რატომ ჩაიშალა გიგლა აგულაშვილის შს მინისტრად დანიშვნა
რატომ ჩაიშალა  გიგლა აგულაშვილის შს მინისტრად დანიშვნა
ვინ შეცვლის ვახტანგ გომელაურს? - ეს კითხვა აქტუალობას მას შემდეგ არ კარგავს, რაც შინაგან საქმეთა ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი პარლამენტმა­ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დაამტკიცა.­ როგორც ჩანს, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრის კანდიდატურაზე შეჯერება­ ხელმძღვანელი პირებისთვისაც მარტივად­ გადასაწყვეტი საკითხი არ აღმოჩნდა, რადგან გასულ კვირას მისი დასახელების სავარაუდო თარიღი რამდენჯერმე გადავადდა. საბოლოოდ პრემიერმა გუნდის რჩეულის წარდგენა პირველ აგვისტომდე დააანონსა.


- შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზ­ე არჩევანი, დიდი ალბათობით, ამ სამეულიდან გაკეთდება. როგორც
ჩვენთვის გახდა ცნობი­ლი, პირველი პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა რესპუბლიკელებმაც წარადგინეს და პრემიერს გიგლა აგულაშვილის გარემოს დაცვის მინისტრობიდან შსს-ს ხელმძღვანელად დაწინაურება ურჩიეს, თუმცა მალევე ნახევრად ხუმრობით ასეთი პასუხი მიიღეს: შეიარაღება ხომ თქვენს ხელშია, ახლა პოლიციაც ჩაიბარეთ და ბარემ სამხედრო გადატრიალება მოგვიწყვეთო.

ერთი სიტყვით, გიგლა აგულაშვილს
შს  მინისტრობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ "ემუქრება". წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიციის "ჯანყი" გარდაუვალი იქნება - კოლეგა პარტიები რესპუბლიკელების მორიგ აღზევებას ადვილად არ შეეგუებიან.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტ­რის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას, ცნობილია, რომ ის ივანიშვილის კეთილგანწყობით სარგებლობს. არც ისე დიდი ხნის წინ ყოფილმა პრემიერმა საქართველოში ც-ჰეპატიტის პროგრამის დანერგვაში მის როლზე განსაკუთრებული ხაზგასმით ისაუბრა:
"ჩემთან სოზარ სუბარი მოვიდა. მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრი იყო და მითხრა, განვიხილავთ პროექტს, რომლის მიხედვითაც ც-ჰეპატიტის სამკურნალო წამლის იაფად შეძენა და მსჯავრდადებულების მკურნალობა შეგვეძლებაო. თავ­ისი მოადგილე, თალაკვაძეც მოიყვანა, რომელიც­ პროექტის იდეის ავტორი იყო. ეს არ უნდა დავივიწყოთ. სწორედ მისგან­ წამოვიდა ეს იდეა".

კეთილგან­წყობის მიუხედავად, არჩილ­ თალაკვაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდა და პოლიტიკური­ თვალსაზრისითაც გამოსაცდელი ფიგურაა.­ ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, შს მინისტრის პირველი მოადგილის, სოსო გოგიშვილის, კანდიდატურა­ გადასძ­ალოს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მოქმედი მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილის კადრად ითვლება. პრემიერისთვის შს სამინისტრო სტრატეგიული უწყებაა და შესაძლოა საბოლოოდ არჩევანი მღებრიშვილზე შეჩერდეს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (9)
Emzar
29 ივლისი 2015 19:23
Archili martlac patiosani chkviani adamiania, kvelaze kargi kandidaturaa. Kvelapers tavi rom davanebot adamiani ganatlebulia scva ministrebusgan gansxvavebit, mjera rom dzalian male augebs algos kvelapers
goga
29 ივლისი 2015 13:18
თალაკვაძე ყველაზე რეალური კანდიდატია,თანაც გამოცდილი და განათლებული პიროვნებაა რაც მთავარია პატიოსანი.
123
29 ივლისი 2015 12:30
თალაკვაძე ყვლაზე შესაფერისი კანდიდატია!
dudana 079
29 ივლისი 2015 11:31
ზვიადი გვალია არის რეალური კანდიდატი
lasha
29 ივლისი 2015 06:50
არჩილი ყველაზე საუკეთესო არჩევანი ახალგაზდობა მისი მინუსი კი არა პლიუსია. საუკეთესო ადანმიანია თანამედროვე პოლიტიკურ სარბიელზე. წარმატებები არჩილს
რეზორევაზი
28 ივლისი 2015 19:25
ზღულაძე დანიშნეთ.
qalaqeli
28 ივლისი 2015 16:42
ბ-ნო ბიძინა თქვენ მთელი თქვენი მხარდამჭერები დაივიწყეთ და არიქა არ დაივიწყოთ ერთეულების დაწინაურება რაღაც ინიციატივების გამო. ვინც დაგვივიწყეთ, ვინც გადაგყევით და საკუთარი თავები და ოჯახები რისკქვეშდავაყენეთ,იმათ ვინ გაგვიხსენებს და დაგვიფასებს ღვაწლს?
გმადლობთ
daviT
28 ივლისი 2015 15:37
ამ სისტემაში უნდა დანიშნო პირი ვისაც საერტოდ არ ქონია სეხება ძალოვან უწყებასთან. ამ ეტაპზე ეს გამართლებული იქნება, წინ არჩევნებია და ბევრი სხვა საკითხები სადაც ძალოვნების როლო გადამწყვეტი იქნება, დანიშნეთ ის პირი ვისაც გამოცდილება აქვს მასმედიასტან ურთიერთობაში და არასამტავრობო სექტორშიც აქტიური იყო, , თუ გინდათ შსს არ გახდეს მონსტრი და არ დაიწყოს მადიანად სანსვლა.............
-
28 ივლისი 2015 14:28
ძალიან კარგი ჩანს მღებრიშვილი როგროც გამოცდილი და თალაკვაზეც კარგია , მაგარამ ახალხგზარდაა, გამოცდილება არ ვიცი რამდენად აქვს თუმცა Dრეს ვხვდები გამოცდილებ არა რის მნისჰვენელოვანი , გამოცდილმა შევრდნაზემ დედა გვიტირა და იმა სვიტხრით კიდევ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?