ოდესელის ოდისეა - ქართულ-უკრაინული სკანდალი
02-11-2015
ოდესელის ოდისეა -  ქართულ-უკრაინული სკანდალი
"სააკაშვილის მიმართ არა მხოლოდ ექსტრადირების, აღსრულების პროცედურებიც უნდა ამოქმედდეს"

სატელეფონო ჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასა და "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას რევოლუციური სცენარით ბრძოლისკენ მოუწოდებს, ერთ-ერთმა უკრაინულმა ვებგვერდმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ნიკა გვარამიამ და გიგა ბოკერიამ მალევე დაადასტურეს, რომ ჩანაწერი ავთენტური იყო და სააკაშვილთან მსგავსი შინაარსის სატე­ლეფონო საუბრები მართლაც შედგა, თუმცა მათივე მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისგან მხოლოდ რეკომენდაციები მოისმინეს და მათ აღსრ­ულებაზე არც კი უფიქრიათ. მიუხედავად­ ამისა,
გვარამია და ბოკერია უშიშროების სამსახურში რამდენიმე­ საათის­ განმავლობაში დაკითხვაზე­ იმყოფებოდნენ - სუს-ის­ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 24 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო­ ხელისუფლების დასამხობად­ შეთქმულების ორგანიზებას გულისხმობს. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიების ფარგლებში შსს-თან თანამშრომლობით უსაფრთხო­ების ღონისძიებები უკვე გატარდა და დახმარებისთვის უკრაინის
შესაბამის უწყებებსაც მიმართეს.

ქართულ-უკრაინული სკანდალი

რატომ მოუწოდებს ქართულ ტელეკომპანიასა და ოპოზიციურ პარტიას ოდესის გუბერნატორ­ი სააკაშვილი რევოლუციური ბრ­ძ­­ო­­ლისკენ, ამ კითხვაზე უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური­ განმა­რტება ჯერჯერობით არ გა­უ­ვრცელებია. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ვოლოდიმირ ბოიკო აღნიშნავს, დიდი ალბათობით, პოროშენკოს ადმინისტრაცია გავრცელებულ ჩანაწერებს არც მომავალში­ გამოეხმაურება:
- აქ ტელევიზიებსა და პრესას, ძირითადად, პოროშენკოს ადმინისტრაცია­ აკონტროლებს, შესაბამისად, პრეზიდენტის­ ჯგუფი განსაზღვრავს, რა ინფორმ­ა­ცია გავ­რცელდეს მედიაში და რა დაიბლოკოს. თანაც, უკრაინაშ­იც­ თითქმის ყოველდღე სკანდალური პოლიტიკური კომპრომატები ვრცელდება, რომლის მთავარი ადრესატი, როგორც წესი, ოდესის ექსცენტრიკული გუბერნატორი სააკაშვილი­ გახლავთ.
ის უკრაინაშიც დიდ პოლიტიკურ სკანდალებშია გახვეული.

- რას ფიქრობს­ მოსახლეობა,­ რომელთა დაქირავებული მაღა­ლჩი­ნოსანი სხვა ქვეყანაში რევოლუცი­ის ორგანიზებაზე ლაპარაკობს?
- უკრაინელები უკვე აცნობ­ი­ე­რებენ,­ რომ სააკაშვილი სინამდვილეში პოპულისტი­ პოლიტიკოსია, რომელიც თავს იმის უფლებასაც აძლევს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფო გადატ­რიალებისკენ მოუწოდოს. თანაც,­ არ დაგავიწყდეთ, ეს ხდება მაშინ,­ რო­­დესაც­ საქართველოსა­ და­ უკ­­რა­ინას შორის მეგობრული ურთი­ერთობა ოფიციალურად­ არის დეკლარირებული. ეჭვიც არ მეპარება, რომ უკრაინის მინ­ის­ტრთა კაბინეტი და პრეზიდენტი პო­როშენკო სააკაშვილის რევო­ლუციურ ვნებებზე განმარტებას­ არ­ გააკეთებენ. არადა,
უკრაინის­ ხელისუფლება ვალდებულია, ქარ­თველ სამართალდამ­ცავებს რეალური სცენარის გარკვევაში დაე­ხმაროს და დაად­გინოს, როგორ გეგმავდა სააკაშვილი საქა­რ­თველოში სახელმწიფო გადატ­რიალებას.

თუმცა, პოროშენკო არც ამ ვალდებულებას შეასრულებს. მას სააკაშვილი სხვა უკრაინელ ოლიგარქებთან­ საბრძოლველად სჭირდება, ამიტომ­ გუნდიდან­ ჯერჯერობით არ ჩამოიცილებს. საქართველოს ექსპრეზიდ­ენტსა და მის ხმაურიან გუნდს უკრაინის კანონმდებლობა არც აინტერესებთ. ისინი აქ საეჭვო ბიზნესებს ლობირებენ და სახელმწიფო ბიუჯეტს პირადი მიზნებისთვის იყენებენ. ეს ოდესაშიც კარგად იციან, რაც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ არჩევნებზეც ცხადი შეიქნა - სააკაშვილის კანდიდატმა, საერთაშორისო­ დონის თაღლითმა ბოროვიკმა, მოსახლეობის ნდობის მოპოვება ვერ შეძლო და მერის არჩევნებში­ დამარცხდა.­ ნათელია, სააკაშვილი­ და მისი ჯგუფი უკრაინაში სახე­ლმწიფო პრობლემების აღმოსაფხვრელად კი არა, პირადი კეთი­ლდღეობისთვის იმყოფებიან - უკრაინა მათთვის დროებითი თავშესაფარია. მეტიც, სააკაშვილი უკრაინელებთან საუბრისას არც მალავს, რომ მისი მიზანი საქ­ა­რთველოში პოლიტიკური რევანშია. ვფიქრობ, გავრცელებული ჩანაწერების გამო სააკაშვილი რიგითი უკრაინელებისგან ადეკვატურ პასუხს მალე მიიღებს.

ვინ არის "ბეჟო"?

უკრაინულ საიტზე აუდიო­­ჩანაწერების­ გავრცელებამდე­ ერთი კვირით ადრე, "უკრ­აი­ნულმა ვიკილიქსმა" სააკაშვილისა და ბოკერიას სტამბოლის აეროპორტში სავარაუდო შეხვედრის შესახებ მას­ალა გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, გავრცელებული სატელეფონო საუბრები­ სწორედ სტამბოლის აეროპორტში შეხვედრამდეა ჩაწერილი.­ აუდიომასალაში კარგად ისმის, რომ გიგა ბოკერია ტელეფონში­ დეტალებზე­ საუბრისგან თავს იკავებს და სააკაშვილთან პირისპირ­ შეხვედრას ითხოვს. "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დაადასტურა კიდეც, რომ მადრიდიდან დაბრუნების შემდეგ, სტამბ­ოლის აეროპორტში ოდესის გუბერნატორს მართლაც შეხვდა­, თუმცა "უკრაინულ ვიკილიქსში"­ გამოქვეყნებულ მასალას ბოდვა­ უწოდა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ სააკაშვილის მოწოდებების შემ­დეგ, "უკრაინულ ვიკილიქსზე" გამოქვეყნებული­ მასალა დამაჯერებელია: - "უკრაინულ ვიკილიქსში"­ გამოქვეყნებული სტენოგრაფიული­ მასალა სააკაშვილისა და ბოკერია­-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერებს დროში ემთხვევა. გავრცელებულმა აუდიომასალამ "ვიკილიქსზე" მითითებული გადატრიალების სცენარი, ფაქტობრივად, დაადასტურა. მსგავსი ინფორმაცია უსაფუძვლოდ არ ვრცელდ­ება. ცნობილია, რომ უკრაინაში­ საინფორმა­ციო სააგენტოების ნაწ­ილს უკრაინელი ოლიგარქი­ კოლ­ომოისკი აკონტროლებს, რომელ­იც გავლენიანი პოლიტიკოსია. მას მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყაროები ჰყავს და კერძო დეტექტივების მთელი არმიაც ექვემდებარება. "უკრაინულ ვიკილიქსზე" გამოქვეყნებულ მასალებში ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა: სააკაშვილი ბოკერიას ჰპირდება, რომ ფინანსურად ვინმე "ბეჟო" დაეხმარება და საქმის ეფექტურად შესასრულებლად მას 160-ს გადასცემს...

ცალსახაა, რომ სააკაშვილი­ ბეჟუაშვილზე მიუთითებს. კეზერა­შვილთან ერთად,­ დავით და გელა ბეჟუაშვილები, "ნაციონალური მო­ძრაობის" დამფინანსებლები იყვნენ. მეტიც, სააკაშვილმა გელა ბეჟუაშვილს საგარეო დაზვერვა სწორედ იმ მიზნით ჩააბარა, რომ მისი საშუალებით მნიშვნელოვანი ფინანსური კაპიტალი დაეგროვებინა. დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვ­ილს ძმები ბეჟუაშვილები ბნელი საქმეების შესასრულებლად ფინანსურად დღესაც ეხმარებიან. შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რა ფული ტრიალებდა "ნაცმოძრაობაში" და დღესაც­ სად მიდის ქვეყანაში შემოსული­ შავი კაპიტალი. ამ ფაქტებზე როგ­ორც რუსული, ისე ამერიკული საინფორმა­ციო­ წყაროები წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ. სხვათა შორის, "ნაციონალურ მოძრაობას" სახელმწიფოში პროვოკაციების მოსაწყობად დღემდე მათი მფარველობის ქვეშ არსებული ოფიციალური სტრუქტურებიც დაეხმარებიან. მაგალითად, კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარე­ პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილის მეგობარია­ და უმაღლეს თანამდებობაზეც მისი რეკომენდაციით დაინიშნა. ის "ნაციონალური მოძრაობის" დავალებებს­ დღესაც უპირობოდ შეასრულებს.­ მეტიც, საკონსტიტუციო სასამა­რთლოს მოსამართლეები არიან ვალერი ზუმბაძე და ოთარ ორჯონიკიძე, რომლებიც წლების განმავლობაში­ კუდ-ში მუშაობდნენ­ და ვანო მერაბიშვილის მითითებებს ასრულებდნენ.

- რა ტიპის პროვოკაციების მოწყობას პროგნოზირებთ?

- "ნაციონალური მოძრაობის"­ ნებისმიერ მხარდამჭერს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს. ეს კარგად გამოჩნდა საბანკო ზედამხედველობის საკითხზეც, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

გახდა თუ არა სააკაშვილი "ნაცმოძრაობისთვის" პოლიტიკური ტვირთი?


უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ჩანაწერებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა: "რკინის კონსტრ­უქციები", "ბოევიკები", "გაისროლონ", "ასე თუ მივიქცევთ ყურადღებას", "რევოლუციური სცენარით უნდა წახვიდეთ", "ინსტრუქტაჟის ტონი" - მსგავსი გამონათქვ­ამებით სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა. ძალიან უნდა გინდოდეს ივანიშვილის გამარჯვება, რომ ასეთი რამ მისცე ხელში... იმედია, ჩვენი წამოსვლის შესახებ არსებულ კითხვათა ნაწილს მაინც გაეცა პასუხი".

გოგა ხაჩიძე, დეპუტატი: "ქვეყანაში­ რევოლუციურ განვითარებას ცალსახად არ ვემხრობი.­ რაც მთავარია, დაუსრულებელი დაპირისპირება და მუდმივად სისხლზე აპელირება მოსახლეობასაც ყელში ამოუვიდა. ეს ბოლო სოციოლოგიურმა კვლევებმაც ცხადყო, სადაც გამოკითხულთა­ უმრავლესობამ პოლიტიკური პრო­ცესების მიმართ სრული ნიჰილიზმი გამოამჟღავნა. ასე რომ, დაპირისპირების ინსპირირებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ შეძლებს. ვფიქრობ, ჩემ ნაცვლად თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უნდა უპასუხონ კითხვას: გახდა თუ არა სააკაშვილი პარტიისთვის პოლიტიკური ტვირთი? ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაშიც იკითხება, დანარჩენი კი შიდაპარტიული საუბრის თემაა და ამაზე თავად "ნაციონალებმა" უნდა ილაპარაკონ".

აღიძვრება თუ არა სააკაშვილის წინააღმდეგ მორიგი საქმე?

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩანაწერში სააკაშვილის მოწოდებებს არ იზიარებს და ის მხოლოდ მსმენელია. აღიძვ­რება თუ არა საქმე სააკაშვილზე და რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს უკრაინის მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყ­ებად, იურისტი­ ლევან­ ალაფიშვილი განმარტავს.
- პირველ რიგში, სატელეფ­ონო ჩანაწერების წარმომავლობა და კანონიერება უნდა დადგინდეს. ისიც უნდა დადგინდეს, როგორ გაჟონა გრიფით "საიდუმლო" მასალებმა უცხოურ საიტებზე. თუ გამოვლინდება, რომ ჩანაწერები სანქცირებულია და მათი მტკიცებულებად გამოყენებაც სამართლებ­რივ ნორმებს არ ეწინააღმდეგება, კონკრეტულ პირებს ბრალი უნდა წაეყენოთ და საქმის განხილვა სასამართლ­ოში გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში სასამ­ართლო პროც­ესებზე ბრალდებული პირის გამოცხადება აუცილებელი­ სულაც არ არის. სასამართლოს შეუძლია სააკაშვილს ბრალი დაუსწრებლადაც წაუყენოს. მის წინააღმდეგ სხვა საქმეზე გამოძიება დიდი ხნის წინ დაიწყო და მის საქმეებს ადვოკატი კურირებს.

- ბრალის წაყენების შემთხვევაში,­ რა სამ­ართლებრივი ბერკეტებით უნდა იმოქმე­დოს გამოძიებამ, როდესაც სააკაშვილი­ უკრ­აინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორია?
- ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ექსტრადირებ­ის, აღსრულ­ების პროცე­დურები­ უნდა ამოქ­მედდეს.
საბოლოოდ მაინც უკ­რაინის სასამართლომ უნდა გად­აწყვიტოს­ როგორც ექსტრადირების, ისე სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალის უკრაინაშივე აღსრულება. რაც მთავარია, სამართალდამცავებმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი უნდა გასცენ.­ მსგავს საქმეში ეჭვის არსებობა საერთაშორისო ასპარეზზე სრულ პოლ­ი­­ტიკურ და სამართლებრივ კრახს იწვევს. შესაძლებელია, შესაბამისი მოთხოვნით ინტერპოლისთვის მიმართვაც...

"რუსთავი 2"-მა გვთხოვა, ერთად გვებრძოლა"


მიხეილ მაჭავარიანი, "ნაცი­ონალური­ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:
- ფარ­ულ ჩანაწერებზე კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა ვისაუბროთ. 10 ოქტომბერს, როგორც კი NDI-ს კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, უკრაინულ საიტზე საქართველოს ხელისუფლების ორგანიზებით წამებისა და გაუპატიურების ამაზრზენი ვიდეოფირი გავრცელდა. პარადოქსია, "ქართულ ოცნებას" დაავიწყდა, რომ წამებაში მონაწილე პირების ნაწილი ბინძ­ური გარიგებების გამო თავად არ დაიჭირა.­ მოგვიანებით­, ხელისუფლების მხარდამჭერებმა იერიში­ ჩვენს ოფისებზე მიიტანეს - საღ­ებავები ესროლეს და დაარბიეს. მეტიც, ასეთ დაძაბულ ვითარებაში პრემიერმა გაუგონარი განცხადება გააკეთა და "ნაციონალ­ურ მოძრაობაზე" იერიშები კიდევ უფრო წაახალისა. ამ ფონზე სააკა­შვილმა საკუთარ მოსაზრებებზე ისაუბრა, თუმცა "რუსთავი­ 2"-ის ეზოში არც ერთი კონსტრუქცია და "ბოევიკი" არ დგას.

- ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ სააკ­აშ­ვილი ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყ­ოფილებას 22 ოქტომბერს ელოდებოდა. ამავე პერიოდში ტელეკომპანიაში კარვები და გასაშლელი საწოლები მიიტანეს, თუმცა მოსამართლემ საქმის განხილვა რამ­დენიმე დღით გადადო. რატომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ დაპირისპირების გეგმა, გადაწყვეტილების გამოტანის გადავადების გამო ჩაიშალა?
- თუ 22 ოქტომბრისთვის ვემზადებოდით, "რუსთავი 2"-ში რკინის კონსტრუქციები, კუნთმაგარი ადამიანები ან სანგრები­ სადმე დაინახეთ? გასაშლელი საწოლები და კარვები არაფერს ნიშნავს... თანაც, ერთია სააკაშვილის პირადი მოსაზრებები და მეორე, რომელი რეკომენდაცია გაითვალისწინა გვარამიამ.

- თქვენი პარტიის თავმჯდომარის რევო­ლუციური მოწოდებები თქვენთვის არაფერს ნიშნავს?

- პარტიის თავმჯდომარის პოზიცია­ გასაგებია, მაგრამ მად­რიდში მას ჩვენი გუნდის წევრები­ შეხვდნენ და ქვეყანაში არს­ებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს - პარტიას მხოლოდ "რუსთ­ავი 2"-ის დაცვის სურვილი ამოძრავებს. რაში გვჭირდება რევოლუცია, როდესაც "ქართულ ოცნებას" მოსახლეობის მხარდაჭერა პრაქტიკულად არა აქვს?

- რევოლუციური სცენარი იქნებ იმისთვის გჭირდებოდათ, რომ არჩევნებზე მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი არც თქვენ გაქვთ და როგორც ჩანაწერში სააკაშვილი ამბ­ობს, ამ გზით ძალის დემონსტრირებასა და ყურადღების მიქცევას მოახერხებდით?

- სახელმწიფო გადატრიალების სცენარი დღეს მხოლოდ ივანიშვილს აწყობს, რადგან ფიქრობს, რომ მსგავსი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს... "რუსთავი 2"-მა პარტიის წევრებს თავად გვთხოვა მხარდაჭერა და სიტყვის თავისუფლებისთვის ერთად ბრძოლა.

- პარადოქსია, პარტიის თავმ­ჯდომარე გვარამიას კონკრეტულ მითითებებს აძლევს და თქვენ ამტკიცებთ, რომ აქციებში მხოლოდ ტელეკომპანიის თხოვნით მონაწილეობდით?
- თუ ამ ჩანაწერებს გამოვ­ეკიდებით, კი ბატონო, ვისაუბ­როთ რევოლუციურ სცენარზე... გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერების შემდეგ სააკაშვილთან კიდევ არაერთი საუბარი შედგა­ და, ალბათ, უკანონოდ მასაც იწერდნენ­. შესაძლოა, საზოგადოებას ეს ჩანაწერებიც მოასმენინონ და იცით, ამით რას მიაღწევენ? ერთხანს არავინ აღარ ილაპარაკებს "გაზპ­რომზე", გაპარტახებულ ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში მრავლად დაგროვდა.

"რუსთავი 2": "ამით თავს დავიზღვევთ გადაცდომისაგან"

ტელეკომპანია "რუსთავი 2" არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის, რომელმაც არხის საინფორმაციო სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტია უნდა გაამყაროს.

"ვემიჯნებით პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს და მათი თამაშის წესებს. ჩვენი სურვილია, ვაკეთოთ ის საქმე, რაც ვიცით - გავაშუქოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ჩვენი მიზანია ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები. თუმცა, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ საზოგადოების ნაწილს შესაძლოა დარჩეს კითხვები ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევს იმ კონტენტს, რასაც "რუსთავი­ 2"-ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს" - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა.

გიორგი ლაფერაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა დეკლარირებულია, ბოლოდროინდელი სატელეფონო ჩანაწერების გამო შესაძლოა, მაყურებელთა ნაწილს ჰქონდეს კითხვები, რამდენად გულწრფელები ვართ, როდესაც დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ. ამიტომაც მოგვეწონა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული საბჭოს შექმნის იდეა...

- კიდევ რა შემოგთავაზათ­ არასამთავრობო სექტორმა?

- შეხვედრა დახურული იყო, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, რისი თქმაც ხმამაღლა შეიძლებოდა, ვთქვით. მთავარი თემა იყო, როგორმე გაგვემყარებინა ის პროცესები, რის დეკლარირებასაც ვახდენთ. საბჭო გააკონტროლებს, ჩვენ მიერ შექმნილი­ პროდუქცია ჯდება თუ არა სტანდარტის ფარგლებში. ისე არ გაიგოთ, რომ საბჭოს შეუძლია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, ამას ვერავინ შეცვლის, საბჭო იქნება მხოლოდ დამატებითი ბერკეტი, რათა თავი დავიზღვიოთ გადაცდომებისგან.

- შეიძლება "რუსთავი 2"-ის საზოგადოებრივი საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს შევადაროთ?

- იქ სხვა ტიპის საბჭოა - ბიუჯეტით დაფინანსებული ორგანიზაცია. როგორც ვიცი, მათ აქვთ ფინანსური და კონტენტის კონტროლის მექანიზმი, ანუ მონაწილეობენ დაგეგმარების განხილვაში და იძლევიან რჩევებს, რამდენად სჭირდება არხს ესა თუ ის პროექტი... "რუსთავი 2" არის კომერც­იული, კერძო ორგანიზაცია, რომელსაც არ სჭირდება რჩევა ამა თუ იმ პროექტზე.

- საბჭო იხსნის "რუსთავი 2"-ს მფლობელებისა და მათი მეგობრების ჩარევისგან?

- ასეთი მცდელობები ადრეც ყოფილა და მომავალშიც იქნება. მე არ მაქვს მზა პასუხი თქვენს კითხვაზე, მაგრამ როდესაც საბჭო დაიწყებს ფუნქციონირებას, მის წევრებს ჰკითხეთ, რამდენად თავისუფალია ეს არხი.

P.S. ტელეკომპანია საზოგადოებრივ საბჭოში თანამშრომლობას სთავაზობს შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს:
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; სიდა; მედიის განვითარების ფონდი; სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; ფონდი ინტერნიუსი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. ტელეკომპანია საზოგადოებრივ საბჭოში ასევე იწვევს ჟურნალისტ ნინო ჯაფ­ი­აშვილს, მედიამკვლევარ ნინო დანელ­იას, ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის­ კავკასიური სკოლის დეკანს ნინო ივანიშვილს­.

"გაისვრიან და გაისროლონ"

სააკაშვილი: "უნდა წახვიდეთ რევოლუციაზე, გამაგრდეთ, ბარიკადები გააკეთონ, მოიმარაგოთ წყალი, ესა, ისა და იყოს მრავალკვირიანი სთენდოფი, გარშემო უნდა დაამწყვდიოთ დიდი ბარიკადები, ეხლავე დაიწყეთ მომზადება, ჩვეულებრივი ციხესიმაგრე გააკეთეთ, კარვები გარშემო, ის კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ა.შ. ეხლა უნდა დაიწყოთ მშენებლობა... 1500-2000 კაცს ჩვეულებრივად ვიშოვით, რომ გაამაგრონ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ვსიო, ძალიან გაუჭირდებათ. იშოვეთ ბოევიკები, რომლებიც დაიცავენ, საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება. უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქნათ?"

რუსუდან შელია
ლელა
05 ნოემბერი 2015 00:32
ერთში დარწმუნებული ვარ არჩევნებზე ნაცებსაც და ქოცებსაც ხალხი მაგრად შეგისრულებთ........................
!?
04 ნოემბერი 2015 16:54
პოროშენკო უკვე დაადგა სააკაშვილ-იანუკოვიჩის დიქტატორულ გზას, მასმედიის კონტროლ ქვეშ დაქვემდებარებით და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით, პლიუს კანონ დარღვევებით ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებული პარტია "უკროპი"-ს პოლიტიკური ლიდერების დაჭერით და უკვე ნათელი ხდება რომ სულ მალე სააკაშვილის ოცნება თბილისური მაიდანის მოწყობის მაგიერ კიევური მესამე მაიდანში ვიხილოთ ამ ზამთარს!
ია
02 ნოემბერი 2015 14:36
დანელიას ლეიბი არ დაავიწყდეს.რამდენი ფული ჰქონიატ?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები