სიამაყე და სირცხვილი - რაგბი და ფეხბურთი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
05-10-2015
სიამაყე და სირცხვილი - რაგბი და ფეხბურთი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)
ფრთხილად!

წელს, როდესაც "იმედში" შემოგვიცვივდნენ, ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, თუ სააკაშვილს არ უნდა, პუტინს დაემსგავსოს, მაშინ "იმედის" დახურვა არ უნდა დაუშვას, რადგან დღეს ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი "იმედი" ერთადერთია, რაც მის რეჟიმს პუტინის რეჟიმისგან განასხვავებს, სხვა ყველაფერში უკვე დაემსგავსა­-მეთქი! გახსოვთ, პუტინმაც ნელ-ნელა დაიწყო ყველაფრის გაკონტროლება და ბოლოს ერთადერთი დამოუკიდებელი რუსული ფედერალური არხი ენ-ტე­-ვე მის მფლობელს, გუსინსკის წაართვა! სამწუხაროდ, სააკაშვილმაც ზუსტად იგივე გააკეთა. ამის მერე, ფაქტობრივად, ქართველი პუტინი გახდა.

დღეს ყველა ტელევიზია, მიუხედავად მისი
ფინანსური შესაძლებლობებისა, უკვე ნაცი­ო­ნალური მაუწყებელია, ანუ მთელ ქვეყანას ფარავს, მაგრამ რეიტინგს, ყურებადობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?! ყველა მაღ­ალი რეიტინგის მქონე ტელევიზიის ირგვლივ მეტისმეტად უსიამოვნო პროცესები განვითარდა, რამაც ეჭვები გააჩინა.­ ასეთ სიტუაციაში "რუსთავი 2"-ის თუნდაც ისეთი სახით არსებ­ობა, როგორითაც დღეს არსებობს, ამ ხელისუფლების დემოკრატიულობის გარანტიაა. თუ ამას
"ოცნებაში" ვერ ხვდებიან, ცუდად ყოფილა მათი საქმე!

რა თქმა უნდა, "რუსთავი 2" ისეთივე თავისუფალი მედიაა, როგორც მე ვარ ჩინეთის იმპე­რატორი, მაგრამ ვისაც დღეს ეჭვი ეპარება, რომ ეს პოლიტიკ­ური პროცესია, ნამდვილად ბრმაა. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად. "ქართული ოცნება"­ იბრძვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ტელევ­იზია წაართვას. სულ ეს არის მთელი ამ საქმის ალია-ბალია, ხოლო ის, რომ ეს კერძო­ დავაა, ისეთივე მითია, როგორი­ მითიც გვარამიას განცხადება აღმოჩნდა, რომ "რუსთავი 2" არადოტა­ციური ტელევიზიაა და სარეკლამო შემოსავლებით ცხოვრობს!
ვინც ოდნავ მაინც აზროვ­ნებს, ხვდება, რომ ეს შეიძლება "ქართული ოცნებისთვის" სავალალოდ დამთავრდეს, რადგან თუნდაც ოპოზიცი­ური პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი ტელევიზია მაინც არის დემოკრატია, ხოლო ხელისუფ­ლების გავლენის ქვეშ მოქცეული მედია უკვე დიქტატურის ნიშანია!

სიამაყე და სირცხვილი


როგორი ამაყი ვიყავი პარ­ასკევს ღამით, როცა ჩვენი მორაგბეებისა და ახალი ზელანდი­ის გუნდის სარაგბო ომი დასრ­ულდა. დიახ, "ომი", რადგან სწო­რედ ეს სიტყვა უხდება იმას,­ რაც მოედანზე ხდებოდა. მართალია, ჩვენმა ბიჭებმა წააგეს­, მაგრამ წააგეს მსოფლიოს ნომერ პირველ გუნდთან, ამიტომ არავის მოუბრუნდება ენა მათ სასაყვედუროდ. ზელანდიის დო­ნეზე ასასვლელად ბევრი დრო გვჭირდება, ამიტომ რაც იმ დღეს ქართველმა მორაგბეებმა გააკეთეს, როცა ზელანდიას რიგ ეპიზოდებში ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ერთი ლელოც დაუდეს, გმირობის ტოლფასია და ყველა სიამაყით აგვავსო.

თუმცა, ეს განცდა დიდხანს არ გაგრძელებულა. სოციალურ ქსელში შევიხედე და რაგბის გარდა მეორე მთავარი თემა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები იყო. უფრო სწორად, არჩე­ვნების წინაღამეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, რევაზ არველაძის მხარდამჭერი დელეგატის დაკავება. არველაძე­ ამ არჩევნებში ხელისუფლების ფავორიტ კანდიდატს, ლევან კობი­აშვილს დაუპირისპირდა. ჰოდა, იმის მომხრეს, ვინც ხელისუფლების კანდიდატს დაუპირისპირდა, არჩევნების წინაღამეს მოულოდნელად ნარკოტ­იკი აღმოუჩინეს და პოლიციაში გააქანეს. დაკავებულის ცოლი კი აცხადებდა, რომ მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მეუღლეს კობიაშვილის მხარდაჭერას სთხოვდნენ, ის კი არ დათანხმდა. ასეთ დროს რა უნდა იფიქრო? რა და, ის, რომ "ოცნება" ცდილობს, ყველანაირ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორ საქციელში "ნაციონალებს"­ მიჰბაძოს. თუ მიშა პუტინის მოსწავლე იყო, ესენი მიშას ღი­რსეული მოსწავლეები არიან.

თავის დროზე, "ნაციონალ­ურმა მოძრაობამაც" თავისი ნამდვილი სახე სწორედ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე დაგვანახა. მაშინ გიორგი ნემსაძემ ხელისუფლების ფავორიტი ნოდარ ახალკაცი დაამარცხა და მერე ნემსაძეს ერთ საათში გად­ადგომა აიძულეს.

პატივცემულო ხელისუფლებავ, თქვენ უკვე ლამის ყველაფ­ერში დაემსგავსეთ თქვენს წინამორბედს! ფედერაციის არჩევნები რა შედეგითაც უნდა დასრ­ულდეს (ამ სტატიას შაბათ დილით­ ვწერ და ჯერ შედეგი არ ვიცი), ის ამის კიდევ ერთი დასტური იქნება!
გია
08 ოქტომბერი 2015 09:52
"ყოჩაღ" მერაბ
ჯონი ქუთაისელი
07 ოქტომბერი 2015 16:37
დალპა "დანიის სამეფოში" ყველაფერი, FIFA-ს ვგულისხმობ, ხოდა აშშ-მა დააპატიმრა მაღალჩინოსნები, ლამის პრეზიდენტის ჩათვლით! რაო? არადემოკრატიულად იქცევა აშშ თუ სამართლიანად? მიაქციეთ ყურადღება, არა შვეიცარიამ(თუნდაც საფრანგეთმა), სადაც განლაგებულია სათავო ოფისები, არამედ აშშ-მ გააკეთა გასაკეთებელი! რატომ? პასუხი მარტივია, ვინც იგრძნო პასუხისმგებლობა და ვისაც ნაღდად შეეძლო, იმან გააკეთა! ჩვენთან რა ხდება? საშინელება! ქართული ფეხბურთი "ჩანეხვდა", ხოლო რეზი, რომელიც ლამის დაბერდა საფეხბურთო ჩინოვნიკობაში, პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.... რა უბედურებაა ეს?!....ერთადერთი რაც შეძლეს, რეზი ჩამოაშორეს ფინანსებს(ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ სამივე ძმა არველაძეს როგორც ფეხბურთელს, მაგრამ ფული უყვართ ძაან, განსაკუთრებით რეზის და აჩის)....კიდევ ის შეძლეს, რომ ახალი, სუფთა და ამბიციური კაცის, ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელის გაპრეზიდენტებას შეუწყვეს ხელი! ხომ არის ეს სამართლიანი? ხომ არის ეს დემოკრატიული? დემოკრატია ხომ ხალხის მმართველობას ნიშნავს! ერის უმრავლესობა ნამდვილად მიესალმება კობიაშვილის არჩევას...
ჯონი ქუთაისელი
07 ოქტომბერი 2015 15:40
გამარჯობათ ბატონო მერაბ!

თქვენ წერთ, რომ .... "რუსთავი 2"-ის თუნდაც ისეთი სახით არსებ­ობა, როგორითაც დღეს არსებობს, ამ ხელისუფლების დემოკრატიულობის გარანტიაა...ანუ, ეს პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მხოლოდ დესტრუქციაზე მუშაობს და სახელმწიფო სტაბილურობის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს, დემოკრატიასთან პირდაპირ კავშირშია ?! "გვაყურშავებ"?ბნელა? ან დიქტატურაო რომ ახსენებ გაკვრით, ჩამოყალიბდით(ნაცმეცოცხეებსაც ეხება ეს), უუნარო ხელისუფლება გვყავს თუ დიქტატურისკენ მიდრეკილი, რამეთუ ეს ორი მცნება არათავსებადი, ურთიერთგამომრიცხავია: უუნარო ვერანაირად ვერ იქნება დიქტატორული და პირიქით...

ქვემოთ ფეხბურთთან დაკავშირებულ თქვენს "ნაფიქრალზეც" გავაკეთებ კომენტარს....გასკდა გული....

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები