"ეს კატასტროფაა!" - 2014 წელს საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა
"ეს კატასტროფაა!" - 2014 წელს საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა
"არ ვარ მომხრე, საჯარო სამსახურებში­ დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, მაგ­რამ ის, რაც დანამატებსა და ხელფასებზე ხდება, კატასტროფაა. ეს პრობლემა პარლამენტსა და მთავ­რობაშიც მწვავედ დგას. საკ­რებულოს წევრის მუშაობა ამომ­რჩეველმა უნდა განსაზღვროს და არა - ერთმა პირმა".

სახელმწიფო აუდიტის სამს­ა­ხუ­­რის ანგარიშის თანახმად, 2014 წელს­ თბილისის საკრებულოში ­­4 მი­­ლიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა, თუმცა, წლის განმავლობაში გაცემული საპრემიო თანხის 90% 2014 წლის 6 თვეშია გაცემული. აუდიტის სამსახურის განცხადებითვე, ზოგჯერ პრემია გაცემულია თანამდებობრივი
სარგოს 200-300%-ის ოდენობით, საკრებულოს თავმჯდომარემ კი 2014 წლის 6 თვეში პრემიის სახით 40.7 ათასი ლარი აიღო. ანგარიშის თანახმად, 2014 წელს ახალ­არჩეულ საკრებულოს თანამდებობის პირებს პრემიები არ მიუღიათ და დეკემბრიდან საკრებულო სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკაზე გადავიდა.
საკრებულოს წარმოდგენილი­ დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალ­ებას, გაირკვეს, რა დამსახურებისთვის გაიცემოდა
პრემია და როგორ განისაზღვრებოდა თანხა. ანგარიშით ირკვევა, რომ პრემი­ები მიეცათ იმ თანამშრომლებს,­ რომლებიც იყვნენ შვებულებაში­ და ვერ შეძლებდნენ საერთო შედ­ეგში წვლილის შეტანას. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, სტუმრების მიღებისათვის 2012-2014 წლებში შეძენილია 74 300 ლარის ღირებულების სხვადასხვა პროდუქტი (ყავა, ჩაი, ტკბილეული, უალკოჰოლო სასმელები და ა.შ.). ამასთან, საკრებულოს კუთვ­ნილი­ ზოგიერთი ავტომანქანისთვის გაწე­რილი საწვავის ხარჯი 71-89%-ით აღემატება ექსპერტიზის დადგენილ ნორმებს.

დავით ზურაბიშვილი, საკრებ­ულოს წევრი: - არ ვარ მომხრე, საჯარო სამსახურებში­ დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, მაგ­რამ ის, რაც დანამატებსა და ხელფასებზე ხდება, კატასტროფაა. ეს პრობლემა პარლამენტსა და მთავ­რობაშიც მწვავედ დგას. საკ­რებულოს წევრის მუშაობა ამომ­რჩეველმა უნდა განსაზღვროს და არა - ერთმა პირმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ საკრებულოში ფულად­ დახმარებებს­ გავცემთ! როდესაც ვსვამ კითხვას, რატომ იწერენ ამ ოდენობის პრემიებს, პასუხს ვერავინ მცემს. თავს იმართლებენ,­ სააკაშვილის დროსაც იგივე ხდებოდაო. სააკაშვილის­ დროს ავტორიტარული რეჟიმი იყო, მას ხალხის აზრი არ აინტერესებდა, მთავარი იყო, აპარატი ჰყოლოდა მადლიერი. არ შეიძლება ავტორიტარული­ რეჟიმ­ისთვის დამახასიათებელი საპრემიო და სახელფასო ანაზღაურება გქონდეს. როდესაც პრემიებს­ იწერენ, ფიქრობენ, რომ ხალხი ამას ვერ გაიგებს. "ნაციონალური მოძრა­ობის" დროს საჯარო სტრუქტურებიდან ინფორმაცია არ გადიოდა. მას შემდეგ, რაც ვით­არება შეიცვალა, ხელისუფლება მუდმივად სკანდალში ეხვევა. თვითმმართველობის არჩევნ­ების წინ, როდესაც ამომრჩეველს ვხვდ­ებოდი, ყველა პრემიებზე წუხდა.­ ამის მოგვარება იოლად შეიძლება, მაგრამ რატომ­ღაც­ არ გვარდება! სახელისუფ­ლებო­ ვერტიკალში უმრავლესობას აქვს განცდა, რომ ის ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი არ არის. წინა ხელისუფლების დროს, მართალია, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდნენ, მაგრამ თანამდებობებზე მათი დამნიშვნელების ეშინოდათ. დღეს კი, კოალიციური­ მმართველობის პირობებში, ვიღაც პასუხისმგებლობას ერთი პარტიის წინ­აშე გრძნობს, მეორე - ზვიად ძიძიგურის, მესამე - ტყემალაძის, მეოთხე - უსუფაშვილის, პრობ­ლემა­ კი ვერ გვარდება და ვართ ასე შერცხვენილები და გალანძღულები.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (13)
gio
05 ოქტომბერი 2015 10:21
ძალიან ცუდი შეხედულება აქვთ სახელმწიფო აპარატში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, თურმე, სააკაშვილის როგორც ავტორიტარის დროს იმიტომ გაიცემოდა პრემიები, რომ კმაყოფილი ყოფილიყო აპარატი, რა სისულელეა, იქ ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ, რომელთა დიდი შრომის შედეგად ვითარდება ქვეყანა..წინა ხელისუფლების და დღევანდელი ხელისუფლების დროსაც პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არ მოქმედებს მოსამსახურეთა გაწეული შრომის შეფასების დახვეწილი ფორმა, რომლის საფუძველზედაც უნდა ხორციელდებოდეს, როგორც პრემიის გაცემა, ასევე თანამდებობრივი დაწინაურება და პრემიები გაიცემა ქაოსურად,ძირითადად ნაცნობ/მეგობრობით, ხოლო, თანამდებობრივი დაწინაურება ხორციელდება მთლიანად ნაცნობ/მეგობრობით, სახელმწიფო აპარატში საჭიროა დაინერგოს გაწეული სამუშაოს შეფასების ფორმა და ყველას ვისაც დააინტერესებს, პრემიის გაცემის საკითხი, პრემია იქნება დოკუმენტალურად დასაბუთებული..ეს ფორმა რა თქმა უნდა არ აწყობს ხელისუფლებას, იმიტომ, რომ სურვილისამებრ ვერ მისცემენ პრემიებს ნაცნობ/მეგობრებს და პრემიას აიღებს მხოლოდ ის მოსამსახურე, რომელსაც თავისი კვალიფიკაციით, გამოცდილებით და დიდი შრომით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარების საქმეში..

beriberi
05 ოქტომბერი 2015 09:38
როცა იცი რომ, შენი მოძმე, მოხუცებული იძულებულია დღეში
ერთი ლარით იცხოვროს და შენ დღეში ას ლარს ხარჯავ და უფრო მეტს ითხოვ, განა იმიტომ რომ არ გეკუთვნის არა, უბრალოდ უკვე, უსინდისო და არამზადა ხარ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-09-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა