ვინ ლობირებს "კეზერას" ინტერპოლში
03-08-2015
ვინ ლობირებს "კეზერას" ინტერპოლში
"ადეიშვილისა და კეზერაშვილის შემდეგ საერთაშორისო ძებნა დათა ახალაიას მიმართაც შეწყდება"

შოთა მინდე­ლი: "როგორც უნდა ეცადონ, კეზერაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. პროკურატურის
ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება"

გია ხუხაშვილი: "ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამართლებელი განაჩენები ქართულ სასამართლო დარბაზებშიც გვინახავს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქმეებს შეგნებულად ანგრევენ"


საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ინტერპოლი აღარ ეძებს - სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი წითელი ცირკულარიდან ამოიღეს. მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ინტერპოლის­ გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება ქართული
მხარის არგუმენტების გაცნობის გარ­ეშე მიიღო. სხვათა შორის, პროკურატ­ურ­ისგან ანალოგიური განმარტება რამდენიმე­ თვის წინ, ზურაბ ადეიშვილის შემთხვ­ევაშიც მოვისმინეთ, თუმცა ვინ ან რა ფაქტორი უშლის უწყებას ხელს, რომ ინტერპოლს არგუმენტები დროულად, გადაწყვეტილების მიღებამდე მიაწოდოს, გაუგებარია.


"საქ­ა­რთველოს მთავარი პროკურატურა­ გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე­ დაყრდნობით
მოითხოვოს დავით კეზერაშვ­ილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა... მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის­ საფუძველზე, კეზერაშვილის საქართ­ველოში ექსტრადიციის საკითხს ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხი­ლავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქა­რთველოს მთავარი პროკურატურა­ აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებუ­ლი­ სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით მოთხოვნისამებრ აწვდის­ მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასა­ლებს", - ნათქვამია პროკურატურის ­განცხადებაში, დამატებითი განმარტებისგან­ კი უწყებაში თავს იკავებენ.

კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდე­ლი­­: - ინტერპოლის გადაწყვეტილებას წინ ჩვენ მიერ გადაგზავნილი მტკიცებულებები­ უძღოდა, რის შემდეგაც კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გაუქმდა.­
ისეთმა კომპეტენტურმა და სანდო­ ორგანიზაციამ, როგორიც ინტერპოლია, არგუ­მენტირებულად დაას­აბუთა, რომ კეზე­რაშვილის მიმა­რთ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა­ ხორციელდებოდა.
მსგავს გადაწყვეტილებებს ინტერპოლი იშვიათად იღებს, საქართველოსთვის კი ეს უკვე მეორე პრეცედენტია.
- პროკურატურა საერთაშორისო ძებნის­ აღდგენის მოთხოვნით ინტერპოლში დამატებითი­ დოკუმენტაციის გადაგზავნას აპირებს, ასევე ცნობილი ხდება, რომ მისი ექსტრადი­რების საკ­ითხზე გაერთიანებული სამეფოს სასამართლოსთან თანამშრომლობს.

- როგორც უნდა ეცადონ, კეზერაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ამაზე უკვე საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ და მერწმუნეთ, პროკურატურის ნებისმიერი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. სხვათა შორის, პროკურატურამ ინტერპ­ო­ლი ვერც იმაში დაარწმუნა, რომ ექსპრე­ზ­იდენტ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა დაეწყო:

,,სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადა­წყვეტილება არ იქნა მიღებული. საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს საჭირო მასალებს და გეგმავს, მიმართოს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაც", - განმარტავენ პროკურატურაში.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ცუდი კომბინაციები თამაშდება, ყველაფერი თავდაყირა დადგა და აბსურდის თეატრს დაემსგავსა. პროკურატურამ ჩათვალა, რომ კეზერაშვილის მიმართ დევნის შეწყვეტას ისევ ინტერპოლს გადააბრალებდა და ამით საკუთარ დანაშაულს გამოისყიდდა, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ხვდება. არა მხოლოდ პროკურატურამ, პოლიტი­კურმა ელიტამ ვერ მოახერხა ახსნა-განმარტების მიწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ჩემი აზრით, ინტერპოლის გა­დ­ა­­წყვეტილებებში მნიშვნელოვანი­ როლი ევრ­ოპარლამენტში მიღ­ებუ­ლ­მა რეზოლუციებმა ითამაშა, რაც მმართველი გუნდის დანაშაულია.
პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეც უნდა გადანაწილდეს, რომელთა მოქმედებები დიდი ხანია მორალის ფარგლებს გასცდა.

პრობლემა დიდი ხანია ქვეყნის შიგნითაც არსე­ბობს, ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამართლებელი­ განაჩენები ქართულ სასამართლო დარბაზებშიც გვინახავს.
დიდი ხანია მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქმეებს შეგნებულად ანგრევენ და აბსურდამდე სწორედ ამიტომ მივდივართ.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი: - კეზერაშვილისა და ადეიშვილის შემთხვევაში ინტერპოლმა ერთი პრინციპით იხელმძღვანელა - თუ ძებნილი პირი მოქალაქეობას­ ან სოციალურ სტატუსს იცვლის, მასზე ძებნა­ ავტომატურად წყდება. მოგეხსენებათ, კეზერაშვილი შუაგულ ევროპაში დააკავეს და მისი საქმე საფრანგეთის სასამართლომ განიხილა. მაშინ ფრანგმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ კეზერაშვილის საქართველ­ოში ექსტრადირებით, მის მიმართ პოლიტიკური დევნის განხორციელების რისკი­ მაღალი იყო, ამიტომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მსგავსი შედეგები იმით არის განპირობებული, რომ პროკურატურა ისევ ძველ რეჟიმში მუშაობს - ჯერ ბრალდებას წერს და მტკიცებულებების შეგროვებას მოგვიანებით იწყებს. თანაც, პროკურატურას საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რაც სამართლებრივად იმას ნიშნავს, რომ განაჩენს დაეთა­ნხმა. ინტერპოლის გადაწყვეტილებასაც საფუძვლად ეს ფაქტორი დაედო.

სავარაუდოდ, ადეიშვილისა და კეზერაშვილის შემდეგ საერთაშორისო ძებნა დათა ახალაიას მიმართაც შეწყდება, რადგან ის საბერძნეთის სასამართლომ უკვე გაამართლა­ და როგორც ვიცი, ქართულ მხარეს არც ბერძენი მოსამართლის გადა­წყვეტილება გაუსაჩივრებია.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:
- ბოლო პერიოდში არა მხოლოდ­ იანუკოვიჩი, ამ დონის კიდევ რამდენიმე ფიგურა ინტერპოლის­ ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ეს პროცესი დასავლეთისთვის არის კონტრპროდუქტიული­, რადგან ბევრი საეჭვო კითხვა ჩნდება. როგ­ორც ჩანს, კეზერაშვილის დევნის გაუქმებაც გარიგებებთან არის დაკავშირებული. ევროპაში არსებობენ ძალები, რომლებიც მსგავსი ოდიოზური ფიგურების ლობირებას არას­ოდეს ერიდებიან. მოგეხსენებათ, ევროპის სახალხო პარტია, ევროპის პარლამენტში "ნაცმოძრაობის" ოფიციალურ ლობის­ტურ ძალას წარმოადგენს. მათ ევროპაში, მათ შორის სამართალდამცავ ორგან­ოებზე, სერიოზული გავლენები აქვთ. არ არის გამორიცხული, რომ ძებნილთა სიიდან კეზერაშვილი ევროპის სახალხო პარტიის­ ძალი­სხმევით ამოიღეს. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ კეზერაშვილი მასშტაბურ ბიზნესურთიერთობებშია ჩართული. მე კეზერაშვილის­ ალბანეთის სათამ­ა­­შო ბიზნესში ჩართულობა მაფიქრებინებს,­ რომ ის კრიმინალთანაც მწყრალად არ გახ­ლავთ. ალბანეთში სათამაშო ბიზნესში ხელისუფლების მფარველობის გარეშე ვერ ჩაე­რთვები. შესაბამისად, კეზერაშვილის თავ­ისუფლება ოფიციალური ალბანეთის ინ­ტერესებშიც შედის. კეზერაშვილი "ნაცმოძრაობის" ოფიციალური ხაზინადარიცაა.­ სწორედ მასთან იყრის თავს პარტიის ფინ­ანსები, რომელიც წლების განმავლობაში­ ჩამორთმეული ბიზნესით იკვებებოდა. ვიღაცები ამტკიცებენ, რომ კეზერაშვილმა საქართველოში ყველა ბიზნესი დათმო, მაგრამ
დარწმუნებული ვარ, ის ქართულ­ ბიზნესში ისევ სერიოზულ ბერკ­ეტებს ფლობს. შესაძლოა, მან რამდენიმე ქართველი სამართალდამცავიც მოისყიდა, რომლებიც სუსტი მტკიცებულებების წარმოდგენით, ლობისტებს ინტერპოლში თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას აძლევენ.
nata
06 აგვისტო 2015 17:10
ვერც ერთი სისსხლის მსმელი ნაცი ვერ გაიხარებს ამათი თამადობით!გარდაცვლილი და დაინვალიდებული პატიმრების დედების წყევლა არ მოგასვენებთ მარტო!
dato
04 აგვისტო 2015 17:00
კეზერაშვილ, ახალაიას, მეგიზ ქარდავას , მასტერას, თოფურიას და მაიმუნას რომ დანაშაულს ვერ უმტკიცებ როცა ათასობით მოწმე ყავთ ვინც ხელს ადებს. ან კეზერაშვილი რომელიც ხელისუფლრბაში ქუჩიდან ცალცალი კალოშით მოვიდა, იმუშავა მთავრობაში და უცებ აღმოჩნდა ამდენი ბიზნესის პატრონი რაც შეუთავსებელია როცა მთავრობაში ხარ. რა მტკიცებულებები უნდა დაუთვალეთ ხელფასები და შემდეგ საბანკო ანგარიშები. მოკლეთ ან მოისყიდეს დღევანდელი ხელიდუფლება, ან კომპრომატები აქვთ ამ ხელისუფლების წევრებზე და ამიტომ აფუჭებენ საქმეებს, ან კიდევ ევროპაში იხდიან მაყუთს და ამოტომ ხდება ეს ყველაფერი. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან ისეთი ადვიკატები რომლებიც დიდი ფული გადახდის შემთხვევაში ყველაფერს გიგვარებენ ამათ ქვიათ საფრანგეთში ადვოკატ ლიბერაციონალები. ეს გვარები და მათი საადვოკატო ოფისები საუუკუნეები მუშაობენ და ყველა პოლიტიკოსი თუ დიდი ბიზმესმენი მათი კლიენტია. მაგალითად საფრანგეთში ვისაც ფული აქვს ციხე არ ემუქრება მაქსიმუმი დამაშნი არესტი.
lia metreveli
04 აგვისტო 2015 15:37
საიტ მიექანები ბედკრულო საქარტველოვ

რედაქტორის რჩევით