კახი კახიშვილი: "მე "მაყურებელი" ვერაფერს დამიშავებს"
03-08-2015
კახი კახიშვილი: "მე "მაყურებელი" ვერაფერს დამიშავებს"
მინისტრთა კაბინეტში მორიგი სამთავრობო კარუსელი დატრიალდა - სასჯელ­აღსრულების უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა, თავად კი სავარძელი პირველ მოადგილეს, კახი კახიშვილს გადაულოცა. ემზადება თუ  არა საკადრო ცვლილებებისთვის და როგორ აპირებს პენიტენციარულ სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრას, კახი კახიშვილი ასე განმარტავს:

- როცა თანამდებობაზე დანიშვნა შემომთავაზეს, დავთანხმდი, რადგან ეს ჩემთვის ავანსად გაცემული ნდობაა, რომელსაც, ვფიქრობ, აუცილებლად გავამართლებ.

- უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავთ?

- რამდენიმე
საკვანძო თანამდებობის პირი პოსტს დაემშვიდობება. ბუნებრივია, ეს განხილვის შემდეგ გადაწყდება.

- თქვენი მოადგილის კანდიდატურა უკვე შერჩეული გაქვთ?

- გამორიცხული არაა, მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციიდან შევარჩიოთ. ბუნებრივია, ერთი მხრივ, წესრიგი უნდა უზრუნველვყოთ, მეორე მხრივ, გვაქვს პრეტენზია, რომ ეს ისე გავაკეთოთ, არც ერთი მსჯავრდადებულის უფლება არ შეილახოს. აქცენტს
ჩვენს თანამშრომლებზეც ვაკეთებთ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ეს საკითხიც მოსაგვარებელია.

- ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც პენიტენციარულ სისტემაში, მათ შორის ქალთა კოლონიაში არსებულ დარღვევებსა და პატიმრების უკანონოდ გაშიშვლებაზეა საუბარი.
- ქალ მსჯავრდადებულებს რამდენიმე დღის წინ შევხვდი და არსებული პრობლემები მათთან ერთად დეტალურად განვიხილე. ბუნებრივია, პატიმრების ძალდატანებით გაშიშვლება ღირსების შემლახავი ქმედებაა... მზად ვართ, სახალხო დამცველს მოვუსმინოთ და მისი იდეების იმპლემენტაცია მოვახდინოთ.

- ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა "მაყურებლის ინსტიტუტის" აღმოფხვრა, რომელზეც მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ყოფნისას არაერთხელ საუბრობდით.
- პირადად მე "მაყურებელი" ვერაფერს დამიშავებს. "მაყურებლებს" სურთ, სხვა პატიმრების ხარჯზე კომფორტულად იცხოვრონ, რასაც არ დავუშვებთ, თუმცა ეს გაკეთდება არა უფლებების შელახვის ხარჯზე, არამედ ცივილიზებული ფორმებით. კრიმინალური სულისკვეთების პირებს იზოლირებულად მოვათავსებთ. "მაყურებლის" გადაყვანა მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მოხდება, რომლებიც მსჯავრდადებულის პირად საქმეს შეისწავლიან და რისკებსაც გააანალიზებენ.

ამ ეტაპზე სისტემაში სტრუქტურული რეფორმა იწყება, რათა უწყებაში ღია მმართველობა დავნერგოთ. შეიქმნება საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იქნებიან. 

გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი:
"მერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა ჩვენი მოსახლეობის წინაშე. მადლობას ვუხდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც დღედაღამ ჩემ გვერდით იდგნენ და ძირეული რეფორმების გატარებაში მეხმარებოდნენ.
badri
04 აგვისტო 2015 07:58
ქარტ ოცნებასჰი პატიოსანი ვინმე ტუ იყო არ მეგონა გმერტმა ქნას...
qsovreli
03 აგვისტო 2015 20:39
პრემიერის არჩევანი მისივე სიტყვებით,მართლაც ადეკვატურია,მისაღებია,საუკეთესო კანდიდატურები შეირჩა,ველოდებით ასევე საუკეთესო არჩევანს პროკურატურის ხაზით,მაგრამ იქ მოადგილის დაწინაურება არ გამოადგება.
sandro
03 აგვისტო 2015 20:09
ამ კაცს რაც გაჩნია ყველაფერი პატიოსანიშ შროით აქვს ნაშნოვნი და არა ვინმეს გაძარცვით

რედაქტორის რჩევით