რუსული ემბარგოს მოლოდინში
10-08-2015
რუსული ემბარგოს მოლოდინში
როგორ განვითარდება პროცესები ქართულ ეკონომიკაში, თუ რუსეთმა ღვინის ექსპორტი აკრძალა

რუსეთი ქართული ღვინის ინდუსტრიაზე ახალი ემბარგოთი იმუქრება, თუმცა ექსპე­რტების აზრით, 2006 წლისგან განსხვავებით, რუსული ბაზ­რის დაკეტვა არა მხოლ­ოდ ღვინის წარმოებაში,­ ქართულ ეკონომიკაშიც ბევრს ვერაფერს შეცვლის.

დემურ გიორხელიძე, ეკონ­ომიკის ექსპერტი: "ეკონომიკა ისედაც კომაშია, ღვინის ექსპორტი რუსეთში კი იმ მასშტაბისაა, ცალ­კე­ულ ფირმებს თუ დააზიანებს, თორემ ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არა აქვს... თუ ემბარგო განმეორდება, ქართველ ბიზნესმენ-მეღვინეებს მოუწევთ მაღალ სტანდარტებთან დაბრუნება­. ჩვენებურ ქსელშიც კი
ღვინის პრ­ოფანაცია იყიდება, თითო-ოროლა სახის ღვინის გამოკლებით.
რუსული ბაზრის შემყურე ქართველი ინერციით საბჭ­ოთა წარმოების კულტურას არ სცდება და ეს აფერხებს ქართულ ეკონომიკას. 

რომც გადაიკეტოს­ რუსული ბაზ­არი, ვერ ვხედავ ტრა­გედიას. ტრაგედიაა პრიმიტი­ული დეინდუსტრიალიზებული ეკონომიკა, რომელიც კუმშავს საკუთარ წარმ­ოებას და კლანურ-ჯგუ­ფურ ინტე­რესებზე­ აგებულ ეკონომიკას უყ­რის საფუძველს, სპობს
განვითარ­ების პერსპექტივას. რუსული ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში, ერთადერთ გზად რჩება, საკუთარი­ კონკურენტუნარიანი სფეროების, იმპორტჩამნაცვლებელი წარმო­ების განვითარება და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე გასვლა".

ლევან დავითაშვილი, სოფ­ლის მეურნეობის მინისტრის მოა­დგილე:
­ "რუსეთი გამოაცხად­ე­ბდა თუ არა აკრძალვას, ქართული­ ალკოჰ­ო­ლ­უ­რი სასმელების გაყიდ­ვ­ებმა­ ისედაც იკლო. რუსეთში მძიმე­ ეკონ­ომიკური მდგომარეო­ბის გამო მსყიდველობითუნარ­ია­ნ­ობა დაეცა.­ კარგა ხანია, ვცდილ­ობთ ალტერნატიული ბაზრის მოძიებას. თუმცა, როდესაც საქმე­ ეხება ქართულ ღვინოსა და რუსეთის ბაზარს, "ალტერნატიული­ ბაზარი" მცდარი ტერმინია, რადგან­ რუსეთის ჩამნაცვლებელი ვერ იქ­­ნება ალტ­ე­რნატიული. ღვინო­ ბრენდული პროდუქტია და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია ბევრ ემოციურ ფაქტორზე - რუს­ეთში­ ქართული ღვინის წარმატება დამყარებულია 200-წლიან ცნობადობაზე, უცხო ბაზრებზე კი ახლა გვეცნო­ბიან. შესაბამის­ად­­,­ შედეგი ვერ გვექნება ერთ კვირაში, ერთ თვეში­ ან თუნდაც ერთ წელიწადში. თუმცა პროგრესი გვაქვს. შედეგს მივაღწიეთ აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, ყაზახეთში გაიზარდა მოთხოვნა, ჩინეთში უკვე მილიონი ბოთლი გაიყიდა".

იაგო ბიტარიშვილი, მეღვ­ინე:­ "რუსული ემბარგოს მოხსნამ გამო­ი­წვია ყურძნის ფასის გაზ­რდა, რის შემდეგაც გლეხმა ახალი ვენა­ხების გაშენება დაიწყო­. მოთხოვნიდან გამომდინარე, გაძვირდა ნერგი, მავთული, ბოძი და ვენ­ახიც საკმაოდ ძვირი დაჯდა... ახლა ემბ­არგო გააძნელებს­ ყურძნის შეძენას და პრობლემებს გაა­ჩენს ისედაც­ მძიმე ეკონომიკაში. თუმცა, სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს მეღვინეებს. ვფიქრობ, კერძო კომპანიებს უფრო გათვლილად უნდა ემოქმედათ, მხოლოდ რუსულ ბაზარს არ უნდა დაჰყრდნობოდნენ... ძნელია სხვა ბაზარზე შესვლა, მაგრამ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. ყველა­ აღიარებს, რომ 2006 წლის ემბარგოს შემდეგ გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხი, რადგან სხვა ბაზრებზე უფრო მაღალი­ მოთხოვნები იყო. მარკეტინგიც უფრო მოქნილი უნდა გახდეს იმ ბაზრებზე, სადაც დამკვიდრება გვინდა".

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი­ თევზაძე: "შესაძლო ემბა­რგოს შემთხ­ვ­­­ევაში ღვინის ინდუსტრიას ის კომპანი­ები გამოეთიშებიან, ვინც ბოლო პერიოდში კონკრეტუ­ლად რუსული­ ბაზრისთვის მუშაობდა­ (2012 წელს, როგორც კი რუსუ­ლი ბაზარი გაიხსნა,­ გაჩნდნენ მხოლოდ ამ ბაზარზე მორგებული­ კომპანიები).­ მათ უმართებულო სტრატეგია აირჩიეს. ასეთი კომპანიები აქც­ენტს არ აკეთებენ მაღალხარისხიან, კო­მპლექსურ ღვინოებზე, ასხამენ ჩვეულებრივ ღვინოებს, რომლებსაც დიდი ღირებულება არა აქვს.
დიდმა­ კომპა­ნიებმა - "თელავის ღვინის­ მარანი",“"თელიანი ველი", "ჯივიესი", "თბილღვინო" - მოახერხეს დივერსიფიცირება­ და მხოლოდ რუსეთის ბაზარზე­ აღარ არიან დამოკიდებული.

დივერსიფიკაცია შედეგიანი იქნება ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე დაყენებული ღვინოებით, ქვევრის ღვინით, რომელზეც მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება. ქვევრის ღვინოს მწარმოებლები რუსულ და უკრაინ­ულ ბაზრებზე არც კი შედიან და შეკვეთით აწარმოებენ პროდუქციას, რომელ­იც ლონდონში, ტოკიოსა და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში იყიდება. მილიონობით ბოთლზე არ მუშაობენ, მაგრამ მომგებიანი ბიზნესი აქვთ.  
ემბარგოს განმეორების შემთხვევაში, კრიზისი ძალიან მწვავე ვერ იქნება, მაგრამ უდავოა, ვისაც ამ ბიზნესში დარჩენა სურს, დივერსიფიკაციაზე ზრუნვა, ხარისხის გაუმჯობესება დასჭირდება, ბევრი მოთამაშე კი გაანებებს თავს ღვინის წარმოებას".

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები