"ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა" (ექსკლუზივი)
14-09-2015
"ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის შესაძლებლობებს არ ემთხვევა" (ექსკლუზივი)
"უკრაინის ცენტრალური­ ხელისუფლება ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს"

ოდესის ოლქის გუბერნატორმა­ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემასთან საბაჟოზე არსებ­უ­ლი­­ ვითარება, უკრაინის პრემ­ი­ერ-მინისტრის გატარებული რეფორმები და მის მიერ ოდესის ოლქის­ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმ­ღვანელების კანდიდატურებზე უარის თქმა გააკრიტიკა. საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებებს თავად იაცენიუკი ასე გამოეხმაურა: "არ ვაპირებ, სააკაშვილის გამოხდომებს ვუპასუხო". უკრაინის ხელისუფლებაში გაჩენილ კონფლიქტს ქართველების გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი ალექ­სანდრე კვიტაშვილი გამოეხმაურა­ და სააკაშვილს კრიტიკული ტონი დაუწუნა. "კვირის პალიტრა" უკრ­ა­ინის ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრ ალექსანდრე
კვიტაშვილს ესაუბრა:

- საქართველოს­თან შედარებ­ით, უკრა­ინაში რეფორმები ნელი ტემპით ხორციელდება, სააკაშვ­ილი სისწრაფეს არის შეჩვეული და ყოფილი პრეზიდენტის სურვილები ოდესის გუბერნატორის­ შესა­ძლ­ებ­ლობებს არ ემთხვევა. უკრაინის ხელისუფლების მო­­­ქ­მედებებს როგორც მსოფ­ლიო ბანკში, ისე სხვა საერთაშ­ორისო ორგანიზაციებშიც ყოველდღი­ურ რეჟიმში აკვირდებიან, მაგ­რამ უკმაყოფილება არავის გამ­ოუხატავს.­ სწორედ აქედან გამომდინარე მივიჩნევ, რომ
უკრაინის ცენტრალური­ ხელისუფლება ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს.

- მაშ, რატომ დაუპირისპირდა­ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრ იაცენიუკს?

- მათ შორის გაუგებრობა­ მოხდა... პრობლემა საქართველოსგან განსხვავებული სისტემაა. გუბერნატორს შეზღუდული შესაძლ­ებლობები აქვს, რადგან საბაჟოც და პროკურატურაც ცენტრალურ­ ხელისუფლებას ექვემდებარება. შეზღუდული შესაძლებლობების გამო სააკაშვილი საბაჟოზე ცვლილებებს ვერ ახორციელებს.

- გაჩნდა ვერსია, რომ სააკა­შვილს პორტიდან შემოსული თან­ხ­ების სრულად კონტ­როლის სურვილი ამოძრავებს, რის შესაძლებ­ლობასაც იაცენიუკი­ არ აძლევს. რამ­დენად რეალურია, სააკაშვილი უკრაინის პრემიერი გახდეს?

- პორტთან დაკავშირებით პრობლემა რეალურად შეიქმნა, როდესაც ბაზარზე იაფი გადამზ­იდავი შემოვიდა. მოგეხსენებათ, ამას ავიაციის სამსახურის უფროსის გათავისუფლებაც მოჰყვა.

რაც შეეხება სააკაშვილის ამბიციებს, პირად საუბარშიც აცხადებს, რომ პრემიერობის ამბიცია არა აქვს.იურიდიულად უკრაინაში მთავრობის ფორმირება პარლამენტის მხარდაჭერით ხდება. პრემიერის დანიშვნასაც პარლამენტის უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, თუ დეპუტატები სააკაშვი­ლს­­­­­ პრემიერად არ წარადგ­ენენ, მხოლოდ პეტიციის საფუძველზე თანამდებობას ვერ დაიკავებს.

- უკრაინელი დეპუტატების ნაწილი სააკაშვილითა და ზოგადად,­ უცხოელების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით უკმაყოფილოა. ფიქრობთ, რომ უკრაინის პრემიე­რად სააკაშვილის დანიშვნას რადა მხარს არ დაუჭერს?
- არ ვიცი, რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს სააკაშვილს რადაში. ისე კი, პრეზიდენტს პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს, სიდიდით მეორე ფრაქცია "სახალხო ფრონტს" კი იაცენიუკი ხელმძღვანელობს. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე უცხოელები არ უნდა ინიშნებოდნენ, მაგრამ აქ ლი­ტველები, პოლონელები­ და ამერიკელებიც მუშაობენ.

- ქართველების მუშაობამ რამდენად გაამართლა?

- ფაქტია, რომ პროცესები­სგან შორს მყოფი ადამიანების ჩართვამ უკრაინაში კორუფციული არხები სწრაფად გადაკეტა. პირადად მე აქ ცხრა თვეა ვიმყოფები, მაგრამ მთავრობასთან მუშაობის პრობლემა არასოდეს შემქმნია. სააკაშვილის მოწინააღმდე­გეები გაჩნდნენ, მაგრამ ამ ქვეყანაში დემოკრატიის საკმაოდ მაღალი ხარისხია. პრეზიდენტის მხარდამჭერიც კი ხმამაღლა გამოთქ­ვამს პრეზიდენტისადმი კრი­ტიკას, მაგრამ ამას მტკივნეულად არ აღიქვამენ.

- თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლებაც დანიშვნიდან მალე გადაწყდა. რატომ ვერ გაამართლეთ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე?
- ამ თანამდებობაზე შვიდი­ თვე ვიმუშავე. ცოტა ხნის წინ გუნდის შიგნით დაიწყო საუბრები,­ რომ პრეზიდენტს ცვლილებები­ სჭირდებოდა, გარკვეული კან­ონებიც უფრო ეფექტურად იყო შესასრულებელი. ამიტომ გადა­ვწყ­ვიტე, არავინ დამებრკოლებინა - განცხადებაც შევიტანე პარლამენტში, ახალმა მინისტრმა გააგრძელოს მუშაობა იმაზე დაყრდნობით­, რაც მე დავტოვე-მეთქი, მაგრამ ჩემი განცხადება პარლამენტმა არ დააკმაყოფილა­ - ჯერ კიდევ ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი ვარ. არ გამოვრიცხავ, მომავალ კვირას პარლამენტმა ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოს.

- თავად სააკაშვილმა თანამდებობიდან წასული თანაგუნდელები, მათ შორის ჯაბა ებანოიძეც მკაცრად გააკრიტიკა...
- მიშა იქნება თუ სხვა, ნებისმიერი რეაქციისა და განცხადების მოსმენა შემიძლია.

- საქართველოში დაბრუნებაზე თუ გიფიქრიათ ან ექსპრეზიდენტი თუ ფიქრობს საქართველოში­ პოლიტიკურ რევანშზე?
- არ ვიცი, სააკაშვილი რას ფიქრობს, თვითონ ისაუბროს...

რუსუდან შელია
dachi
15 სექტემბერი 2015 19:10
სანმ დროა მოშორდი მანდაურობას თორე ცოტახანში სააკშვილს რო ფეხებით დაკიდებენ შენც ზედ მიგაყოლებენ
kako
15 სექტემბერი 2015 19:10
კვიტაშვილი რა გაწყენინა მიშიკომ?
deme
15 სექტემბერი 2015 18:55
იმედია საყვარელიძეც მიატოვებს მალე

რედაქტორის რჩევით