"არჩევნებში ისევ კოალიციურ ფორმატში წარვდგებით" - რატომ ეძებს ექსპერტებს jobs.ge-ზე პარტია "ქართული ოცნება"
31-08-2015
"არჩევნებში ისევ კოალიციურ ფორმატში წარვდგებით" -  რატომ ეძებს ექსპერტებს jobs.ge-ზე პარტია "ქართული ოცნება"
"ზოგი დაპირება კერძო ინიციატივით გაჟღერდა"

პარტია "ქართული ოცნება" 60 დამოუკიდებელ ექსპერტს 15 სამუშაო დღით ეძებს­ - ამის შესახებ განცხადება სამსახურის მაძიებელთა საიტ jobs.ge-ზე გამოჩნდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ შემოდგომისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საუბრობს:

- სანამ jobs.ge-ზე განცხადებას განვა­თავსებდით, ყველა შესაძლო რისკი ავწონ-დავწონეთ.  გავითვალისწინეთ, რომ ოპონენტები ჩვენი­ ინიციატივის გაშარჟებას­ შეეცდებოდნენ, მაგრამ ეს ნაკლებად­ მნიშვ­ნელოვანია,  რადგან სერიოზული მიზნები გვამოძრავებს - გვსურს, საზოგადოებასთან
მაქსიმალურად გახსნილად ვიმუშაოთ.

- გაქვთ მოლოდინი, რომ 60 დამოუკიდებ­ელ­ ექსპერტს იპოვით თუ "ქართული ოცნების"­ საარჩევნო პროგრამაზე 20/30-ის (ანალიტიკური­ გადაცემა GDშ-ზე) წევრებიც იმუშავებენ?

- მთავარია, ექსპერტები რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ ასოცირდებოდნენ­ და წარმატ­ებულ კადრებად ითვლებოდნენ.­ ქვეყანაში რესურსი ნამდვილად არსებობს, მთავარია, მათი სახელმწიფოს გარ­შემო კონსოლიდირება შევძ­ლოთ. რაც
შეეხება 20/30-ის წევრებს, აპლიკაციის შემოტანის შესაძლებლობა მათაც აქვთ.

- დაახლოებით იგივე პროცესი­ დაიწყო 2012 წელსაც, წინასაარჩევნო პროგ­რა­მის მომზადებაზე ექსპე­რტების არმია ჩაერთო. წინა გამოცდილებამ გაამართლა?
- შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 2011-2012 წლებში ყველა­ ნაბიჯმა გაამართლა და რევოლუციურ არჩევნებში გამარჯვება შევძელით. მაშინ მიდგომებიც განსხვავებული იყო და აქცენტები­ ცნობად სახეებზე კეთდებოდა.­
ახლა მნიშვნელოვანია­ არა ცნობად­ი, არამედ კონ­­კრეტულ სფეროში წარმატებული­ პირები.
არსებულ ფორმატში ტელეექსპერტების ჩართვასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს პრიორიტეტს ნამდვილად არ წარმოადგენს.

- ცნობად სახეებს ინტე­ლექ­ტ­კ­ლუბშიც ეძებდით, ფავორიტად გიორგი­ მოსიძე სახელდებოდა...
- ინტელექტკლუბის წევრებ­თან კონსულტაციები გვქონდა­, ისინი­ პარტიულ საქმიანობაში­ უკვე ჩაერთვნენ. თანამშ­რომლობა უფრო გაღრმავდება, საამისოდ, ორმხრივი­ თანხმობა არსებობს. რაც შეეხება ლიდერს, პარტიის იერა­რ­ქია კარ­გად­ არის ცნობილი­ - ლიდერი ირაკლი ღარიბაშვი­ლია და ჩვენი­ პოლიტიკური­ ძალა მისი ხელმძ­ღვ­ანელობით აგრძელებს საქ­მია­ნობას. ამ გუნდით­ მნიშვნელოვანი წარმა­ტების მი­ღ­წ­ევა შეგვიძლია. პარტიის ძირი­თად­­ ბირთვში დარჩებიან ის ლი­დ­ერებიც,­ რომლებიც "ქართულ ოცნებას" 2011 წლიდან მოჰყვებიან.

- 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას­ ისევ კოალიციურ­ რეჟიმში აპირებთ თუ გამარ­­ჯვებას დამოუკიდებელი ძალებით შეეცდებით?
- დარწმუნებული ვარ, 2016 წელს არჩევნებში ისევ კოალიციურ ფორმატში წარვდგებით. ჯერჯერობით, არც ერთ პარტიას არ გამოუთქვამს სურვილი დამოუკიდებლად იმოქმედოს.

- მართალია, დღეს მმართველ პარტიას წარმოადგენთ, მაგრამ 2012 წელს პარტიის ძირი­თად რესურსს ივანიშვილი წარმოადგენდა. დღეს რა კაპიტალზე დაყრდნობით აპირებთ არჩევნებში გამარჯვებას?
- დღეს ძირითად ოპონენტად "ნაციო­ნალური მოძრაობა" აღიქმება, თუმცა, მასთან შედარებით დიდი უპირატესობა­ გვაქვს.
ჩვენთვის მთავარი არჩევ­ნ­ებში გამარჯვება კი არა, რესურსის გამოყენებაა. აუცი­ლებელია­ პარტიული საქმიანობა გავა­უმჯობეს­ოთ­ და მოსახლეობისთვის მაქსიმა­ლ­ურად მისაღებ ძალად ჩამოვყალიბდეთ.
დღეს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი "ქართულ ოცნებას" აქვს. პერიოდულად კვლევებს ვატარებთ, შედეგები მსგავსი დასკვნების შესაძლებლობას გვაძლევს. "ქართულ ოცნებას" მაღალი რეიტინგი აქვს, რაც გვაძლ­ევს გარანტიას, რომ 2016 წელს სოლიდური უპირატესობით გავიმარჯვებთ.

- დღევანდელი მდგომარეობით პარტიამ რამდენად გაამართლა მოსახლეობის მოლოდინი?
- "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ ავტორიტარული რეჟიმი დემოკრატიული მმართველობით შეიცვალა და პლურალისტური გარემო ჩამოყალიბდა.

- სხვა დაპირებებიც გქონდათ, სოციალური მიმართულებით, ტარიფების განახევრების თვალსაზრისით.
- სირთულეები­ არსებობს, რაც არა მხოლოდ შიდა, გარე ფაქტორებით, მათ შორის, რუსეთის კრიზისისა და უკრაინის ომითაა განპირობებული. მიუხედავად ყველაფრისა, მთავრობა პრობლემებს წარმატებით უმკლავდება. მეტიც, 2014 წელს საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდის კუთხით პირველ ადგილზე იყო, რაც რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გახლდათ... ზოგი დაპირება კერძო ინიციატივით გაჟღერდა... წინასაარჩევნო პროგრამის შემუშავება მაქსიმალური ჩართულობით სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ არარეალისტური დაპირებები გამოვრიცხოთ.

- ანუ, აღარ მოვისმენთ დაპირებას, რომ ყველა სოფელს მილიონი ლარი დაურიგდება?
- ეს თავიდანვე არარეალისტ­ური იყო და არც პროგრამაში ფიქსირდებოდა.
რაც შეეხება ტარ­იფებს, არასწორი დაანგარიშება­ მოხდა, თუმცა ობიექტური­ გარემოება იყო ასეთი - ბოლო ეტაპზე კოალიცია პრაქტიკულად­ ომის რეჟიმში იბრძოდა. სამომავლო ხედვებს უახლოეს მომავალში წარვადგენთ, მოსახლეობას რაციონალურ გათვლაზე დაფუძნებული დაპირებები უნდა შევთავაზოთ.

რუსუდან შელია
chiko
02 სექტემბერი 2015 17:54
30 % ქოცები
25 % ნაცები
15 % ბურჯანიან
10 % ალასანია
5 % შალიკო
5 % გადახაზავს ყველას
10 % სხვა დანარჩენი.
ნაცებს ისევ ის ხალხი მიცემს ხმას ვინც წინა არჩევნებზე მიცა და არ შემცირდება მომხრეები. აი ქოცებს რაც შეეხება მათი 55 % დან 30 დარჩება და დანარჩენი 25 % - ის 20 % გადანაწილდება არანაც ოპოზიციურ ძალებზე. 5 % მგონია ოცნებიდან ნაცებისკენ გადავა. ცვენ ხო თავმოყვარე ერი ვართ და მაგ პონტში არ ალოკავს ხალხი თავის გადაფურთხებულს თორე გულის სიღრმეში ყველამ მშვენივრად იცის რომ უბრალოდ ,,ჩაისვარა,, ოცნებამ
1952-s
01 სექტემბერი 2015 18:15
ხალხის რა გითხრა (თვითონ გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს) და, ძამია, შენ უკვე ვეღარაფერი გიშველის!!!
belochka
01 სექტემბერი 2015 16:57
რა სიმპატიური "ბიჭია" ეს კობახიძე. კარგი მაკიაჟი და კესარია ვენებს გადაიჭრის.

რედაქტორის რჩევით