რატომ ჩაიშალა გიგლა აგულაშვილის შს მინისტრად დანიშვნა
27-07-2015
რატომ ჩაიშალა  გიგლა აგულაშვილის შს მინისტრად დანიშვნა
ვინ შეცვლის ვახტანგ გომელაურს? - ეს კითხვა აქტუალობას მას შემდეგ არ კარგავს, რაც შინაგან საქმეთა ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი პარლამენტმა­ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დაამტკიცა.­ როგორც ჩანს, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრის კანდიდატურაზე შეჯერება­ ხელმძღვანელი პირებისთვისაც მარტივად­ გადასაწყვეტი საკითხი არ აღმოჩნდა, რადგან გასულ კვირას მისი დასახელების სავარაუდო თარიღი რამდენჯერმე გადავადდა. საბოლოოდ პრემიერმა გუნდის რჩეულის წარდგენა პირველ აგვისტომდე დააანონსა.


- შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზ­ე არჩევანი, დიდი ალბათობით, ამ სამეულიდან გაკეთდება. როგორც
ჩვენთვის გახდა ცნობი­ლი, პირველი პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა რესპუბლიკელებმაც წარადგინეს და პრემიერს გიგლა აგულაშვილის გარემოს დაცვის მინისტრობიდან შსს-ს ხელმძღვანელად დაწინაურება ურჩიეს, თუმცა მალევე ნახევრად ხუმრობით ასეთი პასუხი მიიღეს: შეიარაღება ხომ თქვენს ხელშია, ახლა პოლიციაც ჩაიბარეთ და ბარემ სამხედრო გადატრიალება მოგვიწყვეთო.

ერთი სიტყვით, გიგლა აგულაშვილს
შს  მინისტრობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ "ემუქრება". წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიციის "ჯანყი" გარდაუვალი იქნება - კოლეგა პარტიები რესპუბლიკელების მორიგ აღზევებას ადვილად არ შეეგუებიან.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტ­რის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას, ცნობილია, რომ ის ივანიშვილის კეთილგანწყობით სარგებლობს. არც ისე დიდი ხნის წინ ყოფილმა პრემიერმა საქართველოში ც-ჰეპატიტის პროგრამის დანერგვაში მის როლზე განსაკუთრებული ხაზგასმით ისაუბრა:
"ჩემთან სოზარ სუბარი მოვიდა. მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრი იყო და მითხრა, განვიხილავთ პროექტს, რომლის მიხედვითაც ც-ჰეპატიტის სამკურნალო წამლის იაფად შეძენა და მსჯავრდადებულების მკურნალობა შეგვეძლებაო. თავ­ისი მოადგილე, თალაკვაძეც მოიყვანა, რომელიც­ პროექტის იდეის ავტორი იყო. ეს არ უნდა დავივიწყოთ. სწორედ მისგან­ წამოვიდა ეს იდეა".

კეთილგან­წყობის მიუხედავად, არჩილ­ თალაკვაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდა და პოლიტიკური­ თვალსაზრისითაც გამოსაცდელი ფიგურაა.­ ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, შს მინისტრის პირველი მოადგილის, სოსო გოგიშვილის, კანდიდატურა­ გადასძ­ალოს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მოქმედი მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილის კადრად ითვლება. პრემიერისთვის შს სამინისტრო სტრატეგიული უწყებაა და შესაძლოა საბოლოოდ არჩევანი მღებრიშვილზე შეჩერდეს.

რუსუდან შელია

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?