რუსული ემბარგოს მოლოდინში
10-08-2015
რუსული ემბარგოს მოლოდინში
როგორ განვითარდება პროცესები ქართულ ეკონომიკაში, თუ რუსეთმა ღვინის ექსპორტი აკრძალა

რუსეთი ქართული ღვინის ინდუსტრიაზე ახალი ემბარგოთი იმუქრება, თუმცა ექსპე­რტების აზრით, 2006 წლისგან განსხვავებით, რუსული ბაზ­რის დაკეტვა არა მხოლ­ოდ ღვინის წარმოებაში,­ ქართულ ეკონომიკაშიც ბევრს ვერაფერს შეცვლის.

დემურ გიორხელიძე, ეკონ­ომიკის ექსპერტი: "ეკონომიკა ისედაც კომაშია, ღვინის ექსპორტი რუსეთში კი იმ მასშტაბისაა, ცალ­კე­ულ ფირმებს თუ დააზიანებს, თორემ ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არა აქვს... თუ ემბარგო განმეორდება, ქართველ ბიზნესმენ-მეღვინეებს მოუწევთ მაღალ სტანდარტებთან დაბრუნება­. ჩვენებურ ქსელშიც კი
ღვინის პრ­ოფანაცია იყიდება, თითო-ოროლა სახის ღვინის გამოკლებით.
რუსული ბაზრის შემყურე ქართველი ინერციით საბჭ­ოთა წარმოების კულტურას არ სცდება და ეს აფერხებს ქართულ ეკონომიკას. 

რომც გადაიკეტოს­ რუსული ბაზ­არი, ვერ ვხედავ ტრა­გედიას. ტრაგედიაა პრიმიტი­ული დეინდუსტრიალიზებული ეკონომიკა, რომელიც კუმშავს საკუთარ წარმ­ოებას და კლანურ-ჯგუ­ფურ ინტე­რესებზე­ აგებულ ეკონომიკას უყ­რის საფუძველს, სპობს
განვითარ­ების პერსპექტივას. რუსული ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში, ერთადერთ გზად რჩება, საკუთარი­ კონკურენტუნარიანი სფეროების, იმპორტჩამნაცვლებელი წარმო­ების განვითარება და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე გასვლა".

ლევან დავითაშვილი, სოფ­ლის მეურნეობის მინისტრის მოა­დგილე:
­ "რუსეთი გამოაცხად­ე­ბდა თუ არა აკრძალვას, ქართული­ ალკოჰ­ო­ლ­უ­რი სასმელების გაყიდ­ვ­ებმა­ ისედაც იკლო. რუსეთში მძიმე­ ეკონ­ომიკური მდგომარეო­ბის გამო მსყიდველობითუნარ­ია­ნ­ობა დაეცა.­ კარგა ხანია, ვცდილ­ობთ ალტერნატიული ბაზრის მოძიებას. თუმცა, როდესაც საქმე­ ეხება ქართულ ღვინოსა და რუსეთის ბაზარს, "ალტერნატიული­ ბაზარი" მცდარი ტერმინია, რადგან­ რუსეთის ჩამნაცვლებელი ვერ იქ­­ნება ალტ­ე­რნატიული. ღვინო­ ბრენდული პროდუქტია და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია ბევრ ემოციურ ფაქტორზე - რუს­ეთში­ ქართული ღვინის წარმატება დამყარებულია 200-წლიან ცნობადობაზე, უცხო ბაზრებზე კი ახლა გვეცნო­ბიან. შესაბამის­ად­­,­ შედეგი ვერ გვექნება ერთ კვირაში, ერთ თვეში­ ან თუნდაც ერთ წელიწადში. თუმცა პროგრესი გვაქვს. შედეგს მივაღწიეთ აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, ყაზახეთში გაიზარდა მოთხოვნა, ჩინეთში უკვე მილიონი ბოთლი გაიყიდა".

იაგო ბიტარიშვილი, მეღვ­ინე:­ "რუსული ემბარგოს მოხსნამ გამო­ი­წვია ყურძნის ფასის გაზ­რდა, რის შემდეგაც გლეხმა ახალი ვენა­ხების გაშენება დაიწყო­. მოთხოვნიდან გამომდინარე, გაძვირდა ნერგი, მავთული, ბოძი და ვენ­ახიც საკმაოდ ძვირი დაჯდა... ახლა ემბ­არგო გააძნელებს­ ყურძნის შეძენას და პრობლემებს გაა­ჩენს ისედაც­ მძიმე ეკონომიკაში. თუმცა, სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს მეღვინეებს. ვფიქრობ, კერძო კომპანიებს უფრო გათვლილად უნდა ემოქმედათ, მხოლოდ რუსულ ბაზარს არ უნდა დაჰყრდნობოდნენ... ძნელია სხვა ბაზარზე შესვლა, მაგრამ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. ყველა­ აღიარებს, რომ 2006 წლის ემბარგოს შემდეგ გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხი, რადგან სხვა ბაზრებზე უფრო მაღალი­ მოთხოვნები იყო. მარკეტინგიც უფრო მოქნილი უნდა გახდეს იმ ბაზრებზე, სადაც დამკვიდრება გვინდა".

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი­ თევზაძე: "შესაძლო ემბა­რგოს შემთხ­ვ­­­ევაში ღვინის ინდუსტრიას ის კომპანი­ები გამოეთიშებიან, ვინც ბოლო პერიოდში კონკრეტუ­ლად რუსული­ ბაზრისთვის მუშაობდა­ (2012 წელს, როგორც კი რუსუ­ლი ბაზარი გაიხსნა,­ გაჩნდნენ მხოლოდ ამ ბაზარზე მორგებული­ კომპანიები).­ მათ უმართებულო სტრატეგია აირჩიეს. ასეთი კომპანიები აქც­ენტს არ აკეთებენ მაღალხარისხიან, კო­მპლექსურ ღვინოებზე, ასხამენ ჩვეულებრივ ღვინოებს, რომლებსაც დიდი ღირებულება არა აქვს.
დიდმა­ კომპა­ნიებმა - "თელავის ღვინის­ მარანი",“"თელიანი ველი", "ჯივიესი", "თბილღვინო" - მოახერხეს დივერსიფიცირება­ და მხოლოდ რუსეთის ბაზარზე­ აღარ არიან დამოკიდებული.

დივერსიფიკაცია შედეგიანი იქნება ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე დაყენებული ღვინოებით, ქვევრის ღვინით, რომელზეც მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება. ქვევრის ღვინოს მწარმოებლები რუსულ და უკრაინ­ულ ბაზრებზე არც კი შედიან და შეკვეთით აწარმოებენ პროდუქციას, რომელ­იც ლონდონში, ტოკიოსა და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში იყიდება. მილიონობით ბოთლზე არ მუშაობენ, მაგრამ მომგებიანი ბიზნესი აქვთ.  
ემბარგოს განმეორების შემთხვევაში, კრიზისი ძალიან მწვავე ვერ იქნება, მაგრამ უდავოა, ვისაც ამ ბიზნესში დარჩენა სურს, დივერსიფიკაციაზე ზრუნვა, ხარისხის გაუმჯობესება დასჭირდება, ბევრი მოთამაშე კი გაანებებს თავს ღვინის წარმოებას".
gori
13 აგვისტო 2015 23:09
emigranti,თუ გირჩევნია,წადი და იქ იცხოვრე,ან აქამდე რატომ არ წახვედი?
მე პირადად ,ბედნიერი მაშინ ვიქნები,როცა რუსები აქედან გაეთრევიან და ჩემს სახლ-კარს დავიბრუნებ.
ისე,შენები რა გაგებით არიან? ალბათ,შენნაირები ყოველთვის არსებობდნენ და ზოგს მონღოლები უყვარდა,ზოგს სპარსელები და ზოგსაც თურქები.არის ეგეთი ფენომენი,განსაზღვრული ფსიქიკის შემთხვევაში, მსხვერპლს მოძალადე უყვარდება,მაგრამ ეგ ჩემი შემთხვევა არ არის.
ალექს
12 აგვისტო 2015 18:54
ვინც პროდუქციას , მათ შორის მომსახურებას , ქმნის გასაყიდად და მოგების მისაღებად,ბიზნესმენია,ფერმერიც,გლეხიც და მკერავიც,კინოხელოვანიც და მხატვარიც !
ხარისხიან პროდუქციას ემბარგო ვერ აკავებს,ხარისხიანი რომ აწარმოო,ხარისხიანი ბიზნეს გარემო უნდა გაგაჩნდეს,ხარისხიან ბიზნეს გარემოს ხარისხიანი სამართლებრივი გარემო სჭირდება,მას კი დემოკრატიული და თავისუფალი პოლიტიკურ ეკონომიკური გარემო,და არა სამოხელეო კომუნიზმი საწართმევო მტაცებლური ინსტრუმენტებით და საგადასახადო მაკონტროლებელი გულაგ-საჯარიმო- საურავი ინსტრუმენტებით,სადაც ბიზნესმენი ჯერ ერთი ყველაზე შტერია,რადგან ყველა ჭკვიანი სახელმწიფოს სამსახურშია და იქიდან ბიზნესობს და იმ შტერს კი აკონტროლებს,რომ კონკურენცია არ გაუწიოს, და მერე ის შტერი იმიტომ კი არ შრომობს,რომ სახლში წაიღოს და ისიამოვნოს მოგებით,არა , ღამე არ ძინავს იმის ფიქრით რომ წინასწარ გადაიხადოს გადასახადი,რომლის გადახდაც არ ეკუთვნის და დაგროვილი ქონება ან სარეალიზაციო საქონელი სახელმწიფოს აჩუქოს?!
სანამ რიგით მოქალაქეს და მის კერძო მატერიალურ ინტელექტუალურ საკუთრებას მეტი ცენზი არ ექნება ,ვიდრე გამოგონილ ,ავადსახსენებელ სოციალისტურ სახელწიფო საკუთრებას,
სანამ პოლიტიკური ესტაბლიშმენტი პასუხს არ აგებს 25 წლიანი "მოღვაწეობით" იმ საკანონმდებლო აღმასრულებელი სისტემის შექმნისათვის , სრული ფიასკო რომ განიცადა ,
სანამ სახელმწიფო დიდმოხელე ,სულ მაღალიც კი,არ დაისჯება ამ ჯარიმა საურავით ამოღებული ფულით "ხალხზე ზრუნვისათვის" ,ჩუქებების და წინასწარ გადახდილი გადასახადებით თავმოწონებისათვის, და მერე აწ უკვე სახელმწიფო ქონების სამშაურად საბიძაშვილმამიდაშვილოში და დედულეთში ჩამორიგებისათვის, ,იქამდე ცუდად იცხოვრებთ, გინდათ კარგად ცხოვრება ?
ააშენეთ დემოკრატია და შექმენით თავისუფალი კონკურენციის ,თანაბარი შესაძლებლობების ,დემონოპოლიზირებული და დაცული ბიზნესგარემო.
emigranti
12 აგვისტო 2015 17:55
ნეტავ დადგებოდეს ის დგე რუსეტს რომ şევურიგდეტ და şემი უბრალო ხალხს ბედნიერს ვნახავდე ამერიკას şემი რუსეტი მირşევნია

რედაქტორის რჩევით