პარტნიორობა თუ პატრონყმობა?!
17-08-2015
პარტნიორობა თუ პატრონყმობა?!
მოკლედ საოკუპაციო ზოლის გადმოწევის, რუსეთთან ესკალაცია-დეესკალაციისა და სანქციებთან მიერთება-არმიერთების თაობაზე. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ საქართველო თავისი ხელისუფლებითურთ რთულ მდგომარეობაშია, უფრო სწორად, "ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების" პოზიციაში.
"ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც მეკითხებოდნენ, იყო ის... რომ თუ მთავრობა გაწყვეტს ძალიან მცირე, არცთუ ეფექტურ, მაგრამ აუცილებელ ხაზებს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე გართულდება ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, MAP-ის მიღების თვალსაზრისით და არ გაუმჯობესდება, რადგან
საქართველოსთვის MAP-ის მოცემა, საქართველოს ნატოში გაწევრება არ არის გააზრებული და
მონდომებული ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან. ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფლიქტში შესვლის ახალ მიზეზს და საბაბს", - ეს არის ციტატა დავით უსუფაშვილის სულ რამდენიმე კვირის წინანდელი ინტერვიუდან. რა გამოდის ამ ინტერვიუდან? ის, რომ რუსეთთან ურთიერთობის ესკალაცია MAP-ის მიღებისა  და
ნატოსკენ გზას გადაგვიკეტავს და საერთოდაც, დასავლეთი გვეუბნება, ასეთ შემთხვევაში ჩვენი იმედი არ გქონდეთ, რუსეთთან მარტონი რჩებითო. ანუ ნატოს“მაღალჩინოსნების ვერსიით, MAP-ისკენ გზა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებაზე გადის? და პირიქით, თუ MAP-ს ვერ მივიღებთ და „ნატოშიც ვერ შევალთ, მაინც რუსეთის პირისპირ მარტონი ვრჩებით?

კაი ბატონო, არ დავძაბეთ ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენი ტერიტორიების ყოველდღიურ მიტაცებაზე ფორმალურ ნოტებს დავჯერდით და რა?! ახლა მაინც გვიდგას გვერდით დასავლეთი და ჩვენს საკეთებელს აკეთებს, ანუ გვიცავს რამენაირად იმისგან, რომ რუსეთმა ყოველდღიურად ახალი ტერიტორიები არ წაგვგლიჯოს? ფაქტია, რომ არა, ასეთ შემთხვევაშიც მარტონი ვართ რუსეთის პირისპირ.

ახლა რაც შეეხება სანქციებთან მიერთება-არმიერთებას: დავუშვათ, ჩვენი დანგრეული ლარით და ეკონომიკით მივუერთდით სანქციებს. ვინ იხეირებს ამით პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ევროპა?! არა, რა თქმა უნდა, არა ევროპა, არამედ რუსეთი! რატომ? იმიტომ, რომ სანქციებს მოჰყვება რუსეთის საპასუხო სანქციები, რაც კიდევ უფრო ჩამოშლის ამ ეტაპზე საქართველოს ფინანსურ სისტემას და გააუარესებს სოციალურ ყოფას, განსაკუთრებით რეგიონებში. მოახლოებული არჩევნების, უკიდურესად დასუსტებული ქართული პროდასავლური პოლიტიკური სპექტრისა და სოციალურად დაბეჩავებული მოსახლეობის ფონზე რუსეთი არაფერს დაიშურებს, რომ მივიღოთ პრორუსული ძალებით გაჯერებული პარლამენტი.
სად არის გამოსავალი?
1. საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობა არ უნდა დაემსგავსოს ცალ კარში თამაშს, როცა ბურთი მხოლოდ ჩვენს კარში გააქვთ;
2. უნდა მოვრჩეთ თვითგვემას, რომ ჩვენი ბრალია, დასავლეთი სათანადოდ რომ ვერ ხედავს ჩვენს პრობლემებს და საშველად არ გამორბის;
3. დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს­ ყველაფერს, ამიტომაც მოგვიწოდებს, თავიდან ავიცილოთ რუსეთთან ესკალაცია, რადგან მას დღეს უკრაინის პარალელურად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ხელს არ აძლევს;
4. დასავლეთი ფიქრობს, რომ სანქციებითა და ნავთობისა და გაზის ფასის მართვით რამდენიმეწლიან პერსპექტივაში დააჩოქებს რუსეთს და მასაც, ჩვენც და "ტრიფონიასაც" ეშველება.
5. მანამდე კი საქართველომ, როგორც დასავლეთის ერთგულმა პარტნიორმა, მოთმინება უნდა შეინარჩუნოს.
ეს ყველაფერი კარგი და პატიოსანი, მაგრამ პარტნიორობა ჩვენ ორმხრივი ვიცით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატრონყმობაა. ჰოდა, საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთს უნდა უთხრას და მოსთხოვოს შემდეგი:
1. საოკუპაციო ზოლის ყოველდღიური გადმოწევის საკითხს ჩვენ არ ვამწვავებთ­ იმიტომ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, ვითვალისწინებთ თქვენს რჩევებს და ვასრულებთ თქვენს თხოვნას. სანაცვლოდ, რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის გაკონტროლების სურვილი უნდა გახდეს მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-სა და რუსეთს შორის;

არ შეიძლება დასავლეთი გამოვთიშოთ პროცესიდან, მანაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ფორმატზე. მთავარია, ისე წარვმართოთ ჩვენი პოლიტიკა, რომ თავად დასავლეთი გავხადოთ თანამონაწილე, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ადრე თუ გვიან საქართველო მშვიდობიანად შეუერთდება დიდ ევროპულ ოჯახს.

2. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების სანაცვლოდ სთხოვოს დასავლეთს სათანადო ფინანსური კომპენსაცია. საქართველო არც გერმანიაა და არც ბრიტანეთი, რომ ასეთ ფინანსურ ძვრებს გაუძლოს. ჩვენ კარგად უნდა ავუხსნათ დასავლეთს, რომ ჩვენი ეკონომიკური ნგრევა და თანამდევი საგარეო პოლიტიკური ცვლილებები არაფერს შესძენს ევროპის უსაფრთხოებას, უფრო პირიქით. და იქ, სადაც ამოუყორავ საბერძნეთს მილიარდებს აძლევენ, ცოტა ხნით შეუმსუბუქონ საქართველოსაც მძიმე ფინანსური ყოფა. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ სჭირდებათ მათ ჩვენი სანქციებთან მიერთება.

მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს დასავლეთის ჩართულობა საქართველოს სამშვიდობოს გაყვანაში, ხოლო დასავლეთი უნდა ამოხტეს "ბურჟუაზიის აუტანელი სიმსუბუქიდან" და პარტნიორობის საუკეთესო დემოკრატიული და ჰუმანისტური ტრადიციებიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა შეუმსუბუქოს ყოფა უკეთეს მომავლამდე, ანუ მანამ, სანამ დასავლეთის გათვლებით დაწესებული სანქციები რუსეთს ხელს ააღებინებს დამპყრობლურ პოლიტიკაზე.

თორემ "ბარსელონა"-"სევილიის" თბილისური თამაში რომ სჯობია მთელ რუსულ ბაზარს, ეგ ჩვენც ვიცით.
ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ჩვენი საომარი არ ვიომეთ და მარტო სხვისი ხელის შემყურეები ვიყავით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. და მარტო ჩვენი ომი არ იყო ეს, ეს იყო ბრძოლა ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვისაც. აღარაფერს ვამბობ ჩვენს მონაწილეობაზე ათასგვარ სამშვიდობო მისიაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით. ამ ბრძოლის საფასურად ჩვენ იმას მაინც ვიმსახურებთ, შევწყვიტოთ თვითგვემა და დასავლეთს მოვთხოვოთ, საქართველოს პრობლემებს ჩვენსავე პრიზმიდან შეხედოს: საქართველო ხურდაში არავის მოჰყოლია - არც რუსეთს, არც ევროპას და არც ამერიკას.
vaiii
24 აგვისტო 2015 11:25
ნეტა ამ გლახუნას თავისი აბდაუბდის შინააარსი თვითონ თუ ესმის? წერა მაინც არ ეზარება//?? მე 2 აბზაცის მერე კითხვა დამეზარა :)
glaxuna
20 აგვისტო 2015 16:47


თემიდა,

მეგობარო...
რ ო გ ო რ ?!

,,ქართული პროდუქციის გასაღება - არა,
ომში დახმარება - არა,
სავიზო რეჟიმის გამარტივება - არა,,

და თუ გიფიქრია რ ა ტ ო მ ?!

ან თუნდაც უვიზო მიმოსვლის შესახებ,
2012 წლიდან მოლდავეთზე გ ა ც ი ლ ე ბ ი თ წინ ვიყავით,

ყველა სფეროსა და ყველა მიმართულებით,
რასაც თავად ევროკავშირის ინსტიტუტები ა ც ხ ა დ ე ბ ე ნ ,მაგრამ დღეს...

არაფერს არ გეუბნება ეს მაინც ?!

და გაცილებით არასანდო და არასაიმედო,რომ გახდა 2012 წლიდან სსქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო სტრუქტურები,

აბსოლუტურად უპოზიციო და გაურკვეველი..

თან ოლიგარქიულ-კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტემის დამკვიდრებული,

სადა გამორიცხულია ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაც კი,

აქედან გამომდინარე...ეკონომიკური,სოციალური,ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და გვაქვს შ ე დ ე გ ე ბ ი ...

ძალიან მარტივად:

თუნდაც თავად ნათესავს-აც კი მჩაგვრელისაგან და მტრისაგან რამდენჯერ დაიცავ და დაეხმარები ?!

რომ იცი,ის შენი ნათესავი,ისევ იმ მტერთან მიდის,მას ეფარისოვლება,და შენთან მეგობრობას მასთან ქვეშემრდომოიბა ურჩევნია,

ჩუმად ეთაყვანება კიდეც...ისე არის მენტალურად დაავადმყოფებული ?!

ანუ ა რ ა მ ყ ა რ ი ,არა ჯ ა ნ ს ა ღ ი მენტალიტეტის და სულისკვეთების ?!

რამდენჯერ და რ ო გ ო რ დახმარები ?!

ქართველი ერის მიზანი...ერის სულიერი გაჯანსაღებაა,რასაც დრო ჭირდება 200 წლოვანი დესპოტური რეჟიმისაგან ,,მოპოვებული,, ,,თავკერძული ზნეობის,, მოსაშორებლად და მ ე ნ ტ ა ლ ი ტ ე ტ ი ს გაჯანსაღებისათვის,

როგორც ჯ ა ბ უ ა ამბობდა

,,გზა შინისაკენ,,

ისე გ ა ა ზ რ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს :


რაც შეიძლება მარტივად და რაც შეიძლება ხალხისათვის ადვილად გასაგებად,

მ ხ ო ლ ო დ
რუსულ-მონღოლური სამყაროსაგან საბოლოო და ს ა მ უ დ ა მ ო თავის დახსნით,
თავის-უფლებისათვის მუდამ შემართული და შეუპოვარი ბრძოლით და თ ა ვ ი ს-უფლების მოპოვება... გააჯანსაღებს სრულიად ქართველ ერს,მის სულისკვეთებას,მის ბუნებას...


თავის-უფლება - ბუნებრივად ა ღ ვ ი ვ ე ბ ს და ამტკიცებს პასუხისმგებლობის გრძნობას,

პასუხისმგებლობა - კეთილსინდისიერებას,

კეთილსინდისიერება - ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ო ბ ი ს მოთხოვნილებასა და დამკვიდრების მნიშვნელობას,

სამართლიანობის მოთხოვნილება-აღვივებს მ ზ რ უ ნ ვ ე ლ ო ბ ი ს უნარს გარშემოსა და გარემოზე,

მზრუნველობის გრძნობა ადამიანს-ორიენტირს ხდის სწავლასა და შრომაზე,

სწავლა და შრომა - თანადგომასა და თანაგრძნობას ავითარებს..

ეს ყოველივე განამტკიცებს შემართებას,სიმამაცეს შეუპოვრობასა და თავდადებას

ერთადერთი მიზნისათვის-ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ო ბ ი ს ა დ მ ი,

რაც მხოლოდ .. ა ჯ ა ნ ს ა ღ ე ბ ს სულისკვეთებას.

ჯ ა ნ ს ა ღ ი სულისკვეთება ე ძ ი ე ბ ს გზებსა და საშუალებებს

სამყაროს შეცვლისათვის-
ადამიანთა საყოველთაო მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობისათვის !!!

ამ მიმართულებით დასავლეთის სამყარომ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია,თავისი პრობლემებით თუ წინააღმდეგობებით,და
ამასთან,
რადგან ადამიანის ბუნება ბოლომდე შეუცნობადია -

დგება საკითხი ერთი ჭეშმარიტების მუდმივი გათვალისწინებისათვის

,,სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება,,

ამიტომ გვიჩენს დღეს დესპოტური რეჟიმიდან ახალ თავდახსნილებს ,თავის თავკერძული ,,ზნეობით,,

(და აქედან დაშვებული შეცდომებით...)
...დასავლეთის თუნდაც ხშირად ზედმეტი სიდინჯე,გადაჭარბებული პრაგმატიზმი და ზომიერების დაცვა...მათთგან მოლოდინებისადმი-ც კი ინდიფენტურ დამოკიდებულებას.

მაგრამ,რ ა დ გ ა ნ თავის-უფლებისა და სამართლიანობისადმი სწრაფვა,თითოეული ერის ინდივიდუალური გზაა თვითსრულყოფისათვის,ამიტომ ქართველი ერი დღეს ....
დრტვინავს,

და ბუნებრივად აცხადებს
,,თავისუფლებისათვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,
დღეს
მას ამატებს:

,,თავისუფლებისა და სამართლიანობისადმი ბრძოლასა და შრომას ყოველთვის აქვს აზრი და შედეგი,,

და ეს ცხოვრების ლოზუნგად იქცევა,
რომ

,,...პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს მანამ, სანამ ქვეყნის ხელისუფალი რეალურად არ გადაიქცევა ქვეყნის მსახურად, დაქირავებულ მოსამსახურედ, რომელსაც ყველა (უკანაკნელი მუქთახორა ბოგანოც კი)
რეალურად მოთხოვს ამ მსახურებას...და ყოვლად უპრობლემოდ მიიღებს,,
მისთვის
დასავლეთისაგან გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა და საკუთარი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს უშიშროების უზრუნველყოფისათვის მხარდაჭერა გვიჭრდება ჩრდილოელი , დღესაც დესპოტური რეჟიმის (მით ყოვლად უპერსპექტივო ) ატომური იარაღის მქონე მტრისაგან...

უნდა
გ ა გ ვ ი ჭ ი რ ე ს მისი გაგება,გააზრება,გაანალიზება?!



papa
19 აგვისტო 2015 23:46
ცოტაცა ქალბატონო ხათუნა, ცოტაცა......... და მოხვალთ იქ, სადაც სამწუხაროდ ჩვენ უკვე მივედით...
არადა ძალიანაც არ მინდოდა,,იქ მისვლა,,ა
ააქვს ლაპარკს აზრიიი??
ვითარება, გარემო, ყველაფერზე კარგად ლაპარაკობს...
თითქმის სამი წელია უკან დაგდევთ, სათქმელი ნათქვამი მაქვს--ახალს ვეღარ ვიტყვი..
ისე ადრე თქვენგან ბევრი,,მიმქონდა--წავიღე,,....
ეხლა კი ველოდები...მოვლენების განვითარებას..

რედაქტორის რჩევით