიტისთვის)