"კვირიკაშვილის მოადგილედ დარჩენა არასერიოზული იქნებოდა"
28-09-2015
"კვირიკაშვილის მოადგილედ დარჩენა არასერიოზული იქნებოდა"
სამთავრობო ცვლილებებს თამარ ბერუჩაშვილის სკამი შეეწირა­ - საგარეო საქმეთა მინისტრი ეკონომიკის­ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანა­ცვლა.

პრემიერმა ისიც კი განაცხადა­, ბერუჩაშვილის კარიერული ბედი მე კი არა, საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოსო, თუმცა რამდენიმე დღის წინ კვირიკაშვილის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა. იმის გასარკვევად, რა გეგმები­ აქვს ყოფილ მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს დავუკავშირდით:

- მინისტრის თანამდებობიდან ჩემი წასვლა არაორდინარულ ვითარებაში გადა­წყდა, თუმცა, ჩემთვის, როგორც კარიერული დიპლომატისთვის, მნიშვნელოვანია პროფესიული გამოცდილების რეალიზება შევძლო, - მთავარი
მომავალია, დანარჩენს კი ამ ეტაპზე გვერდზე გადავდებ.

- პრემიერმა თქვენი კარიერული მომავლის­ გადაწყვეტა კვირიკაშვილს მიანდო, თუმცა რამდე­ნ­­იმე დღის წინ მინისტრის მოადგილედ ჯანელიძე დაინიშნა.

- გუნდურობის თემაზე საუ­ბარი სპეკულაციამდე მიგვიყვანს. მინდა, საქმიანობა ქართულ დიპლომატიაში გავაგრძელო. არ არის გამორიც­ხული, კარიერა ელჩის სტატუსით გავაგრძ­ელო. საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც­ მინისტრები
საქმიანობას დიპლომატიურ სამ­სახურში ამ ხაზით აგრძელებენ. კვირი­კ­აშვილის მოადგილედ დარჩენა კი არასერიოზული იქნებოდა, რადგან საგარეო საქმეთა მინისტრობის შემდეგ მოადგილედ გადანაცვლება, მინიმუმ, საერთაშორისო პრაქტიკაში არ ჯდება.

- არც ის განუმარტავთ, რატომ იყო გუნდი თქვენი მუშაობით უკმაყოფილო, მით უ­მეტეს, მაია ფანჯიკიძესთან ერთად უწყებიდან წასვლის შემდეგ, სამინისტროში მინისტრად დაბრუნდით?
- სწორედაც რომ გუნდი ჩემი მუშაობით უკმაყოფილო არ ყოფილა, ყოველ­ შემთხვევაში, ამაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს. ბევრი საინტერესო ინიციატივა გვქონდა და შედეგებსაც მივაღწიეთ... გარკვეული კითხვის ნიშნები მეც მაქვს, მაგრამ ფაქტია, ჯგუფში პოლიტიკური­ გადაადგილება მოხდა - ჩემი შეცვლა სწორედ პოლიტიკური გადაადგილებების შედეგი იყო. რასაკვირველია, შეიძლებოდა ყველაფერი უფრო ნათლად მომხდარიყო. მე პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ...

- თქვენი არაპარტიულობა ხომ არ იწვევდა გუნდში თქვენდამი უნდობლობას?
- ვერაფერს გეტყვით.

- რომელ ქვეყანაში აპირებთ ელჩობას?
- ვენაში მივფრინავ და ალბათ, ჩემი დაბრუნების შემდეგ გადაწყდ­ება...

რუსუდან შელია
maxo
02 ოქტომბერი 2015 23:30
სოლიდარული გაუგებრობა.
tako
29 სექტემბერი 2015 21:23
ბერუჩაშვილო შენი მინისტრობა სერიოზული იყო???რა გააკეთე_ არაფერი??/ ისე დიდი წარმოდგენა კი გქონია საკუთარ თავზე...............
.
29 სექტემბერი 2015 18:56
რატო არავის არ ევასება ესს ქალი?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?