ვინ დატოვებს "ნაცმოძრაობას"? - პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი გააქტიურდა
12-10-2015
ვინ დატოვებს "ნაცმოძრაობას"? - პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესი გააქტიურდა
გოგა ხაჩიძე: "გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ფრაქციის შექმნაზე კოლეგებთან აქტიურად ვსა­უბრობთ"

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გადაჯგუფების პროცესიც გააქტიურდა. კულუარებში­ ამბობენ, მალე "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციის ფაქტ­ობრივი ლიდერი დავით ბაქრაძე­ დატოვებსო.

"ნაციონალებიდან" წამსვ­ლელთა სავარაუდო სიაში­ ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პა­ატა­ ლეჟავა, აბაშის მაჟორიტარი დავით დარცმელიძე და თერჯოლის მაჟორიტარი კახა ბუცხრიკიძეც სახელდებიან. ამასთან, ერთ-ერთი ვერსიით, "თავისუფალი დემოკრატები" შესაძლოა, ვიქტორ დოლიძემ დატოვოს. პარლამენტის ოპოზიციურ ფლანგზე არც იმას მალავენ, რომ
ოქტომბრის ბოლოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგან­ოში ახალი ფრაქციაც გაჩნდება - დიდი ალბათობით, დასახელებ­უ­ლი დეპუტ­ატები ყოფილ თანაგუნდელებს: გოგა ხაჩიძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი მელაძესა და პავლე კუბ­ლაშვილს შეუერთდებიან. თვის ბოლოს ახალი ფრაქციის შექმნას "კვირის პალიტრასთან" საუბრისას­ "ოთხეულის" ერთ-ერთი წევრი გოგა ხაჩიძეც ადასტურებს:

- ოქტომბრის ბოლოს პარტიის დარეგისტრირებას პარლამ­ენტში
ახალი ფრაქციის შექმნასაც დავამთხვევთ. გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ფრაქციის შექმნაზე კოლეგებთან აქტიურად ვსა­უბრობთ. ამასთან, საარჩევნო კამპ­ანიისთვის დაფინანსებასაც ვეძებთ.

- ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტიკაში ახალ დასაყრდენს ბიზ­ნესმენი დავით იაკობაშვილიც ეძებს. ითანამშრომლებთ მათთან?
- თუ ფინანსებს ვალდებულებებიც არ მოჰყვება, ივანიშვილისგანაც და იაკობაშვილისგანაც ფულს სიამოვნებით ავიღებდი.

- და ვინ იხდის პოლიტიკაში­ ფულს ვალდებულებების გარეშე?

- ვგულისხმობ ვალდებულებ­ებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს­ არ ეწინააღმდეგება. მართალია, "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახ­ლ­ეობის გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს, მაგრამ მათი სეგმენტი არ იზ­რდება. არც "ქართული ოცნ­ე­ბით" არის საზოგად­ო­ების უმრავლესობა კმაყოფილი. ამიტომ პო­ლიტი­კოსს იმდენი ინტუიცია უნდა გქო­ნდეს, რომ საზოგადო­ე­ბის განწყობა რეალურად შეაფასო.
"ნაციონალები" ხშირად ამბ­ობდნენ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიააო, თუმცა სხვები­სთვის მაინც ჩაკეტილი იყო.

ვიხვეწებოდი, პარტიას ცვლილებები სჭირდება-მეთქი. ერთ-ერთ აქც­ი­აზე­ ვანო მერაბიშვილმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა, თუმცა­ საბოლოოდ, პარტიის გასაახლებლად არაფერი გაკეთებულა. დღესაც არათანამიმდევრულად მოქმედებენ: ხან რიგგარეშე­ არჩევნებს­ ითხოვენ, ხან მერის გადადგომას,­ პარალელ­ურად საარჩ­ევნო ცვლილებებისთვის ხელმოწერებს აგროვე­ბენ. ვისურვებდი, ამ ხელ­ისუფლების ცვლილება­ დაჩქარდეს, თუმცა რიგგარეშე არჩევნები დღეს ტექნიკურად არ გვაწყობს.

"ნაცმოძრაობიდან"­ რამდენიმე­ დეპუტატის წასვლას არც დავით­ ბაქრაძე გამორიცხავს: - "ნაციო­ნალური მოძრაობ­იდან" პოლიტი­კოსების გადაბირე­ბაზე მოლაპარაკება დიდი ხნის წინ დაიწყო. აღმ­ოჩნდნენ ადამიან­ები, რომლებმაც­ ზეწოლასა და ცდუნებას­ ვერ გა­უძლეს. ხელ­ისუფლებას ოპო­ზ­ი­ც­ი­ისთვის დეპუტატების "გა­­მოსა­ცლელად" ბევრი მექანიზმი­ აქვს - პოლიტიკოსების­ ბიზნესის­ თვალსაზრისით მოტივირება, მუქარა... ღვინიაშვილმაც განაცხადა, ფრაქ­ციიდან გასვლის სანაცვლოდ ჩემს წინააღმდეგ და­წყებული გამოძიების დახურვა შემომთავაზესო. ამ ფონზე, უმცირესობიდან დეპუტატების გადინებას ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა, ყველ­აფრის მიუხედავად, 3 წლის განმავლობაში ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ქმედუნარიან ძალად რჩება. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, პარტიიდან წასვლას არ ვაპირებ. ყველ­ა­ზე­ მძიმე ვითარებაში, როდესაც­ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დავ­თანხმდი. მაშინ დავამტკიცეთ, რომ გადარჩენა შეგვიძლია, დღეს კი მთავარ ამოცანად პარტიის გაძლიერებას მივიჩნევ.

"ნაციონალური მოძრაობის" არასწორი ნაბიჯების მიმ­ა­რთ ყოველთვის კრიტიკ­ული ვიყავი, პრობლემებზეც­ საჯაროდ ვსაუ­ბრობდი, თუმცა პარტიის განვლილ წლებზე პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ საპრე­ზიდენტო არჩევნებზე თავადაც ვიტვირთე.
მიმაჩნია, რომ შეცდომებზე საუბარი სისუსტე კი არა, სიძლიერეა... დღეს, ძირითადად, მაჟორიტარებს­ აშანტაჟებენ და უმცირესობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მე რიგგარეშე არჩევნებისთვის ვემზადები - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში მალე დავბრუნდებით...

"კვირის პალიტრა" იმ მაჟორიტარ­ებსაც დაუკავ­შირდა, რომლებიც კულუარული­ ინფორმაციით, საპა­რლამენტო უმცირესობის დატოვებისთვის ემზადებიან.

დავით დარცმელიძე, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი:
"წასვლაზე არ მიფიქრია და მსგავსი რამ ჩემთვის არც შემოუთავაზებიათ".

პაატა ლეჟავა, ვანის მაჟორ­ი­ტარი დეპუტატი:
"3 წელი ამა­ზე­­ არ მიფიქრია და მსგავსი გა­დ­­ა­წყ­ვეტილების მიღებას არც მომავალში­ ვაპირებ".

კახა ბუცხრიკიძე, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი:
"არჩევნებისთვის ვემზადები. თუ ვინმე პარტიიდან წასვლას გადაწყვეტს, თავის გზაზე გაუმარჯოს. მე არსად მივდივარ, მეტიც, თუ პარტი­ის საბჭო გადაწყვეტს, მომავალ არჩევნებშიც კენჭს ვიყრი".
პარტიიდან წასვლას უარყოფს ვიქტორ დოლიძეც.

რუსუდან შელია
rava.....
14 ოქტომბერი 2015 22:12
რავა, სანდრამ ჩამოუტანა ქმრის გამოტანებული ფინანასები ბაქრაძეებს? ამიტომ ამოძრავდნენ?
ვაი მათ პატრონს

შუბლის ძარღვი რომ არ აქვთ, დაამტკიცეს, მაგრამ ახლა იმას ამტკიცებენ, შუბლიც რომ არ აქვთ.
ბაქრაძის ბუნჩულა სიფათმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ბუნჩულა სიფათის უკან დგას ყოველგვარ სიბინძურეზე წამსვლელი არარაობა, რომელსაც მრავალი ზიანის მოტანა შეუძლია, თუკი მიენდობით.
სირიაში არ ახდენს თავის დანა-ჩანგლური სტრატეგგის ექსპორტს?
ვაი მის პატრონს და ვუი იმის პატრონს, ვინც ბაქრაძეს გაყვება.

glaxuna
13 ოქტომბერი 2015 23:44

გლახუნას-ს

სწორად ყ ბ ე დ ო ბ ი თ,

ტყუილებით და დემაგოგიებით
მოდით ხელისუფლებაში პატარა ცბიერი და ცინიკოსი ,,მუშნი ზარანდიები,,

მაგრამ
მ ა ს ყოველივეს ხედავს დღეს სრულიად ჯ ა ნ ს ა ღ ი ქართველობა


და სწორად ყ ბ ე დ ო ბ ი თ მოსულები...წ ი ვ ი ლ- კივილით გავარდებით ს წ ო რ ა დ მ უ დ ა მ ,,მონების ქვეყანაში,,


მ ო ნ უ რ ი სულით და მენტალიტეტით!!!

რ ო გ ო რ ?!
ნაც-ებს
ჯერ რადარებიდან ვერ ხედავდით ...


მერე ნაც-ების ბრალია...ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ვ ი კრიზისი-ო,

მერე ხელისუფლების დამხობა უნდათო
(,,რადარებიდან გაქრობილები,,(?!!))...

ა ღ ა რ მოგწყინდათ ო ც ნ ე ბ ა ?!

და რაც უფრო დრო გადის,მით უფრო ნ ა თ ლ ა დ ხედავს ს წ ო რ ა დ ქართველი ხ ა ლ ხ ი,
რა ცბიერი,გაიძვერა,ცინიკოსი,ფარისეველი,მესჩანი,ხარბი
...წაკრიმინალო-წაბრუტუნო,გ ა დ ა გ ვ ა რ ე ბ უ ლ ი,ანუ კრიმინალურ-ფარისეველი მენტალიტეტის,ანუ მ ო ნ უ რ ი-მორჩილებითი სულისკვეთების მქონე ,,საბჭოთა ქართველობა,,


ე ნ რ ძ ო დ ა ჯერ ზვიადის ეროვნული ხელისუფლებას...ვინც ერს 200 წლოვანი ნანატრი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ა აღუდგინა,ანუ ღ ი რ ს ე ბ ა,

და მერე ნაც-ებს,ვინც ყოვლად უიმედო და უპერსპექტივო სახელმწიფოსდამაგვარი ქვეყნიდან თანამედროვე ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო შექმნეს და მისი ავტორიტეტი სერიოზულად გაზარდეს,
რის
შედეგად საუბარი წავიდა ცივილიზებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან ასოცირებისა და უვიზო მიმოსვლის შესახებ,თავდაცვის სამინისტრო... ნატ-სთან (!)

სწორად მიტომ ე ბ რ ძ ვ ი თ პატარა

,,ორჯონიკეძეებო,,
კ რ ე მ ლ ი ს ა გ ა ნ დაშინებულები... ამ ძალებს,

და მას დღეს ა შ კ ა რ ა დ ხედავს ქ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ა და გ ა დ ი თ ხალხში

და ამას ყოველივეს შ ე დ ე გ ი ექნება ...გაესაუბრეთ მაინც ჯ ა ნ ს ა ღ ი სულისკვეთების მქონე ქართველ ხ ა ლ ხ ს !!!
salo
13 ოქტომბერი 2015 18:47
ენმს ერთერთი ძალა არის რუსთავი 2 რომელიც მათ დეზინფორმაციებს სიყალბეს და ბოროტენას აშუქებს !!

რედაქტორის რჩევით