რუსული პოლიტიკის გამტარებლებთან ვერ დავდგებით!
რევოლუციის მომწყობს "ავრორა" მაინც უნდა ჰყავდეს მტკვარზე შემოყვანილი, მაგრამ საქმე ის არის, რამდენჯერაც რევოლუცია იყო საქართველოში, იმდენჯერ "ავრორა" რუსული აღმოჩნდა


რესპუბლიკელებისა და "ახალი მემარჯვენეებისთვის" თავიანთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას ნოღაიდელის გვერდით გამოჩენა იმდენად გამაოგნებელი იყო, რომ დავით ბერძენიშვილმა ისიც კი თქვა, - ძმებმა გაჩეჩილაძეებმა ალასანია "პლენში" აიყვანესო. ნოღაიდელის განცხადებას, ალასანიასთან კარგა ხანია მოლაპარაკება მაქვს დაწყებულიო, უკვე პოლიტიკური ნოკაუტის ეფექტი ჰქონდა. გამოცანად რჩება ალასანიას გადაწყვეტილება, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში თუნდაც ყოფილ
თანამებრძოლებთან გამომშვიდობების ხარჯზე ჩართულიყო. მისი ყოფილი მოკავშირეებისათვის ეს რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯია. კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ ყოფილი მეგობრები ალასანიას გარდა ყველას ადანაშაულებენ. გაოცებას ვერც "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოზარ სუბარი მალავს:

- ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ჩემთვისაც გაუგებრია ირაკლი ალასანიას ნაბიჯი. ერთი
წევრით მეტი იქნება თუ ნაკლები, ამით "ალიანსს" საფრთხე არ ემუქრება. 22 სექტემბერს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა გამოვთქვით, განვაცხადეთ, რომ რევოლუციასა და აჯანყებას  მხარს არ დავუჭერთ.  ითქვა, რომ თუკი ოპოზიციური ძალების ერთობა შედგებოდა, ჩვენ ვითანამშრომლებდით მერის  ერთიანი კანდიდატის არჩევის საკითხში, მაგრამ საერთო კანდიდატის გამოვლენის ხერხად პრაიმერი არ მიგვაჩნდა. როდესაც ზურაბ ნოღაიდელმა "ედინაია როსიასთან" თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვთქვით, რომ ვემიჯნებოდით როგორც ზურაბ ნოღაიდელს, ისე ყველა პარტიას, რომელსაც შესაძლებლად მიაჩნია ზურაბ ნოღაიდელთან თანამშრომლობა.

როცა რუსულ გზაზე ვლაპარაკობთ, ორ გზას ვგულისხმობთ: მიხეილ სააკაშვილის გზას, რომელმაც ანტირუსული რიტორიკით, რეალურად კი ანტიქართული პოლიტიკით ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა. სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის გამო ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. მეორე რუსულ გზას კი ნოღაიდელი მიჰყვება, რომელმაც "ედინაია როსიასთან" თანამშრომლობის გაფორმებით ბეჭედი დაუსვა სააკაშვილის მმართველობის შედეგს - საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. როდესაც საზოგადოების წარმომადგენლები გვეუბნებიან, ოპოზიცია უნდა გაერთიანდესო, მაინტერესებს, როგორ გვაყენებენ ამ ძალებთან? - "ალიანსი საქართველოსთვის" რუსული პოლიტიკის გამტარებლებთან ვერ დადგება. 

- გამოდის, ალასანია ხვდებოდა ნოღაიდელს, მოლაპარაკებები ჰქონია გაჩეჩილაძესთან და ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ "ალიანსში"?
- ვიცოდით, რომ მუდმივად იმართებოდა შეხვედრები, მაგრამ საუბრების  თემატიკა  ჩვენგან დამალული იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ ხდებოდა. ჩემთვის, როგორც "ალიანსის" ერთ-ერთი თანათავმჯდომარისთვის, ეს მიუღებელი იყო.

- ალასანია-სუბარის ტანდემი აღარ არსებობს?

- თუ ირაკლი ალასანია თავს ზურაბ ნოღაიდელის გვერდით მოიაზრებს, ცხადია, სხვადასხვა გზით მივდივართ.

- განცხადების შემდეგ ალასანიას შეხვედრიხართ?
- არ გეგონოთ, ერთმანეთს ხმას აღარ ვცემდეთ, მაგრამ, როდესაც ასეთი განცხადება საჯაროდ გაკეთდება, რა აზრი აქვს კიდევ შეხვედრასა და საუბარს? ირაკლი ალასანია ამბობდა, რომ დაუპირისპირდებოდა (კი არ გაემიჯნება) ყველას, ვინც რევოლუციის მოწყობას შეეცდებოდა. დღეს კი დგას იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ამბობენ, ქვეყანაში არჩევნებით არაფერი შეიცვლება, არჩევნები არის საბაბი ჭექა-ქუხილის ასატეხადო. სიმართლე გითხრათ, ამ ჭექა-ქუხილისაც არ მჯერა. არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ჭექა-ქუხილის მომწყობები ვერ არიან. როდესაც გაიძახი, მიშა, მოვდივარო, უნდა მიხვიდე და რომ ვერ მიხვალ, მერე ამომრჩეველს არ უნდა უთხრა, რომ კიდევ იმავე გზით აპირებ სიარულს. რევოლუციის მომწყობს "ავრორა" მაინც უნდა ჰყავდეს მტკვარზე შემოყვანილი, მაგრამ საქმე ის არის, რამდენჯერაც რევოლუცია იყო საქართველოში, იმდენჯერ ეს "ავრორა" რუსული აღმოჩნდა.

- თქვენც ფიქრობთ, რომ ალასანია "პლენში" ჰყავთ გაჩეჩილაძეებს?
- ანალიზი თქვენ გააკეთეთ. ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, კვანძი ისედაც გახსნის პირას არის.

როდესაც საქართველოში დავბრუნდი, შევიტყვე, რომ ბიძინა გეგიძის აგარაკზე შეკრება გამართულა. კონსერვატორები აცხადებენ, შეკრებაზე არ ვყოფილვართო, თავისუფალმა დემოკრატებმაც იგივე გაიმეორეს, ამ დროს კი ჟურნალისტები გვარწმუნებენ, კახა კუკავა ესწრებოდა შეკრებასო. კობა დავითაშვილმაც თქვა ინტერვიუში, ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა შეხვედრას და იმაზე მსჯელობდა, სააკაშვილს მივცეთ თუ არა იმუნიტეტი და უსაფრთხოების გარანტიაო.

რაშია საქმე, რატომ ატყუებენ ხალხს? თუ მართლაც იყვნენ შეკრებაზე, რატომ მალავენ? რა უსაფრთხების გარანტიაზეა ლაპარაკი? უკვე შეიცვალა ხელისუფლება, სასამართლომდეა საქმე მისული, პროკურორი დანიშნეს თუ რა?! არ ვიცი, რა ხდება და რაც ვიცი, იმას სახელს ვერ დავარქმევ. სახარება გვეუბნება, არა არს რა დაფარული, რომელიც არა გაცხადდესო, ყველაფერს მალე შევიტყობთ.
asmati
07 მარტი 2010 11:39
მართლა ვეგარ გავიგე რელიგიას მაინც ეცითპატივი ტავისუფლების ინსტიტუტი მიუგებელია მაშ
ინებს თქვენი და არც ბევრს მოველი თქვენგან ყველა თვისას მოელის დაგვგალა თკვენმა უაზრობებმა რამ შეგაცულატ ასე საქარტველო?
omexi
02 მარტი 2010 14:48
სოზარ,კაცი თუ ხარ სიტყვის კაცი უნდა იყო.ხომ იყავი სოციოლოგიური გამოკიტხვის მომხრე ,ეხლა რა მოხდა, გონიათ გაინაღდეთ და აგარ გაIნტერესებთ სხვა პარტიების აზრი? ძალიან ცდები.ტქვენ და ნაციონალები არაფრით არ განსხვავდებით?ერთნი იყავით თავისუფლების ინსტიტიტიდან.ოპოზიციაში რესპები იმიტომ გადავიდნენ რომ ბერძენიშვილმა აჭარა ვერ მიიღეს.თQვზნ რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ ნაცებზე ვარესი ანტი ქართველები იქნებით.
ბარნაბა
02 მარტი 2010 09:51
მართალი ხარ ბატ.სუბარ,კაცი პრინციპების ერთგული უნდა იყოს."დაღლილი ვირის "გვერდით,რომელმაც ოკუპანტის ფილიალი დააფუძნა რა თქმა უნდა გვერდით არც უნდა გაეკაროთ.მაშინ რაღაა კოლაბორაციონიზმი?((ზვიანგის და დავითაშვილის ამ ორკაციანი პარტიებით ბევრი არაფერიც არ დაგაკლდებათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?