ნიკა გვარამია: "ვადასტურებ, სააკაშვილთან ხშირად და ბევრ თემაზე ვსაუბრობ, მათ შორის, "რუსთავი 2"-ზეც
26-10-2015
ნიკა გვარამია: "ვადასტურებ, სააკაშვილთან ხშირად და ბევრ თემაზე ვსაუბრობ, მათ შორის, "რუსთავი 2"-ზეც
"კარგად გვახსოვს, 7 ნოემბრის აქციის შემდეგ, რუსთაველზე ნიღაბაფარებული მერაბიშვილი და ადეიშვილი ქუჩაში დაღვრილი სისხლით რომ ტკბებოდნენ. ვინ ლაპარაკობს დღეს სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, საკუთარი ხალხის მკვლელი და გამაუპატიურებელი პოლიტიკური პარტია?"

ქიბარ ხალვაში: "სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს,­ რომ გვარამიასთან ერთად "რუსთავი 2"- თან დაკავშირებული სამართლებრივი დავა პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანოს და ტელევიზიიდან პოლიტიკური მიზნების განხორციელებას შეეცადოს. მეც ყველა ღონეს ვიხმარ, რომ მათ ეს ვერ შეძლონ და ტელევიზიის ფუნქციონირება არ შეფე­რხდეს"



"რუსთავი 2"-ის საქმე
გადამწყვეტ ფაზაშია. პარ­ალელურად, პროკურატურაში არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე კიდევ ერთი საქმე­ აღიძრა - საგამოძიებო უწყება გვარამიას და ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზა­ციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვ­ლ­ედიანის საუბრის დეტალების გარკვევას­ ცდილობს. ორივე­ მხარის დაკითხვის შემდეგ,­ პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომ ახვლედიანისა და გვარამიას ჩვენებები ერთმანეთისგან
რადიკალურად განსხვავდება...

პირველი კითხვა ნიკა გვარამიას სწორედ ამის შესახებ დავუსვით.
- მე სრულად ვაგებ პასუხს იმ გან­ც­ხადებაზე,­ რაც გავახმა­ურე. მთავრობა ჩემი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის შუამავ­ლ­ობით პირადი­ ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებითა­ და კოლეგების თვალში განა­დგურებით მემუქრებოდა.

- ახვლედიანი რატომ აძლევს პროკურატურას განსხვავებულ­ ჩვენებას?
- დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომ­­ავალში ალექსი ახვლედიანი სრულ სიმარ­თლეს იტყვის.

- ახვლედიანს პროკურატურაში დაკითხ­ვის­­ შემდეგ ესაუბრეთ?
- არ შევხვედრივარ, თუმცა, ვიმეორებ,­ ვიცი, რომ მალე ყველაფერს იტყვის.

- თუ ხელისუფლება ჩანაწერების გამოქვეყნებით გემუქრებოდათ, საინტერესოა, ისეთი რა საუბრები გქონდათ სააკაშვილთან, რომ მათი გასაჯაროება, როგორც თავად ამბობთ, თქვენი საწინააღმდეგო კომპრომატი იქნებოდა და კოლეგების თვალში განადგურდებოდით?

- ხელისუფლებისთვის სააკაშვილი იმდენად ტოქსიკური ადამიანია, რომ მასთან­ ნებისმიერი ტიპის საუბარი კომპრომატი­ ჰგონიათ. ვადასტურებ, სააკაშვილთან მარ­თლაც ხშირად და ბევრ თემაზე ვსაუბრობ, მათ შორის, "რუსთავი 2"-ზეც. ის ჩემი მეგობარია და მისი აზრი ნებისმიერ საკითხზე ყოველთვის მაინტერესებს.

- თუ ადასტურებთ, რომ "რუსთავი 2"-ის­ მართვაზე გარკვეულწილად მითითებებს­ სააკაშვილისგან იღებთ, რამდენად სამართლიანია თქვენი განცხადებები ტელეკომპანიის­ ობიექტ­ურობასა და დამოუკიდებლობაზე?
- სააკაშვილთან საუბარი მითითებების მიღებას არ ნიშნავს... ფაქტია, რომ ხელისუფლებას როგ­ორც რეგიონებში,­ ისე თბილისში­ ჩატარებული მრავალათასიანი კონცერტების შეეშინდა. ქიბარ ხალვაში პირველად მაშინ გამო­ჩნდა, რო­დესაც ბათუმში ტელეკომპანი­ის ორგა­ნიზებულ კონცერტზე 50 ათასი კაცი მოვიდა. უამრავმა ადამიანმა ტელეკომპანიას სოლიდარობა გამოუცხადა და ეს აღიზიანებთ!

- დღეს ხშირად გახსენ­ებენ, რომ თავის დროზე იმ ჟურნალისტებს­ არ უცხა­დე­ბდით სოლიდარობას, რომლებიც­ "იმედში" დაარბიეს ან ჯაშუშობისთვის დააკავეს.
- თავის დროზე, ჩვენც ბევრ შეცდომას ვუშვებდით, თუმცა წინა მთავრობა ქვეყანას მეტ-ნაკლებად კვალიფიციურად მართავდა და კარგი საქმეებიც კეთდებოდა. ცუდია, რომ მმართველი გუნდი დღესაც იმავე მდინარეში შედის და ყველა­ფერთან ერთად, ვერც ქვეყნის მართვას ახერხებს. "ქართული ოცნება" ხალხმა იმისთ­ვის აირჩია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" უკეთესი ყოფილიყო.

- ამბობთ, რომ ტელეკომპანიას ნებით არ დატოვებთ. სახელმწიფოს მიმართ დაუმორჩილებლობას აანონსებთ?
- "რუსთავი 2"-ის­ შენობას ნებით არ დავტოვებ, რადგან ურთმელიძე მოსამართლე კი არა, დაქირავებული ზონდერია.
შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებაც ჩვენთვის არალეგიტიმურია.

- შესაძლოა, ზოგიერთი შემოგედავოთ, რომ მსგავსი მოწოდებებით 2007 წლის მოვლენების პროვოცირებას ცდილ­ობთ.­ მით უმეტეს, სახელმწიფო გადატრიალ­ების მცდე­ლობაზე უშიშროების სამსახურიც­ საუბრობს.
- არ ვიცი, სახელმწიფო რას გად­აწ­ყვეტს, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან ეს ხელისუფლებაც წინამორბედის შეცდომებს­ იმეორებს. გადავა თუ არა პროცესები ქუჩაში, მომავალი გვიჩვენებს. კანონის ფარგლებში ყველა მიმართულებით ვიბრძოლებთ...

"კვირის პალიტრა" ბიზნესმენ ქიბარ­ ხალვაშს დაუკავშირდა:
- მათი მიზანი­ ნათელია - სასამართლო დავა პოლ­ი­ტიკურ სიბრტყეში გადაიტანონ და საკ­უ­თარი ქმედებები სიტყვის თავისუფლებ­ისათვის ბრძოლად­ შენიღბონ. კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფ­ლებაში ვერასოდეს დაბრუნდებ­იან, ამიტომ­ მაქსიმალურად ცდილობენ, "რუსთავი 2"-ის თემა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ. მიუხედავად­ ყველაფრისა, "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების თვალში იმდენად დისკრედიტირებულია, რომ ქაოსური ვითარების შესაქმნელად არანაირი რესურსი არ გააჩნია... საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩემი სიმართლის­ დასამტკიცებლად 2008 წლიდან ვიბრძვი, თუმცა უშედეგოდ. სამართლებრივი­ ბრძოლისთვის ერთადერთი გზა დამრჩა - სასამართლო...
საპარლამენტო არჩევნებს რომ დავლოდებოდი და სარჩელი ახლა არ შემეტანა, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურებოდა და მომავალში­ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებაც კი აღარ მექნებოდა.

- რა ინვესტიცია განახორციელეთ თავის დროზე "რუსთავი 2"-ში და შესაბამისი თანხის­ უკან დაბრუნების შემთხვევაში, იტყვით­ თუ არა სასამართლო დავაზე უარს?
- თანამშრომლების სახელფასო დავალიანება გადავიხადე. ამასთან, სხვადასხვა ფონდიდან აღებული ვალები გავისტუმრე, სიგნალის გადაცემისთვის აუცილებელი ძვირად ღირებული აპარატურა შევიძინე. ეს ყველაფერი დოკუმენტებში დაფიქსირებულია. რაც შეეხება სასამართლო დავას, ნურავინ შეიქმნის წარმოდგენას, რომ ხალვაში "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ ინვესტიციაზე დაობს და კომპენსაციას ითხოვს­. იქიდან გამომდინარე, რაც ტელეკომპანიის გამო გადავიტანე, არ ვიქნები მართალი, მრავალწლიანი ბრძოლა დავთმო.­

ჩემი ამოცანა­ ისიც არის, რომ "რუსთავი­ 2" სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" დიქტატისგან გათავისუფლდეს. არაერთხელ გამოვიწვიე ყარამანიშვილები და "რუსთავი 2"-ის რეალური პატრონი სააკაშვილი ტელედებატებში, რათა ყველა საკითხზე საჯაროდ გვესაუბრა, მაგრამ არავინ გამომხმაურებია.
სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს,­ რომ გვარამიასთან ერთად "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული სამართლებრივი დავა პოლ­იტიკურ სიბრტყეში გადაიტანოს და ტელევიზიიდან პოლიტიკური მიზნების განხორციელებას შეეცადოს. მეც ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ვერ შეძლონ და ტელევიზიის ფუნქციონირება არ შეფე­რხდეს.
ამასთან, ყველა თანამშრომელი, რო­მელთაც მიაჩნიათ, რომ მათი უპი­რველესი მოვალეობა ჟურნალი­სტ­უ­რი სტანდარტების დაცვა და თავ­ის­უფალი სიტყვის ერთგულებაა,­ "რუსთავი 2"-ში მუშაობას გააგრძელებს.

"რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილიც­ აფასებს:
- 13%-იანი რევოლუცია­ არ არსებობს!­ ზოგადად, რევო­ლუცია ქვეყანას არ სჭირდება - ეს პროცესი ერთხელ უკვე გავიარეთ და კარგად ვნახეთ, რომ სარგებელი არასოდეს მოაქვს.
"ნაციონალური მოძრაობა" ოცნებობს, სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს და პროცეს­ები ქუჩაში გაგ­რძელდეს. თუმცა ამას ვერასოდეს მოახერხებს - რეალურად ქვეყანაში არ არის ისეთი დაძაბული ფონი, როგორსაც "რუსთავი 2" გვიხატავს­. "ნაციონალები" ხელოვნურად ვერა­ს­ოდეს ასწევენ ტემპერატურას იქ, სადაც ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ და შესაბამისი საფუძველიც არ არსებობს.

მიუხედავად ყველაფრისა, სახელმწიფო მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად უნდა იყოს. ნიკა გვარამიასა და მის მეგობრებს სასამართლოს წინააღმდეგ წასვლას ვერც დასავლეთი და ვერც აღმოსავლეთი ვერასოდეს მოუწონებს­. მინდა, "რუსთავი 2-"ის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი მშვიდობიანად დასრულდეს, მაგრამ აქვე ყველას შევახსენებ: ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს და თუ ვინმე შეეცდება კანონის ფარგლებს­ გასცდეს, პროცესში ძალოვანი სტრუქტურები ჩაერთვებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა უნდა გადადგეს და გვარამიას სურვილს დაემორჩილოს".

დავით მაღრაძე, მწერალი:

- დღეს "რუსთავი 2"-სა და "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდამჭერები არა ჰყავს. მათ ადრე "დამჭერები" ჰყავდათ. არც ხელისუფლებაში არიან და არც ყვითელი ავტობუსები ექვემდებარებათ, რომ ხალხი ქუჩაში ძალის გამოყენებით გამოიყვანონ. დღეს სიტყვის თავისუფლებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ბრძოლა იგივეა, ოსვენცი­მის საკონცენტრაციო ბანაკის შრომით კოლექტივს ებრაელი ხალხის უფლებების დასაცავად რომ ებრძოლა. რაც შეეხება აქციების დაანონსებას და "რუსთავი 2"-ის კონცერტებს,­ ყოველ ჯერზე "ნაციონალური მოძრაობა" მის მიერ ორგანიზებულ შეკრებებზე პარტიის სამოქალაქო პანაშვიდს იხდის! მხარდამჭერთა რაოდენობა კონცერტის სანახავად მოსული თინეიჯერებითა და ძალით მოყვანილი ადამიანებით შემოიფარგლება და­ სწორედ ეს აშფოთებთ!

კარგად მახსოვს, 7 ნოემბრის აქციის შემდეგ, რუსთაველზე ნიღაბაფარებული მერაბიშვილი და ადეიშვილი ქუჩაში დაღვრილი სისხლით რომ ტკბებოდნენ. ვინ ლაპარაკობს დღეს სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, საკუთარი ხალხის მკვლელი და გამაუპატიურებელი პოლიტიკური პარტია?..
ნებისმიერ ყაჩაღურ გამოვლინებას ჰუმანური პრინციპებისა და კანონმდებლობის სივრცის სრული დაცვით ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს!

გიორგი აბდალაძე: "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ..."


გიორგი აბდალაძე, ფოტორეპორტიორი: - წლების განმავლობაში "რუსთავი 2" მხოლოდ ერთი პიროვნების ინტერესებს ემსახურებოდა. არ მაქვს ილუზია, რომ გვარამია მომავალში გამოსწორდება. ეს ის ადამიანია, რომელსაც ხალხის განცდა არასოდეს ადარდებდა და "მოდელირებული ქრონიკაც" სწორედ ამიტომ შექმნა. როდესაც ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაგვაკავეს, ტელევიზიის ჟურნალისტები შიშით ვერ გამოდიოდნენ ჩვენს მხარდასაჭერად, ემუქრებოდნენ არა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით, არამედ დაკავებით და ოჯახის წევრებზე ძალადობით. სხვათა შორის, "რუსთავი 2"-ში არაერთი მეგობარი მყავს, რომლებსაც ერთი ადამიანის ბრძანებებზე სიარული დიდი ხანია მოჰბეზრდათ...
გვარამია შეშინებულია, რომ მფლობელის შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიაში ფინანსური მაქინაციებიც გამოაშკარავდება!

ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები


პროკურატურაში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში ხელისუფლების მოთხოვნის გადასაცემად მივიდა მისი მეგობარი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. გზავნილი შეიცავდა მოთხოვნას, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებისთვის გვარამიას არ შეეშალა ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაასაჯაროებდნენ მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებსა და სატელეფონო საუბრებს, მათ შორის ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან გამართულ სატელეფონო საუბრებს.

ნიკა გვარამიას ჩვენების საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ალექსი ახვლედიანიც, რომელმაც დაადასტურა ნიკა გვარამიასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა, მასთან სხვადასხვა ვითარებაში ხშირი შეხვედრები და მათ შორის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში 2015 წლის 21 ოქტომბერს შეხვედრაც, თუმცა კატეგორიულად უარყო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებისა თუ სატელეფონო საუბრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მოთხოვნის გადაცემის ფაქტი.

რუსუდან შელია
gela mamasaxlisi
29 ოქტომბერი 2015 20:22
ოჰ გამოცნდნენ მელეხები
imereli
27 ოქტომბერი 2015 10:22
ლოგიკურად შეუძლებელია ახსნა ის, რაც ხდება საქართველოში.წამების კადრების გავრცელებაში ოცნება და ნაციონალები ერთმანეთს ადანაშაულებს, არადა ლოგიკურად იმ კადრების გავრცელება არცერთს არ უნდა აწყობდეს!მეორე:გვარამია და ახვლედიანი მეგობრობას ადასტურებენ,ამავე დროს მათი ქმედებები საწინააღმდეგოზე მეტყველებენ, თუ შეკრულები არ არიან.ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული ოცნებისა და ნაცების კომენტარები ნდი-ს გამოკვლევებზე.რა უხარია ნაცებს? 13%? ან ოცნება ვერ ხვდება, რომ მისი რეიტინგი კატასტროფულადაა დაცემული? რაზეა დაფუძნებული მათი ოპტიმიზმი? რატომ არავინ საუბრობს, რომ წამების კადრების გავრცელება შეიძლება აწყობდეს მაგ. ინაშვილს? ან სულაც ვინმეს უკრაინაში? რუსეთიც ხომ დაინტერესებული უნდა იყოს სააკაშვილის კომპრომენტაციაში?ხომ შეიძლება გაქცეულმა ნაცმა გაავრცელა მეგობრების უყურადღებობით განაწყენებულმა ან უბრალოდ ფული შემოაკლდა და გაყიდა?
magradze
26 ოქტომბერი 2015 18:06
ბეჭდებიან ხელებს თუ აფოთიალებდი ნეტავ, დამაჯერებლობისთვის, ინტერვიუს დროს!

რედაქტორის რჩევით