"ზონდერები კეზერაშვილის მიერ კონტროლირებად კომპანიებში მუშაობენ"
02-11-2015
"ზონდერები კეზერაშვილის მიერ კონტროლირებად კომპანიებში მუშაობენ"
ბიზნესმენი მამია სანადირაძე, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური გეგმებისთვის ფულს ბიზნესებიდან შოულობს, რომელსაც დღესაც აკონტროლებს საქართველოში.

"მიხეილ სააკაშვილი გამოწვრთნილი "შტირლიცია". თავის დროზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილმა მაფიის პრინციპით ჩამოაყალიბა. მისი პრეზიდენტობისას ჩამოყალიბდა მკაცრი სამთავრობო ვერტიკალი, რომელსაც პარტიის შენახვა და დაფინანსება უნდა უზრუნველეყო. ამიტომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს, ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი სეგმენტების მონოპოლიზება მოეხდინათ. როგორ ხდებოდა ეს, ყველამ იცის: შედიოდა ფინანსური პოლიცია და მცირე დარღვევისთვისაც კი ბიზნესმენს თავს უკრავდნენ
ციხეში, შემდეგ კი ბოლომდე გაწეწავდნენ. მისი ქონება მიშას ხელდასხმულ ბიზნესმენებს გაუნაწილდებოდა. ასე გაჩნდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ბიზნესმენები: კეზერაშვილი, შარანგია, ყარამანიშვილები, მაქაცარია და კიდევ ბევრი ძმანი მათნი.

2012 წლის არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებმა, ვინც კი გამოყარეს საჯარო სამსახურებიდან, მიშას ხელდასხმული ბიზნესმენების კომპანიას შეაფარეს თავი.

მსხვილი
ბიზნესების ხელში ჩაგდებით სააკაშვილმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა შექმნა, რომელიც დღეს მისთვის სერიოზული დასაყრდენია. ამ ინფრასტრუქტურაში, მათ შორის კეზერაშვილის მიერ კონტროლირებად კომპანიებში მუშაობენ ზონდერები, ე.წ. ბოევიკები, ჭორების გამავრცელებლები და ა.შ. ყველა ეს ადამიანი სააკაშვილის ბიზნესშია თავშეფარებული და იქიდან იღებს დაფინანსებას.
სააკაშვილის დასაყრდენი მონოპოლიები დღესაც არსებობს. ის ძლიერად მომზადებული "საბოტაჟნიკია". უდიდეს ფულს შოულობს საქართველოში და მედიასაშუალებებსაც ყიდულობს. მან იცის, რომ პოლიტიკური ბრძოლა საკმაოდ ძვირი ჯდება.

"ნაციონალური მოძრაობა" კარგად ორგანიზებული მონოლითური პოლიტიკური ბანდაა. თუ სააკაშვილმა შეძლო საქართველოში არეულობის მოწყობა, ეს მოქმედი ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ამიტომ დროულად უნდა გამოფხიზლდნენ და ძაღლის თავი იქ ეძებონ, სადაც სააკაშვილმა თავის დროზე ღრმად ჩამარხა".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით