რა შენიშვნა მიიღო ფატუ ბენსუდამ - ომი ჰააგაში გრძელდება?!
19-10-2015
რა შენიშვნა მიიღო ფატუ ბენსუდამ - ომი ჰააგაში გრძელდება?!
"გამოძიების დაწყებამდე უნდა დაისვას კითხვა: ვის აძლევდა ხელს ეს ომი, ვისი საქმე გაკეთდა?"

თეა წულუკიანი: "გამოძიება ვერ ჩაითვლება­ სრულფასოვნად, თუკი ჰააგის სასამართლომ არ გამოიძია ქართველი­ სამხედროების წამებისა და მკვლელობების ფაქტები"


2008 წლის ომის გამ­ოძიების დაწყების მცდელობა ჰააგის­ პროკურორის მიერ, არის არა შედეგი, არამედ დიდი პროცესის დასაწყისი. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს გამოძიება, რომლის დაწყებაზეც პროკურორმა უფლება სამი ჰააგელი მოსამართლისგან უნდა მიიღოს. შესაძლოა, პროცესი არა მხოლოდ წლების განმავლობაში გაგრძელდეს, სულაც "საქმე
დაეკიდოს". ამ ტერმინით მოიხსენიებენ საქმეს, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ დაუსრულებელია და საბრალდებო დასკვნისთვის - არასაკმარისი, გამოძიება კი წინ აღარ ან ვეღარ მიდის.

ჰააგის პროკურორი ფატუ ბენსუდა თბილისს ესტუმრა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული საქართველოსა და რუსეთისგან მიწოდებული მასალების მიხედვით, ცხინვალის ომში გამოიკვეთა სამხედრო
დანაშაულის ნიშნები, ოსებმა იერიში მიიტანეს ქართულ სამშვიდობო შენაერთზე, ქართველებმა კი ცეცხლი გაუხსნეს რუსულ სამშვიდობო ბაზებს. პროკურორის თქმით, ქართველთა ეთნოწმენდის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მოსახლეობა 75%-ით შემცირდა. ფატუ ბენსუდა აპირებს, ეწვიოს მოსკოვს, ნახოს, რა ფორმით მიმდინარეობს ომის გარემოებების გამოძიება, რომლის დასრულებისთვისაც რუსულმა მხარემ ვადის გაგრძელება 2016 წლის თებერვლამდე ითხოვა. პროკურორი იმედოვნებს, რომ მას ასევე მიეცემა საშუალება, გამოძიება აწარმოოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც ქართული იურისდიქცია ვერ ვრცელდება და რის გამოც ქართულმა მხარემ გამოძიება შეაჩერა.

(წაიკითხეთ ასევე:  ვინ არის ფატუ ბენსუდა, პროკურორი ქალბატონი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას აპირებს)

"რატომ შეიყვანეს სამშვიდობო რუსულ ბაზაში მოიერიშე რაზმები?"

ფატუ ბენსუდას განცხადებით, როდესაც მან მოსამართლეებს გამოძიების უფლების მისაღებად მიმართა, მიუთითა, რომ გამოსაძ­იებელი პერიოდის ვადა განისაზღვროს არა ომის დაწყების­ თარიღიდან, არამედ 2008 წლის პირველი ივლისიდან, როდესაც სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა კონფლიქტის ზონაში. პროკურორი მიიჩნევს, რომ ფაქტების შესწავლის დროს მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა პირობე­ბი უსწრებდა წინ შეიარაღებულ კონფლიქტს. პოლიტოლოგ­ გიორგი კუჭავას აზრით, ჰააგის პროკურ­ორმა უფრო უნდა გაზა­რდოს გამოსაძიებელი პერიოდის არეალი.

- კაცობრიობის წინაშე დანაშაული ქართვე­ლებს 2008 წლის ომში არ ჩაუდენიათ. ჰააგის პროკურორს შეიძლება საწინააღმდეგო აზრი ჰქონდეს, თუ ის ეყრდნ­ობა რუსულ­ წყაროებს, რომელიც დეზინფორმაციული პროპაგანდის ნაწილია. გაიხსენეთ ომის დროს რუს­ული ტელეარხით გადაცემული სიუჟეტები. მაგალითად, ქალი (შესაძლოა, არც იყო ცხინვალელი)­ ემოციურად ჰყვებოდა, რომ თურმე 4 ქართული ტანკი გამოეკიდა,­ შუაში მოიქციეს და ესროდნენ. ბოლივუდურ ფანტაზიასაც კი აღარ ექვემდებარება ასეთი სანა­ხაობა. ასეთ "დაზარალებულებს"­ მრავლად ნახავდით რუსულ ეთე­რში. ვეჭვობ, ჰააგის სასამართ­ლ­ოსთ­ვის მიწოდებულ მასალებშიც ასეთი ფანტაზიები დომინირებს. რაც შეეხება ბრალდებას, რომ ოსებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართ­ულ სამშვიდობოებს, ქართულმა­ ჯარმა კი რუსულ სამშვიდობო­ებს­, ამ შემთხვევაშიც ქართველებ­ის დადანაშაულება აბსურდულია. როგორც ჩანს, პროკურორისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია,­ რა ხდებოდა რუსულ ე.წ. სამშვიდ­ობო ბაზაში: რო­გორ დაიცხრილა ქართული ბლოკპოსტები ამ წერტილიდან. ჯერ კიდევ ომის დღეებში იყო ცნობილი რუსული სამშვიდობო­ების სარდალ კულახმეტოვის განმარტება, რომ ვეღარ აკონტროლებდა ოსურ ბანდფორმირებე­ბს და არც იმას უარყოფდა, რომ ქართველებს რუსული სამშვიდობო ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან­ ესროდნენ. მიდიოდა ნერვებზე თამაში,­ რომ ქართულ მხარეს სწორედ იმ მიმართულებით გაეხსნა ცეცხლი, რათა რუს­ულ მხარეს მათი სამშ­ვიდობო ბაზის დაბომბვა დაეხვია ხელზე. ეს არის ე.წ. პალესტ­ი­ნის მეთოდი, პალესტინელი ტე­რორი­სტები ისრაელის პროვოც­ირებას ცდილობდნენ, როგორმე­ ცეცხლი გაეხსნათ იმ მიმართულებით­, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპებ­ოდა. ან თვითონ ხოცავ­დნენ ხალხს ისრაელის საპასუხო შეტევის შემდეგ, რომ დანაშაული მოწინააღმდეგეს დაჰბრალებოდა.

ვფიქრობ, იგივე მოხდა "მძინარე" ცხინვალის დაბომბვის დროსაც. იმედია, ჰააგის პროკურორი­ შეძლებს დაადასტუროს, რომ ცხინვალში შეიარაღებული დაპირი­სპირების დაწყებამდე დაიწერა სცენარი, რომლის მიხედვითაც მშვიდობ­იანი მოსახლეობა, თითო-ოროლას­ გამოკლებით, არ უნდა ყოფილიყო­ ქალაქში, რომელიც დასაბომბად იყო განწირული. საყოველთაოდ ცნობილია, ორი კვირით ადრე სეპარატისტული ხელისუფლების ლიდე­რმა კოკოითიმ გაიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა­. როგორც პალესტინელმა არაფა­ტმა შეახოცა ხელი არიელ შარო­ნს, რუსებს იმგვარა­დვე უნდოდათ­ ქართველებს დაჰბრალებოდა ვითომ მძინარე ცხინ­ვალელების დაბომბვა. ალბათ, პროკურორი გაითვალისწინებს რუსულ სამხედრო წვრთნებსაც, რომელიც ომამდე საქართველოს ყურისძირში იმართებოდა.

რუსებმა­ ომის საქმის გამოძიე­ბისთვის მანდატის გაგრძელება­ ითხოვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასალების ფალსიფიცირება და­იწყეს. ქართველების საწინააღმდ­ეგოდ რამე ხელჩასაჭიდი რომ ჰქონდეთ, უკვე ააფრიალებდნენ. როგორც უნდა ეცადონ სიმა­რთლის მიჩქმალვას, როგორ მოა­ხერხებენ რუსული სამშვიდ­ობო ბაზების შემთხვევაში, სა­დ­აც­ ომამდე ცოტა ხნით ადრე მოტომსროლ­ელი და სადესანტო­ ნაწილები შეიყვანეს. მათი ფუნქცია იერიშის მიტ­ანაა. საი­ერიშო­ ნაწილების ადგ­ილი სამშვიდობო­ ძალ­ებში არ არის. ამით დაგომისის ხელშეკრულება დაარღვიეს... გამოძიების დაწყებამდე უნდა დაისვას კითხვა: ვის აძლევდა ხელს ეს ომი, ვისი საქმე გაკეთდა? პასუხს კრემლის რუპორი ჟირინოვსკი იძლეოდა, რომ რუსეთს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი სჭირდება ნატოს საწინააღმდეგოდ. აქციეს კიდეც მთელი ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამხედრო პოლიგონად..."

რუსული ოკუპაცია - განგრძობადი დანაშაული

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი:
"რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ოკუპაცია არ დასრულებულა, ის განგრძობა­დ­ია. ჰააგის სასამართლოს­ დონ­ეზე გვექნება იურიდიული, სამართლებრივი დავა, რათა დავამტკიც­ოთ, რომ ჰააგის სისხლის სამა­რთლის სასამართლომ უნდა გან­იხილოს საკითხი, შეიძლება თუ არა იყოს სამხედრო დანაშაული­ განგრძობადი, რისი პრეცედ­ე­ნტიც დღემდე არ ჰქონიათ. ამასთან, გამოძიება ვერ ჩაითვლება­ სრულფასოვნად, თუკი ჰააგის სასამართლომ არ გამოიძია ქართველი­ სამხედროების წამებისა და მკვლელობების ფაქტები. დავაყენეთ საკითხი, რომ ამ გამოძიების მთავარი­ მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულოვის, უშანგი სოფრომაძისა და სხვა 23 სამხედრო ტყვის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ჰააგის პროკურორი დაგვპირდა, რომ ამ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ასევე განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის მიმართულებით, რომელიც თავად ჰააგის პროკურორმაც განსაკუთრებულად გამოყო".

რა შენიშვნა მიიღო ფატუ ბენსუდამ

შეძლებს თუ არა რუსეთი ომის ფაქტების გაყალბებას და საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების ფალსიფიცირებას? ფატუ ბენსუდას თქმით, გამოიძიებენ არა მხოლოდ ფაქტებს, იმასაც, თუ რამდენად ობიექტურად ჩატარდა გამოძიება. ძნელი სათქმელია, რის უფლებას მისცემს ჰააგას რუსული მხარე, მაშინ, როდესაც ცნობილია რუსეთის მიდრეკილება, როგორმე ჩაახშოს თავისი დანაშაულებრივი ქმედებების მამხილებელი ყოველგვარი აქტივობა, მაგალითად, ჩეჩნების საქმის მოკვლევით დაინტერესებულ ევროსასამართლოს წარმომადგენლებს რუსებმა საზღვარი ჩაუკეტეს. ფატუ ბენსუდას განცხადება, რომელიც, მისი განმარტების მიხედვით, ვარაუდებისგან შედგება და არა საბოლოო დასკვნისგან, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს ამ ომში ჯეროვანი როლი არა აქვს მინიჭებული, რაც იწვევს ეჭვს, რომ რუსული გავლენები ჰააგასაც მისწვდა. ამ მიმართულებით ჰააგის პროკურორმა შენიშვნა მიიღო როგორც საქართველოს მთავრობის წევრებთან, ისე ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რაზეც მან განაცხადა, რომ რუსეთის როლი აგვისტოს ომის საქმეში სათანადოდ იქნება გამოძიებული.

დაეხმარეთ ჰააგის პროკურორს

სანამ ჰააგის სასამართლოში მოსამართლეები პროკურორ ფატუ ბენსუდას მოთხოვნას განიხილავენ, საქართველოს ყველა იმ მოქალაქემ, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად დაზარალდა, უნდა მიმართოს ჰააგის სასამართლოს მოთხოვნით: დაიკითხოს გამოძიების ფარგლებში. ამიტომაც იუსტიციის სამინისტროს საიტზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული პირებისათვის განთავსდა ინფორმაცია, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ითანამშრომლონ ჰააგის სასამართლოსთან. ჰააგის სასამართლოს დაზარალებულებმა 30-დღიან ვადაში, 2015 წლის 12 ნოემბრამდე უნდა მიმართონ.

ვინ არიან სავარაუდო დამნაშავეთა სიაში?


გავრცელებული ინფორმაციით, ჰააგის პროკურორის შუამდგომლობას გამოძიების დაწყების თაობაზე თან ახლავს დახურული სია პირებისა, ვისაც, შესაძლოა, სამხედრო დანაშაულში მონაწილეობა დაუმტკიცდეთ. თუმცა,­ ფატუ ბენსუ­დამ განაცხადა, რომ ჯერ არც ერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული არ არის და შეუძლებელია იმის თქმა, იკვეთება თუ არა ამ საქმეში პუტინის, მედვედევის, კოკოითის ან ქართული მხარის რომელიმე წარმომადგენლის ბრალეულობა. პროკურორი ასევე თავს იკავებს მოწმეთა ვინაობის დასახელებისგან.

საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და დაბომბვის ქრონოლოგია

8 აგვისტოს, 09:45 საათის შემდეგ, რუსულმა ავიაციამ დაბომბა მთელი რიგი სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები არა უშუალოდ კონფლიქტის ზონაში, არამედ მის მიღმა, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე ათეული სამოქალაქო პირი და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. რუსული ბომბდამშენების სამიზნე გახდა:
1. გორი და გორის მიმდებარე სოფლები (მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა); 2. მარნეულის აეროდრომი; 3. ვაზიანის აეროდრომი; 4. კოპიტნარის აეროდრომი; 5. ონი; 6. ფოთის პორტი; 7. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი; 8. ანაკლია; 9. ზემო აფხაზეთი/კოდორის ხეობა; 10. თბილისი (საავიაციო ქარხანა და თბილისის აეროპორტის სამოქალაქო რადარი); 11. ხელვაჩაური; 12. შირაქი; 13. სენაკის აეროპორტი და სამხედრო ბაზა; 14. კასპი; 15. ხაშურის რაიონის სოფლები; 16. ბორჯომის ეროვნული პარკი.

10 აგვისტოს ოჩამჩირეში რუსეთის მიერ გადმოსხმულმა საზღვაო დესანტმა განახორციელა, არაპროვოცირებული, ინტენსიური საარტილერიო და საჰაერო შეტევა კოდორის ხეობის/ზემო აფხაზეთის წინააღმდეგ. შეტევა დაიწყო მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს შეიარაღებულმა დანაყოფებმა დისლოკაციის ადგილი - სენაკის ბაზა დატოვეს და აღმოსავლეთ საქართველოსაკენ გადაინაცვლეს.

12 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები შევიდნენ ფოთის სტრატეგიულ პორტში და ზუგდიდში დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები. ცხინვალის საპყრობილეში მძევლად აიყვანეს  150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების თბილისის მიმართულებით უკან დახევის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალები და უკანონო ბანდფორმირებები ძალადობდნენ კონფლიქტის ზონასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, სახლების გადაწვის, ძარცვის, ადამიანების გატაცების, ცემის ჩათვლით. კონფლიქტის ზონაში მთლიანად გადამწვარი და დანგრეულია სოფლები: ერედვი, ავნევი, ნული, ქურთა, აჩაბეთი, თამარაშენი, კეხვი და დისევი, რასაც ქართველების ეთნიკური წმენდა მოჰყვა. ეს დანაშაულები გრძელდებოდა საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც.

საქართველოს ოკუპაციის დროს ტყვედ აყვანილი ქართველი ჯარისკაცები აწამეს და დახოცეს. ამასთან, საომარი მოქმედებების შედეგად დახოცილი ქართველების დაკრძალვის უფლება არ მისცეს ქართულ მხარეს, ვიდრე საქმეში სასულიერო პირები არ ჩაერივნენ... ეს არის რუსული აგრესიის შედეგად შექმნილი ჯოჯოხეთის მოკლე ქრონოლოგია.
vaxo
19 ოქტომბერი 2015 16:06
რატომ არ ჩანან საქართველოში მცხოვრები ოსები.გამ ოვიდდენ და ილაპარაკონ სიმართლე.მარტო ჩვენთვის არიან ძმები და დები დავარქვათ ყველას თავის სახელი.გვეყო ილუზებში ცხოვრება.

რედაქტორის რჩევით