"კვლევაა თუ საბავშვო ბაღი?"
19-10-2015
"კვლევაა თუ საბავშვო ბაღი?"
ლევან ბერძენიშვილი: "საქართველოში ხელისუფლება საერთოდ რომ მოკვდეს,­ "ნაცმოძრაობა" ქვეყნის სათავეში ვერას­ოდეს დაბრუნდება"

სერგო რატიანი: "დღეს ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა ფაქტობრივად, არა აქვს"


"ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, "ნაციონალურ მოძრაობას" - 13%; არჩევანი ჯერ 35%-ს არ გაუკეთებია, 42% კი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას", - ასე გამოიყურება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური კვლევის შედეგები, რომელიც ორგანიზაციამ 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ამავე
კვლევით, 2012 წლიდან დღემდე იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლისთვისაც ევროკავშირში გაწევრება მისაღებია, შემცირებულია, ევრაზიული კავშირის მომხრედ კი გამოკითხულთა 31% რჩება.
NDI-ს კვლევებს პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: მმართველი გუნდი ორგანიზაციას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გამოქვეყნებულ პოლიტიკურ პროგნოზს ახსენებს, "ნაცმოძრაობა" კი ხელისუფლებაში დაბრუნებას აანონსებს.

ირაკლი გოგავა­,
პოლიტო­ლოგი:

"NDI-ს რეპუტაცია განს­აკუთრებით მას შემდეგ შეილახა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რეალობისგან რადიკალურად განსხვავებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეჭვს იწვევს ადგილ­ობრივი კონტრაქტორი ორგანიზაციაც, რომელსაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოს მასშტაბით კვლევებს უკვეთს - მას გოჩა ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც სააკაშვილის ახლო მეგობარია. რეალურად, "ნაცმოძრაობის" რეიტინგი 3-4%-ს არ აღემატება. ბუნებრივია, მოსახლეობა "ქართული ოცნების" უუნარო პოლიტიკით\ უკმაყოფილოა, მაგრამ თუ მმართველი გუნდი სწორ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს და ქმედით სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის ნდობას დაიბრუნებს".

ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტი­ის ლიდერი:
"NDI-მ აღნიშნა, რომ კვლევის პროცესში 71%-ის აზრი ვერ დაადგინა, ანუ მოსახლეობის უმრავლესობის პოლიტიკური განწყობა არ იცის. ეს ნიშნავს,­ რომ კვლევა, ფაქტობრივად, ჩავარდა. გასაგებია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნიჰილისტურად არის განწყობილი, ზოგიც­ იმედგაცრუებულია, მაგრამ აბსურდია, რომ ამომრჩევლის 71% არჩევნებზე მისვლას არ აპირებს და ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა" ბრუნდება. სააკაშვილი ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, უკრაინაში მოვკვდებიო, დღეს კი საქართველოში დაბრუნებას აან­ონ­სებს. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს იქ, სადაც თავად გაუხარდება, მაგრამ საქართველოში ხელისუფლება საერთოდ რომ მოკვდეს,­ "ნაცმოძრაობა" ქვეყნის სათავეში ვერას­ოდეს დაბრუნდება. 2012 წლის არჩევნებამდე "ქართულ ოცნებას" NDI-მ 10% დაუწერა, "ნაცმოძრობას" - 60%, მაგრამ არჩევნების დასრულების შემდეგ არარეალური კვლევის შედეგების გამო ბოდიშიც კი არ მოუხდია. პარტიები ბევრად კვალიფიციურ შიდა კვლევებს ვატარებთ და ზუსტად ვიცით, რა რეალობაა ქვეყანაში - "ნაცმოძრაობა" და "თავისუფალი დემოკრატები" მეორე ადგილს ვერ იყოფენ, ხელისუფლება კი არჩევნებში უპირობოდ იმარჯვებს. NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, აბსოლუტურად წინააღმდეგობრივია მოსახლეობის საგარეო განწყობა - თუ რუსეთი მოდის და მოსახლეობაში პრორუსული ძალები ძლიერდებიან, სააკაშვილს რა უხარია და ხელისუფლებაში დაბრუნებას რატომ აანონსებს? დღეს მოსახლეობის 31% ევრაზიულ კავშირს მხარს არ უჭერს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მესამე მოქალაქე პრორუსია. საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ, კვლევაა თუ საბავშვო ბაღი? საქართველოში­ რუსეთს მხოლოდ ძველი კომუნისტები და ერთი-ორი ბრიყვი ახალგაზრდა უჭერს მხარს და ეს ყველამ იცის. NDI-ს კვლევის შედეგები ზუსტიც რომ იყოს, მოსახლეობის უმრავლესობა - 60% მომავალს ევროპასთან ხედავს და ჩვენ მათ დაკვეთას შევასრულებთ - არჩევნებზე მოსაგებად გავდივართ".

სერგო რატიანი, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი:
"რეიტინგის მკვეთრ შემცირებას ხელისუფლებაშიც აცნობიერებენ - სწორედ ამიტომ გასცდა მმართველი გუნდი ნორმალური ქცევის ფარგლებს და რეპრესიების გზა აირჩია. ქვეყანა ჩიხშია, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი არსებობს - რიგგა­რეშე საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება 2012 წლის არჩევნებამდე გამოქვეყნებულ შედეგებს, მაშინ ხელისუფლებამ ვერ ამოიკითხა, რომ NDI-ს კვლევებში ამომრჩევლების დინამიკა, ვინც პოლიტიკური სიმპათიის დაფიქსირებისგან თავს იკავებდა, ხელისუფლების სასარგებლოდ არ იყო. ამას ციხის კადრებიც დაემატა. ციხის კადრებიც რომ არ ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ, პრობლემური დინამიკის გამო, "ნაცი­ონალური მოძრაობა" არჩევნებში­ მაინც დამარცხებულიყო ან მცირე უპირატესობით გაემარჯვა. კარგია, რომ ხელისუფლება შეიცვალა,­ რადგან 5%-იანი უპირატესობით გამარჯვების შემდეგაც "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის მართვა გაუჭირდებ­ოდა. მაშინ "ქართული ოცნების" რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ 3 წელიწადში ვითარება რადიკალურად შეიცვალა­ - კოალიციის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. არჩევნების შემდეგ მოსახლეობის 50% იმედოვნებდა, რომ ერთ წელიწადში მისი შემოსავალი მინიმუმ გაორმაგდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, ხელისუფლებამ არარეალური დაპირებების ფონზე, ქვეყანა უარეს კრიზისში შეიყვანა და ეკონომიკური დაღმავლობა თითოეულ მოქალაქეს შეეხო. დღეს ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა ფაქტობრივად, არა აქვს".

რუსუდან შელია
avto
22 ოქტომბერი 2015 03:00
იმას კვლევა ან ანალიზი რათ უნდა, რომ ქოცებმა ყველაფერში ჩაისვარეს და ეხლა თავიანთივე დადგმულ ბინძურ კადრებსღა უყურებენ
david
20 ოქტომბერი 2015 09:55
ეს ენდიაი საერთოდ ასაკრძალია და გასაძევებელი ქვეყნიდან, როგორც პროვოკაციებით დაკავებული უცხო ქვეყნის აგენტურა.
dodo
19 ოქტომბერი 2015 21:22
ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი ანალიზი არ არსებობს მაინც და მაინც ვირაცის ჭკუაზე უნდა ვიაროთ

რედაქტორის რჩევით