"ეს კატასტროფაა!" - 2014 წელს საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა
05-10-2015
"ეს კატასტროფაა!" - 2014 წელს საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა
"არ ვარ მომხრე, საჯარო სამსახურებში­ დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, მაგ­რამ ის, რაც დანამატებსა და ხელფასებზე ხდება, კატასტროფაა. ეს პრობლემა პარლამენტსა და მთავ­რობაშიც მწვავედ დგას. საკ­რებულოს წევრის მუშაობა ამომ­რჩეველმა უნდა განსაზღვროს და არა - ერთმა პირმა".

სახელმწიფო აუდიტის სამს­ა­ხუ­­რის ანგარიშის თანახმად, 2014 წელს­ თბილისის საკრებულოში ­­4 მი­­ლიონ ლარზე მეტი პრემია­ და დანამატი დარიგდა, თუმცა, წლის განმავლობაში გაცემული საპრემიო თანხის 90% 2014 წლის 6 თვეშია გაცემული. აუდიტის სამსახურის განცხადებითვე, ზოგჯერ პრემია გაცემულია თანამდებობრივი
სარგოს 200-300%-ის ოდენობით, საკრებულოს თავმჯდომარემ კი 2014 წლის 6 თვეში პრემიის სახით 40.7 ათასი ლარი აიღო. ანგარიშის თანახმად, 2014 წელს ახალ­არჩეულ საკრებულოს თანამდებობის პირებს პრემიები არ მიუღიათ და დეკემბრიდან საკრებულო სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკაზე გადავიდა.
საკრებულოს წარმოდგენილი­ დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალ­ებას, გაირკვეს, რა დამსახურებისთვის გაიცემოდა
პრემია და როგორ განისაზღვრებოდა თანხა. ანგარიშით ირკვევა, რომ პრემი­ები მიეცათ იმ თანამშრომლებს,­ რომლებიც იყვნენ შვებულებაში­ და ვერ შეძლებდნენ საერთო შედ­ეგში წვლილის შეტანას. აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, სტუმრების მიღებისათვის 2012-2014 წლებში შეძენილია 74 300 ლარის ღირებულების სხვადასხვა პროდუქტი (ყავა, ჩაი, ტკბილეული, უალკოჰოლო სასმელები და ა.შ.). ამასთან, საკრებულოს კუთვ­ნილი­ ზოგიერთი ავტომანქანისთვის გაწე­რილი საწვავის ხარჯი 71-89%-ით აღემატება ექსპერტიზის დადგენილ ნორმებს.

დავით ზურაბიშვილი, საკრებ­ულოს წევრი: - არ ვარ მომხრე, საჯარო სამსახურებში­ დაბალი ხელფასები ჰქონდეთ, მაგ­რამ ის, რაც დანამატებსა და ხელფასებზე ხდება, კატასტროფაა. ეს პრობლემა პარლამენტსა და მთავ­რობაშიც მწვავედ დგას. საკ­რებულოს წევრის მუშაობა ამომ­რჩეველმა უნდა განსაზღვროს და არა - ერთმა პირმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ საკრებულოში ფულად­ დახმარებებს­ გავცემთ! როდესაც ვსვამ კითხვას, რატომ იწერენ ამ ოდენობის პრემიებს, პასუხს ვერავინ მცემს. თავს იმართლებენ,­ სააკაშვილის დროსაც იგივე ხდებოდაო. სააკაშვილის­ დროს ავტორიტარული რეჟიმი იყო, მას ხალხის აზრი არ აინტერესებდა, მთავარი იყო, აპარატი ჰყოლოდა მადლიერი. არ შეიძლება ავტორიტარული­ რეჟიმ­ისთვის დამახასიათებელი საპრემიო და სახელფასო ანაზღაურება გქონდეს. როდესაც პრემიებს­ იწერენ, ფიქრობენ, რომ ხალხი ამას ვერ გაიგებს. "ნაციონალური მოძრა­ობის" დროს საჯარო სტრუქტურებიდან ინფორმაცია არ გადიოდა. მას შემდეგ, რაც ვით­არება შეიცვალა, ხელისუფლება მუდმივად სკანდალში ეხვევა. თვითმმართველობის არჩევნ­ების წინ, როდესაც ამომრჩეველს ვხვდ­ებოდი, ყველა პრემიებზე წუხდა.­ ამის მოგვარება იოლად შეიძლება, მაგრამ რატომ­ღაც­ არ გვარდება! სახელისუფ­ლებო­ ვერტიკალში უმრავლესობას აქვს განცდა, რომ ის ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი არ არის. წინა ხელისუფლების დროს, მართალია, ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდნენ, მაგრამ თანამდებობებზე მათი დამნიშვნელების ეშინოდათ. დღეს კი, კოალიციური­ მმართველობის პირობებში, ვიღაც პასუხისმგებლობას ერთი პარტიის წინ­აშე გრძნობს, მეორე - ზვიად ძიძიგურის, მესამე - ტყემალაძის, მეოთხე - უსუფაშვილის, პრობ­ლემა­ კი ვერ გვარდება და ვართ ასე შერცხვენილები და გალანძღულები.

რუსუდან შელია
...
08 ოქტომბერი 2015 15:58
საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსული ყველა მთავრობის, ყველაზე დიდი შეცდომა, საპასუხისმგედლო თანამდებობის პირთა ანაზღაურების დანიშვნისას იქნა დაშვებული. გამსახურდიას და შევარდნაძეს თანამდებობის პირთა ანაზღაურებაზე საერთიდ არ უფიქრიათ, ღარიბაშვილმა (მიმაჩნია, რომ ეს უფრო ქვეყნის ფინანსთა მინისტრის დანაშაულია) კი იმდენი მიართვა, რომ მიღებული ანაზღაურების დახარჯვაზე ფიქრმა თანამდებობის პირთა მთელი დროის ბიუჯეტი შესანსლა და საქმისთვის ვერავინ იცლის. ლარის დევალვაციის დაწყების ერთერთი მიზეზი კრედიტებზე მოთხოვნილების ზრდა გახდა. პრობლემა მარტივად გადაწყდებოდა თუ მაღალხელფასიანთა ხელფასები ორად გაიყოფოდა ხელზე გაიცემოდა საარსებოდ აუცილებელი, ხოლო დანარჩენი პირად ანგარიშზე ჩაირიცხებოდა, გარკვეული პირობის შესრულების შემდეგ, აღების უფლებით. ახლა ყველა ნათლად ხედავს, რომ ქართული ოცნების წარმოუდგენლად დიდმა ავტორიტეტმა "ჩაილურის წყალი დალია".არააძნელი მისახვედრი, თუ რატომ.
პაპუნა
08 ოქტომბერი 2015 10:57
ცოტა მოითმინეთ 2016 წელს ვინც ოცნებას შემოხაზავს ყველას კიბო დაემართოს ამინ
ss
07 ოქტომბერი 2015 17:11
რატომ არის კატასტროფა?-დიახაც უნდა აიღონ პრემიები 4 და 17 მილიონიც ძალიანაც კარგად.ხალხი უნდა შიმშილობდეს ჩინონიკები კიდე უნდა გრიალებდნენ.დიახ სწორედაც ასე უნდა და მოუხდება ჩვენს ხალხს,ეს მათ დაიმსახურეს სრულიად სამართლიანად და კანონზომიერად თავიანთი არჩევანის გამო,რომელიც გააკეთეს 2012 წლის 1 ოქტომბერს!

რედაქტორის რჩევით