"ეს კატასტროფაა!" - 2014 წელს საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა
"ეს კატასტროფაა!" - 2014 წელს საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა
"არ ვარ მომხრე, საჯარო სამსახურებში­ დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, მაგ­რამ ის, რაც დანამატებსა და ხელფასებზე ხდება, კატასტროფაა. ეს პრობლემა პარლამენტსა და მთავ­რობაშიც მწვავედ დგას. საკ­რებულოს წევრის მუშაობა ამომ­რჩეველმა უნდა განსაზღვროს და არა - ერთმა პირმა".

სახელმწიფო აუდიტის სამს­ა­ხუ­­რის ანგარიშის თანახმად, 2014 წელს­ თბილისის საკრებულოში ­­4 მი­­ლიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა, თუმცა, წლის განმავლობაში გაცემული საპრემიო თანხის 90% 2014 წლის 6 თვეშია გაცემული. აუდიტის სამსახურის განცხადებითვე, ზოგჯერ პრემია გაცემულია თანამდებობრივი
სარგოს 200-300%-ის ოდენობით, საკრებულოს თავმჯდომარემ კი 2014 წლის 6 თვეში პრემიის სახით 40.7 ათასი ლარი აიღო. ანგარიშის თანახმად, 2014 წელს ახალ­არჩეულ საკრებულოს თანამდებობის პირებს პრემიები არ მიუღიათ და დეკემბრიდან საკრებულო სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკაზე გადავიდა.
საკრებულოს წარმოდგენილი­ დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალ­ებას, გაირკვეს, რა დამსახურებისთვის გაიცემოდა
პრემია და როგორ განისაზღვრებოდა თანხა. ანგარიშით ირკვევა, რომ პრემი­ები მიეცათ იმ თანამშრომლებს,­ რომლებიც იყვნენ შვებულებაში­ და ვერ შეძლებდნენ საერთო შედ­ეგში წვლილის შეტანას. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, სტუმრების მიღებისათვის 2012-2014 წლებში შეძენილია 74 300 ლარის ღირებულების სხვადასხვა პროდუქტი (ყავა, ჩაი, ტკბილეული, უალკოჰოლო სასმელები და ა.შ.). ამასთან, საკრებულოს კუთვ­ნილი­ ზოგიერთი ავტომანქანისთვის გაწე­რილი საწვავის ხარჯი 71-89%-ით აღემატება ექსპერტიზის დადგენილ ნორმებს.

დავით ზურაბიშვილი, საკრებ­ულოს წევრი: - არ ვარ მომხრე, საჯარო სამსახურებში­ დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, მაგ­რამ ის, რაც დანამატებსა და ხელფასებზე ხდება, კატასტროფაა. ეს პრობლემა პარლამენტსა და მთავ­რობაშიც მწვავედ დგას. საკ­რებულოს წევრის მუშაობა ამომ­რჩეველმა უნდა განსაზღვროს და არა - ერთმა პირმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ საკრებულოში ფულად­ დახმარებებს­ გავცემთ! როდესაც ვსვამ კითხვას, რატომ იწერენ ამ ოდენობის პრემიებს, პასუხს ვერავინ მცემს. თავს იმართლებენ,­ სააკაშვილის დროსაც იგივე ხდებოდაო. სააკაშვილის­ დროს ავტორიტარული რეჟიმი იყო, მას ხალხის აზრი არ აინტერესებდა, მთავარი იყო, აპარატი ჰყოლოდა მადლიერი. არ შეიძლება ავტორიტარული­ რეჟიმ­ისთვის დამახასიათებელი საპრემიო და სახელფასო ანაზღაურება გქონდეს. როდესაც პრემიებს­ იწერენ, ფიქრობენ, რომ ხალხი ამას ვერ გაიგებს. "ნაციონალური მოძრა­ობის" დროს საჯარო სტრუქტურებიდან ინფორმაცია არ გადიოდა. მას შემდეგ, რაც ვით­არება შეიცვალა, ხელისუფლება მუდმივად სკანდალში ეხვევა. თვითმმართველობის არჩევნ­ების წინ, როდესაც ამომრჩეველს ვხვდ­ებოდი, ყველა პრემიებზე წუხდა.­ ამის მოგვარება იოლად შეიძლება, მაგრამ რატომ­ღაც­ არ გვარდება! სახელისუფ­ლებო­ ვერტიკალში უმრავლესობას აქვს განცდა, რომ ის ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი არ არის. წინა ხელისუფლების დროს, მართალია, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდნენ, მაგრამ თანამდებობებზე მათი დამნიშვნელების ეშინოდათ. დღეს კი, კოალიციური­ მმართველობის პირობებში, ვიღაც პასუხისმგებლობას ერთი პარტიის წინ­აშე გრძნობს, მეორე - ზვიად ძიძიგურის, მესამე - ტყემალაძის, მეოთხე - უსუფაშვილის, პრობ­ლემა­ კი ვერ გვარდება და ვართ ასე შერცხვენილები და გალანძღულები.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (13)
...
08 ოქტომბერი 2015 15:58
საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსული ყველა მთავრობის, ყველაზე დიდი შეცდომა, საპასუხისმგედლო თანამდებობის პირთა ანაზღაურების დანიშვნისას იქნა დაშვებული. გამსახურდიას და შევარდნაძეს თანამდებობის პირთა ანაზღაურებაზე საერთიდ არ უფიქრიათ, ღარიბაშვილმა (მიმაჩნია, რომ ეს უფრო ქვეყნის ფინანსთა მინისტრის დანაშაულია) კი იმდენი მიართვა, რომ მიღებული ანაზღაურების დახარჯვაზე ფიქრმა თანამდებობის პირთა მთელი დროის ბიუჯეტი შესანსლა და საქმისთვის ვერავინ იცლის. ლარის დევალვაციის დაწყების ერთერთი მიზეზი კრედიტებზე მოთხოვნილების ზრდა გახდა. პრობლემა მარტივად გადაწყდებოდა თუ მაღალხელფასიანთა ხელფასები ორად გაიყოფოდა ხელზე გაიცემოდა საარსებოდ აუცილებელი, ხოლო დანარჩენი პირად ანგარიშზე ჩაირიცხებოდა, გარკვეული პირობის შესრულების შემდეგ, აღების უფლებით. ახლა ყველა ნათლად ხედავს, რომ ქართული ოცნების წარმოუდგენლად დიდმა ავტორიტეტმა "ჩაილურის წყალი დალია".არააძნელი მისახვედრი, თუ რატომ.
პაპუნა
08 ოქტომბერი 2015 10:57
ცოტა მოითმინეთ 2016 წელს ვინც ოცნებას შემოხაზავს ყველას კიბო დაემართოს ამინ
ss
07 ოქტომბერი 2015 17:11
რატომ არის კატასტროფა?-დიახაც უნდა აიღონ პრემიები 4 და 17 მილიონიც ძალიანაც კარგად.ხალხი უნდა შიმშილობდეს ჩინონიკები კიდე უნდა გრიალებდნენ.დიახ სწორედაც ასე უნდა და მოუხდება ჩვენს ხალხს,ეს მათ დაიმსახურეს სრულიად სამართლიანად და კანონზომიერად თავიანთი არჩევანის გამო,რომელიც გააკეთეს 2012 წლის 1 ოქტომბერს!
შაკო
07 ოქტომბერი 2015 14:46
glaxuna! , ჩვეულებრივი ახლომხედველი ნაცი ხარ აზროვნებით. ჯერ ერთი, 2014 წელს საკრებულოს პრემიების 90% ნაცების მმართველობაზე მოდის და მეორეც 6.5 მილიარდზე კი არ ჩამოვიდა ქვეყნის ბიუჯეტი 9 მილიარდს გადააჭარბა. შეგიძლია ის თქვა, რომ 2015 წლიდან დანამატები დაიწყეს პრემიების შემცვლელებად მაგაზე გააკრიტიკე და კიდევ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გრანტების მოპოვებაში უნიათოები არიან.
tekla
07 ოქტომბერი 2015 13:25
რა გინდათ ხალხნო. თქვა "იმ" კაცმა, მეოთხე წელი იქნება გასაცარი, ყველა ოჯახს, ყველას ჯიბეს დაეტყობაო და აჰაა. მიდი და დაუმტკიცე საწინააღმდეგო. არ დაგეტყოთ თქვენ?
glaxuna
06 ოქტომბერი 2015 00:31

იღებენ პრემიებისა და დანამატებს,ანუ ძ ა რ ც ვ ა ვ ე ნ ნაც-ების 10-ჯერ გაზრდილ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ბიუჯეტს და თან...აგინებენ და ლანძღავენ ნაც-ებს

ბ რ ი ყ ვ თ ა კიდევ უფრო დ ა ს ა ბ ო ლ ე ბ ლ ა დ და გამოსაყენებლად,

ნაც-ები ყოველ წელს ზ რ დ ი დ ნ ე ნ სახელმწიფო ბიუჯეტს და შესაბამისად პენსიებს და ხელფასებს...

ამათმა,სახელმწიფო ბიჯეტი ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ უკვე 6.5 მილიარდზე ჩამოვიდნენ,ს ე კ ვ ე ს ტ რ ე ბ ი ც კი დაიწყეს და ა ქ ვ ე პრემიებს და დანამატებს მ ე ტ ს იღებენ (?!!!)...

რა თქმა უნდა ამდაგვარ
ყოვლად გაუგებარ
ქმედებებს ი რ ი ბ ა დ
,,ოცნების ლოგიკა,, -დ შეაფასებს მავაანნი,მაგრამ...

მით ხომ ,,დიდ საქმეს ,, აკეთებენ,

ანუ ბიუჯეტის ფულით ... ჟარგონზე,რომ ვთქვათ ერთმანეთის დ ა ვ ე რ ბ ო ვ კ ე ბ ა ს ახდენენ და მით - ოცნების კლანს ამაგრებენ...არჩევნები მოდის და ერთობლივად ხომ უნდა დ ა ა ბ ო ლ ო ნ კიდევ მრავალჯერ მათ მიერ დაბოლილი ხ ა ლ ხ ი და...ასე კიდევ გ ა მ ო ი ყ ე ნ ო ნ ,

თორე იმ დანამატებს და პრემიებს ა ღ კ ვ ე თ ა ვ დ ნ ე ნ ,ხელფასებსაც დ ა ი კ ლ ე ბ დ ნ ე ნ,თუ იმის პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის ხარისხი არ ყოფნით ,რომ ეკონომიკა განავითარონ და მით ბ ი უ ჯ ე ტ ი გაზარდონ ... პ ე ნ ს ი ე ბ ს მაინც ასე მ ო უ მ ა ტ ე ბ დ ნ ე ნ მოქალაქეებს და ლარის კურსის დაცემასთან ერთად რაღაც შ ე ღ ა ვ ა თ ს მიცემდნენ...

მაგრამ ხ ა ლ ხ ი,ამათვის,ანუ ღრუსეთუმე ,,ყოფილი ,, კომუნისტების და მათ მიერ გამოზრდილი კომკავშირელებისათვის...

მხოლოდ ს ა შ უ ლ ე ბ ა,რომ არის საკუთარი მიზნებისა და ინტერსებების დაკმაყოფილებისათვის,ეს უკვე ნათლად დაინახა განსაკუთრებით ნ ა თ ლ ა დ და გასაგებად 2012 წლიდან- სრულიად ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ა მ!!!
kaxeli
05 ოქტომბერი 2015 20:48
სამი წელი გავიდა
და აჰა, დადგა წელი მეოთხე გასაოცარი
ვახუშტი
05 ოქტომბერი 2015 15:13
როგორც პენსია,ასევე ყოველგვარი სამუშაო ადგილი უნდა იყოს ღირსეული ანაზღაურებით,ყველა მათხოვარი არ უნდა ვიყოთ,ყველა მდიდარი შეიძლება, რასაც მთელ საქართველოს ვუსურვებ უახლოეს მომავალში.
ალექს
05 ოქტომბერი 2015 13:48
135 ათასს მიაღწია სახმოხელეთა რიცხვმა,2 მილიარდზე მეტი ხელფასად იხარჯება,მარტო ხელფასი ხომ არაა,შენობა,ტელეკომუნიკაცია,ავეჯი,დენი,გაზი,გათბობა,დასუფთავება,ტრანსპორტი,განახლება და სერვისი,სხვა მრავალი!
შედეგი რომ იყოს სახეზე , ღირს ნამდვილად,ამ ფულმა უნდა მოგვცეს 30-45 მილიარდის ეროვნული პროდუქტი,მაშინ ეღირება,მაგრამ უნდა გავუძლოთ,ვნახოთ,იქნებ გაამართლოს,ოღონდ დასახვეწია რაღაცეები :
არათუ პრემია,ხელფასიც უნდა შეიზღუდოს ქვეყნის მასშტაბით არსებული სამომხმარებლო კალათის და საშუალო ხელფასის გათვალისწინებით.
გარდა ამისა მკვეთრად უნდა ჩამოყალიბდეს რანგებად, რა ფართის,რა დონის კომფორტის და აღჭურვილობის ოფისი და რა ფასის და დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება და ორგტექნიკაა საკმარისი მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის აღსასრულებლად,დაუდგინდეს უნდა სარგებლობის და ვარგისიანობის ვადის ლიმიტიც,მკვეთრადვე უნდა განისაზღვროს სამივლინებო და საწარმომადგენლო ხარჯების და სხვა გასვლითი ღონისძიებების ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიმღებთა წრე და უფლებამოსილება,ბიუჯეტიც,სარეკლამო სახელმწიფო სოციალური სპორტული თუ ფრომოუშენის ღონისძიებათა ლიმიტირებით.
უნდა მოვიდეს შესატყვისობაში სახელმწიფოს მიერ გაწეულ მომსახურებათა ღირებულება პირდაპირ გაწეულ ხარჯებთან,ის 99 %-თ წინასწარ დაგეგმილი ბიუჯეტით უნდა ხორციელდებოდეს,და ზედმეტია იმის მტკიცება კორუფცია აყვავდებაო,თევზი თავიდან ყარდება,ვიცით !
მე მაგალითად და ჩემნაირებს- თითქმის 4 მილიონიაო ამბობენ,თორემ რა დათვლის ზუსტად ,ათ რიგით მოქალაქედ არცერთი, ყურებიდან რომ ტვინი გადმოსდის, ის მოხელე,არ მიღირს !!!
წავიდეს ბიზნესში,სოფლად კოოპერატივში, თუ მაგარი ბიჭია,თავიც შეინახოს და გასახადიც იხადოს,ჩემი გადახდილი გადასახადით ათჯერ ჩემზე მეტი ვერცერთმა მინისტრმა და დეპუტატმა ვერ უნდა მიიღოს !დეპუტატზე გამახსენდა-ორზე მეტად ვერცერთ არჩევით თანამდებობაზე პირი ვერ უნდა მოხვდეს-ეს პროფეაიაა დეპუტატობა ?
მჭედელია პროფესია,არქიტექტორიც და მუსიკოსიც,დეპუტატი სტატუსია და ის მუდმივი ვერ იქნება !
ვისაც არ აწყობს წავიდეს,მოვლენ სულ სხვები,იკმარებენ,არც ქრთამს აიღებენ,არც სხვას შეუქმნიან საქრთამე ატკატისტურ ლეგალიზებულ გარემოს ,როგორც ახლაა!
ამასთან,როგორც სამხედრო და პოლიციელი,ზუსტად ისე, სახელმწიფო მოხელე,გარდა არჩევითი
თანამდებობისა ,პარტიულ აქტივობას უნდა ჩამოშორდეს,ამასთან,მაღალი ხელისუფალნი რომ მიეჩვიეთ ისე მათი ჰაი ჰარად გაყრას სამსახურებიდან,ეს მავნებლობა უნდა აიკრძალოს,კადრი უნდა გაიზარდოს უწყებაში საფეხურ საფეხურ და სავარაუდოდ გაყალბებული არჩევნებით გამარჯვებულმა პარტიულმა ფუნქციონერმა, ,ზოგადად ცრუ (აქამდე ასე იყო)დაპირებების გამცემმა, ქუჩა ქუჩა მოყიალე აქტივისტმა, დროშის ტარიანმა აგიტატორმა, აწ გადიდკაცებულმა , ის საფეხურებად ნაზარდი ნასწავლ გამოცდილი გაპროფესიონალებული სახელმწიფო მოხელე, ვერ უნდა დაითხოვოს სამსახურიდან იმის გამო,რომ ის ან თავადაა სხვა იდეოლოგიის მატარებელი, ან დაძმა ,შვილი ან მეუღლე ყავს სხვა საარჩევნო ბლოკიდან,ამას შეეშვათ უნდა !
რეზო
05 ოქტომბერი 2015 10:41
girsebi xart qoco amomrchevelo am gorebma qtveni puli rom shechames, sanikidzis barkals daxamdit da bolos ivanishvilis dzvali shegrchat pirahi.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები