"წულუკიანი დანიშვნის დღიდან იმუქრება თანამდებობიდან წასვლით" - სამთავრობო კარუსელი ისევ ტრიალებს
31-08-2015
"წულუკიანი დანიშვნის დღიდან იმუქრება თანამდებობიდან წასვლით" - სამთავრობო კარუსელი ისევ ტრიალებს
ხელისუფლებაში სამთავრობო ცვლილებებისთვის ემზადებიან - სავარაუდოდ, მინის­ტრთა კაბინეტში პირველი გადაადგილებები უკვე მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. პროცესი კი შესაძლოა, 2-3 თვე გაგრძელდეს.

ცვლილებები შეეხება ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და დიდი ალბათობით, ფინ­ანსთა სამინისტ­რ­ოსაც. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს ეკონომიკის­ მინისტრის თანამდებობაზე ვიცე-მერი დიმი­ტრი ქუმსი­შვილი ჩაანაცვლებს­. ეკონომიკის მოქმედ მინისტრს კი­, დიპლომატიურ პორტფელს ჩააბარებენ. კულუარულად ისიც გვითხრეს, რომ თამარ ბერუჩაშვილმა ჯანმრთელობის­ მდგომარეობის გართულების გამო, პრე­მიერს­ თანამდებობიდან გათავისუფლების თხო­ვნით მიმართა. პირად საუბარში კი ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კვირიკაშვილის­
საგარეო საქმეთა­ სამინისტროში გადანაცვლება ასე განგვიმარტა - ენები იცის, თავდაჯერებულადაც საუბრობს და საგარეო საქმეთა მინისტრად რატომ არ უნდა გაამართლოსო.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც თებერვლისთვის გიორგი კვირ­იკ­აშვილს საკუთარი პროფილით მუშაობის გაგრძელება მოუწევს - ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ერთ-ერთ მძიმეწონიან კანდი­დატად განიხილება. რაც შეეხება, დიმიტრი ქუმსიშვილს,
მას მერიაში თანამშრომლები უკვე ოფიციალურად­ დაემშვიდობნენ და წარმატებები უსურვეს.
დიდი ალბათობით, ცვლილებები ფინან­სთა მინისტრსაც შეეხება, თუმცა მისი სავარაუდო შემცვლელი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. სხვათა შორის, ამ პოსტზე დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკის ყოფი­ლი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე განიხილება, თუმცა, მანაგაძე "იბიარდში" მუშაობს და შესაძლოა, ფინანსთა მინისტრობას არც დათანხმდეს.
შესაცვლელ მინისტრთა ჩამონათვალში თეა წულუკიანიც სახელდება. ითქვა, რომ პროკურატურის კანონთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა და პრემიერმა ცხარედ იკამათეს, რის გამოც წულუკიანი­ თანამდებობის დატოვებით დაიმუქრა. გარდა ამისა, არაეთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ წულუკიანს სტრასბურგში, ევროსასამართლოში სურს მუშაობის გაგრძელება.

აუცილებელია თუ არა სამთავრობო ცვლ­ილებები და რა შეიცვლება მინისტრების გადანაცვლებით, ამ კითხვებით ექსპერტ გია ხუხაშვილს მივმართეთ:

- მთავრობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, თუმცა, სანამ მთლიანად სისტემა არ შეიცვლება, ეს მხოლოდ ძალაუფლების გასამყარებლად პოლიტიკური თამაშის ნაწილად შეგვიძლია აღვიქვათ. კვირიკაშვილთან დაკავშირებით მაგიდაზე სხვადასხვა ვარიანტი დევს. მას მომავალში, მოცემულობიდან გამომდინარე გამოიყენებენ. ეს იმდენად მყიფე პროცესია, რომ კონსულტაციები ამ წუთებშიც მიმდინარეობს და შესაძლოა, თითქოს შეჯერებული ვარიანტი ბოლო მომენტში შეიცვალოს. მმართველ გუნდს ამ მიმართულებით ჩამოყალიბებული­ სტრატეგია არ გააჩნია.
წულუკიანი კი დანიშვნის დღიდან იმუქრება თანამდებობიდან წასვლით. მე მის განცხადებებს სერიოზულად აღარ აღვიქვამ.
არიან ადამიანები, რომლებიც მსგავსი პოზიციით სიამოვნებას იღებენ და პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ამ გზით ცდილობენ. წულუკიანი ორივე მიმართულებით კომპლ­ექსურად მოქმედებს... ნოდარ ხადური კი, ვინც უნდა შეცვალოს, ვფიქრობ, მასზე მეტს მაინც ვერაფერს გააკეთებს. პირიქით, სისტემის სტაბილურობისთვის უმჯობესი იქნება ის ფინანსთა მინისტრად შეინარჩუნონ.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ რეფორმა არ ჩატარდა, ლოკალურ გადაადგილებებს აზრი არა აქვს".

რუსუდან შელია
qeti
01 სექტემბერი 2015 16:57
წულუკიანი თანამდებობის დამთმობი რომ ყოფილიყო,საკუთარ გუნდს არ გადააგდებდა.
vaso
31 აგვისტო 2015 19:48
Sastràpod shezatsvlelia sanikidze,sanam bolomde Ar daangria ganatlebis sistema,shemdegshi danarchenebi.tsulukiani imdens Ar ashavebs rogorts beruchashvili arapris ketebit,gaushvit es qali vis ra dagishavat ministrad rom gatsiret!
cicino
31 აგვისტო 2015 19:46
თეა წულუკიანი განათლებული მინისტრია და ვთვლი ზუსტად შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. მკაფიოდ, არაორაზროვნად და გასაგებად გველაპარაკება.ზოგიერთი მინისტრისგან განსხვავებით იცის საკუთარი სამინისტროს დანიშნულება და არსი. ის მზარდი მინისტრია და გული დამწყდება, თუ გაათავისუფლებენ.

რედაქტორის რჩევით