"ბადაშვილის მოხსნა უნდოდათ და გადაიფიქრეს"
28-09-2015
"ბადაშვილის მოხსნა უნდოდათ და გადაიფიქრეს"
"შესაძლოა, მთავარი პროკურორი წინასაარჩევნო­ პერიოდში მოხსნან..."

შეინარჩუნებს თუ არა გიორგი ბადაშვილი ქვეყნის მთავარი პროკურორის სავარძელს? - გასულ კვირას ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. მთავარი პროკურორის მიმართ კითხვები საპარლამენტო ურავლესობის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროკურატ­ურამ ექსჩინოვნიკების (გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის) წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. რატომ­ იქცა პროკურატურა ახალი ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლად? "კვირის პალიტრას" ექსპერტი თამარ კიკნაძე ესაუბრა:

- "ქართული ოცნების" გამარჯვება, ძირ­ითადად, იმან განაპირობა, რომ მოსა­ხლეობას სამართლიანობის
აღდგენას დაჰპ­ირდნენ. ყველას იმედი ჰქონდა, რომ "ნაცი­ონალები" პოლიტიკური ავანსცენიდან ჩამოვიდოდნენ, მაგრამ საპირისპირო მოხდა.­ გასაგებია, რომ ხელისუფლება პარტნიორი ქვეყნების რჩევებს ითვალისწინებს, მაგრამ ეს ხშირად ქვეყნის მოქალაქეთა მოთხოვნ­ებს არ ემთხვევა. ამ ფონზე ხელისუფლების ქმედებები საზოგადოების დაბნეულობას იწვევს, სამთავრობო გუნდის უგერგილობას უფრო თვალში საცემს ხდის. ამის მაგალითია "კაბელების
საქმეზე" დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება და სამსახურში აღდგენა, გიგი უგულავას ერთდღიანი თავისუფლება და სხვ. შედეგად "ოცნება" ამომრჩეველს კარგავს, რომელიც,­ მართალია, "ნაცმოძრაობას" არ ემატება,­ რადგან საზოგადოებას არ დავი­წ­ყებია მათი დანაშაულები, მაგრამ ვერც სხვა ოპოზიციური ძალები აქტიურობენ და პოლიტიკური ვაკუუმი იქმნება. პოლიტიკური­ პროცესები ხალხს აღარ აინტერესებს, მით უფრო, რომ თანდათან მძიმდება ეკონომიკური და სოციალური ფონი, ამასთან დემოგრაფიული მდგომარეობაც, რადგან­ დიდი ნაწილი სარჩო-საბადებლის ძებნას საზ­ღვარგარეთ ცდილობს. ამ დროს კი რა ხდება?! ერთი ძროხის ქურდობისთვის­ ადამიანებს აპატიმრებენ, ექსჩინოვნიკებს კი, რომლებმაც ქვეყანა გაძარცვეს, ბრალი არ უმტკიცდებათ(?!). კეზერაშვილის გამართლებამ უამრავი კითხვა გააჩინა. ისიც კი ითქვა, რომ "ოცნება" "ნაციონალებს" შეეკრა, რამაც მოსახლეობის ნიჰილიზმი გააღრმავა.

- მთავარი პროკურორის შეცვლა იგეგმება?
- ეს საკითხი განიხილებოდა, თუმცა,­ ხელისუფლებამ ამ ეტაპზე არ ისურვა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ბადაშვილი თანამდებობას­ დიდხანს შეინარჩუნებს. შესაძლოა, მოგვიანებით ის მაინც გაათავისუფლონ. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს წინასაარჩევნო­ პერიოდს დაემთხვეს...
ბადაშვილის ფაქტორი­ მნი­შვნელო­ვანი არც არის. მთავარი პროკურორები­ იყვნენ - კბილაშვილი, ფარცხალაძე... არც ერთი დამოუკიდებ­ლობით არ გამოირჩეოდა. ისინი გამბედაობისა და კვალიფიკაციის მიხედვით არც არავის დაუნიშნავს.

- კულუარებში საუბრობდნენ, რომ ამ პოსტზე, შესაძლოა, კახა კახიშვილი დაინიშნოს...

- ამ პოსტზე კახიშვილის დანიშვნას მეც მივესალმები, თუმცა, ამ ეტაპზე არარ­ეალური მეჩვენება. კახას დიდი ძალ­ისხმევა დასჭირდება, რომ პროკურატურის მახინჯი­ სისტემა შეცვალოს. მას აქვს ამის უნარიც და პროფესიონალიზმიც, გამბედაობაც­ და წესიერებაც, მაგრამ მოქმედებებისთვის კარტბლანში მაინც ხელისუფლებამ უნდა მისცეს, მე კი ასეთ მზადყოფნას ვერ ვხედავ...
goga
03 ოქტომბერი 2015 12:46
ასეთივე სიტუაციაა გარემოს დაცვის სამინისტროში-გაივსო სამინისტრო ისევ ნაცებით,ყვავის ნეპოტიზმი,სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს საგარეჯოს მაჟორიტარი კანდიდატის თამარ ხიდაშელის ნათესავი,სანიტარული ექიმი,ამ ქალბატონის მეუღლე მინისტრის მოადგილეა და ნაციონალების დიდი მფარველი,მან მოიყვანა თანამდებობებზე ნაც.პარტიის წევრები.ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დანიშნეს უსუფაშვილის ძმის ცოლი,რომელსაც დამთავრებული აქვს ონასისის სახელობის თბილისის ინსტიტუტი,პედაგოგი.იქნება ვინმემ გაარკვიოს სად იყო ასეთი ინსტიტუტი,მგონი სადრაცა სარდაფის 100 დოლარიანი დიპლომია.ამათ შესტკივათ სამშობლოზე გული?დაღუპეს ქვეყანა ამ გარეწრებმა.ვინმემ მიხედოს სამინისტროს!!!
vitom?
30 სექტემბერი 2015 18:44
ვითომ, ბადაშვილშია საქმე?!
სადღაც სხვაგანაა მოსაძებნი ძაღლის თავი.

lali
29 სექტემბერი 2015 12:06
კახი კახისჰვილი სჰესანისჰნავი კანდიდატურაა!

რედაქტორის რჩევით