მეგის ქარდავას შურისძიება?! - როგორ აღმოჩნდა შემზარავი ვიდეომასალა უკრაინულ საიტზე
19-10-2015
მეგის ქარდავას შურისძიება?! - როგორ აღმოჩნდა შემზარავი ვიდეომასალა უკრაინულ საიტზე
"რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფირი მხოლოდ დასაწყისია - სააკაშვილს კიდევ არაერთ სიურპრიზს მოუწყობენ"

17 ოქტომბერს უკრაინულმა ვებგვერდმა Tube.ua-მ სათაურით "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების დროს სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახვ­ელი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტები, რის შემდეგაც დაკავებული გამომძიებელს "აღიარებით" ჩვენებას­ აძლევს. ვებგვერდს არა აქვს მითითებული წყარო, რომელმაც­ ვიდეომასალა მიაწოდა. უკრაინულ საიტზე თითქმის 5-წუთიანი მასალა ქართულ ვებგვერდებზეც სწრაფად გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება
გამოიწვია. საზოგადოების წარმომადგენლები სვამენ კითხვას: როგორ აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა უკრაინულ ვებგვერდზე. "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა:

- მოგეხსენებათ, შს სამინისტრომ სამეგრელოს სამალავებიდან ორი ტიპის, საზოგადოებისთვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ფარული ჩან­აწერები და წამების ფაქტების ამსახველი კადრები
ამოიღო. მაშინ პროცესში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჰამერბერგიც აქტიურად მონაწილეობდა და რეკომენდაციებსაც მისგან ვიღებდით. სწორედ ჰამერბერგმა გვირჩია, პირ­ადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაგვენადგურებინა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი­ ჩანაწერები კი შეგვენახა, რადგან ისინი საქმეში მტკიცებულებებს წარმოადგენდა. ყველა პირი, ვინც გავრცელებულ ვიდეოფირში ფიგურირებს, სასჯელს იხდის.

- თუ ვიდეოჩანაწერები ჰამე­რ­ბერგის რეკომენდაციით შეინახეთ, იმის ვალდებულებაც აიღეთ, რომ ისინი შს სამინისტროს არქივს არ გასცდებოდა. როგორ აღმოჩნდა ვიდეომასალა უკრაინულ ვებგვერდზე?

- გავრცელებული ფირი დაზარალებულების ადვოკატებს გადაეცა, რადგან სამართლებრივად ჩანაწერები მათი საქმის ნაწილი და მტკ­იცებულება გახლდათ. ვერ გეტყვით, უკრაინულ საიტზე როგორ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ შს სამინისტროს გარდა, მასალა სხვებსაც ჰქონდათ. მათ გავრცელებაში ხელისუფლებისკენ ხელს ვერავინ გამოიშვერს, ეს ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა.

ქართველმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, რომ გაუპატიურება და მსგავსი მეთოდებით აღიარებითი ჩვენების მოპოვება­ წინა ხელისუფლების ხელწერა იყო.
მსგავსი სისტემური დანაშაულის­ წყალობით პოულობდნენ "ჯაშ­უ­შებსა" და "ტერორისტებს", მეტ­იც­,­ ჯერ ადამიანზე ავრცელებდნენ ინფორმაციას და ტერორისტული აქტის სცენარს ამის შემდეგ­ დგამდნენ. სასურველი ჩვენების მისაღებად კი მწამებლები და გამაუპა­ტიურებლები ჰყავდათ დაქირავებული და "სამუშაოსთვის" ფულს უხდიდნენ. 2012 წელს ხელისუფ­ლება რომ არ შეცვლილიყო, დანაშაულებრივი სისტემა კიდევ უფრო დიდი მასშტაბით იმუშავ­ებდა - ეს წინა ხელისუფლების იდეოლოგია და მართვის სტილი გახლდათ. პოლიტიკურ ოპონენტე­ბსაც ანალოგიური მეთოდებით უსწორდებოდნენ.

(წაიკითხეთ ასევე:  "კოხტა კოდუამ მითხრა, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათამოო", მე მას დავთანხმდი" - სკანდალური "კასრების საქმე")

რამდენიმე ჩემს კოლეგას გაუპატიურებით ღიად დაემ­უქრნენ. ზოგს მის თვალწინ მეუღლისა და შვილის გაუპატიურებით აშინებდნენ. ამის ამსახველი ჩანაწერებიც არსებობს.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფირის გავრცელებას "ნაციონალურ მოძრაობასა" და გუნდის ყოფილ წევრებს, "მასტერასა" (კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე)­ და მეგის ქარდავას უკავშირებს. მისი განცხადებით, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნიდან გატან­ილი ჩანაწერების ორიგინალები უკრაინაში სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს, უკრაინელ­ ოლიგარქ კოლომოისკის მიჰყიდეს­.

ვახტანგ მაისაია:
"საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე­ მეგის ქარდავამ და "მასტერამ" ადამიანების წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ორიგინალები ქვეყნიდან გაიტანეს. ორივე მათგანი სისტემური­ დანაშაულის ორგანიზატორი და შემსრულებელია და, ბუნებრივია, იმასაც ხვდებოდნენ, რომ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულის გამო ახალი ხელისუფლების პირობებში ციხეში მრავალი წლით ამოყოფდნენ თავს. როგორც ამბობენ, ბოლო პერიოდში ქვეყნიდან გაქცეული მეგის ქარდავა და "მასტერა" "ნაციონალურ მოძრაობას" დაუპირისპ­ირდნენ - იმის გამო, რომ პარტია მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, შესაძლოა, ქარდავამ და "მასტერამ" თანაგუნდელებზე შურისძიება გადაწყვიტეს. "მასტერა" ჰოლანდიის ციხეში ზის და ქართული მხარე მის ექსტრადიციას ი|თხოვს, მეგის ქარდავა კი თავისუფლად დაიარება. როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ევროპაში იმყ­ოფებოდა, სადაც სწორედ ქარდავას შეხვდა და მისგან სააკაშვილის საწინააღმდეგო კომპრომატები შეიძინა. კოლომოისკის უკრაინაში ტელე­ვიზია და უამრავი საინფორმაციო­ სააგენტო აქვს. ასე რომ, რამდენ­იმე დღის წინ გავრცელებული ფირი მხოლოდ დასაწყისია - სააკაშვილს კიდევ არაერთ სიურპრიზს მოუწყობენ. ვფიქრობ, უკრა­ინელებიც მალე მიხვდებიან, სააკაშვილი და მისი ჯგუფი რეალურად რა ძალას წარმოადგენენ.­ სააკაშვილი უკრაინაში ისედაც რთულ ვითარებაშია - ცოტა ხნის წინ ის ადგილობრივ მოსახ­ლეობას დაუპირისპირდა და მუშტის ქნევით დაემუქრა კიდეც­. გავრცელებული ფირის გარეშეც­ კარგად ვიცი, რა ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, რადგან სისტემური დანაშაული პირადად მეც შემეხო.

საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დააბეს ციხეში ადამიანი და მას ძაღლივით ყეფას აიძულებდნენ. ამ ფაქტს ჩემ გარდა უამრავი ადამიანი დაადასტურებს, თუმცა ეს მხოლოდ მსუბუქი მაგალითია იმისა, რაც წლების განმავლობაში ციხეებში რეალურად ხდებოდა".
უკრაინულ საიტზე ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

რუსუდან შელია
ზურა.
21 ოქტომბერი 2015 21:37
მსოფლიოს ყველა ციხეში:ხდებოდა,ხდება და მოხდება ის რაზეც,უკვე სამი წელია"აღშფოთებით" საუბრობთ. მაგრამ საკვირველი ის არის რომ,ქურდული ტრადიციების მქონე ქვეყანაში,სადაც: ან ნათესავი გვყავს ციხეში,ან მეგობარი,ან მეზობელი და ყველამ ყველაფერი მშვენივრად ვიცით უფრო მეტი--კინოსერიალებია გადაღებული....და ვის ვატყუებთ?
naTia
21 ოქტომბერი 2015 15:49
მეიმ არსებებზე ვფიქრობ ვინც ასეთ რამეს აკეთებდა. ადამიანებს შეიძლება გავდნენ, მაგრამ მათ შექმნაში პირუტყვებსაც ჰქონდათ ალბათ მონაწილეობა მიღებული. იმ მეგისია თუ ვიღაც ჯამდაბა, დედაარ ყავს და თუ ყავს როგორ ცოცხლობს.
Misha
20 ოქტომბერი 2015 16:45
Ici raari sasacilo davijero es xalxi ver xvdeba ro arcevnebi ro modis mashin axsendebat kvelaferi.is qardavac imito ar daijires roeseti bindzuri saqmistvis jirdebat.gaiget da sheushvit mag utvino tavshi qartveles deda agarakavt...isini nacionalebi unda daxvrito kvela dirfesvianat da mere miamolo es debili ocneba artla ver carmovidgendi tu eseti utvinoebi ikvnen. Erti
Daimaxsovret. Sanam ivanishvilia saqartvelo evopashi verasodes ver sheva da sheeguet amas an daickeba omi rusettan .tu es aricit mashin debilebi xart kvela

რედაქტორის რჩევით